imedi /  03 სექტემბერი 2018, 15:34 / სანდო წყარო

ციმბირში შვეულმფრენის ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის ხელისუფლების ცნობით, ეკიპაჟის სამი წევრი დაიღუპა მი-8 ტიპის შვეულმფრენის ავარიის შედეგად ციმბირში. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა ნარჩენები მიუდგომელ ირკუტსკის არეალში იპოვეს. უწყების ცნობით შვეულმფრენი, რომელიც ციმბირის „ანგარის ავიახაზების“ კუთვნილება იყო, სამძებრო სამუშაოებს ასრულებდა, როდესაც 2 სექტემბერს იგი რადარებიდან გაქრა.

იმავე დღეს კიდევ ერთმა მი-8 ტიპის შვეულმფრენმა კატასტროფა განიცადა ავღანეთში. მოლდოვის ავიაკომპანიის კუთვნილი საფრენი აპარატი, ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით ასრულდებდა რეისს, როდესაც იგი აფრენის დროს ჩამოვარდა ქალაქ მაზარ-ი-შარფში მდებარე სამხედრო ბაზის სიახლოვეს. ავარიის შედეგად დაიღუპა 12 ჯარისკაცი.

ყველა სიახლე

გოლანის მაღლობები

23 აპრილი 2019, 20:34

მსოფლიო

გოლანის მაღლობებზე ახალ დასახლებულ პუნქტს ტრამპის საპატივცემულოდ მის სახელს დაარქმევენ

ნეთანიაჰუს განცხადებით, ეს ნაბიჯი ისრაელის მხრიდან ტრამპის მიმართ გამოხატული მადლობა იქნება იმის გამო, ტრამპმა გოლანის მაღლობები ისრაელის ტერიტორიად აღიარა. 25 მარტს დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომელშიც აღიარებულია ისრაელის სუვერენიტეტი გოლანის მაღლობებზე.

23 აპრილი 2019, 20:24

მსოფლიო

დუტერტე კანადას: გაიტანეთ ნაგავი ან მე ჩამოვიტან და დავყრი თქვენს ნაგავს

Reuters-ის ცნობით, დუტერტე ქვეყნიდან ნაგვის გატანას მომავალ კვირამდე ითხოვს წინააღმდეგ შემთხვევაში ნაგვს კანადაში თვითონ ჩაიტანს. "გაიტანონ ნაგავი ან მე წავიღებ მათს ნაგავს და კანადაში დავყრი", - განაცხადა ფილიპინების პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი

23 აპრილი 2019, 20:15

კულტურა

პრეზიდენტმა ემა ლალაევა-ედიბერიძის პერსონალური გამოფენა გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წინანდალში, ალექსანდე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, საგაზაფხულო საგამოფენო სეზონი, ქართველი მხატვრის ემა ლალაევა-ედიბერიძის პერსონალური გამოფენით გახსნა. გამოფენაზე მხატვრის 20-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი. გამოფენის პარალელურად კატალოგის პრეზენტაციაც გაიმართა.

ლევან ჯიბღაშვილი

23 აპრილი 2019, 20:08

ძალოვნები

ლევან ჯიბღაშვილი: მადლობა უფალს ამ განსაცდელისთვის

თბილისის რაიონულ სასამართლოში მსახიობისა და ბიზნესმენის ლევან ჯიბღაშვილის პროცესი გაიმართა, სადაც მისთვის აღვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. პროკურატურამ მისთვის აღკვეთის ღონისძიებად 15 000 ლარის გირაო მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ ჯიბღაშვილი 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ლევან ჯიბღაშვილი

23 აპრილი 2019, 20:02

ძალოვნები

ლევან ჯიბღაშვილს აღკვეთის ღონისძიებად 10 ათასი ლარის გირაო შეეფარდა

მსახიობსა და ბიზნესმენ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით წაუყენეს. ამ დანაშაულის ჩადენა შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ადვოკატის თქმით, ჯიბღაშვილი თანამშრომლობისთვის მზად არის.

