imedi /  10 აგვისტო 2018, 15:16 / სანდო წყარო

ინდოეთში წყალდიდობას 26 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში, კერალას შტატში წყალდიდობით გამოწვეულ მეწყერებსა და ნგრევას 26 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ Independent-ი წერს. 

აიანკულუს, იდუკისა და ვაიანადის რეგიონებში  მაშველებთან ერთად, სტიქიას 200-მდე სამხედროც ებრძვის. 

15 500-ზე მეტი ადამიანი თავს ბანაკებს აფარებს. 

უამინდობა ამ რეგიონში ყოველ წელიწადს, ივლისიდან სექტემბრამდე გრძელდება და წელიწადის ამ დროს წყალდიდობები ათობით ადამიანს იწირავს. 

ყველა სიახლე

ქართული ოცნება

25 მარტი 2019, 11:27

საქართველო

„ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ არჩევნებში კანდიდატები წარადგინა

ზუგდიდში მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია იქნება, მარნეულში ზაურ დარგალი, ზესტაფონში გიორგი გოგლიჩიძე, ჭიათურაში გივი მოდებაძე, ხულოში - ვახტანგ ბერიძე. რაც შეეხება თბილისის მთაწმინდის ოლქს, აქ კენჭს "ქართული ოცნებიდან" ლადო კახაძე იყრის.

იენს სტოლტენბერგი მამუკა ბახტაძე

25 მარტი 2019, 11:20

საქართველო

ნატოს გენმდივნისა და პრემიერის პრესკონფერენციის მთავარი გზავნილები

სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და მოუწოდებს რუსეთს რომ გაითხოვოს განცხადება ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შესახებ, ასევე გაიყვანოს ჯარები აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან.

სოციალური მუშაკი

25 მარტი 2019, 11:05

საქართველო

ბათუმში გაფიცული სოცმუშაკი ამბობს, რომ მას სამსახურიდან გაშვებით ემუქრებიან

სოციალური მუშაკები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიფიცნენ. გაფიცულები საპროტესტო აქციას თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან მართავენ. აქციას რეგიონების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. აქციაზე მისვლას საინიციატივო ჯგუფის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების და პროფკავშირების წარმომადგენლებიც აპირებენ.

მშენებლობა

25 მარტი 2019, 10:52

საქართველო

წეროვანში სამხედროებისთვის პროთეზირების მხარდამჭერი ცენტრი შენდება

წეროვანში ქართველი და უკრაინელი სამხედროებისთვის უახლესი ტექნოლოგიის სამედიცინო და პროთეზირების მხარდამჭერი ცენტრი შენდება. სამხედროების ჯანმრთელობაზე უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო სამედიცინო ცენტრი იზრუნებს.

საქართველოს პასპორტი

25 მარტი 2019, 10:50

საქართველო

როგორ შეუძლიათ ემიგრანტებს საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნება

საქართველოს მოქალაქე ინარჩუნებს ქვეყნის მოქალაქეობას, თუ ის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე, საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. ასევე, ცნობილია რა შესაძლებლობა აქვს მას, ვინც უკვე არის სხვა ქვეყნის მოქალაქე, მაგრამ ჯერ არ შეჩერებია საქართველოს მოქალაქის სტატუსი.

მოქალაქეობის მიღება

25 მარტი 2019, 10:48

საქართველო

რა ღირს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება ქვეყნიდან წასული პირებისთვის

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენისა და შენარჩუნებისთვის მოქალაქე განცხადებით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს. შესაბამისი განაცხადის ფორმა ივსება და ბარდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში.

მაიკ ტაისონი

25 მარტი 2019, 10:46

სპორტი

ტაისონი მაკგრეგორს ნაკლებ ლაპარაკს და მეტ ჩხუბს ურჩევს

კრივში მსოფლიო ჩემპიონმა მაიკ ტაისონმა შერეული ორთაბრძოლის სპორტსმენ კონორ მაკგრეგორს რჩევა მისცა. ტაისონის თქმით, მაკგრეგორისთვის უმჯობესია ნაკლები ლაპარაკი და მეტი ჩხუბი. მისი აზრით, მაკგრეგორს სპორტზე ფოკუსირება აკლია და ის მთლიანად გადართულია ბიზნესზე. „კომპანიის ფლობა სულ სხვა საქმიანობაა“, - განაცხადა ექსმოკრივემ.

ბავშვები

25 მარტი 2019, 10:35

საქართველო

ცნობილია, ვისთვის დაიწყო დღეს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში მიმართვის ფორმას შეავსებს, რომელიც სამინისტროს გაეგზავნება, რის შემდეგაც მშობლის თანხმობით, 8-დან 22 აპრილის ჩათვლით, მულტიდისციპლინური გუნდი ბავშვს შეაფასებს და მის საგანმანათლებლო საჭიროებას დაადგენს.

