imedi /  14 მარტი 2017, 01:40 / სანდო წყარო

ჯანდაცვის ახალი რეფორმით 14 მილიონი ამერიკელი დაზღვევის გარეშე დარჩება

აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო დეპარტამენტმა რესპუბლიკელების მიერ წარდგენილი ჯანდაცვის სისტემის ანალიზი გამოაქვეყნა, რომელმაც ობამას რეფორმა (Obamacare) უნდა შეცვალოს, - წერს BBC

დეპარტამენტის გათვლით, რეფორმის ამოქმედების შემთხვევაში, 2018 წელს, დღევანდელზე 14 მილიონით მეტი ადამიანი სამედიცინო დაზღვევის გარეშე დარჩება.  

2026 წლისთვის დაზღვევის გარეშე დარჩენილთა რიცხვი 52 მილიონ ადამიანს მიაღწევს, რაც 24 მილიონი ადამიანით მეტია, ვიდრე მაგ დროისთვის დღეს მოქმედი კანონით იქნებოდა. იმავდროულად, ანგარიშში ნათქვამია, რომ 2026 წლისთვის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი 337 მილიარდი დოლარით შემცირდება. 

აშშ-ის ჯანდაცვის მინისტრის, ტომ პრაისის თქმით, მთავრობა ანგარიშში მოყვანილ დასკვნებს კატეგორიულად არ ეთანხება, რადგან დეპარტამენტში დასკვნები ერთი კანონპროექტის საფუძველზე გააკეთეს, მაშინ როდესაც რეფორმა სამ ეტაპად არის ჩაფიქრებული.

ამერიკის ჯანდაცვის სისტემის შეცვლაზე კანონპროექტი რესპუბლიკელებმა აშშ-ის კონგრესში 6 მარტს შეიტანეს. ამ დროისთვის ის წარმომადგენლობათა პალატის ორმა კომიტეტმა მოიწონა. 

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს და მოსახლეობას დაჰპირდა "მეტ არჩევანს ნაკლებ ფასად". მანამდე მან განაცხადა, რომ Obamacare-ის გაუქმებით არავინ დაზარალდებოდა.  

ჯანდაცვის სისტემის რეფორმას Obamacare 2010 წელს მოეწერა ხელი. მისი მთავარი მიზანი სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაზრდა და დაზღვევის გარეშე მყოფი ამერიკელების რაოდენობის შემცირება იყო.

Obamacare-ის მომხრეები ამტკიცებენ, რომ პროგრამის 6-წლიანი მოქმედების პერიოდში 20 მილიონი ამერიკელი დაეზღვია. რეფორმის ოპონენტები ამ მონაცემებს გაზვიადებულს უწოდებენ.
Obamacare-ის გაუქმება, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი იყო.

კომენტარები ()

არქივი

24 ოქტომბერი 2017, 01:55

ძალოვნები

თამაზ მეჭიაურის თქმით, მისი შტაბიდან გასულ 2 პირს თავს დაესხნენ და მანქანა დაუწვეს

პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“ თიანეთის მერობის კანდიდატის თამაზ მეჭიაურის ინფორმაციით, მისი შტაბიდან გასულ პირებს, რომლებიც საარჩევნო პროცესებს ესწრებოდნენ, თავს დაესხნენ და მანქანა დაუწვეს. ამის შესახებ პოლიტიკოსი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. შსს-ს ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

24 ოქტომბერი 2017, 00:59

ძალოვნები

შილდაში მოკლული ქალის ქმარი საკუთარ ძმასაც ადანაშაულებს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში რამდენიმე დღის წინ სუიციდით გარდაცვლილი 24 წლის ეკა ნაქევხრიშვილის ქმარი რამინ გურასპიშვილი ამბობს, რომ მისი ცოლი ნაწამები და მოკლულია. გურასპიშვილი ეჭვობს, რომ ამ საქმეში სამი ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის მისი ძმაც.

24 ოქტომბერი 2017, 00:55

მსოფლიო

სომხეთში რუსმა სამხედრომ შემთხვევით 1 პირი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

სომხეთში რუსმა სამხედრომ შემთხვევით თანამშრომელი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა/ ინციდენტი ალაგიაზის პოლიგონზე მოხდა. ჯარისკაცმა შემთხვევით ავტომატიდან ცეცხლი გახსნა და იქვე მყოფი სამხედრო სასიკვდილოდ დაჭრა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.