23 აპრილი 2019, 19:59

ეკონომიკა

PMCG: თბილისში სასტუმროების ფასი 4,2 %-ით გაიზარდა

2019 წლის მარტში, 2019 წლის თებერვალთან შედარებით, საქართველოში სასტუმროს ფასების ინდექსი 5.1%-ით გაიზარდა. თბილისში სასტუმროს ფასების ზრდამ 4.2% შეადგინა.საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 31.9%-ით გაიზარდა, მათ შორის ტურისტული ვიზიტები - 32.6%-ით.

„ბიბლიური თავისუფლება“

23 აპრილი 2019, 19:53

საქართველო

„ბიბლიურმა თავისუფლებამ“ თეა წულუკიანი და სოსო გიორგაძე „ანათემას გადასცა“

„გირჩის“ მიერ შექმნილმა რელიგიურმა ორგანიზაციამ „ბიბლიურმა თავისუფლებამ“ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელძღვანელი სოსო გიორგაძე ანათემას გადასცა.

23 აპრილი 2019, 19:33

მსოფლიო

ტრამპი ამბობს რომ Twitter-ი გამომწერებს აკლებს

აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ Twitter-ზე მისი გამომწერთა რიცხვი 100 მილიონზე მეტი უნდა იყოს. გარდა ამისა მან კონგრესს Twitter-ის რეგულირებისკენ მოუწოდა.

როს უილსონი

23 აპრილი 2019, 19:32

საქართველო

უილსონი: გვჯერა, ხელისუფლებას აქვს მაღალი ხარისხის სანდოობა რომ პანკისში უსაფრთხოება უზრუნველყოს

საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს როს უილსონს „სჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს მაღალი ხარისხის სანდოობა, რომ უზრუნველყოს უსაფრთხოება რეგიონში“. ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე კომენტირებისას თქვა.

ნიშნობა

23 აპრილი 2019, 19:32

ტაბლოიდი

პატარძალმა ნიშნობის ბეჭდის დიზაინი დაიწუნა და საქმროს მისი გადადნობა მოსთხოვა

ბრიტანელმა პატარძალმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ნიშნობის ბეჭდის ფოტო, რომლის დიზაინიც არ მოეწონა. ეს არის ვერცხლის ბეჭედი, რომლის თავიც ძაღლის თათის ფორმისაა, თათში კი ბრილიანტია მოთავსებული.

23 აპრილი 2019, 19:25

ტექნოლოგიები

შექმნეს მაჯის საათი, რომელიც ადამიანებს ალერგიული შეტევისგან იხსნის

ადამიანებისთვის, რომლებსაც ალერგიის მძიმე ფორმები აწუხებთ, ეპინეფრინის ნემსი მწვავე შეტევის ბლოკირების თითქმის ერთადერთი საშუალებაა. სპეციალისტები ამბობენ რომ წამალი და ნემსი ალერგიის მძიმე ფორმებით დაავადებულებს მუდამ თან უნდა ჰქონდეთ. ახლახანს ბრიტანელმა სტუდენტებმა გამოიგონეს მაჯის საათი EpiWear-ი, რომელიც კრიტიკულ მომენტში ავადმყოფს გადაარჩენს.

ნიკოლას ქეიჯი და ერიკა კოიკე

23 აპრილი 2019, 19:15

ტაბლოიდი

ნიკოლას ქეიჯის ყოფილი მეუღლე ოთხდღიანი ქორწინების გამო კომპენსაციას ითხოვს

ვიზაჟისტი ერიკა კოიკე მსახიობ ნიკოლას ქეიჯისგან ქორწინებიდან 4 დღის შემდეგ განქორწინების სანაცვლოდ ფულად კომპენსაციას ითხოვს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. ერიკას განცხადებით, მსახიობთან ქორწინებამ მის კარიერაზე ცუდად იმოქმედა, მათი ურთიერთობების გარშემო აგორებული სკანდალი მის რეპუტაციაზე ცუდად აისახა.

