imedi /  26 აგვისტო 2018, 16:47 / სანდო წყარო

ირანში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ირანში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 3 ადამიანი, ხოლო დაშავებულთა რიცხვი კი 300-მდე გაიზარდა. ამის შესახებ aljazeera წერს.

ირანული მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ქერმანშაჰის პროვინციაში რვა სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. 

6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა დღეს ირანის დასავლეთ ნაწილში მოხდა. აღსანიშნავია, რომ ამავე რეგიონში გასული წლის ნოემბერში მიწისძვრამ 600 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

19 სექტემბერი 2020, 14:03

პოლიტიკა

გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს სამართლიან ბრძოლაში და ეს იქნება არა ერთი პარტიის გამარჯვება, არამედ ქვეყნის გამარჯვება

დიდი პატივია, აქ, ანტიკურ ნაქალაქარში თქვენთან ერთად საუბარი მომავალზე, თან მე-20 საუკუნის გენიოსი ქართველის, გალაკტიონის სახლ-მუზეუმში. ეს ისეთი სინერგიაა, რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ემოციებს იწვევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანის და ხონის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის წარდგენისას, ვანში განაცხადა.

19 სექტემბერი 2020, 13:46

რეგიონი

საფეხმავლო ლაშქრობების მოყვარულთათვის აჯამეთის აღკვეთილში პირველი 14 კილომეტრიანი წრიული ბილიკი მოეწყობა

ბუნებისა და მარტივი საფეხმავლო ლაშქრობების მოყვარულთათვის, ქუთაისიდან 15 კმ-ის დაშორებით მდებარე აჯამეთის აღკვეთილში, პირველი 14 კილომეტრიანი წრიული ბილიკი ეწყობა, რომლის შემოვლა როგორც ფეხით, ისე ველოსიპედით და ცხენით იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

19 სექტემბერი 2020, 13:33

რეგიონი

მეწყერის გამო ბათუმი-ახალციხის ცენტრალური ავტომაგისტრალის ქედის მონაკვეთზე შეფერხება იყო

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე, ზვარის მონაკვეთზე, მოძრაობა ცალმხრივად უკვე შესაძლებელია. მეწყერის შედეგად გზა ნახევარი საათის განმავლობაში იყო ჩაკეტილი. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

ლედი გაგა

19 სექტემბერი 2020, 13:29

კულტურა

ლედი გაგამ ახალი ვიდეორგოლი სერგო ფარაჯანოვის ფილმის მოტივებზე გადაიღო

ამერიკელმა მომღერალმა ლედი გაგამ ახალი ვიდეორგოლი სერგო ფარაჯანოვის ფილმის „ბროწეულის ფერის“ მოტივებზე გადაიღო.

ტოჩინოშინი

19 სექტემბერი 2020, 13:17

სპორტი

ლევან გორგოძემ სეკივაკე დაიეიშო დაამარცხა

აკი ბაშოს მე-7 დღეს ლევან გორგოძემ სეკივაკე დაიეიშო დაამარცხა. ტოჩინოშინმა აშკარა უპირატესობით დებიუტანტი მეტოქე მარტივად დაამარცხა. ლევან გორგაძის ანგარიშზე 3 გამარჯვება და 4 მარცხია და მას წოდებაში დასაწინაურებლად მინიმუმ 8 გამარჯვება სჭირდება.

19 სექტემბერი 2020, 13:07

COVID19

შემოსავლების სამსახურმა გადამხდელებს COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული მოთხოვნები გააცნო

17-18 სექტემბერს, COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მართვის ფარგლებში, ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში 8 778 საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტი მოინახულეს და მეწარმე სუბიექტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე შემუშავებული ახალი რეკომენდაციებისა და სავალდებულო ზედამხედველობის მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია ადგილზე გააცნეს.

19 სექტემბერი 2020, 13:07

COVID19

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ჯავა-ონის სამმართველოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. უწყების ცნობით, საზღვრის დაცვის თანამშრომელი, სამსახურებრივი მივლინებით, აჭარაში იმყოფებოდა.

19 სექტემბერი 2020, 12:54

COVID19

იმერეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იმერეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათი ნაწილი კვლავ პედაგოგების კლასტერია, ნაწილი კი ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის, ოქროს ბირჟის თანამშრომლები არიან. ამ დროისთვის კოვიდ კლინიკებში 16 მოვაჭრე მკურნალობს. სავაჭრო ცენტრის 64 თანამშრომელი კარანტნშია გადაყვანილი. ქუთაისის ლაბორატორიაში 1658 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს.

