imedi /  23 სექტემბერი 2018, 10:31 / სანდო წყარო

ჩინელი ექიმები ვენესუელელებს ერთი კვირის განმავლობაში უფასოდ მოემსახურებიან

გემი

ჩინური სამედიცინო გემი Peace Ark-ი ვენესუელაში

ვენესუელაში, ლა-გუაირას პორტში გაჩერდა ჩინეთის სამედიცინო გემი, რომელიც ქვეყნის სანაპიროსზე ერთი კვირის განმავლობაში გაჩერდება და ექიმები ადგილობრივებს უფასო სამედიცინო დახმარებას გაუწევენ. ამის შესახებ BBC წერს. 

ჩინელებს ვენესუელელები ტრადიციული ცეკვით დახვდნენ. გემის ეკიპაჟს ვენესუელას თავდაცვის მინისტრმა, ვლადიმირ პადრინო ლოპესმა უმასპინძლა. მისი თქმით, სამედიცინო გემ Peace Ark-ის ვენესუელაში ვიზიტი, გასულ კვირაში, პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ჩინეთში ვიზიტის დროს შეათანხმა ჩინეთის ხელისუფლებასთან. 

ასევე, ვენესუელა ცოტა ხნის წინ დათანხმდა ჩინეთში ნავთობის ექსპორტის გაზრდას. ეს ქვეყანა ვენესუელასთვის ერთ-ერთი მთავარი კრედიტორია. 

ბოლო წლების განმავლობაში ვენესუელელებს პროდუქტის, წამლების, სხვა პირველადი მოხმარების საგნების მისაღებად უზარმაზარ რიგებში დგომა უწევთ. ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია. ვენესუელა ძალიან ცოტა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას აწარმოებს და მუდამ დამოკიდებული იყო ნავთობის ექსპორტზე; ნავთობზე ფასმა საგრძნობლად დაიწია, რამაც ბიუჯეტში დეფიციტი გამოიწვია, ამან კი, თავის მხრივ, შეამცირა პროდუქტის და მედიკამენტების იმპორტი; 2003 წლისთვის მემარცხენე ხელისუფლებამ შემოიღო სახელმწიფო რეგულირება კვების ძირითად პროდუქტებზე; პროდუქტების 40%, რომლებიც სუბსიდირებული ფასით იყიდება, გადაყიდვის მიზნით, მეზობელ კოლუმბიაში გადის.  

ვენესუელაში შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების გამო, ქვეყანას ათასობით ადამიანი ტოვებს. ისინი მეზობელ ქვეყნებს აფარებენ თავს.

ვენესუელაში რამდენიმე წელია გრძელდება ეკონომიკური კრიზისი. ქვეყანაში პირველადი საჭიროების პროდუქტების უკმარისობაა, რომელთა უმრავლესობის ფასი 2017 წელს ვენესუელურ ბოლივარში 1000%-ით გაუფასურდა. ექსპერტები 2018 წლის ბოლოს მილიონი პროცენტის ინფლაციას წინასწარმეტყველებენ.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

დაშავებული პოლიციელები

16 დეკემბერი 2018, 21:05

საქართველო

კახეთში ნაციონალების აქციაზე დაშავებული პოლიციელების ნაწილი საავადმყოფოდან გაწერეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი ინციდენტის დაშავებული 9 პოლიციელი, რომლებიც თელავის რეფერალურ საავადმყოფოში იყვნენ გამოკვლევებზე გადაყვანილი, საავადმყოფოდან გაწერეს. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

16 დეკემბერი 2018, 20:51

მსოფლიო

ავსტრალიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ავსტრალიაში 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სეისმური ცენტრის ცნობით, ეპიცენტრი 2 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. ამ დროისთვის მსხვერპლისა და ზარალის, ასევე ცუნამის საფრთხის შესახებ ცნობა არ გავრცელებულა.

16 დეკემბერი 2018, 20:45

ტაბლოიდი

ნიუ-ჯერსის შტატში ცირკში გარეული ცხოველების გამოყვანა აკრძალეს

ნიუ-ჯერსი პირველი შტატი გახდა, რომელშიც ცხოველების ცორკში გამოსვლა აკრძალეს. გუბერნატორმა კანონი 36 წლის სპილო ნოუსის მიუძღვნა, რომელსაც აიძულებდნენ ამერიკის შტატებში ცირკთან ერთად ემოგზაურა. ახლა სპილოს თავშესაფარში უვლიან.

