imedi /  12 სექტემბერი 2018, 22:48 / სანდო წყარო

9 წლის ავსტრალიელი გოგო ამბობს, რომ ქვეყნის ჰიმნი რასისტულია

9 წლის ავსტრალიელი გოგო ჰაპნერ ნილსენი თვლის რომ ქვეყნის ჰიმნი ინსტიტუციონალური რასიზმის ელემენტებს შეიცავს. ამ მიზეზის გამო სკოლის მოსწავლე უარს აცხადებს ჰიმნის მოსმენისას ფეხზე წამოდგეს. ინფორმაციას ВВС-ი ავრცელებს. 

„ჰიმნში Advance Australia Fair არ არის ნახსენები ქვეყნის ძირძველი, აბორიგენი მოსახლეობა. ჰიმნის ტექსტის შინაარსი მხოლოდ ავსტრალიის თეთრკანიან მოსახლეობას მოიაზრებს“, - განმარტავს ნილსენი.

მოსწავლის ამ ქმედებამ მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა გოგოს „განებივრებული ბავშვი“ უწოდა.

გოგოს მშობლები ამბობენ, რომ ამაყობენ შვილის გამბედაობით. მათი თქმით, დროა ხალხმა ფიქრი დაიწყოს და მათი ინფორმირებულობა გაიზარდოს.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

დავით სერგეენკო

13 ნოემბერი 2018, 22:10

ეკონომიკა

დავით სერგეენკო: პენსიას 400 ლარამდე თუ გავზრდით სახელმწიფო აღარ იარსებებს

მომავალ წელს ასაკით პენსიონრებისთვის პენსია 200 ლარი ხდება. ამას სჭირდება წელიწადში 1,9 მილიარდი ლარი. შესაბამისად, 400 ლარი რომ გახდეს პენსია, ამას დამატებით კიდევ 1,9 მილიარდი ლარი დასჭირდება. ამ თანხის მობილიზება რომ მოხერხდეს სახელმწიფო აღარ იარსებებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.

ენიო მორიკონე

13 ნოემბერი 2018, 22:06

კულტურა

Playboy-მ ენიო მორიკონესთან ინტერვიუს ნამდვილობა დაადასტურა

Playboy-ს მიერ გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ ინტერვიუ რეჟისორთან მიმდინარე წლის 30 ივნისს თავად რეჟისორის სახლში, რომშია ჩაწერილი. ინტერვიუს ჩაწერას თან გერმანული საკონცერტო კომპანია Semmel Concerts-ის წარმომადგენელი ესწრებოდა. სწორედ ამ ორგანიზაციის მიერ იყო ინტერვიუ ორგანიზებული.

13 ნოემბერი 2018, 21:59

ძალოვნები

სერგო თეთრაძის საქმეზე სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს

სერგო თეთრაძის საქმეზე სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს. დღეს კი მხარეებმა პროცესზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს. ბაჩო ახალაიას და ნიკოლოზ ძიმცეიშვილის ადვოკატის განცხადებით, ბრალდებას საქმეში არცერთი მყარი მტკიცებულება არ გააჩნია.

ისრაელი

13 ნოემბერი 2018, 21:49

მსოფლიო

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 460 რაკეტა და ნაღმი გაისროლეს

13 ნოემბერს საღამოს „ჰამასის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეგვიპტის შუამავლობით ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. ისრაელში ეს ოფიციალურად არ დაადასტურეს; მაღალი რანგის დიპლომატიური წყაროს ცნობით, ისრაელი „იტოვებს უფლებას იმოქმედოს“ ადგილზე მოვლენების განვითარების მიხედვით.

13 ნოემბერი 2018, 21:38

საქართველო

ევროპარლამენტარი: ყოფილი რუსი ელჩი საქართველოს პრეზიდენტად მიუღებელია

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშის განხილვა დაიწყო, რომელსაც ანგარიშის ავტორი ანდრეს მამიკინსი წარადგენს. ევროპარლამენტში ამ წუთებში დებატები მიმდინარეობს, რომლის დროსაც ევროპარლამენტის რუმინელმა წევრმა ვიქტორ ბოშტინარუმ მოლდოვას და საქართველოს არჩევნებზეც ილაპარაკა.

