imedi /  16 აგვისტო 2018, 12:26 / სანდო წყარო

აშშ-ში სუიციდის მცდელობისას გადარჩენილ გოგოს სახე გადაუნერგეს

აშშ-ში, ოჰაიოში, კლივლენდის კლინიკაში 22 წლის გოგოს, რომელმაც თვის მოკვლა სცადა, თუმცა გადარჩა, სახე გადაუნერგეს. ამის შესახებ BBC წერს. 

გოგომ თავის მოკვლა 18 წლის ასაკში სცადა და თავის არეში ისროლა. ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს, თუმცა მან სახის დიდი ნაწილი დაკარგა. 

სახის ტრანსპლანტაციის ოპერაცია 11-მა ექიმმა გასულ წელს ჩაატარა. მას შემდეგ, 31 პროცედურის ჩატარება გახდა საჭირო. 

გოგოს გადანერგილი აქვს 31 წლის ქალის სახე, რომელიც 2017 წელს ნარკოტიკული ზედოზირებისას გარდაიცვალა. 

ყველა სიახლე

სენაკის საკრებულო

24 იანვარი 2022, 14:48

პოლიტიკა

კვორუმის არ არსებობის გამო, სენაკის საკრებულოს სხდომა კვლავ გადაიდო

სხდომაზე გახარიას პარტიისა და „ქართული ოცნების“ არცერთი წევრი არ გამოცხადდა. მმართველმა გუნდმა წინა სხდომაზე საკრებულოს აპარატს განცხადებით მიმართა, რომ რამდენიმე წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც საკრებულოს სხდომას ვერ დაესწრებოდნენ.

24 იანვარი 2022, 14:45

პოლიტიკა

ოპოზიცია უკრაინის მხარდამჭერი ერთობლივი საპარლამენტო რეზოლუციის მიღების ინიციატივით გამოდის

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული შეთავაზებები, მათ შორის ვითხოვთ „ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციების, იმიტომ რომ აუცილებელია ამ ვითარებაში გვქონდეს ერთიანი პოზიცია უკრაინის მხარდაჭერასთან მიმართებაში და, შესაბამისად, გვაქვს კონკრეტული ინიციატივები, რაც შეიძლება საპარლამენტო დონეზე გავაკეთოთ უკრაინის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ.

24 იანვარი 2022, 14:45

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ფრაქციის უახლოეს სხდომაზე გაარკევენ, რა ფორმით გააგრძელებენ საპარლამენტო საქმიანობას

რა ფორმით განაახლებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას, ფრაქციის უახლოეს სხდომაზე გაირკვევა. წინასწარ ცნობილია, რომ ამ საკითხზე გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა, საბოლოო გადაწყვეტილებას ოპოზიციური პარტია ხმათა უმრავლესობით, კონსენსუსით მიიღებს.

24 იანვარი 2022, 14:44

ეკონომიკა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი დარგის სპეციალისტებთან ერთად, ტურიზმის სექტორის განახლებულ სტრატეგიაზე მუშაობს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „კრიზისულ და პოსტ კრიზისულ პერიოდში ტურიზმის სექტორის განახლებული სტრატეგიისა და მისი ეკონომიკური შედეგების“ თაობაზე თემატური მოკვლევის ფარგლებში ონლაინ შეხვედრა გამართა, სადაც აღნიშნულ სფეროში მომუშავე, კერძო სექტორის წარმომადგენლებს მოუსმინეს.

24 იანვარი 2022, 14:34

რეგიონი

ზეღდულეთში კერძო ინვესტორზე გასხვისებული მიწის ფართობის სოფლის საკუთრებაში დაბრუნებას ითხოვენ

მათ სადაო მიწის ფართობზე საქართველოს დროშა აღმართეს და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ფოტოები ბანერზე გამოფინეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ქართველმა მეომრებმა საკუთარი სიცოცხლე სწორედ ქვეყნის ტერიტორიების დაცვას შესწირეს და მას არ დათმობენ.