აქცია პარლამენტთან

16 დეკემბერი 2018, 20:39

საქართველო

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს

კლასიკური მაგალითი, თუ როგორ უნდა მიიტაცოს სახელმწიფო ერთმა ადამიანმა, არავის მისცე უფლება, გამოხატოს თავისი თავი. ეს იყო ჩუმად ჩატარებული ინაუგურაცია იმ 200 ადამიანისთვის, რომლებიც ესწრებოდნენ მას

ბაქტერიები

16 დეკემბერი 2018, 20:21

ტექნოლოგიები

კვლევა: მიწის ქვეშ სიცოცხლე უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე მიწის ზემოთ

52 ქვეყნის 1 000-ზე მეტი მეცნიერისგან შემდგარმა ჯგუფმა სახელწოდებით “სიღრმის ნახშირბადის ობსერვატორია”, 10-წლიანი მუშაობის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა. მეცნიერთა ჯგუფი პლანეტის 100-მდე პუნქტზე, ზღვის ფსკერზე 2.5 კილომეტრიდან 5 კილომეტრამდე მიწის სიღრმეებს სწავლობდა.

ლევან კორტავა

16 დეკემბერი 2018, 19:59

მსოფლიო

გეგუთის ციხეში ცემის შედეგად გარდაცვლილი პატიმრის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა

მოსამართლემ კოლონიის ყოფილ უფროსს სასამართლომ 5000-ლარიანი ჯარიმა მიუსაჯა, ორი თანამშრომელი 4550 ლარით დააჯარიმა, ერთი 3100 ლარით, ერთს კი ერთწლიანი პირობითი სასჯელი მისცა. მოკლული პატიმრის მამიდა განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს.

16 დეკემბერი 2018, 19:57

ტაბლოიდი

კანადელმა ქალმა შეცდომით ამანათით კატა გააგზავნა

ამანათის გაგზავნის დროს ქალმა ვერ შენიშნა, რომ ერთ-ერთ ყუთში კატა ჩახტა და შიგ დაიძინა. კატის გაუჩინარება ქალმა ამანათების გაგზავნის შემდეგ შენიშნა. ძებნა რა თქმა უნდა უშედეგო იყო. ერთი დღის შემდეგ ქალს კურიერმა დაურეკა და უცნაური ამანათის შესახებ ჰკითხა. კატა სატვირთო მანქანის მძღოლმა აღმოაჩინა. როგორც გაირკვა, კატან ქაღალდის ყუთი გახია და გარეთ გამოძვრა.

აფეთქება იაპონიაში

16 დეკემბერი 2018, 19:49

მსოფლიო

იაპონიაში, რესტორანში აფეთქებისას 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

ჩრდილოეთ იაპონიაში, ქალაქ საპოროში მდებარე ერთ-ერთ რესტორნაში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. აფეთქების შედეგად შენობა თითქმის სრულად დაინგრა.

სალომე ზურაბიშვილი

16 დეკემბერი 2018, 19:48

საქართველო

შვედეთის მეფემ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად ინაუგურაცია მიულოცა

შვედეთის მეფემ კარლ მე-16-მ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტად ინაუგურაცია მიულოცა. შესაბამისი განცხადება საქართველოში შვედეთის საელჩოს ოფიციალურ Facebook-ზე გამოქვეყნდა.

პოლიცია

16 დეკემბერი 2018, 19:31

ძალოვნები

ნაციონალების აქციაზე დაშავებული პოლიციელები საავადმყოფოში გადაიყვანეს

არსებული ინფორმაციით, აქციის გამო მათთან სასწრაფო მანქანა ვერ მიდიოდა, დაშავებული პოლიციელები კი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას აგრძელებდნენ.

16 დეკემბერი 2018, 19:31

მსოფლიო

გერმანიაში დაუდგენელმა პირებმა მანქანის ავზიდან 15 000 ლიტრი რძე დაღვარეს

დაუდგენელმა პირებმა ავტოსადგომზე მდგარი რძის გადასაზიდი მანქანის ავზის ონკანები მოუშვეს და ავზიდან 15 ათასი ლიტრი რძე დაღვარეს. სუსხიანი ამინდის გამო დაღვრილი რძე გაიყინა და მოძრაობა შეფერხდა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია და საგანგებო სამსახურის თანამშრომლები მუშაობდნენ

ირაკლი კობახიძე

16 დეკემბერი 2018, 19:30

საქართველო

ირაკლი კობახიძე ესტონეთს ეწვევა

ირაკლი კობახიძე ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარე ეიკი ნესტორს, ესტონეთის პრეზიდენტ კერსტი კალულაიდს, პრემიერმინისტრ იური რატას და საგარეო საქმეთა მინისტრ სვენ მიქსერს შეხვდება. კობახიძე მონაწილეობას მიიღებს სემინარში - „შიდაპოლიტიკური განვითარება და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები“.

