imedi /  02 სექტემბერი 2018, 14:59 / სანდო წყარო

კოღოს მიერ გავრცელებული ვირუსით ადამიანები ევროპაშიც დაიღუპნენ

კოღოებს საშიში ვირუსი გადააქვთ, რომელიც დასავლეთ ნილოსის ციებ-ცხელების სახელით არის ცნობილი. ამის შესახებ Times of Israel-ი წერს.

დაავადების სიმპტომებია ციებ-ცხელება, თავის ტკივილი, დაღლილობა, ღებინება და ზოგიერთ შემთხვევაში გამონაყარი. ვირუსი ადამიანის ნერვულ სისტემას აზიანებს. კერძოდ, მას შეუძლია გამოიწვიოს ენცეფალიტი, მენინგიტი ან დამბლა.

ამ დაავადებით ინფიცირების შემთხვევები ძირითადად აფრიკასა და ცენტრალურ მაკედონიაში დაფიქსირდა, თუმცა საშიში ვირუსი ასევე გაჩნდა ევროპის ქვეყნების ნაწილშიც.

ვირუსით დაინფიცირების 183 შემთხვევა დაფიქსირდა იტალიაში, 106 საბერძნეთში, აქედან 17 ფატალურად დასრულდა. დასავლეთ ნილოსის ციებ-ცხელების შედეგად 3 ადამიანი ისრაელშიც დაიღუპა.

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, აფრიკული ვირუსის ევროპაში გავრცელებას გადამფრენი ფრინველებიც უწყობენ ხელს.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

მალხაზ მაჩალიკაშვილი

19 ნოემბერი 2018, 14:07

საქართველო

მალხაზ მაჩალიკაშვილი ნაციონალურ მოძრაობას მხარდაჭერას უცხადებს

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაჭრილი და შემდეგ საავადმყოფოში გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ ის "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერს მხარს. ამის შესახებ მან პანკისელების მიმართ გაკეთებულ განცხადებაში თქვა.

ნინო ოკრიბელაშვილი

19 ნოემბერი 2018, 14:01

საქართველო

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებას ახალი თავმჯდომარე ჰყავს

როგორც ნინო ოკრიბელაშვილი ამბობს, გაერთიანების საქმიანობის ძირითად და უმნიშვნელოვანეს მიმართულებად, დარგობრივი ასოციაციების მიერ თანამედროვე გაიდლაინებზე დაფუძნებული კლინიკური მართვის პროტოკოლების შექმნა და უწყვეტი სამედიცინო განათლებისთვის საჭირო სასწავლო პროგრამების შემუშავება დარჩება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

19 ნოემბერი 2018, 13:54

ძალოვნები

5 დეკემბრიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მოხალისეების რეგისტრაცია იწყება

5 დეკემბრიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მოხალისეობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება. მოხალისეებს შრომის ანაზღაურება არ ექნებათ, თუმცა მათ ექნებათ სოციალური გარანტიები.

უილიამ ბრაუდერი

19 ნოემბერი 2018, 13:50

მსოფლიო

რუსეთის გენპროკურატურამ უილიამ ბრაუდერი სერგეი მაგნიტსკის მოწამვლაში დაადანაშაულა

რუსეთის ფედერაციის გენპროკურატურამ განაცხადა, რომ ფონდ Hermitage Capital-ის ხელმძღვანელ უილიამ ბრაუდერს იურისრ სერგეი მაგნიტსკის მკვლელობის საქმეზე შეამოწმებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

უილ სმითი მარათონი

19 ნოემბერი 2018, 13:43

ტაბლოიდი

უილ სმითი ჰავანის მარათონში ჩაერთო. ვიდეო

უილ სმითმა ჰავანის მარათონში მიიღო მონაწილეობა. ჰოლივუდის მსახიობმა კუბის დედაქალაქის ქუჩებში ირბინა. მან ჟურნალისტებთან გასაუბრებაც მოახერხა და მათ ესპანურ ენაზე უთხრა, რომ კუბა ძალიან უყვარს. ღონისძიებაში 6 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. ყველაზე მეტი უცხოელი ჰავანაში შეერთებული შტატებიდან ჩავიდა.

