imedi /  12 სექტემბერი 2018, 23:00 / სანდო წყარო

მსოფლიოს ყველაზე მოწყენილი ქვეყნები დასახელდა

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

2017 წელს მსოფლიო უფრო ნეგატიური გახდა. ამაზე სოციოლოგიური სამსახურის Gallup-ის დასკვნაშია საუბარი. სოციოლოგები ყოველწლიურად ქვეყნების ნეგატიურობის ინდექსს ადგენენ.

სოციოლოგებმა კვლევა 146 ქვეყანაში ჩაატარეს. მოსახლეობას ეკითხებოდნენ, გრძნობდნენ თუ არა ისინი შფოთს, მოწყენილობას, სტრესს, ფიზიკურ ტკივილსა და ბრაზს. კვლევამ აჩვენა, რომ შფოთავდა გამოკითხულთა-38%, სტრესს-37% და ფიზიკურ ტკივილს-31% განიცდიდა. გამოკითხულების 23% მოწყენილი იყო, ხოლო 20% -გაბრაზებული.

კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით მსოფლიოში ყველაზე ნეგატიურ ქვეყნად ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა დასახელდა. მეორე ადგილზეა ერაყი, მესამეზე-სამხრეთ სუდანი, მას მოჰყვებიან: ჩადი, სიერა-ლეონე, ეგვიპტე, ირანი, ნიგერია, პალესტინის ტერიტორია, ლიბია, მადაგასკარი და უგანდა. 

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა კვლევა, რომელშიც ყველაზე ბედნიერ ქვეყნად ფინეთი დასახელდა.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

დავით სერგეენკო

13 ნოემბერი 2018, 23:57

საქართველო

სერგეენკო: პენსიონერებს, შშმ პირებს და სოციალურად დაუცველებს მედიკამენტებზე დანახარჯს რეალურად გავუნულებთ

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ საქართველოში მედიკამენტების მთლიანი გაყიდვა ნახევარი მილიარდი ლარია. ამ მედიკამენტების მომხმარებელთა უმეტესობა კი ასაკით პენსიონერია., ვინაიდან ასაკის მატებასთან ერთად წამლებზე მოთხოვნაც იზრდება.

დავით სერგეენკო

13 ნოემბერი 2018, 23:32

საქართველო

სერგეენკო: ბიუჯეტი სოციალური მიმართულებით 300 მილიონი ლარით გაიზარდა

სოციალური მიმართულებით ბიუჯეტი 300 მილიონი ლარით, ხოლო ჯანდაცვის მიმართულებით 60 მილიონი ლარით გაიზარდა. გაიზარდა ბიუჯეტი დევნილების მიმართულებითაც, 20 მილიონი ლარით, მხოლოდ იმ კომპონენტით, რომელიც მათ უკვე აშენებულ, ან მშენებარე ბინებს შეუძენს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა

ზვიად პატარიძე

13 ნოემბერი 2018, 23:29

სპორტი

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ნუგზარ წურწუმია და ზვიად პატარიძე მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ

მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 23-წლამდელთა შორის, 55 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია გახდა. ფინალში მან რუსი სპორტსმენი ვიტალი კაბალოევი 3-2 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

გიორგი ფანცულაია

13 ნოემბერი 2018, 22:57

ძალოვნები

საკონსტიტუციო სასამართლო დეკანოზ მამალაძის საქმესთან დაკავშირებული სარჩელის განხილვას იწყებს

საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. დეკანოზის საქმის არსებითი განხილვა იწყება. სადავოა ნორმები, რომლებიც გაუთქმელობის ვალდებულებას ეხება. როგორც დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა განმარტა, გაუთქმელობის ვალდებულებით მათ დაცვის უფლება შეეზღუდათ, რის გამოც ბრალდების მხარესთან არათანაბარ პოზიციაში აღმოჩნდნენ.

13 ნოემბერი 2018, 22:51

კულტურა

ტრადიციებთან შეუსაბამობისთვის უზბეკ მომღერალს კლიპის გაშვების უფლება ჩამოართვეს

მომღერალი შესაბამისმა უწყებებმა არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კლიპში არის კადრები, რომლებიც უზბეკური ტრადიციისთვის და აღმოსავლური კულტურისთვის შეუფერებელია. ახმადობას ლიცენზია 13 ნოემბრიდან შეუჩერდა.