ნაციონალების აქცია

16 დეკემბერი 2018, 19:20

საქართველო

პარლამენტთან ნაციონალების მხარდამჭერებმა კარვები გაშალეს

ნაციონალების მხარდამჭერების თქმით, ისინი არ აღიარებენ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას. მათ პარლამენტის შენობასთან ამ დროისთვის ოთხი კარავიც გაშალეს. აქციის მონაწილეებთან ერთად არიან "ნაციონალების წევრები" ლევან ხაბეიშვილი და ბესო შენგელია.

16 დეკემბერი 2018, 19:19

საქართველო

მამუკა ბახტაძე თურქეთის ვიცეპრეზიდენტს შეხვდა

„მამუკა ბახტაძემ თურქეთის ვიცეპრეზიდენტს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეს ორ ქვეყანას შორია არსებული მტკიცე პარტნიორობის კიდევ ერთი დადასტურებაა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სალომე ზურაბიშვილი

16 დეკემბერი 2018, 19:14

საქართველო

მენაბდე: საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა მას შემდეგ გახდება, რაც პრეზიდენტს ხალხი აღარ აირჩევს

სპეციალისტის თქმით, საქართველო 2024 წლამდე ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკად რჩება - ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკა მხოლოდ მას შემდეგ გახდება, რაც მას ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი აღარ ეყოლება.

აქცია

16 დეკემბერი 2018, 18:56

ძალოვნები

არსებული ინფორმაციით, დღეს კახეთში ნაციონალების აქციაზე პოლიციელები დაშავდნენ

"ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქციაზე, ველისციხესთან, სადაც ისინი სამართალდამცველების კორდონის გარღვევას ცდილობდნენ, პოლიციელები დაშავდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია imedinews-ს შსს-ში დაუდასტურეს.

სომხეთის ჯარი

16 დეკემბერი 2018, 18:36

მსოფლიო

სომხეთი ჯარის განვითარებისთვის $2,5 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

სომხეთის ხელისუფლება უახლოეს 5 წელიწადში ჯარის განვითარებისთვის 2,5 მილიარდი დოლარის ინვესტირებას აპირებს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

მეგან მარკლი 
პრინცი ჰარი

16 დეკემბერი 2018, 18:29

ტაბლოიდი

პრინცმა ჰარიმ მეუღლის გამო ტრადიციულ ნადირობაზე უარი თქვა

ჰარი ძმასთან ერთად ყოველწლიურ ნადირობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ნადირობა სამეფო ტრადიციის მიხედვით საშობაოდ იმართება. ტაბლოიდების ცნობით, მეგან მარკლი „სისხლიანი“ ტრადიციის მოწინააღმდეგეა, ჰარიმ კი გადაწყვიტა, რომ ფეხმძიმე მეუღლე არ ანერვიულოს.

შერიფ შექათის მშობლები

16 დეკემბერი 2018, 18:23

მსოფლიო

შერიფ შექათის მშობლები სტრასბურგში თავდასხმის დროს დაღუპულების ოჯახებს უსამძიმრებენ

ტერორისტის მამა ამბობს, რომ მან არ იცოდა შვილის განზრახვების შესახებ, თორემ პოლიციას შეატყობინებდა. თავდამსხმელის დედა კი აცხადებს, რომ ის შოკირებული იყო, როცა შეიტყო მისი შვილის ქმედების შესახებ.

ალექსანდრ ვუჩიჩი

16 დეკემბერი 2018, 18:10

მსოფლიო

ბელგრადში 10000-მდე დემონსტრანტმა ალექსანდრ ვუჩიჩის პოლიტიკა გააპროტესტა

გამოცემის ცნობით, აქციაში, რომელზეც ისმოდა ლოზუნგი "ქურდი ვუჩიჩი", "შეაჩერე სისხლიანი მაისურები!", ბელგრადის მერიც კი მონაწილეობდა. დემონსტრანტებმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან და სახელმწიფო ტელევიზია RTS-თან მარშითა და ლოზუგნების ყვირილით ჩაიარეს.