19 ნოემბერი 2018, 13:36

ძალოვნები

თელავში სამხედრო ბაზაზე რეზერვისტთა შეკრება გაიმართა

რეზერვისტებს დამადასტურებელი მოწმობებიც გადაეცათ. თელავის პარალელურად, რეზერვისტთა მეორე შეკრება მე-10 კადრირებულ ბრიგადაშიც ჩატარდა. რეზერვისტებმა შეკრებისას საბრძოლო მომზადების სხვადასხვა წესები, სამხედრო მომსამსახურის უფლება-მოვალეობები შეისწავლეს და ფიზიკური მომზადება გაიარეს.

ქართული კინოს ფორუმი

19 ნოემბერი 2018, 13:33

კულტურა

ქართული კინოს ფორუმზე ორი ახალი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი აჩვენეს

ქართული კინოს ფორუმმა დამსწრე აუდიტორიას ორი ახალი ქართული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი წარუდგინა. ფორუმის ფარგლებში, ჯერ თინათინ ყაჯრიშვილის ფილმის „ჰორიზონტი“ ჩვენება გაიმართა, შემდეგ კი აუდიტორიამ გიგიშა აბაშიძის სადებიუტო ნამუშევარი - „მეზობლები“ ნახა.

ირაკლი კობახიძე ნაციონალური მოძრაობა

19 ნოემბერი 2018, 13:33

არჩევნები 2018

კობახიძის ინფორმაციით, ნაციონალების საწინააღმდეგო ბანერები ბიზნესმენების ინიციატივაა

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ისინი რეპრესირებული ადამიანები არიან და ბუნებრივია, რომ რომ საკუთარ ინვესტიციას დებენ რათა "არავითარ შემთხვევაში “ნაცმოძრაობა“ საქართველოში არ დაბრუნდეს".

ბიუჯეტის ათვისება

19 ნოემბერი 2018, 13:27

ეკონომიკა

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2018 წლის ცხრა თვეში 96 მლნ ლარია ათვისებული

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2018 წლის 9 თვის მდგომარეობით, 96 მლნ ლარია ათვისებული, რაც წლიური გეგმის 37.1%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი კლების ტენდენციით ხასიათდება წინა წლების ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. 2017 წლის 9 თვეში ათვისების მაჩვენებელი 41.2%-ს უტოლდებოდა.

შინზო აბე

19 ნოემბერი 2018, 13:26

მსოფლიო

იაპონიის პრემიერი რუსეთს ესტუმრება

მანამდე მოსკოვმა იაპონიისთვის კურილიის კუნძულების ავტომატური გადაცემა გამორიცხა. კრემლი აცხადებს, რომ იაპონია-საბჭოეთის 1956 წლის დეკლარაცია სადაო ტერიტორიის ავტომატურ გადაცემას არ გულისხმობს. 10 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ იაპონიის პრემიერმინისტრ სინძო აბეს რუსეთის პრეზიდენტისთვის ტერიტორიულ საკითხზე მოლაპარაკების დაჩქარების შეთავაზება სურს.

ჩიკაგოში ლიფტი 95-ე სართულიდან მოწყდა

19 ნოემბერი 2018, 13:26

მსოფლიო

ჩიკაგოში ლიფტი 95-ე სართულიდან მოწყდა

ჩიკაგოში ლიფტი 95-ე სართულიდან მოწყდა. ლიფტში ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ინციდენტს უვნებელად გადაურჩნენ. ავარიულმა სისტემამ მისი შეჩერება მე-11 სართულზე შეძლო.

ლევან გორგაძე

19 ნოემბერი 2018, 13:21

სპორტი

ტოჩინოშინი ტაკაკეიშოსთან დამარცხდა

კიუშუ ბაშოს მე-9 დღე ქართველი ოძეკისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. ტოჩინოშინის მეტოქე კომუსუბი ტაკაკეიშო იყო, რომე