მაია ცქიტიშვილი

13 ნოემბერი 2018, 22:27

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: ნაციონალებმა 69 კილომეტრი გზა ააშენეს, ჩვენ - 126

ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში 126 კილომეტრი ახალი გზა აშენდა, მაშინ, როცა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნისას - 69 კილომეტრი. მან გადაცემაში „პირისპირ“ რეაბილიტირებული გზების შესახებაც ისაუბრა.

დავით სერგეენკო

13 ნოემბერი 2018, 22:10

ეკონომიკა

დავით სერგეენკო: პენსიას 400 ლარამდე თუ გავზრდით სახელმწიფო აღარ იარსებებს

მომავალ წელს ასაკით პენსიონრებისთვის პენსია 200 ლარი ხდება. ამას სჭირდება წელიწადში 1,9 მილიარდი ლარი. შესაბამისად, 400 ლარი რომ გახდეს პენსია, ამას დამატებით კიდევ 1,9 მილიარდი ლარი დასჭირდება. ამ თანხის მობილიზება რომ მოხერხდეს სახელმწიფო აღარ იარსებებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.

ენიო მორიკონე

13 ნოემბერი 2018, 22:06

კულტურა

Playboy-მ ენიო მორიკონესთან ინტერვიუს ნამდვილობა დაადასტურა

Playboy-ს მიერ გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ ინტერვიუ რეჟისორთან მიმდინარე წლის 30 ივნისს თავად რეჟისორის სახლში, რომშია ჩაწერილი. ინტერვიუს ჩაწერას თან გერმანული საკონცერტო კომპანია Semmel Concerts-ის წარმომადგენელი ესწრებოდა. სწორედ ამ ორგანიზაციის მიერ იყო ინტერვიუ ორგანიზებული.

13 ნოემბერი 2018, 21:59

ძალოვნები

სერგო თეთრაძის საქმეზე სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს

სერგო თეთრაძის საქმეზე სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს. დღეს კი მხარეებმა პროცესზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს. ბაჩო ახალაიას და ნიკოლოზ ძიმცეიშვილის ადვოკატის განცხადებით, ბრალდებას საქმეში არცერთი მყარი მტკიცებულება არ გააჩნია.

ისრაელი

13 ნოემბერი 2018, 21:49

მსოფლიო

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 460 რაკეტა და ნაღმი გაისროლეს

13 ნოემბერს საღამოს „ჰამასის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეგვიპტის შუამავლობით ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. ისრაელში ეს ოფიციალურად არ დაადასტურეს; მაღალი რანგის დიპლომატიური წყაროს ცნობით, ისრაელი „იტოვებს უფლებას იმოქმედოს“ ადგილზე მოვლენების განვითარების მიხედვით.

13 ნოემბერი 2018, 21:38

საქართველო

ევროპარლამენტარი: ყოფილი რუსი ელჩი საქართველოს პრეზიდენტად მიუღებელია

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშის განხილვა დაიწყო, რომელსაც ანგარიშის ავტორი ანდრეს მამიკინსი წარადგენს. ევროპარლამენტში ამ წუთებში დებატები მიმდინარეობს, რომლის დროსაც ევროპარლამენტის რუმინელმა წევრმა ვიქტორ ბოშტინარუმ მოლდოვას და საქართველოს არჩევნებზეც ილაპარაკა.

დონალდ ტრამპი

13 ნოემბერი 2018, 21:15

მსოფლიო

CNN-მა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა

სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი CNN-ის ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის გაუქმება გახდა. ლაპარაკია ჯიმ აკოსტაზე, რომლის უკმაყოფილებაც ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკამ და მიგრანტების ქარავანის მიმართ დამოკიდებულებამ გამოიწვია.

ანგელა მერკელი

13 ნოემბერი 2018, 20:38

მსოფლიო

მერკელმა ერთიანი ევროპული არმიის შექმნას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტში გამოსვლისას მერკელმა ასევე ევროკომისიის ხელძღვანელის ჟან-კლოდ იუნკერის სიტყვები მოიყვანა, რომელმაც ჯერ კიდევ 4 წლის წინ თქვა, რომ ამ ტიპის არმიის არსებობა ევროპაში მშვიდობის გარანტი იქნება.

