imedi /  10 სექტემბერი 2018, 18:33 / სანდო წყარო

Youtube-მა სირიის მთავრობისა და მისი მხარდამჭერი მედიის გვერდები დახურა

Youtube-მა სირიის თავდაცვის სამინისტროს, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და პრეზიდენტ ბაშარ ასადის მხარდამჭერი სააგენტოს, SANA-ს გვერდები დახურა. ამის შესახებ Aljazeera წერს.

მიზეზი ისაა, რომ აშშ-ის მიერ სირიისთვის დაწესებული სანქციების მიხედვით, ამერიკულ კომპანიებს ბაშარ ასადის მთავრობისთვის მომსახურების გაწევა ეკრძალებათ. გარდა ამისა, ეს გვერდები სარეკლამო კონტენტსაც აქვეყნებდნენ, რაშიც შემოსავალს იღებდნენ.

აშშ-ის სანქციები სირიის მიმართ, 4 აპრილს, იდლიბის პროვინციაში სავარაუდო ქიმიურ თავდასხმას მოჰყვა. დასავლეთი მომხდარში ბაშარ ასადის რეჟიმს ადანაშაულებს, დამასკო კი ბრალდებებს უარყოფს.

ყველა სიახლე

პეტრო პოროშენკო

22 აპრილი 2019, 08:32

მსოფლიო

პოროშენკო: ვტოვებ პრეზიდენტის პოსტს, თუმცა არ მივდივარ პოლიტიკიდან

"ამ მძიმე პირობებში ჩვენი მთავარი მიზანი ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება იყო. მე მზად ვარ დავეხმარო ახალ პრეზიდენტს მისი სურვილის შემთხვევაში. მზად ვარ, სამუშაო გავწიო საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის მხარდასაჭერად. დიდება გმირებს,“- თქვა პოროშენკომ.

22 აპრილი 2019, 08:25

მსოფლიო

თურქეთში ოპოზიციის ლიდერს თავს დაესხნენ. ვიდეო

შემთხვევა თურქი სამხედროს დაკრძალვის ცერემონიაზე მოხდა. მოგვიანებით, ქემალ კილიჩდარ-ოღლუ დაცვის წევრებმა ერთ ერთ საცხოვრებელ სახლში გადაიყვანეს, სადაც უცნობმა ადამიანებმა ფანჯრებს ქვები დაუშინეს. ოპოზიციური პარტიის ლიდერზე თავდასხმის მოტივი უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

22 აპრილი 2019, 08:19

მსოფლიო

ზელენსკის არჩევნებში გამარჯვებას მსოფლიო ლიდერები ულოცავენ

დონალდ ტრამპსა და უკრაინის ახალ ლიდერს შორის სატელეფონო საუბარიც შედგა. თეთრი სახლის ლიდერმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი კიევის დახმარებას მომავალშიც განაგრძობს.

22 აპრილი 2019, 08:12

მსოფლიო

სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას აპირებს

გარდა ამისა, მან განაცხადა რომ კიევის მიმართულებით ავიაბილეთი შეიძინა. ოდესის ყოფილი გუბერნატორის თქმით, მას უკრაინაში ჩასვლა და ქვეყნის გარდაქმნაში მონაწილეობა სურს. არჩევნების მეორე ტურის შედეგებზე საუბრისას, სააკაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში შესვლაზე მისთვის დაწესებული აკრძალვა უკანონოა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

22 აპრილი 2019, 08:06

სპორტი

ახალ რეიტინგში ბასილაშვილი ერთი საფეხურით დაქვეითდა

ამ კვირას, ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ითამაშებს. ბასილაშვილი ბრძოლაში მერვედფინალიდან ჩაებმება და მისი მეტოქე იქნება გერმანელ პეტერ გოიოვჩიკსა და სამხრეთაფრიკელ ლოიდ ჯორჯ ჰარისს შორის გამარჯვებული.