19 სექტემბერი 2020, 12:54

რეგიონი

ქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა

ქედის რამდენიმე სოფელში მეწყრული პროცესები განვითარდა. მიწის მასა საცხოვრებელ სახლებთან ახლოსაც ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ დააზიანა სავარგულები და წყალი სახლებშიც შევიდა. ამ დროისთვის სტიქიურ ზონებში შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

19 სექტემბერი 2020, 12:49

COVID19

ინდონეზიაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი აღრიცხეს

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ინდოენეზიაში კორონავირუსის 4 168 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 112 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 240 687 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 9 448 ადამიანი გარდაიცვალა.

19 სექტემბერი 2020, 12:49

სამართალი

სამართალდამცველებმა იმერეთში ნარკორეალიზატორი დააკავეს

სამართალდამცველებმა ერთობლივად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ზ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჭიათურაში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მას ბრალად ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება ედება. დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

19 სექტემბერი 2020, 12:43

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს თავდაცვის ძალების საავიაციო ქვედანაყოფების გაძლიერება და განვითარება ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია

19 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის ძალები სამხედრო ავიაციის დღეს აღნიშნავს. პირველ რიგში, მინდა, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის პირად შემადგენლობას პროფესიული დღე მივულოცო და წარმატებები ვუსურვო მათ ამ საპასუხისმგებლო საქმეში, - ამის შესხებ თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-ზე წერს. მისი თქმით, საქართველოს თავდაცვის ძალების საავიაციო ქვედანაყოფების გაძლიერება და განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

19 სექტემბერი 2020, 12:41

თავდაცვა

„ღირსეული პარტნიორი 2020”-ის დასრულებასთან დაკავშირებით სამხედროებისთვის კონცერტი გაიმართა

„ღირსეული პარტნიორი 2020“-ის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე, ქართველი და უცხოელი სამხედროებისთვის კონცერტი გაიმართა. კონცერტის მსვლელობისას დაცული იყო ჯარისკაცების უსაფრთხოება და მათ მომღერლებთან დისტანცია აშორებდათ.

ზურაბ აბაშიძე

19 სექტემბერი 2020, 12:40

პოლიტიკა

კარასინი-აბაშიძის ფორმატში შეხვედრა სექტემბერში არ გაიმართება

კარასინი-აბაშიძის ფორმატში შეხვედრა სექტემბერში არ გაიმართება, - ამის შესახებ imedinews-ს რუსეთთან ურთიერთობებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.

19 სექტემბერი 2020, 12:24

COVID19

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეულ 6 პირს კორონავირუსი დაუდგინდა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეულ 6 პირს კორონავირუსი დაუდგინდა. რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას ინფორმაციით, Covid-19 დაუდასტურდა აფხაზეთიდან გადმოყვანილ 4 პირს, რომლებიც საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ. მათი დაინფიცირების წყარო ე.წ. საბერიოს კლასტერს უკავშირდება.

19 სექტემბერი 2020, 12:21

რეგიონი

ალექსანდრე მოწერელია წალენჯიხაში საბავშვო ბაღის პედაგოგებს შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია წალენჯიხაში საბავშვო ბაღის პედაგოგებს შეხვდა. ალექსანდრე მოწერელიას თქმით, პედაგოგების შრომის სათანადოდ დასაფასებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

მაია ბითაძე

19 სექტემბერი 2020, 12:19

საზოგადოება

მაია ბითაძის განცხადებით, თბილისს ორი დიდი პარკი შეემატება - მათგან ერთი ვაკის პარკზე დიდი იქნება

თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „დილის შოუ“ დედაქალაქის მერიის მიერ თბილისში პარკების მშენებლობის გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრა.

19 სექტემბერი 2020, 12:17

COVID19

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 244 ადამიანს დაუდასტურდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 244 ადამიანს დაუდასტურდა, 2 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 47,154 შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც 928 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 42,551 გამოჯანმრთელდა.

გიორგი ხოჯევანიშვილი

19 სექტემბერი 2020, 12:12

რეგიონი

გიორგი ხოჯევანიშვილი: საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს და აქ მცხოვრებ მოსახლეობას განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებათ, რათა უზრუნველყოფილნი იყვნენ როგორც გამართული ინფრასტრუქტურით, ისე სახელმწიფო პროგრამებით მიღებული სარგებელით, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კასპისა და გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა დიცში, ქორდსა და არბოში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა.

მაია ბითაძე

19 სექტემბერი 2020, 12:07

პოლიტიკა

მაია ბითაძე: გარემოს დაცვა ჩემი მთავარი პრიორიტეტი იქნება

გარემოს დაცვა ჩემი მთავარი პრიორიტეტი იქნება, რადგან ეს პირდაპირ კავშირშია, როგორც დემოკრატიასთან, ასევე ადამიანის უფლებების დაცვასთან. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრების ხარისხი გავაუმჯობესოთ და ბევრად წარმატებული გავხადოთ ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი მოქალაქეები, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მე-10 ნომერმა მაია ბითაძემ, „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დილის შოუში“ სტუმრობისას განაცხადა.