imedi /  01 ნოემბერი 2018, 18:23 / სანდო წყარო

Google-ი საპროტესტო აქციების ტალღამ მოიცვა

კორპორაცია Google-ის ციურიხის, ლონდონის, სინგაპურის და ბერლინის თანამშრომლებმა ოფისების წინ აქციები გამართეს. ისინი კორპორაციაში მეტი ქალის დასაქმებას მოითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC -ი ავრცელებს.

პროტესტი 2016 წლიდან, Google-ის 48 თანამშრომელი ქალის სექსუალური შევიწროების ბრალდებით გათავისუფლებას მოჰყვა.   Google- ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი სუნდარ ფიჩაი, რომელიც აქციებამდე თანამშრომლებისათვის მიწერილ წერილში კორპორაციის გადაწყვეტილებას სწორ ქმედებად მიიჩნევდა, დღეს თანამშრომლებს მხარდასაჭერ წერილს უგზავნის:  

"მე მესმის თქვენი აღშფოთების და იმედგაცრუების. კორპორაცია ყველაფერს გააკეთებს სიტუაციის გამოსასწორებლად."

სამასახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლები უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართავენ.

ყველა სიახლე

ერეკლე კუხიანიძე

15 დეკემბერი 2019, 13:07

საქართველო

ერეკლე კუხიანიძე: ჩვენი მოსახლეობის ნაწილს ღრმა ფსიქიკური აშლილობა სჭირს

ვაკვირდები უბადრუკ და ზღვარსგადასულ სიბინძურეს, რაც წამოვიდა ჩემი მისამართით, და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რა ღრმა ფსიქიკური აშლილობა სჭირს ჩვენი მოსახლეობის ნაწილს, - ამის შესახებ Facebook-ზე თბილისის საკრებულოს დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი ერეკლე კუხიანიძე წერს.

ალეკო ელისაშვილი

15 დეკემბერი 2019, 12:58

საქართველო

ჩოხატაურში აქციას „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები” დაპირისპირება მოჰყვა

მოძრაობის წევრებს საკრებულოს დეპუტატები „ქართულო ოცნებიდან“ და ბაზრის დირექტორი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მათი თქმით ალეკო ელისაშვილის ბრალდებები, რომ გურიის მაჟორიტარებს ნინო წილოსანსა და არჩილ თალაკვაძეს არაფერი გაუკეთებიათ, უსაფუძვლოა.

არჩილ თალაკვაძე

15 დეკემბერი 2019, 12:48

საქართველო

თალაკვაძე: ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის და მთელი საზოგადოების მოთხოვნა ლეგიტიმურია

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის და მთელი საზოგადოების მოთხოვნა ლეგიტიმურია. ჩვენ, როგორც პოლიტიკოსები და როგორც მოქალაქეები, ვდგავართ მისი ოჯახის გვერდით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საოკუპაციო ხაზთან დაგეგმილი საპროტესტო აქციის შეფასებისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

15 დეკემბერი 2019, 12:43

საქართველო

თალაკვაძე: პრეზიდენტს რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან განსაკუთრებული ვალდებულებები არ აქვს

პარლამენტის თამჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პრეზიდენტის ერთწლიანი მუშაობა შეაფასა. თალაკვაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ დღესაც მიაჩნია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული ფიგურა და ეს პრეზიდენტმაც დაამტკიცა.

არჩილ თალაკვაძე

15 დეკემბერი 2019, 12:27

საქართველო

თალაკვაძე: მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით ოპოზიციას არგუმენტებს გავაცნობთ

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციასთან დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე მმართველი გუნდი მზადაა, არგუმენტები წარადგინოს იმის შესახებ, თუ რა სისტემით შეიძლება ჩატარდეს არჩევნები მრავალმანდატიანი ოლქების პირობებში.