საქალაქო სასამართლოს შენობა

24 იანვარი 2022, 14:31

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მის გარეშე მიმდინარეობს

სახელმწიფო ბრალდება ექსპრეზიდენტს 2007 წლის 7 ნოემბერს საპროტესტო აქციის ძალით დაშლას, ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად დაუფლებას ედავება. ამ საქმეზე სააკაშვილთან ერთად ბრალდებული არიან ასევე: ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

24 იანვარი 2022, 14:28

მსოფლიო

უკრაინის საგარეო უწყება სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას აშშ-ის საელჩოს პერსონალის ოჯახების უკრაინიდან გაყვანის შესახებ ნაადრევად და გადაჭარბებულ სიფრთხილედ მიიჩნევს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას აშშ-ის საელჩოს პერსონალის ოჯახების უკრაინიდან გაყვანის შესახებ ნაადრევად და გადაჭარბებულ სიფრთხილედ მიიჩნევს.

სალომე სამადაშვილი

24 იანვარი 2022, 14:27

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: ჩვენი პოზიცია არის ის, რომ პარლამენტში ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად

ჩვენი პოზიცია არის ის, რომ დღეს ჩვენ პარლამენტში ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები და სახელმწიფო ინტერესები და შესაბამისად ვმოქმედებთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო საქმიანობის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ნინო ფოჩხუა

24 იანვარი 2022, 14:26

პოლიტიკა

ნინო ფიჩხუა: ნაცმოძრაობამ ხელისუფლების დამუნათება დაიწყო, თითქოს ის არაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად. ეს არის გამიზნული პროვოკაცია, რომ ქვეყანა ჩაერთოს ამ ომში

ნაციონალურ მოძრაობას, რომელმაც 152 სოფელი ჩააბარა რუსეთს, ქვეყნის 20%-ის ოკუპაციას შეუწყო ხელი, თავისი ყალბი პატრიოტიზმით და პოლიტიკური ქულების დაწერით, კვლავ ომის რიტორიკით გვესაუბრება,- ასე ეხმიანება facebook მომხმარებელი ნინო ფოჩხუა ოპოზიციის მოწოდებას, რომ ხელისუფლებამ მხარდამჭერი რეზოლუცია გაუგზავნოს უკრაინას.

მირზა ხინიკაძე

24 იანვარი 2022, 14:16

COVID19

მირზა ხინიკაძე: მეექვსე ტალღა გაცილებით მარტივად მიმდინარეობს და შედარებით ნაკლები გართულება აქვს, თუმცა, ინფიცირებულთა რაოდენობა მაინც იზრდება

„მომართვიანობის გაზრდის მიუხედავად, სტაციონარში თავისუფალი ადგილები მაინც რჩება. მეექვსე ტალღა გაცილებით მარტივად მიმდინარეობს და შედარებით უფრო ნაკლები გართულება აქვს. ამის მიუხედავად, [ინფიცირებულთა] რაოდენობა მაინც იზრდება და ამ რაოდენობიდან გამომდინარე, მაინც რჩება სტაციონარული პაციენტების საკმაოდ მაღალი ციფრები“, - ამბობს ხინიკაძე.

ჯავარა უგრეხელიძე

24 იანვარი 2022, 14:12

COVID19

ჯავარა უგრეხელიძე: მიმდინარე კვირაში ჩვენ ველით კოვიდინფიცირების შემთხვევების ზრდას

სტაციონარიზაციაზე მოთხოვნა გაიზარდა. 350 საწოლიდან დღესდღეობით დაკავებულია 200 საწოლი. მოთხოვნა სტაციონარიზაციაზე ყოველდღიურად იზრდება და ლოგიკურად მიყვება დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე ჯავარა უგრეხელიძემ განაცხადა.

ლიკა მუმლაძე

24 იანვარი 2022, 14:11

COVID19

მცხეთის სამედიცინო ცენტრის სამედიცინო დირექტორი კორონავირუსზე: ეს არის დაავადება და ვირუსი, რომლის დროსაც, შეიძლება, სრულიად ჯანმრთელი ადამიანიც დრამატულად დამძიმდეს და მისი შემთხვევა ცუდად დასრულდეს

მცხეთის სამედიცინო ცენტრის სამედიცინო დირექტორის, ლიკა მუმლაძის განცხადებით, ინფორმაცია, რომ „ომიკრონს“ მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს, დამშვიდების საშუალებას არ იძლევა, რადგან, ყოველდღიური ინფიცირების ზრდის პარალელურად, გაიზრდება მძიმე პაციენტების რაოდენობაც.

