imedi /  22 ნოემბერი 2018, 09:32 / სანდო წყარო

მაკედონიამ უნგრეთისგან ყოფილი პრემიერის ექსტრადიცია მოითხოვა

ნიკოლა გრუევსკი

ნიკოლა გრუევსკი

მაკედონიის მთავრობამ განაცხადა, რომ მოითხოვა ყოფილი პრემიერმინისტრის, ნიკოლა გრუევსკის ექსტრადიცია. ამის შესახებ Washingtonpost-ი წერს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ უნგრეთმა გრუევსკის უკვე მიანიჭა პოლიტიკური თავშესაფარი. უნგრული მედია წერს, რომ გრუევსკის თავშესაფარი მიენიჭა, ვინაიდან ხელისუფლების აზრით, სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, ის პოლიტიკური დევნის ობიექტი შეიძლება გახდეს.

მაკედონიის წამყვანი კონსერვატიული ოპოზიციური პარტიის ყოფილ ლიდერს მაისში შეუფარდეს ორი წლით პატიმრობა, რადგან უკანონოდ ცნეს მისი მხრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე ზემოქმედება 600 ათასი ევროს ღირებულების ავტომანქანის შეძენის მიზნით. სასამართლოს კურიერებმა ვერ დაადგინეს გრუევსკის ადგილსამყოფელი, რათა მისთვის გადაეცათ უწყება საპატიმროში დასაბარებლად.

48 წლის გრუევსკი მაკედონიის პრემიერმინისტრი 2006-2016 წლებში იყო. მისი პარტია პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს სამართლებრივ დევნას. გრუევსკის წინააღმდეგ აღძრულია კიდევ სამი საქმე კორუფციაში ბრალდებით, რასაც შესაძლოა უფრო ხანგრძლივი პატიმრობის მისჯა მოჰყვეს.

ყველა სიახლე

გავრილოვი

20 ივნისი 2019, 17:25

საქართველო

რუსმა დეპუტატებმა „რედისონი“ პოლიციის დახმარებით დატოვეს

სასტუმრო "რედისონი" რუსეთის დელეგაციამ, მათ შორის სერგეი გავრილოვმა დატოვა. დელეგაცია შენობიდან პოლიციის დახმარებით გაიყვანეს, რადგან გარეთ მათ აქციის მონაწილეები ელოდებოდნენ. სასტუმროს ტერიტორიიდან მოქალაქეების ნაწილი სავარაუდოდ პარლამენტისკენ მიემართბა, სადაც 19:00 საათზე აქციაა დაგეგმილი.

ლევან ვასაძე

20 ივნისი 2019, 16:58

ძალოვნები

ლევან ვასაძე გამოკითხვაზე მივიდა: არაფერი დასამალი არ მაქვს

ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელიც დღეს დიღმის მთავარ სამმართველოში დაიბარეს, გამოკითხვაზე მივიდა. ის გამომძიებლების კითხვებს ადვოკატის გარეშე უპასუხებს. მისი თქმით, ის მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და გასცეს ყველა შეკითხვას პასუხი.

გია ვოლსკი

20 ივნისი 2019, 16:54

საქართველო

გია ვოლსკი: უნდა ვიფიქროთ და არ დავასხათ წყალი რუსეთის წისქვილზე

„არის მეორე ნაწილი, რომელიც ხელისუფლებას არ ადანაშაულებს, ვიღაც აქციას მართავს, მაგრამ ეს არ არის აუცილებლად იმის ინდიკატორი, რომ მართლაც ხელისუფლება გამოვიყვანოთ დამნაშავედ და რუსეთის წისქვილზე დავასხათ უფრო მეტი წყალი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ეკა ბესელია

20 ივნისი 2019, 16:51

საქართველო

ბესელია კობახიძის გადადგომას მოითხოვს

პარლამენტის წევრი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ თანამდებობა უნდა დატოვოს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი შეფასებით სახლობანას თამაში უნდა დასრულდეს და ასეთი უმწიფარი პოლიტიკოსი უმაღლეს თანამდებობას არ უნდა იკავებდეს ქვეყანაში.