25 მარტი 2019, 10:24

მსოფლიო

Marvel-ის სერიალების სუპერგმირების კოსტიუმები აუქციონზე იყიდება

Marvel-ი სერიალის გმირების კოსტიუმებს, რეკვიზიტებსა და დეკორაციებს აუქციონის სახლ Prop Store-ში გაყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია Marvel-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. ცნობილია, რომ აუქციონზე სულ 750 ლოტი იქნება წარმოდგენილი/

ანა დოლიძე

25 მარტი 2019, 10:19

საქართველო

ანა დოლიძე მთაწმინდაზე მაჟორიტარად კენჭის აღარ იყრის

"გადავწყვიტე რომ საბჭოში ვიყო და აქედან ვეცადო ნაციონალური მოძრაობა-ქართული ოცნების ერთობლივი პროექტის, მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს დასრულება. მეტიც, ვფიქრობ და მზად ვარ, რომ ჩართული ვიყო ამ პროექტის დასასრულებლად და საქართველოში სამართლიანობის დასამკვიდრებლად ყველა ადამიანის და რესურსის მობილიზებისთვის", - წერს დოლიძე.

იენს სტოლტენბერგი

25 მარტი 2019, 10:16

საქართველო

იენს სტოლტენბერგი: საქართველო ნატოსთვის უნიკალური პარტნიორია

პრემიერმინისტრის განცხადებით, საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა და სტოლტენბერგის ვიზიტი იმის დასტურია, რომ ნატო საქართველოს გაწევრიანებას მხარს უჭერს და გვერდში უდგას. მან სტოლტენბერგს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე

25 მარტი 2019, 10:11

საქართველო

„ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომას ივანიშვილიც ესწრება

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრას ესწრება ბიძინა ივანიშვილიც. ამავე ცნობით, პოლიტსაბჭოს დასრულების შემდგომ გაიმართება ბრიფინგი.

წმინდა სოფიას ტაძარი სტამბულში

25 მარტი 2019, 10:11

კულტურა

აია-სოფიამ შესაძლოა მუზეუმის სტატუსი დაკარგოს და მეჩეთად გადაკეთდეს

"გადასახადის გაუქმება შეუძლებელი არ არის, მაგრამ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ მუზეუმის სახელწოდების ქვეშ, არამედ აია სოფიას მეჩეთის სახელით“, - აღნიშნა ერდოღანმა. წმინდა სოფიას ტაძარი კონსტანტინოპოლში ათას წელზე დიდხანს ყველაზე დიდ ტაძრად ითვლებოდა ქრისტიანულ სამყაროში.

სახლი

25 მარტი 2019, 09:57

ტაბლოიდი

ემა სტოუნის სახლი $3.89 მილიონად იყიდება

ემამ სახლი 2012 წელს 2.5 მილიონ დოლარად, ოსკაროსანი რეჟისორის, კრის ბაგსტერისგან შეიძინა. ჯერჯერობით უცნობია, რატომ გადაწყვიტა მან ამ საყვარელი სახლის გაყიდვა და სად იცხოვრებს მსახიობი მომავალში.

ადა მარშანია

25 მარტი 2019, 09:42

საქართველო

მარშანიას ინიციატივით, დევნილს დახმარება ქვეყნის არა ორი, არამედ სამი თვით დატოვების შემთხვევაში უნდა შეუჩერდეს

"იმის გათვალისწინებით, რომ ამ ქვეყნებთან უვიზო რეჟიმი არსებობს, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატება სამ თვეს, ხშირია დევნილის დახმარების შეწყვეტის შემთხვევები დევნილი პირების მიმართ კანონით დათქმული ორთვიანი ვადის დარღვევის გამო“, – განმარტავს მარშანია.

გაფიცვა

25 მარტი 2019, 09:34

საქართველო

საქართველოში სოციალური მუშაკები გაიფიცნენ

გაფიცულები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ. აქციას შეუერთდნენ რეგიონების წარმომადგენლებიც. დღის ბოლომდე კი აქციაზე მისვლას საინიციატივო ჯგუფის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფკავშირების წარმომადგენლებიც აპირებენ.

სახლი

25 მარტი 2019, 09:24

მსოფლიო

ღაზის სექტორიდან გაშვებული რაკეტა ისრაელში საცხოვრებელ სახლს დაეცა

შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, დაშავებულებს შორის ერთი ახალშობილია. დაბომბვის შემდეგ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა და თითქმის მთლიანად დაინგრა. ისრაელის მთავრობა სარაკეტო იერიშში ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასს“ ადანაშაულებს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

ნაკრები

25 მარტი 2019, 09:19

სპორტი

შვიდკაცა ნაკრებმა ზიმბაბვეში საერთაშორისო ტურნირი მოიგო

„ბორჯღალოსნები“ ტურნირის ფინალში სამხრეთ აფრიკულ „ჩიტაზს“ დაუპირისპირდნენ და მეტოქე დაძაბულ შეხვედრაში, ანგარიშით 19:14 დაამარცხეს. საქართველოს შვიდკაცა ნაკრები ევროპის გრანპრისა და ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირისთვის ემზადება.

დონალდ ტრამპი

25 მარტი 2019, 09:09

მსოფლიო

ტრამპი: არ არის შეთქმულება, არ არის ობსტრუქცია, სრული თავისუფლებაა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსულ კავშირებზე სპეციალური გამოძიების შედეგებს ეხმიანება. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს."არ არის შეთქმულება, არ არის ობსტრუქცია, დასრულდა და სრული თავისუფლებაა. ახლა ამერიკას დავუბრუნოთ ძველი დიდება", - წერს ტრამპი.

სამების საკათედრო ტაძარი

25 მარტი 2019, 09:07

საქართველო

25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა

ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა და მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიარა, თუმცა ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა. ილია მეორის უშუალო მონდომებით კი მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს ცნო.