22 აპრილი 2019, 00:59

ტაბლოიდი

ცენტრალურ ევროპაში ყველაზე რომანტიკული ქალაქები დასახელდა

სიაში ჩეხეთის, პოლონეთის და უნგრეთის ქალაქები არიან. მაგალითად, ჩეხეთში ჩესკი-კრუმლოვი, მიკულოვი, მარიანსკე ლაზნე, კუტნა ჰორა. პოლონეთში - კრინიცა-ზდრუი, კაზიმიერ დოლნი. უნგრეთში - სენტენდრე, ეგერი. ჩესკი-კრუმლოვი - ჩეხეთის ამ ქალაქს, რომელსაც ქვეყანაში ყველაზე თვალწარმტაც ადგილად თვლიან, შთამბეჭდავი ციხე უფრო დომინანტს ხდის.

შემთხვევის ადგილი

22 აპრილი 2019, 00:53

ძალოვნები

ფოთში მანქანა ბოძს დაეჯახა რომელიც შემდეგ კაცს დაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.

შრი-ლანკა

22 აპრილი 2019, 00:49

მსოფლიო

შრი-ლანკის აეროპორტში აფეთქებების სერიიდან მალევე ბომბი იპოვეს

შრი-ლანკაზე, ბანდარანაიკეს აეროპორტში სამართალდამცველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყნის მასშტაბით 8 ადგილზე აფეთქება მოხდა. სპეციალისტებმა ბომბი გააუნებელყვეს. აეროპორტში ასეფეთქებელი მოწყობილობა აფეთქებების სერიიდან რამდენიმე საათის შემდეგ აღმოაჩინეს.

პანკისის ხეობა

22 აპრილი 2019, 00:40

საქართველო

თელავის საავადმყოფოდან დაშავებული პოლიციელების ნაწილი სახლში გაწერეს

მკურნალი ექიმის თქმით, არცერთ დაშავებულს ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდა და საავადმყოფოში მყოფი ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. პანკისში დაპირისპირების დროს ჯამში 37 ადამიანი დაშავდა, ძირითადად პოლიციელები.

 სამეფო კარის თამაშები

22 აპრილი 2019, 00:33

კულტურა

„სამეფო კარის თამაშების“ ბოლო სეზონის მეორე სერია პრემიერამდე გავრცელდა

როგორც ირკვევა, Amazon Prime-ის გერმანელმა მომხმარებლებმა, რომლებსაც სერიალის ყურებისთვის ფული აქვთ გადახდილი, პირველივე სერიის დასრულებისთანავე შეძლეს მეორე სერიის ნახვა. როგორც გერმანელი მომხმარებლები Twitter-ზე წერენ, მეორე სერია ტიტრებისა და გაფრთხილების გარეშე დაიწყო.

ტორნადო

22 აპრილი 2019, 00:17

მსოფლიო

აშშ-ში ტორნადოს ადამიანები ემსხვერპლნენ. ფოტო და ვიდეო

ბოლო კვირის განმავლობაში ამერიკის ზოგიერთ შტატს ძლიერმა შტორმმა გადაუარა, რასაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. CNN-ის ცნობით, შტორმის შედეგად სულ ცოტა ხუთი ადამიანი დაიღუპა მისისიპის, ფლორიდისა და ალაბამის შტატებში. მისისიპის შტატში უამინდობას 3 ადამიანი ემსხვერპლა.

22 აპრილი 2019, 00:07

მსოფლიო

სტოლტენბერგი ვოლოდიმირ ზელენსკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

სტოლტენბერგი პირველი ევროპელი ლიდერია, რომელმაც ზელენსკის წარმატება მიულოცა. „უკრაინა აღიარებულია ნატოს პარტნიორად. ველით ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას“, - დაწერა ტვიტერზე ნატოს გენმდივანმა. უკრაინის საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული პირველადი ოფიციალური მონაცემით, ვლადიმერ ზელენსკის 70,36% უჭერს მხარს, მოქმედ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს - 27,29%.