24 ოქტომბერი 2017, 00:34

ეკონომიკა

ზუგდიდში ორგანული კობრის ლიფსიტების გამოსაზრდელად ბიოტბორი შექმნეს

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეს სატბორე მეურნეობაში, ბიოტბორის მოდელის შექმნეს. მისი მიზანია ორგანული კობრის პროდუქტიულობის გაუმჯობესება და დაავადებების მიმართ გამძლე თაობების მიღება.

24 ოქტომბერი 2017, 00:31

თემა

მილიარდერი პოპულისტი. ვინ არის ჩეხეთის ახალი პრემიერმინისტრი?

ჩეხეთის ახალი პრემიერმინისტრი, სავარადუდოდ, ანდრეი ბაბიში გახდება. მილიარდერი ბაბიშიქვეყნის ყოფილი პრემიერმინისტრი და პოპულისტური უკმაყოფილო მოქალაქეთა პარტიის დამფუძნებელია.20 და 21 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ბაბიშის პარტიამ პირველი ადგილი დაიკავა ხმათა თითქმის 30%-ით,წარსულშიქვეყნის ყველაზე მსხვილმა სოციალ-დემოკრატების პარტიამ კი ხმების მხოლოდ 7% მიიღო.

24 ოქტომბერი 2017, 00:23

მსოფლიო

ბრიტანეთი როჰინჯა მუსლიმების დასახმარებლად 12 მილიონ ფუნტს გამოყოფს

ცნობილია, რომ გაეროს ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს როჰინჯა მუსლიმების დასახმარებლად მინიმუმ 434 მილიონი დოლარი სჭირდებათ. ჟენევაში დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე კი მხოლოდ 340 მილიონი დოლარი შეგროვდა.

24 ოქტომბერი 2017, 00:17

მსოფლიო

ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანუ რონალდუ დაასახელა

მადრიდის "რეალმა" 2017 წელს ესპანეთის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და ესპანეთის სუპერთასი მოიგო. რონალდუ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი გახდა: მან 13 მატჩში 12 გოლი გაიტანა. პორტუგალიელმა სპორტსმენმა ფიფას საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული შარშანაც მოიპოვა.

24 ოქტომბერი 2017, 00:07

მსოფლიო

რუსულ და უკრაინულ მედიაში პოროშენკოზე თავდასხმის შესახებ ცრუ ინფორმაცია გავრცელდა

"უკრაინის უშიშროების სამსახურმა ქვეყნის პრეზიდენტზე პეტრო პოროშენკოზე თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს" - სწორედ ეს ინფორმაცია გავრცელდა რამდენიმე საათის წინ რუსულ და უკრაინულ მედიაში, რომელიც ე.წ. ფეიკ ნიუსი აღმოჩნდა. ამის შესახებ უკრაინული ტელევიზია "1+1" წერს ვებგვერდზე.

24 ოქტომბერი 2017, 00:00

მსოფლიო

ფიფამ ზინედინ ზიდანი წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა

ფიფამ ზიდანი წლის საუკეთესო მწვრთნელად ზედიზედ მეორედ დაასახელა. მისი ხელმძღვანელობით "რეალმა" 2017 წელს ესპანეთის ჩემპიონათი, ჩემპიონების ლიგა, უეფას სუპერთასი და ესპანეთის სუპერთასი მოიგო.

23 ოქტომბერი 2017, 23:48

ტექნოლოგიები

Samsung-სა და Apple-ს შორის 6 წლის წინ დაწყებული სასამართლო დავა გრძელდება

Samsung-სა და Apple-ს შორის 2011 წელს დაწყებული სასამართლო დავა გრძელდება. Samsung-ის იურისტებმა Apple-ისთვის საკომპენსაციო თანხის შემცირებაზე წინა სასამართლოს გადაწყვეტილების გადახედვას მიაღწიეს.