როს უილსონი

23 აპრილი 2019, 19:10

საქართველო

უილსონი ადასტურებს, რომ შავ ზღვაში ამერიკულ ხომალდს ორი რუსული ხომალდი აედევნა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი როს უილსონი ადასტურებს, რომ შავი ზღვის აკვატორიაში შესულ ამერიკულ ხომალდს „როსს“ ორი რუსული სამხედრო ხომალდი აედევნა. ამ თემაზე ამერიკელ დიპლომატს ჟურნალისტებმა დაუსვეს შეკითხვა. ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი USS Ross (DDG 71) ბათუმის ნავსადგურს 21 აპრილს პირველად ეწვია.

დონალდ ტრამპი

23 აპრილი 2019, 19:08

მსოფლიო

ტრამპი: NYT-მა პატიება მუხლებზე დაჩოქილმა უნდა მთხოვოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ The New York Times-მა მას ბოდიში უნდა მოუხადოს, თუმცა ამჯერად მუხლებზე დაჩოქილმა უნდა სთხოვოს პატიება. მჯერად, დონალდ ტრამპის კრიტიკის ობიექტი NYT-ის საავტორო სვეტის ავტორი პოლ კრუგმანი იყო.

23 აპრილი 2019, 18:52

მსოფლიო

რუსეთში შრი-ლანკის ტერაქტში ეჭვმიტანილი ტერორისტები დააკავეს

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა პრიმორიის მხარეში ტერორისტული დაჯგუფება „ჯამაათ ალ-ტაუჰიდ ვა ჯიჰადის“ წევრები დააკავეს. მათ შრი-ლანკის ხელისუფლება 21 აპრილს მომხდარ ტერაქტში ადანაშაულებს.

23 აპრილი 2019, 18:40

მსოფლიო

შრი-ლანკაზე მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილის ვიდეო გავრცელდა

საერთაშორისო მედიის ცნობით, სათვალთვალო კამერებით გადაღებულ ვიდეოში ასახული პირი ერთ-ერთი ტერორისტია. ვიდეოში ჩანს, რომ კაცი ზურგჩანთით მოძრაობს და წმ.სებასტიანის ეკლესიაში შედის.

აფხაზეთი

23 აპრილი 2019, 18:40

საქართველო

ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო წვრთნებში 3000-მდე რუსი და აფხაზი ჯარისკაცი მონაწილეობს

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი და აფხაზი სამხედროების მონაწილეობით სამხედრო სწავლება დაიწყო. სწავლებაში 3000-მდე ჯარისკაცი და 400-მდე სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს. სამხედრო სწავლება აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროს ერთეულებთან, საერთო ჯგუფის საბრძოლო მომზადების გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს.

ფრონტის ხაზი

23 აპრილი 2019, 18:24

საქართველო

ვეტერანთა სამსახური წიგნის გამოსაცემად მოქალაქეებს ფრონტიდან გამოგზავნილ წერილებს სთხოვს

ვეტერანთა სამსახურის ცნობით, უწყება მოქალაქეებს სთხოვს რომ მიაწოდონ ოჯახებში შემორჩენილი ის წერილები, მისალოცი ბარათები და ფოტოები, რომლებშიც აღწერილია ომის ამბები. უწყების თქმით, ეს წერილები, თუ ბარათები, ყველაზე ნათლად გადმოსცემენ ჯარისკაცის ემოციებს, ომში განცდილ ტკივილს, თუ სიხარულს.

როს უილსონი

23 აპრილი 2019, 18:22

საქართველო

როს უილსონი: გულდაწყვეტილები ვართ რომ რეკომენდაციები სრულად არ იყო გათვალისწინებული

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონი სასამართლო რეფორმასთთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. „ბოლოს მიღებულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით ცოტა არ იყოს გულდაწყვეტილები ვართ, რადგან არ მოხდა ადეკვატურად და სრულად რეკომენდაციების გათვალისწინება“, - განაცხადა უილსონმა.

23 აპრილი 2019, 18:12

ეკონომიკა

Reuters: ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციებმა ნავთობი გააძვირა

ნავთობის ფასი წლის მაქსიმუმს გაუტოლდა.ფასის ცვლილება სასაქონლო ბირჟებზე ვაშინგტონის განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც, აშშ-მა ირანული ნავთობის იმპორტიორებისთვის შეღავათები გააუქმა. იმპორტიორები იძულებული არიან, რომ თეირანისგან ნავთობი აღარ იყიდონ.