უკრაინა

21 აპრილი 2019, 23:56

მსოფლიო

უკრაინის ცესკომ არჩევნების პირველი ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა

უკრაინის საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. პირველადი ოფიციალური მონაცემებით, ვლადიმერ ზელენსკის 70,36% აქვს, მოქმედ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს კი 27,29%.

შრი-ლანკა

21 აპრილი 2019, 23:40

საქართველო

კონსული: შრი-ლანკაზე საქართველოს 4 მოქალაქეა, თუმცა ისინი უსაფრთხო ადგილზე არიან

ინდოეთში საქართველოს კონსულის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, ​შრი-ლანკაზე აფეთქებების შედეგად დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. მისი თქმით, შრი-ლანკაზე საქართველოს ოთხი მოქალაქე ტურისტული მიზნით არის ჩასული.

მაია ცქიტიშვილი

21 აპრილი 2019, 23:18

საქართველო

ვიცეპრემიერი: ჩნდება ეჭვები ხომ არ არის ეს პროტესტი ხელოვნურად შექმნილი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცეპრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ჩნდება ეჭვები, რომ ჰესებთან და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით პროტესტის ფაქტები ხელოვნურად ხომ არ არის შექმნილი. ამის შესახებ მან გადაცემა "იმედი LIVE"-ს ეთერში განაცხადა.

21 აპრილი 2019, 23:07

ძალოვნები

შსს-მ პანკისის ხეობაში მომხდარზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმის და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

ნიგერია

21 აპრილი 2019, 22:55

მსოფლიო

ნიგერიაში ბრიტანელი ქალი მოკლეს, სამი ადამიანი კი გაიტაცეს

შემთხვევა ნიგერიის ქალაქ კადუნაში მოხდა, სადაც ქალი ტურისტად იყო ჩასული. სააგენტოს ცნობით, მოკლული ქალი ტურისტი იყო და ის მკვლელობამდე ერთ-ერთი წვეულებიდან მოდიოდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, არ არიან იდენტიფიცირებულები არც გამტაცებლები.

21 აპრილი 2019, 22:45

ტექნოლოგიები

Facebook-ი სოციალური ქსელების დაბლოკვაზე შრი-ლანკის გადაწყვეტილებას პასუხობს

კომპანიის პრესსპიკერმა თქვა, რომ Facebook-ი ინფორმირებულია შრი-ლანკის მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და კომპანია მზად არის, ამ ტრაგიკულ წუთებში დაეხმაროს ქვეყანას. შესაბამისი შინაარსის განცხადება Facebook-მა გაავრცელა.

შრი-ლანკა

21 აპრილი 2019, 22:32

მსოფლიო

შრი-ლანკაზე აფეთქებების შედეგად სულ ცოტა 8 ქვეყნის მოქალაქეები დაიღუპნენ

CNN-ის ცნობით, აფეთქებების სერიას სულ ცოტა 8 ქვეყნის მოქალაქეები ესმხვერპლნენ, მათ შორის: 5 ბრიტანელი, 3 ინდოელი, 3 დანიელი, 2 ჩინელი, 2 თურქი, 1 ჰოლანდიელი და ერთიც პორტუგალიელი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმაც ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ მსხვერპლს შორის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებიც არიან.

უკრაინა

21 აპრილი 2019, 22:15

მსოფლიო

უკრაინის მომავალი პრეზიდენტი შტაბში ეგზიტპოლის შედეგებს აღნიშნავს

ვლადიმერ ზელენსკი შტაბში გამარჯვებას ზეიმობს. ზელენსკიმ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს მიმართა და განაცხადა: "შემოგვხედეთ ჩვენ - ყველაფერი შესაძლებელია", - განაცხადა ზელენსკიმ. მან ამომრჩეველთა ხმების 73,2% მიიღო. პეტრო პოროშენკოს ხმათა 25.3% აქვს.