imedi /  20 სექტემბერი 2018, 15:32 / სანდო წყარო

რუსეთის მოსახლეობა ნახევარ წელიწადში თითქმის 100 ათასი ადამიანით შემცირდა

მოსახლეობა

2018 წლის იანვრიდან ივლისამდე პერიოდში რუსეთის მოსახლეობა 91 900 ადამიანით შემცირდა. ამ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის სახელმწიფო სტატისტიკის ფედერალური სამსახური დოკუმენტში „რუსეთის სოციალურ-ეკონომიკური მდგომრეობის შესახებ.“ ამის შესახებ კი "რადიო თავისუფლება" წერს.

ამასთანავე, მონაცემებით, რომლებიც არ ითვალისწინებს მიგრაციით განპირობებულ ზრდას, მოსახლეობა შემცირდა 170 500 ადამიანით. 2018 წლის შვიდი თვის განმავლობაში შემცირებულია შობადობის მაჩვენებელიც: თუ შარშან 1000 ადამიანზე 11,4 ახალშობილი მოდიოდა, ახლა 10,9 გახდა.

2016 წლის მონაცემებით, რუსეთის მოსახლეობა 144.3 მილიონია.

ყველა სიახლე

დემონსტრაცია ბარსელონაში

16 ოქტომბერი 2019, 12:17

მსოფლიო

ბარსელონაში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

ბარსელონაში დემონსტრანტებმა სამთავრობო შენობების შტურმის აღება სცადეს, რამაც მათსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება გამოიწვია. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. 9 ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. დაკავებულია 3 დემონსტრანტი.

16 ოქტომბერი 2019, 12:13

ეკონომიკა

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ „ანაკლიის კონსორციუმს“ ხელშეკრულება არ შეუწყვიტა

როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს მთავრობა კონსორციუმს საშუალებას აძლევს ბოლომდე გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსი და ფინანსური ვალდებულებების შესრულებისთვის დაწესებულ საბოლოო ვადამდე ანუ 2019 წლის ბოლომდე, მოიზიდოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ისე მიაღწიოს საერთაშორისო ბანკებიდან წერილობით შეთანხმებას პორტის მშენებლობის პროექტის დასასრულებლად.

მარიამ ქვრივიშვილი

16 ოქტომბერი 2019, 12:12

საქართველო

ბელგიისა და ლუქსემბურგის გავლენიანი გამოცემების ჟურნალისტები საქართველოზე სტატიებს მოამზადებენ

ბელგიისა და ლუქსემბურგის გავლენიანი გამოცემების ჟურნალისტები საქართველოში სტატიების მოსამზადებლად ჩამოვიდნენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათმა უწყებამ ევროპელ ჟურნალისტებს უმასპინძლა. ტურის მონაწილეებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ძველ თბილისში შეხვდა.

16 ოქტომბერი 2019, 12:08

ვიდეო

ბერი, რომელიც მიუსაფარ ცხოველებზე საკუთარი სახსრებით ზრუნავს

ერმაკოვი

16 ოქტომბერი 2019, 12:05

ძალოვნები

სასამართლომ გიორგი ერმაკოვი და მერიის 2 თანამშრომელი პატიმრობაში დატოვა

ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობით მოსამართლეს დაკავებულთა ადვოკატებმა მიმართეს და მოქმედ მერთან გაფორმებული ხელშეკრულება წარუდგინეს, რომლის მიხედვითაც გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ზიანი ჩადებული ქონებიდან ანაზღაურდება.

კიმ ჩენ ინი

16 ოქტომბერი 2019, 11:54

მსოფლიო

კიმ ჩენ ინი ქვეყნის ყველაზე დიდ მთაზე ცხენით ავიდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ქვეყნის ყველაზე დიდი მთა ცხენით დალაშქრა. ამის შესახებ BBC წერს, ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით. პრესაში გამოქვეყნებულ სურათებში ჩანს, თუ როგორ ჯირითობს თეთრ ცხენზე ამხედრებული კიმ ჩენ ინი, თოვლით დაფარულ მთა „პექტუსანზე“. ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი 2 750 მეტრის სიმაღლის მთაზე ადის.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

16 ოქტომბერი 2019, 11:48

მსოფლიო

ერდოღანმა აშშ-ის მოთხოვნას სირიაში ოპერაციის შეწყვეტის შესახებ უარით უპასუხა

„გვეუბნებიან, „შეწყვიტეთ ცეცხლი“. ჩვენ ამას არ ვიზამთ. ოპერაციის შეწყვეტას გვაიძულებენ, სანქციებს გვიწესებენ. ჩვენი მიზანი ნათელია. სანქციები არ გვაღელვებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა. თურქეთმა სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. სამხედრო მოქმედებების მსვლელობისას ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

სირია

16 ოქტომბერი 2019, 11:33

მსოფლიო

რუსეთის არმია სირიის ქალაქ მანბიჯში შევიდა

რუსეთის თავდაცვის უწყების განმარტებით, სამხედროები სირიელ და თურქ ჯარისკაცებს შორის არსებულ „გამყოფ ხაზთან“ პატრულირებენ. სირიაში რუსეთის სპეციალური დესპანი კი აცხადებს, რომ რუსეთი თურქეთისა და სირიის სამხედრო ძალებს შორის შეტაკებას არ დაუშვებს. თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო.

