imedi /  20 ნოემბერი 2018, 18:43 / სანდო წყარო

უნგრეთმა მაკედონიის ექს პრემიერმინისტრს თავშესაფარი მისცა

ნიკოლა გრუევსკი

ნიკოლა გრუევსკი

მაკედონიის ყოფილმა პრემიერმა ნიკოლა გრუევსკიმ უნგრეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება

მანამდე მაკედონიის პოლიციამ ყოფილი პრემიერის დაპატიმრების ორდერი გასცა. ის უნგრეთში 12 ნოემბერს გაიქცა, სადაც თავშესაფარი მოითხოვა.

მაკედონიაში გრუევსკის კორუფციაში ბრალდების გამო მინიმუმ 2-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

48 წლის გრუევსკი მაკედონიის პრემიერმინისტრი 2006-2016 წლებში იყო.

ყველა სიახლე

გერმანია

29 მარტი 2020, 18:42

მსოფლიო

გერმანელი მინისტრი გარდაცვლილი იპოვეს

პოლიცია ეჭვობს, რომ გერმანიის შტატის ფინანსთა მინისტრმა თავი მოიკლა. ასეთი ეჭვი სამართალდამცველებს იმ ფაქტმა გაუჩინა, რომ ტომას სჩეფერი ვაისბადენთან, მატარებლის ლიანდაგებზე იპოვეს. ის შტატ ჰესეს მინისტრი იყო, სადაც გერმანიის ფინანსური ცენტრი, ფრანკფურტია განლაგებული.

თენგიზ ცერცვაძე

29 მარტი 2020, 18:32

COVID19

თენგიზ ცერცვაძე ჯანმოს რეკომენდაციებში შეტანილ ცვლილებაზე: ამან საქართველო მნიშვნელოვანწილად გადაარჩინა და იტალია გარკვეულწილად დაღუპა

ერთი საიდუმლო შემიძლია გაგიმხილოთ, ჩვენ ბრმად არ მივყვებოდით ჯანმოს რეკომენდაციებს და ზოგიერთი ჩვენი კორექტივი შეგვქონდა, როდესაც ამაში დარწმუნებული ვიყავით, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ გადაცემაში „რა დროს ძილია“ განაცხადა. მისი თქმით, ჯანმოს რეკომენდაციებში მათ მიერ გარკვეული ცვლილებების შეტანის შედეგია ის ვითარება, რაც დღეს საქართველოშია.

თბილისის საკრებულო ქველმოქმედება

29 მარტი 2020, 18:19

COVID19

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა მრავალშვილიანი ოჯახების საკვები პროდუქტით უზრუნველყოფის კამპანია დაიწყეს

საკრებულოს წევრები ნობათებს სპეციალურად გადამზადებული მოხალისეების დახმარებით დაარიგებენ. ამ ეტაპზე საკვები პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები 100 მრავალშვილიან ოჯახს გადაეცემა. თუმცა კამპანია გრძელდება და საკრებულოს უმრავლესობის წევრები, შესაძლებლობების ფარგლებში, დედაქალაქის ათივე რაიონში ეტაპობრივად ყველა იმ ოჯახს დაეხმარებიან, რომელსაც ეს სჭირდება.

პირბადე კორონავირუსი

29 მარტი 2020, 18:14

COVID19

ნიდერლანდების მთავრობამ კლინიკებიდან ჩინეთში შეძენილი 600 ათასი პირბადე გაიწვია

ნიდერლანდებმა ჩინეთში სულ 1.3 მილიონი პირბადე შეიძინა, თუმცა გაირკვა რომ 600 ათასი ნიღბის ოდენობის პირველი პარტია უსაფრთხოების ნორმებს არ აკმაყოფილებს. სამინისტროში აცხადებენ, რომ ნიღბები მჭიდროდ არ ეკვრის სახეს, ფილტრები კი სწორად არ ფუნქციონირებს.

საირმე

29 მარტი 2020, 18:02

COVID19

საირმის საკარანტინო ზონა 41-მა მოქალაქემ დატოვა

იმერეთში, საირმის საკარანტინო ზონა დღეს 41-მა მოქალაქემ დატოვა. ბოლო სამედიცინო შემოწმებამ დაადასტურა, რომ კარანტინში მყოფნი სრულიად ჯანმრთელები არიან და შეუძლიათ, საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ. დილიდან ადგილზე იმყოფებოდა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, რომელიც საკარანტინო ზონიდან მოქალაქეების გაყვანის პროცესს დაესწრო.