რუსეთი

20 ივნისი 2019, 16:42

საქართველო

„რედისონთან“, სადაც რუსი დეპუტატების დელეგაცია იმყოფება, პოლიციაა მობილიზებული

აქციის მონაწილეების სურვილია რომ კიდევ ერთხელ შეახსენონ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს რომ ისინი წარმოადგენენ ქვეყანას, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. აქციის მონაწილეების თქმით, მათთვის მიუღებელია დილით სხდომათა დარბაზში მომხდარი ინციდენტი.

ბრაუზერი Chromium Edge

20 ივნისი 2019, 16:40

ტექნოლოგიები

Microsoft-მა ბრაუზერ Edge-ის ახალი ვერსია ძველ Windows-ზეც აამოქმედა

Windows 7-სა და Windows 8-ზე ბრაუზერი მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ორი თვის წინ macOS-სა და Windows 10-ზე ამოქმედდა. ახალი ბრაუზერი Chromium-ის საწყის კოდზე მუშაობს. როგორც Microsoft-ში აცხადებენ, პროექტში უკვე 300-მდე ცვლილება შევიდა. ბრაუზერი Edge შეიქმნა იმისთვის, რომ Internet Explorer-ი შეეცვალა.

საჯიდ ჯავიდი

20 ივნისი 2019, 16:28

მსოფლიო

საჯიდ ჯავიდი კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნებს გამოეთიშა

დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნების მორიგ ტურში 4 კანდიდატიდან კენჭისყრის მსურველების რაოდენობა სამამდე შემცირდა. პარტიის თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას შინაგან საქმეთა მინისტრი საჯიდ ჯავიდი გამოეთიშა.

პარლამენტი

20 ივნისი 2019, 16:18

საქართველო

ნაციონალები სპიკერატს დარაჯობენ. ფოტო

საქართველოს პარლამენტში სპიკერატთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან გამაგრებულები. სპიკერის მაგიდაზე კი გადმოფარებული აქვთ ევროკავშირის და საქართველოს დროშები. პარლამენტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ ბაქოდან კომენტარი ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

20 ივნისი 2019, 16:11

საქართველო

საგარეო უწყება პროტესტის ნიშნად ელჩების გადადგომის ფაქტს უარყოფს

„სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ საქართველოს ელჩები პროტესტის ნიშნად ტოვებენ თანამდებობას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აღნიშნული წარმოადგენს დეზინფორმაციას"- აცხადებენ უწყებაში.

ლევან ვასაძე

20 ივნისი 2019, 16:06

საქართველო

ვასაძე ქუცნაშვილს: იდიოტი მეგონე, მოღალატე ყოფილხარ

ბიზნესმენი ლევან ვასაძე პარლამენტში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება. ვასაძე ზაქარია ქუცნაშვილს დღეს მომხდარის გამო პარლამენტის დეპუტატის მანდატის დატოვებისკენ მოუწოდებს. "ზაქრო, სულ იდიოტი მეგონე, მაგრამ ყოფილხარ პროვოკატორი და მოღალატე", - თქვა ლევან ვასაძემ.

არჩილ თალაკვაძე

20 ივნისი 2019, 15:59

საქართველო

თალაკვაძე არ გამორიცხავს რომ გავრილოვმა კობახიძის სავარძელი თვითნებურად დაიკავა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ რუსეთის დუმას დეპუტატს, სერგეი გავრილოვს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი თვითნებურად დაეკავებინა. ამის შესახებ თალაკვაძემ პარლამენტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხდა.

სერგეი გავრილოვი

20 ივნისი 2019, 15:55

საქართველო

გავრილოვი: რუსული დელეგაცია ვიზიტის ვადებს არ შეამცირებს

„ჩვენ სამუშაო განწყობა გვაქვს და მხარს გვიჭერენ ასამბლეის წევრები, დაწყებული იორდანიიდან, დამთავრებული ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლებით. ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება და არაფრის შემცირებას არ ვაპირებთ, სანამ დღის წესრიგს არ განვიხილავთ,“-აღნიშნა გავრილოვმა.

