imedi /  18 ნოემბერი 2018, 10:12 / სანდო წყარო

ყირგიზეთში ოლქის პროკურორი მოკლეს

ყირგიზეთის პოლიცია

გუშინ გვიან ღამით, ყირგიზეთში სამხრეთ ბატკენის ოლქის პროკურორი, ანარბაი მამაჯაკიპოვი მოკლეს ამის შესახებ ქვეყნის შს მინისტრი კარიმ ამანკულოვი იუწყება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ეჭვმიტანილი დაკავებულია. მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები.

მამაჯაკიპოვი ოლქის პროკურორად მაისში დაინიშნა.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

13 დეკემბერი 2018, 01:10

კულტურა

კვლევა: ფილმები, რომლებშიც მთავარ როლებს ქალები ასრულებენ, უფრო მომგებიანია

ფილმები, რომლებშიც მთავარ როლებს ქალები ასრულებდნენ უფრო მომგებიანი იყო, ვიდრე ფილმები მთავარ როლებში კაცების მონაწილეობით. საინტერესოა, რომ 2017 წელს წინა წლებთან შედარებით მთავარ როლებში ქალების მონაწილეობის მაჩვენებელი შემცირდა. ექსპერტები ურჩევენ რეჟისორებსა და პროდიუსერებს უფრო ხშირად დაამტკიცონ ქალები მთავარ როლებზე.

ყვითელი ჟილეტების პროტესტი

13 დეკემბერი 2018, 01:08

მსოფლიო

ყვითელი ჟილეტების მოძრაობა მიიჩნევს, რომ სტრასბურგის ტერაქტი ინსცენირებულია

შეთქმულების თეორიის მხარდამჭერებმა მტკიცებულებად თავდასხმის შესახებ Twitter-ზე ადგილობრივი პრეფექტურის მიერ გავრცელებული შეტყობინების სქრინშოთი დადეს, რომლის დრო თავდასხმის რეალურ დროს წინ უსწრებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

13 დეკემბერი 2018, 00:51

საქართველო

რუსეთის საგარეო უწყებამ 11-12 დეკემბრის ჟენევის დისკუსიებზე განცხადება გაავრცელა

რუსეთი „პროვოკაციულად განიხილავს ნატო-ს გენერალური მდივნისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებებს ნატო-ში საქართველოს წევრობის მხარდაჭერის შესახებ“. „სწორედ ასეთმა უპასუხისმგებლო დაპირებებმა უბიძგა თბილისს 2008 წლის აგვისტოში დანაშაულებრივი სამხედრო ავანტიურისკენ“, – მიიჩნევენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

13 დეკემბერი 2018, 00:30

მსოფლიო

ტორონტოს მეტროში დააკავეს კაცი, რომელიც ნაჯახით მგზავრებს ემუქრებოდა

ინციდენტი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოხდა. პოლიციას ინფორმაცია მგზავრებმა მიაწოდეს. სამართალდამცველებმა კაცი დააკავეს. მომხდარის გამო მეტროსადგურის მუშაობა შეფერხდა..

13 დეკემბერი 2018, 00:06

ტაბლოიდი

Google-მა ყველაზე მოთხოვნადი საჭმელი დაასახელა

Google-მა 2018 წელს მომხმარებლების მიერ ყველაზე მოთხოვნადი საჭმელი დაასახელა. კატეგორიის ლიდერი unicorn cake-ი გახდა. ასეთ ტორტს სტილიზებული რქებით და ცისარტელის ფერებში კრემით რთავენ.

12 დეკემბერი 2018, 23:43

ტაბლოიდი

102 წლის ავსტრალიელი ბებო პარაშუტით გადმოხტა

აირონ ო‘ში ავსტრალიიდანაა. მას 11 შვილთაშვილი ჰყავს და ის პარაშუტით ხტება. პირველად ის იმ დღეს გადმოხტა, როცა 100 წლის გახდა, მაგრამ ამაზე არ შეჩერებულა. ახალმა ნახტომმა მას 12 ათასი დოლარი მოუტანა, რომელიც საქველმოქმედო ფონდში ჩარიცხა.