კშიშტოფ პენდერცკი

29 მარტი 2020, 18:00

კულტურა

პოლონეთში „გრემის“ მფლობელი კომპოზიტორი კშიშტოფ პენდერეცკი გარდაიცვალა

პენდერეცკი თანამედროვეობის კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავტორი იყო. მისი ნაწარმოების ადაპტაციები ისეთ ცნობილ ფილმებში ჟღერს, როგორებიცაა სტენლი კუბრიკის „ნათება“, მარტინ სკორესეზეს „დაწყევლილთა კუნძული“, დევიდ ლინჩის „ველური გულები“ და ა.შ. პენდერეცკის „გრემის“ ოთხგზის ლაურეატია.

კახა კალაძე

29 მარტი 2020, 17:40

პოლიტიკა

კახა კალაძე: ყველაზე დიდი დახმარება იქნება ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მიხეილ სააკაშვილმა მავნებლობას თავი დაანებოს

ხელისუფლებისთვის ამ მდგომარეობაში ყველაზე დიდი დახმარება იქნება ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა მავნებლობას თავი დაანებოს - თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოყვანა მიმდინარეობს და ეს ღონისძიება მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. თუ დამატებითი ღონისძიებები საჭიროება იქნება, კახა კალაძის თქმით, სახელმწიფო ამასაც გააკეთებს.

თენგიზ ცერცვაძე

29 მარტი 2020, 17:40

COVID19

თენგიზ ცერცვაზე: 70 წელს გადაცილებული ვარ და ასეთ რეჟიმში ჯერ არ მიმუშავია

70 წელს გადაცილებული ვარ და ასეთ რეჟიმში ჯერ არ მიმუშავია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ გადაცემა „რა დროს ძილია“-ში განაცხადა. მისი თქმით, ამ მოცულობის სამუშაოს ასეთ შემჭიდროებულ ვადებში შესრულება ჯერ არ დასჭირვებიათ.

კახა კალაძე

29 მარტი 2020, 17:38

COVID19

კახა კალაძე: სწრაფი ტესტების გამო ევროპის ბევრ ქვეყანაში პრობლემები შეიქმნა, რადგან ცდომილება ძალიან დიდი იყო

„რაც შეეხება კონკრეტულ ტესტებს. ეს არა მხოლოდ საქართველოში, ზოგადად ევროპულ ბევრ ქვეყანაში შეიქმნა პრობლემები იმიტომ, რომ ძალიან დიდი იყო ცდომილება. ესპანეთში, მაგალითად, კატასტროფული შედეგი მიიღეს ამ ტესტებით. შესაბამისად, ჩვენც რა თქმა უნდა, ვერ ავიღებდით ამ პასუხისმგებლობას და სხვა ტესტები შემოვა საქართველოში. თუმცა, ყველაზე მთავარი არის ის, რომ PCR ტესტები, ოქროს ტესტებს როგორც ეძახიან, ჩვენ გვაქვს ამის მარაგი და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. ხდება ანალიზების აღება, ტესტირება და ა.შ.“- განაცხადა კალაძემ.

იტალია

29 მარტი 2020, 17:26

COVID19

მედია: ძარცვის შემთხვევების გამო იტალიის პოლიცია სუპერმარკეტებთან განლაგდა

ხელკეტებითა და იარაღით აღჭურვილი იტალიის პოლიცია სიცილიაზე სუპერმარკეტების დასაცავად გამოჩნდა. იტალიური მედია წერს, რომ აქ ძარცვის შემთხვევების შესახებ ვრცელდება ცნობები. საუბარია ადგილობრივებზე, რომლებსაც საკვების შეძენის შესაძლებლობა არ აქვთ. იტალიური მედია წერს, რომ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა.

მარნეული ბოლნისი საკარანტინო ზონა

29 მარტი 2020, 17:22

COVID19

რა ვითარებაა ბოლნისის საკარანტინო ზონაში

საკარანტინო ზონად გამოცხადებულ ბოლნისში დილიდან ოჯახების კარდაკარ შემოწმება მიმდინარეობს. საეჭვო სიმპტომების მქონე მოქალაქეები ექიმებს საავადმყოფოში გადაჰყავთ. პარალელურად, მკაცრად კონტროლდება ქუჩაში ხალხის გადაადგილებაც. ადგილობრივი ხელისუფლება კი საკვებ პროდუქტებზე ფასებს აქტიურად აკონტროლებს.

ათონის მთა

29 მარტი 2020, 16:47

COVID19

საბერძნეთში, ათონის მთის მონასტრის ბერს კორონავირუსი გამოუვლინდა

ინფიცირებული ბერი 60 წლისაა, რომელიც მონასტრის დელეგაციასთან ერთად დიდი ბრიტანეთში იმყოფებოდა. დელეგაციამ საბერძნეთში ათონის მთის მომლოცველებისთვის ჩაკეტვამდე დაბრუნდა მოასწრო.