გრიგოლ ვაშაძე

15 დეკემბერი 2019, 12:14

საქართველო

გრიგოლ ვაშაძე: ოპტიმისტური მოლოდინი არ მაქვს

დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით 8 დეკემბერს გამართულ მეორე რაუნდზე მმართველი გუნდი და ოპოზიცია მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის განხილვაზე შეთანხმდნენ. ახალ ინიციატივაზე მხარეები სწორედ ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზე იმსჯელებენ.

სამაშველო ოპერაცია

15 დეკემბერი 2019, 11:56

ძალოვნები

მაშველებმა მწვერვალ აილამაზე ჩარჩენილი კაცი გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე 3000 მეტრის სიმაღლეზე მყოფი კაცი იპოვეს. დაშავებული განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამმართველოს მეხანძრე-მაშველებმა ვერტმფრენში სპეციალური ტექნიკით აიყვანეს.

ყავის დედოფალი

15 დეკემბერი 2019, 11:42

ტაბლოიდი

შვედური კომპანია საოცნებო სამსახურისთვის „ყავის დედოფალს“ ეძებს

შვედური კომპანია ყავის მოყვარულებს საოცნებო სამსახურს სთავაზობს. კომპანია „Gevalia“ ეძებს „ყავის დედოფალს“, რომელიც ერთ კვირას შოტლანდიაში, ედინბურგის (Carlowrie Castle) ციხესიმაგრეში იცხოვრებს. მსურველებს განაცხადის შეტანა 21 დეკემბრამდე შეუძლიათ. გამარჯვებული 2020 წლამდე გაირკვევა.

აშშ

15 დეკემბერი 2019, 11:35

საქართველო

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ვიზიტით აშშ-ს ეწვევა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 16-19 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. ვაშინგტონში დელეგაციის წევრები შეხვედრებს აშშ-ის კონგრესსა და სახელმწიფო დეპარტამენტში გამართავენ.

15 დეკემბერი 2019, 11:22

მსოფლიო

ნეპალში მომლოცველების ავტობუსი 500 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა

ნეპალში, სინდჰუპალჩოკის რაიონში მომლოცველების ავტობუსი 500 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Himalayan Times-ი ავრცელებს. პოლიციის ინფორმაციით, ავტობუსს ქალაქ კალინჩოუკედან ინდუისტი მომლოცველები გადაჰყავდა, როდესაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

თამილა ლაფანაშვილი

15 დეკემბერი 2019, 11:18

საქართველო

ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე: გვინდა გავაგონოთ მას, რომ ჩვენც ვიცავთ ამ პრინციპებს

გვინდა გავაგონოთ ვაჟას, რომ ჩვენც ვიცავთ იმ პრინციპებს, რომლებსაც ის ახლა იქ იცავს, - ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე თამილა ლაფანაშვილის თქმით, ასეთია საოკუპაციო ხაზთან დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქციის მიზანი.

ანტონიო კონტე

15 დეკემბერი 2019, 10:50

სპორტი

კონტემ მატჩამდე დაგეგმილი პრესკონფერენცია პროტესტის ნიშნად გააუქმა

„ფიორენტინასთან“ მატჩამდე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა მედიასაშუალება ვალდებულია, პატივი სცეს ხალხის გარანტირებულ უფლებას. პრესკონფერენცია დღეს არ ჩატარდება“, - წერს კლუბის ხელმძღვანელობა. საქმე ეხება „კორიერე დელო სპორტი“ მიერ გამოქვეყნებულ წერილს კონტესთან დაკავშირებით.

გერშონ კინგსლი

15 დეკემბერი 2019, 10:29

კულტურა

ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი გერშონ კინგსლი გარდაიცვალა

გერშონ კინგსლი (ნამდვილი სახელი - გიოტც გუსტავ კსინსკი) 1922 წელს გერმანიის ქალაქ ბოხუმში დაიბადა. 1946 წელს ის ნიუ-იორკში ჩავიდა, 1955 წლიდან კი ბროდვეიზე, მუსიკალურ რეჟისორად დაიწყო მუშაობა. 1969 წელს გამოსული კომპოზიცია Popcorn-ისთვის მან „ემის“ ჯილდო მიიღო.