ზამთარი

12 დეკემბერი 2018, 23:22

ტექნოლოგიები

როგორ მოვუაროთ კანს ზამთარში

თუ კანი მშრალია, ექიმების რჩევაა გამოიყენოთ ისეთი კრემები, რომელიც რძის მჟავას ან გლიცერინს შეიცავს. სასურველია თუ მათ კანზე შხაპის მიღების შემდეგ და დღეში რამდენჯერმე წაისვამთ. შეიძლება ვაზელინის გამოყენებაც, განსაკუთრებით თუ კანი სკდება.

მაიკ პომპეო

12 დეკემბერი 2018, 23:01

მსოფლიო

მაიკ პომპეომ გაეროს ირანის სარაკეტო პროგრამის შეჩერებისკენ მოუწოდა

ირანის სარაკეტო პროგრამა კონტროლიდან გავიდა. გაეროს უსაფრთხოების საბჭომ ის უნდა შეაჩეროს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა. „ირანი გაეროს უსაფრთხოების რეზოლუციას სხვადასხვა სახით არღვევს. ის სისტემატურად ატარებს ცდებს. ეს უნდა შეჩერდეს“, - განმარტა მან.

12 დეკემბერი 2018, 22:40

მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეაში მოქალაქეებს ინტერნეტში პორნოგვერდების პოვნისთვის ფულს გადაუხდიან

ფულადი დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილება 1 დეკემბრიდან ამოქმედდა. პორნოს შემცველი ვებგვერდების აღმოჩენისთვის პირს 86 000 დოლარს გადაუხდიან, თუმცა არ არის დაკონკრეტებული რამდენი ასეთი ვებგვერდი უნდა გამოავლინოს პირმა. გავრცელებული ინფორმაციით, ბევრი კორეელი აპირებს სამსახურს თავი დაანებოს და დრო ინტერნეტში პორნო გვერდების მოძიებას დაუთმოს.

12 დეკემბერი 2018, 22:38

თემა

ფეისბუკმა სექსის შესახებ წერა აკრძალა. ეს სიმართლეა?

Facebook-მა სექსზე წერა ფაქტობრივად აკრძალა. ოქტომბერში სოცქსელმა თავის თანამეგობრობის ნორმებსსადავო კონტენტის ახალი კატეგორია - სექსუალური შევიწროება დაუმატა. თანამეგობრობის ნორმები - წესების კრებულია, რომლითაც ფეისბუკის მოდერატორები ხელმძღვანელობენ, წყვეტენ რა, რომელი ჩანაწერები დაბლოკონ და რომელი - არა. Facebook-მა ის ყალბ ახალ ამბებთან დაკავშირებული სკანდალების ფონზე, 2018 წლის გაზაფხულზე გამოაქვეყნა და მას შემდეგ პერიოდულად აახლებს. მართალია, ახალი კატეგორიის სათაურში ლაპარაკი მხოლოდ შევიწროებაზეა, თუმცა თავად აკრძალვებს ფეისბუკი უფრო ფართოდ განმარტავს: ჩვენ არ დავუშვებთ ისეთი კონტენტის გამოქვეყნებას, რომელიც ახალისებს სქესობრივ კონტაქტს ზრდასრულ ადამიანებს შორის, ხელს უწყობს მათ, ან შექმნილიაასეთი კონტაქტების ორგანიზების და კოორდინაციის მიზნით. კატეგორია სექსუალური შევიწროება მხოლოდ ახლა შეიქმნა, მაგრამ მოიცვა მანამდე გამოქვეყნებული აკრძალული კატეგორიების ნაწილი: ზრდასრულების სექსუალური ექსპლუატაცია და სექსუალური ხასიათის ქმედებების და შიშველი სხეულის გამოსახვა.

12 დეკემბერი 2018, 22:27

საქართველო

ზვავსაშიშროების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა-გუდაურის მონაკვეთზეც აიკრძალა

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა. ამის გამო, გზის ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. დღისით გუდაური-კობის მონაკვეთზე აიკრძალა მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ბერლინი

12 დეკემბერი 2018, 22:20

მსოფლიო

ბერლინში საშობაო ბაზრობებზე უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს

ბერლინის პოლიციამ ქალაქის საშობაო ბაზრობებზე უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. ამის შესახებ Tagesspiegel-ი პოლიციის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს. მისი თქმით, ამ დროისთვის არ არსებობს ცნობა დამნაშავის ბერლინთან რამე კავშირის შესახებ, თუმცა ეს გადაწყვეტილება სამართალდამცველებმა პრევენციის მიზნით მაინც მიიღეს.