ქუთაისი

20 ივნისი 2019, 15:50

საქართველო

ქუთაისში ელექტრომობილების პრეზენტაციის შემდეგ დაგეგმილი კონცერტი აღარ ჩატარდება

ელექტრომობილების პრეზენტაციის შემდეგ დაგეგმილი კონცერტი ქუთაისში აღარ ჩატარდება. კონცერტის ჩაშლის მიზეზი ქუთათელ-გაენათელი მიტროპილიტის მეუფე კალისტრატეს გარდაცვალებაა. ღონისძიებაზე მხოლოდ ელექტრომობილების პრეზენტაცია გაიმართება.

აქცია ბათუმში

20 ივნისი 2019, 15:45

საქართველო

ბათუმში ლოზუნგით „რუსეთუმეებო, ყარხართ“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

აქციის მონაწილეების თქმით, რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი ოკუპანტ ქვეყანას წარმოადგენს, რომელიც პირადად აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას. მათივე თქმით, გავრილოვი აფხაზეთის ომის მონაწილეა. მოქალაქეები მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებენ.

20 ივნისი 2019, 15:33

ვიდეო

სასტუმრო რედისონთან დაპირისპირება მოხდა

აქცია

20 ივნისი 2019, 15:31

საქართველო

რუსი დეპუტატების წინააღმდეგ აქციაზე წყლის ბოთლი ისროლეს. ფოტო და ვიდეო

სასტუმრო "რადისონთან" მოქალაქეების ერთი ნაწილი მეორეს დაუპირისპირდა, იყო სიტყვიერი დაპირისპირება და წყლის ბოთლის სროლის ფაქტიც. აქცია მანამდე პარლამენტთან გაიმართა, მოგვიანებით კი "რადისონთან" გადაინაცვლეს, სადაც რუსი დეპუტატები არიან. მოქალაქეებმა დეპუტატების დეპორტაცია მოითხოვეს.

Facebook

20 ივნისი 2019, 15:24

ტექნოლოგიები

უნგრეთში Facebook-ის ექაუნთები დაიბლოკა

ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, სოციალურმა მედიაგიგანტმა Facebook-ისა და Instagram-ის გვერდები დაბლოკა. მისი განმარტებით, ექაუნთი მის გარშემო 30-40 ადამიანს დაებლოკა. გამოცემის ინფორმაციით, Facebook-ის გვერდი დაებლოკა რამდენიმე მედიაგამოცემას. Facebook-ს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. უცნობია ექაუნთების დაბლოკვის მიზეზიც.

სერგეი გავრილოვი

20 ივნისი 2019, 15:15

საქართველო

სერგეი გავრილოვი: რუსეთსა და საქართველოს შორის ყველა მოლაპარაკება ჩაშლის პირასაა

მისევე თქმით, რუსი დეპუტატების საქართველოში ჩასვლამდე გავრცელდა ყალბი ამბავი იმის შესახებ, თითქოს ის აფხაზეთისა და დნესტრისპირეთის ომებში მონაწილეობდა. გავრილოვი ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ სამხედრო კონფლიქტში არასდროს მიუღია მონაწილეობა. „საქართველოსა და რუსეთს ძმური მართლმადიდებლური კავშირები აერთიანებს"- აცხადებს გავრილოვი.

მამუკა მდინარაძე

20 ივნისი 2019, 15:09

საქართველო

მამუკა მდინარაძე: ვიცოდით რომ სხდომა ბერძენ კოლეგას უნდა წაეყვანა

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმდჯომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, გუშინ გვიან ღამე მან და სხვებმაც იცოდნენ, რომ დღევანდელი ასამბლეის სხდომა ბერძენ კოლეგას უნდა წაეყვანა ეს სხდომა. ამის შეასხებ მდინარაძემ "ქრონიკის" ეთერში თქვა.

20 ივნისი 2019, 14:47

საქართველო

სუსი: რუსულმა ვერტმფრენმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიას გადაუფრინა

როგორც უწყებაში აცხადებენ, ოკუპანტების ვერტმფრენმა ოკუპირებულ ტერიტორიას გადაუფრინა. „ნებისმიერი ასეთი ქმედება არღვევს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საკითხი მწვავედ დგება როგორც IPRM-ის, ისე ჟენევის ფორმატებში“, - აცხადებენ სუს-ში.