კერი ლამი

16 ოქტომბერი 2019, 11:25

მსოფლიო

ჰონგ-კონგში ოპოზიციამ კერი ლამის პარლამენტში გამოსვლა ჩაშალა

ლამმა გამოსვლის დაწყება ორჯერ სცადა, მაგრამ დეპუტატებმა მას სიტყვა ორივეჯერ შეაწყვეტინეს. დეპუტატები მაგიდებზე ადიოდნენ და ლამს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ. დეპუტატებს პოსტერები ეკავათ, რომლებზეც ლამი გასისხლიანებული ხელებით იყო გამოსახული. საბოლოოდ, ლამს სიტყვით გამოსვლა ვიდეომიმართვის საშუალებით მოუწია. მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტი ჰონგ-კონგში ივნისში დაიწყო.

გრიგოლ ლილუაშვილი

16 ოქტომბერი 2019, 11:22

საქართველო

ლილუაშვილი: ტერორისტული ორგანიზაციების შესაძლო მხარდამჭერთა გავლენები შემცირებულია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკიდურესად შეამცირა საქართველოში საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა და მათი გავლენები,- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსობის კანდიდატმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

გრიგოლ ლილუაშვილი

16 ოქტომბერი 2019, 10:50

საქართველო

ლილუაშვილი: კიბერუსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დამოუკიდებლობის გარანტიების გაზრდა

ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს კიბერუსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილებების რეგლამენტირება, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსობის კანდიდატმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

გრიგოლ ლილუაშვილი

16 ოქტომბერი 2019, 10:28

საქართველო

ლილუაშვილი: საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს რუსული ოკუპაცია წარმოადგენს

პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს გრიგოლ ლილუაშვილს უსმენენ. მისი თქმით, საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს რუსული ოკუპაცია წარმოადგენს

პარლამენტი

16 ოქტომბერი 2019, 10:27

საქართველო

პარლამენტში დეპუტატები ვიქტორ ჯაფარიძე და თენგიზ გუნავა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ინციდენტი პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის დაწყებამდე დაიწყო, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილს უსმენენ. მედიის წარმომადგენლები საკომიტეტო დარბაზში ინციდენტს იმ დროს შეესწრნენ, როდესაც დეპუტატები ერთმანეთზე ფიზიკურად იწევდნენ.

Halkbank

16 ოქტომბერი 2019, 10:04

მსოფლიო

ანტიირანული სანქციების დარღვევის გამო აშშ-მა თურქული ბანკის წინააღმდეგ საქმე აღძრა

თურქული სახელმწიფო ბანკის Halkbank-ის წინააღმდეგ თაღლითობის, ფულის გათეთრების და ანტიირანული სანქციების დარღვევის ბრალდებით საქმე აღძრეს. ბრალდების ვერსიით, 2012-დან 2016 წლამდე პერიოდში Halkbank-ი ირანის სახსრების გადარიცხვას ახორციელებდა.

დაჭრა

16 ოქტომბერი 2019, 09:43

ძალოვნები

გლდანში მოზარდი დაჭრეს

გლდანში უცნობმა პირმა არასრულწლოვანი დაჭრა. შემთხვევა მეტროს სადგურ ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, 15 წლის მოზარდს რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. მოზარდი ადგილზე მშობლებთან ერთად იმყოფებოდა.

ნიკ პატრიკ ჰარისი

16 ოქტომბერი 2019, 09:06

კულტურა

ნილ პატრიკ ჰარისი „მატრიცაში“ ითამაშებს

21 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ სტუდია Warner-მა ახალ „მატრიცაზე“ დაიწყო მუშაობა. ფილმის სცენარისტი, რეჟისორი და პროდიუსერი ორიგინალური ტრილოგიის თანაავტორი ლანა ვაჩოვსკი იქნება. კიანუ რივზი და კერი-ენ მოსი კი ნეოს და ტრინიტის როლებს დაუბრუნდებიან.

ბიუჯეტი

16 ოქტომბერი 2019, 08:52

ეკონომიკა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს განიხილავენ

როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის გამოყოფილი თანხა ლოგიკურია იმ წარმომადგენლობითი დატვირთვისთვის, რაც საქართველოს პრეზიდენტს აქვს.

თბილისის ისტორიის მუზეუმი

16 ოქტომბერი 2019, 08:36

კულტურა

თბილისის ისტორიის მუზეუმში გამოფენა ,,ანატომიური უცნაურობანი’’ გაიხსნა

ავტორი სურათ-ხატების მეშვეობით წარმოაჩენს თუ რა ანატომიური მსგავსებები და განსხვავებები შეიძლება იყოს ადამიანებსა და ცხოველებს შორის. ხელოვანს ფერწერის ფაკულტეტის გარდა, შვეიცარიასა და გერმანიაში არტ თერაპიის კურსები აქვს გავლილი.

ჭავჭავაძის გამზირი

16 ოქტომბერი 2019, 08:05

საქართველო

როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი ჭავჭავაძის გამზირზე 16 ოქტომბრიდან

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიდან გამომდინარე, 16 ოქტომბრის 00:00 საათიდან ჭავჭავაძის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა ნაწილობრივ შეიცვლება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მაკენზი დერნი

16 ოქტომბერი 2019, 00:54

ტაბლოიდი

UFC-ის მებრძოლმა Instagram-ზე დაწერა რომ ორსულად იყო და 20 ათასი გამომწერი დაკარგა

სანამ მაკენზი დედა გახდებოდა, მან რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა სპორტში. მას შერეული საბრძოლო ხელოვნების ორთაბრძოლებში 7 მოგება აქვს, ასევე აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ორგზის გამარჯვებულია.