ჟენევა

12 დეკემბერი 2018, 21:50

საქართველო

ჟენევის მოლაპარაკებების 46-ე რაუნდი რუსულმა დელეგაციამ ისევ დატოვა

სოფელ ატოცში მიმდინარე პროცესები, უკანონო ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკის შედეგები დააყენა დღის წესრიგში ქართულმა დელეგაციამ ჟენევის 46-ე საერთაშორისო მოლაპარაკებების დროს.

მაიკლ კოენი

12 დეკემბერი 2018, 21:21

მსოფლიო

დონალდ ტრამპის ყოფილ ადვოკატს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

რობერტ მიულერის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, ტრამპის ყოფილი ადვოკატი მაიკლ კოენი 2016 წლის საარჩევნო კამპანიის დაწყებმადე შეხვდა რუსს, რომელმაც მას რუსეთის მთავრობასთან თანამშრომლობა შესთავაზა. კერძოდ, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს ადამიანი კოენს სთავაზობდა ტრამპის პუტინთან შეხვედრის ორგანიზებასაც.

12 დეკემბერი 2018, 21:12

ეკონომიკა

კვორუმის არარსებობის გამო სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს კენჭი ვერ უყარეს

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს კენჭს ხვალ, პლენარულ სესიაზე უყრიან. მომავალი წლის ბიუჯეტში ასიგნებების მოცულობა 13 მილიარდ 90 მილიონს შეადგენს, რაც 2018 წლის ბიუჯეტთან შედარებით 600 მილიონი ლარით მეტია.

ევროპარლამენტი

12 დეკემბერი 2018, 21:06

მსოფლიო

ევროპარლამენტმა რადიკალ მქადაგებელთა შავი სიის შექმნას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა ტერორიზმთან ბრძოლის ფარგლებში რადიკალი მქადაგებლების შავი სიის შექმნას, საბრძოლო მოქმედებების ზონიდან დაბრუნებულ მებრძოლებზე სასამართლო კონტროლის დაწესებას და ტერორიზმის მუხლით გასამართლებულებისთვის თავშესაფარზე უარის თქმის ინიციატივას მხარი დაუჭირა.

12 დეკემბერი 2018, 21:02

კულტურა

გალერეა „გია" გოგი ჩაგელიშვილის და გია ჯაფარიძის გამოფენას მასპინძლობს

ნახატებისა და ქანდაკებების სინთეზი მათთვის ერთგვარი ექსპერიმენტია. ხელოვანებმა ნამუშევრები თემატურად ერთმანეთს დუკავშირეს. გამოფენის თემატიკა და აქცენტი ბალერინებზეა გაკეთებული. მსურველებს ნამუშევრების დათვალიერება 2018 წლის ბოლომდე შეუძლიათ.

police line

12 დეკემბერი 2018, 20:39

ძალოვნები

ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში 2 წლის ბავშვს მიკროავტობუსი დაეჯახა

ქობულეთში, სოფელ ხალაში ავტომობილი 2 წლის ბავშვ დაეჯახა, მცირეწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით, მცირეწლოვანი მშობლებს ხელიდან გაუსხლტა და მას მიკროავტობუსი დაეჯახა.

12 დეკემბერი 2018, 20:28

ძალოვნები

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა

ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. დაშავებულები მძიმე დაზიანებებით ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფაქტზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია მუხლით მიმდინარეობს.

12 დეკემბერი 2018, 20:27

საქართველო

გრიგოლ ვაშაძის გეგმა 16 დეკემბრის აქციაზე ცნობილია

ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის მოწოდებების კვალდაკვალ 16 დეკემბერს, ინაუგურაციის დღეს, საპროტესტო აქციების გამართვას აანონსებს. საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებულმა კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ, დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ ისინი იქნებიან თბილისშიც და თელავშიც.