დონალდ ტრამპი

13 ნოემბერი 2018, 21:15

მსოფლიო

CNN-მა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა

სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი CNN-ის ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის გაუქმება გახდა. ლაპარაკია ჯიმ აკოსტაზე, რომლის უკმაყოფილებაც ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკამ და მიგრანტების ქარავანის მიმართ დამოკიდებულებამ გამოიწვია.

ანგელა მერკელი

13 ნოემბერი 2018, 20:38

მსოფლიო

მერკელმა ერთიანი ევროპული არმიის შექმნას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტში გამოსვლისას მერკელმა ასევე ევროკომისიის ხელძღვანელის ჟან-კლოდ იუნკერის სიტყვები მოიყვანა, რომელმაც ჯერ კიდევ 4 წლის წინ თქვა, რომ ამ ტიპის არმიის არსებობა ევროპაში მშვიდობის გარანტი იქნება.

13 ნოემბერი 2018, 20:27

არჩევნები 2018

ევროპულმა საქართველომ არჩევანი საკუთარი აქტივისტების ნაცვლად სააკაშვილზე გააკეთა

მას შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა მხარი, „ევროპულ საქართველოში“ პარტიის რღვევა დაიწყო. თავად პარტიის ლიდერები არჩევანს არა საკუთარ აქტივისტებზე, არამედ, მაინც მიხეილ სააკაშვილზე აკეთებენ.

13 ნოემბერი 2018, 20:22

საქართველო

როგორ გამოიყურება ნაციონალური მოძრაობის მიერ დაანონსებული დესტაბილიზაციის გეგმა

საქართველოში რევოლუციურ სცენარს მომავალი არ აქვს- ასე აჯამებს მმართველი პარტია ნაციონალური მოძრაობის აგრესიულ წინასაარჩევნო კამპანიას და დესტაბილიზაციის სურვილს. ქუჩაში ასი ათასი კაცის გამოყვანაზე საუბრობენ მიხეილ სააკაშვილი, მისი პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და მათი რუსი პიარ-ტექნოლოგების ჯგუფის ხელმძღვანელიც.

13 ნოემბერი 2018, 20:06

მსოფლიო

კალიფორნიაში ხანძრის ჩაქრობაში პატიმრებიც მონაწილეობენ

პატიმრებს გაწეული სამუშაოსთვის საათში 1 დოლარს გადაუხდიან. ამგვარ ოპერაციებში პატიმრების გამოყენების პრაქტიკა აშშ-ში საკმაოდ გავრცელებულია. ექსპერტები ამბობენ, რომ ამ გზით აშშ-ის ბიუჯეტი წელიწადში 100 მილიონ დოლარს ზოგავს.

პენსიების ზრდა

13 ნოემბერი 2018, 19:48

ეკონომიკა

მაჭავარიანი: პენსია წინასაარჩევნოდ ან პარტიის ქეიფზე არ უნდა იზრდებოდეს

როგორც მინისტრმა თქვა, პენსიის ინდექსაციის წესი უნდა დამკვიდრდეს. მისი შეფასებით, პენსია წინასაარჩევნოდ, ან რომელიმე "პარტიის ქეიფზე არ უნდა ხდებოდეს". ასე უპასუხა მინისტრმა ოპოზიციონერ რომან გოცირიძის კრიტიკას იმის შესახებ, რომ პენსია გასულ წლებში არ გაიზარდა.

აბასთუმანი

13 ნოემბერი 2018, 19:35

ეკონომიკა

აბასთუმანში სასმელი წყლის რეაბილიტაცია იწყება

"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ" სისტემის რეაბილიტაციაზე ტენდერი სექტემბერში გამოაცხადა და მასში "ბილდინგ დეველოპერმა" გაიმარჯვა. ამ ეტაპზე კომპანიასთან ხელშეკრულებას ამზადებენ.

ანაკლიის პორტი

13 ნოემბერი 2018, 19:22

ეკონომიკა

ანაკლიის პორტმა როტერდამში ორ დიდ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ როტერდამში ორ მნიშვნელოვან ფორუმში მიიღო მონაწილეობა. „ Intermodal Europe 2018“ და „Transport and Logistics“ დიდი სატრანსპორტო-ლოგისტიკური ფოუმებია, სადაც მთავარი თემა აბრეშუმის გზის სამომავლო პერსპექტივებია.