აშშ ჩინეთი

15 დეკემბერი 2019, 09:49

ეკონომიკა

ჩინეთმა ამერიკული პროდუქციის იმპორტზე დამატებითი ტარიფების დაწესება გადადო

ჩინეთის ხელისუფლებამ ამერიკული პროდუქციის, მათ შორის ავტომობილების იმპორტზე დამატებითი ტარიფების დაწესება გადადო. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს საბაჟო გადასახადებისა და ტარიფების კომიტეტი ავრცელებს. სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება აშშ-ჩინეთის სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესის მიღწევას უკავშირდება.

აილამა

15 დეკემბერი 2019, 09:21

ძალოვნები

ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე მყოფი კაცი მოყინული კიდურების გამო ვერ გადაადგილდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული შეტყობინების თანახმად, ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე იმყოფება კაცი, რომელსაც მაშველების დახმარება ესაჭიროება. არსებული ინფორმაციით, კაცის თანმხლებმა პირმა უსაფრთხო ტერიტორიაზე გამოსვლა და სამაშველო სამსახურის გამოძახება მოახერხა.

ბაკურ სულაკაური

15 დეკემბერი 2019, 09:12

საქართველო

„მწვანე სკოლის“ თანადამფუძნებელი ბაკურ სულაკაური სკოლაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

„კიდევ ბევრი კითხვა და დაუსაბუთებელი აღქმა წავიკითხე და მოვისმინე ამ დღეებში. ბუნებრივია, ყველას ამ ერთი პოსტით ვერ ვუპასუხებ. მაგრამ ამ პოსტის შემდეგ კითხვები თუ კიდევ დარჩება, მზად ვარ, შევაჯამო და დამატებით გიპასუხოთ, აგიხსნათ და განგიმარტოთ“, - წერს სულაკაური.

Facebook

15 დეკემბერი 2019, 09:00

ტექნოლოგიები

Facebook-ი უკრაინაში ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის პროგრამას აფართოებს

სოციალური ქსელი Facebook-ი უკრაინაში ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის პროგრამას აფართოებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ ს საჯარო პოლიტიკის მენეჯერმა ეკატერინა კრუკმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინაში დეზინფორმაციასთან ბრძოლას სოციალური ქსელი 2020 წლიდან დაიწყებს.

მოლაპარაკებები

15 დეკემბერი 2019, 08:48

საქართველო

დღეს ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართება

დღეს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო სისტემის საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ. შეხვედრა სასტუმრო „შერატონში“ 12:00 საათზე გაიმართება. კონკრეტულად ვინ დაესწრება შეხვედრას, ამ ეტაპზე უცნობია.

ვაჟა გაფრინდაშვილი

15 დეკემბერი 2019, 08:40

საქართველო

საოკუპაციო ხაზთან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები დღეს პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და ავტომანქანებით საოკუპაციო ხაზთან მსვლელობას მოაწყობენ, სადაც მდუმარე საპროტესტო აქციას გამართავენ.

ელიუდ კიპჩოგე

15 დეკემბერი 2019, 08:29

სპორტი

BBC-ის ვერსიით წლის საუკეთესო სპორტსმენი ელიუდ კიპჩოგე გახდა

ნომინანტებს შორის ასევე იყვნენ აშშ-ის ქალ ფეხბურთელთა ნაკრების კაპიტანი მეგან რაპინო, ამერიკელი ტანმოვარჯიშე სიმონე ბაილსი, გოლფის მოთამაშე ამერიკელი ტაიგერ ვუდსი, სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი სია კოლისი და კრიკეტის ​მოთამაშე ავსტრალიელი სტივ სმიტი.