23 ოქტომბერი 2017, 23:46

ინტერვიუ

სატყეო სააგენტოს დასკვნა ბორჯომის ხანძარზე

რამდენ ხანში შეიძლება ნახანძრალის აღდგენა

23 ოქტომბერი 2017, 23:40

მსოფლიო

აშშ-ში ვაინშტეინის კომპანიასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

"ნიუ-იორკის არც ერთი მცხოვრები არ უნდა იყოს ვალდებული წავიდეს სამსახურში, სადაც სექსუალური ხასიათის მუქარები მეფობს და სადაც აშინებენ. თუ კომპანიაში სექსუალური შევიწროების ან დისკრიმინაციის ფაქტებია, ჩვენ ამის შესახებ უნდა ვიცოდეთ"- ნათქვამია პროკურრორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

23 ოქტომბერი 2017, 23:21

ტაბლოიდი

არგენტინელმა დედამ შვილის სიახლოვეს მეხის დაცემა გადაიღო

Youtube-ზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია როგორ დაეცა მოზარდი ბიჭის სიახლოვეს მეხი. ბიჭი წვიმის დროს ეზოში თამაშობდა. ვიდეო მისმა დედამ გადაიღო. ბავშვი უვნებელი გადარჩა.

23 ოქტომბერი 2017, 23:10

კულტურა

სან-პაულუს კინოფესტივალზე სამი ქართული ფილმის ჩვენება გაიმართება

სან-პაულუს კინოფესტივალისთვის სამი ქართული ფილმი შეირჩა. ფესტივალზე, სადაც 400-მდე სხვადასხვა ქვეყნის კინონამუშევარია წარმოდგენილი, მაყურებელი მარიამ ხაჭვანის „დედეს“, გიორგი ოვაშვილის „ხიბულას“ და ანა ურუშაძის „საშიშ დედას“ ახალგაზრდა რეჟისორების კონკურსის სექციაში ნახავს.

23 ოქტომბერი 2017, 23:03

არჩევნები 2017

მარნეულის საოლქო კომისიაში საჩივრებს კამათით განიხილავდნენ

32 საჩივრიდან კომისიის წევრებმა 31-ზე იმსჯელეს, ერთი კი არ განუხილავთ. სხდომა ურთიერთშელაპარაკების ფონზე, დაახლობით, 5 საათი გაგრძელდა. ჯამში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების 7 საჩივარი დაკმაყოფილდა.

23 ოქტომბერი 2017, 22:50

ძალოვნები

სოფელ ქეშალოში 30 წლამდე კაცი მოკლეს

მაჯით მამედოვს სასიკვდილო ჭრილობები სხეულის სხვადასხვა არეში აქვს მიყენებული. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ვალს უკავშირდება. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

23 ოქტომბერი 2017, 22:49

მსოფლიო

ჩეჩნეთში რუსმა სამხედრომ 4 ადამიანი მოკლა

ჩეჩნეთში რუსეთის გვარდიის უფროსმა ლეიტენანტმა 4 სამხედრო მოკლა, თვითონ კი საპასუხო ცეცხლს ემსხვერპლა. ინციდენტი ყაზარმაში მოხდა. სამხედრომ 4 პირი სასიკვდილოდ დაჭრა. მომხდარს სამხედრო პროკურატურა იძიებს. ლეიტენანტის ქმედების მოტივები უცნობია.

23 ოქტომბერი 2017, 22:46

მსოფლიო

გაერომ ჩრდილოეთ კორეაში კიდევ 32 სახეობის პროდუქტის შეტანა შეზღუდა

გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტმა გააფართოვა მასალებისა და აღჭურვილობის ნუსხა, რომელთა მიწოდებაც კომპანიებს ჩრდილოეთ კორეისთვის ეკრძალებათ. ამით სია 32-ით გაიზარდა.

23 ოქტომბერი 2017, 22:21

მსოფლიო

სტამბოლის მერის შემდეგ თანამდებობას ანკარის მერიც ტოვებს

ანკარის მერი და თურქეთის მმართველი პარტიის წევრი მელიქ გიოქჩექი თანამდებობას ტოვებს. ეს გადაწყვეტილება ანკარის მერმა თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან საუბრის შემდეგ მიიღო.

23 ოქტომბერი 2017, 22:14

მსოფლიო

ევერტონის მწვრთნელი გაათავისუფლეს

მთლიანობაში კი 16-თვიან პერიოდში კუმანის ხელმძღვანელობით "ევერტონმა" ჩატარებული 58 მატჩიდან 24 მოიგო, 14 ფრედ დაასრულდა 20-ჯერ დამარცხდა. გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.