ევროპა ჰაერის დაბინძურება

29 მარტი 2020, 16:37

COVID19

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად ევროპაში ჰაერის დაბინძურების დონე შემცირდა

„თანამგზავრ Copernicus Sentinel-5P-დან მიღებული ახალი მაჩვენებლები ევროპის რამდენიმე დიდ ქალაქში, მათ შორის პარიზში, მადრიდსა და რომში აზოტის დიოქსიდის დონის კლებაზე მიუთითებს“, - ნათქვამია მეცნიერების მიერ გავრცელებულ ანგარიშში.

29 მარტი 2020, 16:31

COVID19

სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის ყველა რეგიონში ყველა მოქალაქე ერთნაირადაა დაცული

ქვეყნის ყველა რეგიონში ყველა მოქალაქე ერთნაირადაა დაცული და ამისათვის მადლობას ვუხდი ყველა უწყების წარმომადგენელს, რომლებიც დღე და ღამე თავდაუზოგავად და ორგანიზებულად მუშაობენ კორონავირუსთან საბძოლველად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა. სალომე ზურაბიშვილი მარნეულის მუნოციპალიტეტის შესასვლელთან მდებარე გამშვებ პუნქტთან არსებულ მდგომარეობას გაეცნო, რომელზეც ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები არიან განლაგებულნი.

კორონავირუსი ჩინეთი

29 მარტი 2020, 16:28

COVID19

ჩინეთის ხელისუფლება: ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემია შეჩერებულია

ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის ოფიციალური წარმომადგენლის, მი ფენგის განცხადებით, ქვეყნის შიგნით კორონავირუსის გავრცელება შეჩერებულია. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პატრიკ დევედჯიანი

29 მარტი 2020, 16:16

COVID19

საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტის ყოფილი წევრი პატრიკ დევედჯიანი კორონავირუსით გარდაიცვალა

სომხური წარმოშობის დევადჯიანი ნიკოლა სარკოზის მთავრობაში 2008 წლის ფინანსური კრიზისის შედეგების აღმოფხვრაზე იყო პასუხისმგებელი. მან საკუთარი დიაგნოზის შესახებ 25 მარტს, Twitter-ზე განაცხადა. „ეპიდემია მეც შემეხო, ამიტომ პირადად ვხედავ ექიმების და მედდების საოცარ მუშაობს. დიდ მადლობას ვუხდი მათ პაციენტების დახმარებისთვის“, - დაწერა მან.

ხალხმრავლობა

29 მარტი 2020, 16:03

COVID19

მედია: კორონავირუსის გამო აშშ-ის ხელისუფლება თავისი მოქალაქეების გადაადგილებას სმარტფონების საშუალებით აკვირდება

აშშ-ის ხელისუფლება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქალაქეების გადაადგილებას მათი სმარტფონების საშუალებით აკვირდება. ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს.

29 მარტი 2020, 16:00

თემა

გვიცავს თუ არა სამედიცინო ნიღაბი კორონავირუსისგან?

ბოლო დროს მთელი მსოფლიო კორონავირუსსა და მასთან დაკავშირებულ პროფილაქტიკურ ზომებზე საუბრობს. დაავადებისგან დამცავ ერთ-ერთ საშუალებად სამედიცინო ნიღბებს მიიჩნევენ. საინტერესოა, შეუძლია თუ არა რეალურად სამედიცინო ნიღაბს კორონავირუსისგან დაცვა?

აშშ

29 მარტი 2020, 15:52

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით პატიმარი გარდაიცვალა

აშშ-ში კორონავირუსს პირველი პატიმარი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ფედერალური ბიურო ავრცელებს. 49 წლის პატიმარი სასჯელს ლუიზიანას შტატის ციხეში იხდიდა და მან ერსონალს ხველების სიმპტომის გამო მიმართა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ტესტმა კი დადებითი პასუხი აჩვენა.

ჩინეთი

29 მარტი 2020, 15:37

COVID19

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია: იმპორტირებულ შემთხვევათა მატება მეორე ტალღის რისკს ზრდის

ჩინეთში, ეპიდემიის ახალი ტალღისგან დასაცავად ემზადებიან, - ამის შესახებ ეროვნული ჯანდაცვის კომისიის პრესსპიკერმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მი ფენის თქმით, განსაკუთრებული რისკის ქვეშ დედაქალაქია. ჯანდაცვის ეროვნული კომისიის პრესსპიკერის განცხადებით, საზღვარგარეთიდან შემოსული შემთხვევების რაოდენობა ჯამში 693-ს შეადგენს.