24 იანვარი 2022, 14:02

მსოფლიო

აშშ-ის მეტროში 62 წლის კაცს ხელი ჰკრეს და ლიანდაგებში ჩააგდეს

აშშ-ში, მანჰეტენზე, Fulton Street-ის მეტროსადგურში ბაქანზე მდგომ 62 წლის კაცს ხელი ჰკრეს და ლიანდაგებში ჩააგდეს. ნიუ-იორკის პოლიციის ცნობით, კაცი მომავალი მატარებლის მემანქანემ შენიშნა და მატარებელი შეაჩერა. კაცმა ფეხზე მსუბუქი დაზიანება მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

24 იანვარი 2022, 13:57

მსოფლიო

უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის

უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებაშია ნათქვამი.

ლევან ნიკოლეიშვილი

24 იანვარი 2022, 13:52

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: საშინაო პოლიტიკაში ხომ არის მარჯვე ოპოზიცია და ახლა საგარეო პოლიტიკას მიადგნენ, თან თავის დროზე რა "წარმატებით" იბრძოლეს ჯერ დიპლომატიურ ფრონტზე და მერე საბრძოლო მოქმედებების დროს რუსეთის წინააღმდეგ

ოჰო, საშინაო პოლიტიკაში ხომ არის მარჯვე ეს ჩვენი ოპოზიცია და ახლა საგარეო პოლიტიკას მიადგნენ: არიქა, უკრაინა რუსეთის, უფრო სწორედ რუსეთისა აშშ-სა და დასავლეთის დაპირისპირებაზე აქვთ აზრები თურმე,- ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციის ინიციატივას უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით.

ქეთევან დედოფლის გამზირი რეაბილიტაცია

24 იანვარი 2022, 13:43

საზოგადოება

ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი მიმდინარეობს

მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ისნის რაიონის გამგებელი ნიკა ელისაშვილი, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები გაეცნენ.

გია აბაშიძე

24 იანვარი 2022, 13:38

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ეს ტოტალიტარული სექტა უშედეგოდ ცდილობს პოლიტიკური ქულების ჩაწერას და რაც მთავარია, საქართველოსა და რუსეთს შორის მორიგი ესკალაციის აგორებას

დეკლარირებულად პროდასავლური, მაგრამ რეალობაში პრორუსული სააკაშვილისა და მისი გარემოცვისგან საზოგადოებას არ ესაჭიროება რჩევები განსაკუთრებით საგარეო-პოლიტიკურ ფლანგზე!, - ასე აფასებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე ოპოზიციის ბრალდებებს, რომლებიც ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

ვლადიმერ ბოჟაძე

24 იანვარი 2022, 13:38

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: “ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც რუსეთის აგრესიისგან ვერ დაიცვა საქართველოს ტერიტორია, ვერ უზრუნველყო მშვიდობა და უსაფრთხოება, ახლა თურმე უკრაინას დაიცავს რუსეთის აგრესიისგან

საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ხელისუფლება მუდმივ კონტაქტზეა ჩვენს პარტნიორებთან და ამ ფონზე ოპოზიციის ქმედებები მხოლოდ პროვოკაციის მცდელობად შეიძლება ჩაითვალოს, მშვიდობა უკრაინას და უკრაინელ ხალხს! - ასე ეხმაურება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ოპოზიციის ბრალდებებს ხელისუფლების მიმართ, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომ თითქოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს მათ დასახმარებლად.

ირაკლი ზარქუა

24 იანვარი 2022, 13:37

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია „ჭრელო პეპელასავით“ არიან, ჩამოყალიბდნენ, უნდათ თუ არა პარლამენტში

„ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია „ჭრელო პეპელასავით“ არიან, ხან შემოდიან, ხან არ შემოდიან პარლამენტში. ჩამოყალიბდნენ, უნდათ თუ არა პარლამენტში თუნდაც, თავიანთი ამომრჩევლის ინტერესების გატარება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

24 იანვარი 2022, 13:27

ეკონომიკა

23 იანვრის მდგომარეობით, საქართველოდან 18.4 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 23 იანვრის ჩათვლით საქართველოდან 18.4 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 84.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 4.0 ათასი ტონით (28%), ხოლო ღირებულება 8.3 მლნ აშშ დოლარით (11%) გაიზარდა.