ბრალდებული ქალი

13 ნოემბერი 2018, 19:18

საქართველო

ახალციხეში დედას, რომელსაც შვილების ცემაში ადანაშაულებენ, ბავშვები დაუბრუნეს

სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტებით, ახალციხეში დედის მიერ ხუთი წლის შვილის ცემის გამო, მინდობით აღზრდაში გაყვანილი არასრულწლოვნები, საკუთარ სახლში დაბრუნდნენ.„სააგენტო ოჯახთან მუდმივ კონტაქტზეა, ამ ეტაპზე, მამა დაფიქსირებულია ბავშვების გამყვან პირად და კანონმდებლობის თანახმად, 10 დღის ვადით გაიყვანა არასრულწლოვნები“.

სახელმწიფო ბიუჯეტი

13 ნოემბერი 2018, 19:18

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანმა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა განმარტა

ფინანსტა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტები იმიტომ გვიანდება, რომ ხელისუფლება "ზედმეტად არის შეშინებული კორუფციული ბრალდებების გამო".

პატრიარქმა მეტეხის ხიდზე შეკრებილ მრევლს სიტყვით მიმართა

13 ნოემბერი 2018, 19:11

საქართველო

პატრიარქმა მეტეხის ხიდზე შეკრებილ მრევლს სიტყვით მიმართა

შევევედროთ უფალს, რომ ასი ათასი მოწამის ლოცვით მოგვივლინოს მშვიდობა და კეთილდღეობა, საქართველო გადარჩება.ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მეტეხის ხიდზე, ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებული პარაკლისის მიმდინარეობისას აღნიშნა.

რაგბის გულშემატკივრები

13 ნოემბერი 2018, 19:08

სპორტი

მსოფლიო რაგბის ფედერაცია Twitter-ზე თბილისში გულშემატკივრების მიერ შესრულებულ ჰიმნს აქვეყნებს

„მსოფლიო რაგბის“ Twittter-ის ოფიციალურ გვერდზე ქართველი გულშემატკივრების მიერ შესრულებული საქართველოს ჰიმნის ვიდეო გავრცელდა. „ნამდვილი ვნება! დაუჯერებელი სცენები თბილისიდან, სადაც ათასობით გულშემატკივარი შეიკრიბა ეროვნული ჰიმნის სამღერად, გასულ კვირას იტალიის წინააღმდეგ გამართული მატჩის წინ“, – წერია ვიდეოს აღწერაში.

ბერა ივანიშვილის ქორწილი

13 ნოემბერი 2018, 19:03

საქართველო

ბერა ივანიშვილი: ეკლესიიდან არავინ გაუძევებიათ და არც ლოცვა აუკრძალავთ

როგორც ბერა ივანიშვილი წერს, ეკლესიიდან არავინ გაუძევებიათ და არც ლოცვა აუკრძალავთ, მისი თქმით, ეს ინფორმაცია "უტიფარი ტყუილია, რომელიც მის გამავრცელებელთა სინდისისთვის მიუნდვია".

მიშელ ობამა
ელისაბედ მეორე

13 ნოემბერი 2018, 18:49

ტაბლოიდი

მიშელ ობამა და ელისაბედ მეორე ერთმანეთს მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით დგომაში ეხმარებოდნენ

მონარქმა ობამას შეხებას წელზე ხელის მოხვევით უპასუხა და ისინი ერთად ახლოს დადგნენ. მიშელ ობამა თავის მემუარებში წერს, რომ დედოფალიც და თვითონაც მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელმა შეაწუხა. „ჩვენ უბრალოდ ჩვენივე ფეხსაცმლისგან დაღლილი ქალები ვიყავით“,- ამბობს ყოფილი პირველი ლედი.

ბაკურიანი

13 ნოემბერი 2018, 18:40

ეკონომიკა

მთავრობამ დაბა ბაკურიანის განაშენიანების გეგმა დაამტკიცა

დაბა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცდა. დოკუმენტი ხელს უწყობს, რომ მთის კურორტისათვის საჭირო რეკრეაციული ინფრასტრუქტურა შეიქმნას. გეგმის მიხედვით, სარეკრეაციო ტერიტორიის ზონაში რვა მიწის ნაკვეთი მოხვდა, მათ შორისაა დაბა ბაკურიანისა და დიდველის მიმდებარე ტერიტორიები.