13 ნოემბერი 2018, 20:27

არჩევნები 2018

ევროპულმა საქართველომ არჩევანი საკუთარი აქტივისტების ნაცვლად სააკაშვილზე გააკეთა

მას შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა მხარი, „ევროპულ საქართველოში“ პარტიის რღვევა დაიწყო. თავად პარტიის ლიდერები არჩევანს არა საკუთარ აქტივისტებზე, არამედ, მაინც მიხეილ სააკაშვილზე აკეთებენ.

13 ნოემბერი 2018, 20:22

საქართველო

როგორ გამოიყურება ნაციონალური მოძრაობის მიერ დაანონსებული დესტაბილიზაციის გეგმა

საქართველოში რევოლუციურ სცენარს მომავალი არ აქვს- ასე აჯამებს მმართველი პარტია ნაციონალური მოძრაობის აგრესიულ წინასაარჩევნო კამპანიას და დესტაბილიზაციის სურვილს. ქუჩაში ასი ათასი კაცის გამოყვანაზე საუბრობენ მიხეილ სააკაშვილი, მისი პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და მათი რუსი პიარ-ტექნოლოგების ჯგუფის ხელმძღვანელიც.

13 ნოემბერი 2018, 20:06

მსოფლიო

კალიფორნიაში ხანძრის ჩაქრობაში პატიმრებიც მონაწილეობენ

პატიმრებს გაწეული სამუშაოსთვის საათში 1 დოლარს გადაუხდიან. ამგვარ ოპერაციებში პატიმრების გამოყენების პრაქტიკა აშშ-ში საკმაოდ გავრცელებულია. ექსპერტები ამბობენ, რომ ამ გზით აშშ-ის ბიუჯეტი წელიწადში 100 მილიონ დოლარს ზოგავს.

პენსიების ზრდა

13 ნოემბერი 2018, 19:48

ეკონომიკა

მაჭავარიანი: პენსია წინასაარჩევნოდ ან პარტიის ქეიფზე არ უნდა იზრდებოდეს

როგორც მინისტრმა თქვა, პენსიის ინდექსაციის წესი უნდა დამკვიდრდეს. მისი შეფასებით, პენსია წინასაარჩევნოდ, ან რომელიმე "პარტიის ქეიფზე არ უნდა ხდებოდეს". ასე უპასუხა მინისტრმა ოპოზიციონერ რომან გოცირიძის კრიტიკას იმის შესახებ, რომ პენსია გასულ წლებში არ გაიზარდა.

აბასთუმანი

13 ნოემბერი 2018, 19:35

ეკონომიკა

აბასთუმანში სასმელი წყლის რეაბილიტაცია იწყება

"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ" სისტემის რეაბილიტაციაზე ტენდერი სექტემბერში გამოაცხადა და მასში "ბილდინგ დეველოპერმა" გაიმარჯვა. ამ ეტაპზე კომპანიასთან ხელშეკრულებას ამზადებენ.

ანაკლიის პორტი

13 ნოემბერი 2018, 19:22

ეკონომიკა

ანაკლიის პორტმა როტერდამში ორ დიდ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ როტერდამში ორ მნიშვნელოვან ფორუმში მიიღო მონაწილეობა. „ Intermodal Europe 2018“ და „Transport and Logistics“ დიდი სატრანსპორტო-ლოგისტიკური ფოუმებია, სადაც მთავარი თემა აბრეშუმის გზის სამომავლო პერსპექტივებია.

ბრალდებული ქალი

13 ნოემბერი 2018, 19:18

საქართველო

ახალციხეში დედას, რომელსაც შვილების ცემაში ადანაშაულებენ, ბავშვები დაუბრუნეს

სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტებით, ახალციხეში დედის მიერ ხუთი წლის შვილის ცემის გამო, მინდობით აღზრდაში გაყვანილი არასრულწლოვნები, საკუთარ სახლში დაბრუნდნენ.„სააგენტო ოჯახთან მუდმივ კონტაქტზეა, ამ ეტაპზე, მამა დაფიქსირებულია ბავშვების გამყვან პირად და კანონმდებლობის თანახმად, 10 დღის ვადით გაიყვანა არასრულწლოვნები“.