imedi /  29 ნოემბერი 2018, 15:51 / სანდო წყარო

ვინ არის აშშ-ის ისტორიაში სავარაუდოდ ყველაზე სასტიკი მკვლელი

აშშ-ის ისტორიაში  ყველაზე სასტიკი მკვლელი

ამერიკის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ცოტა ხნის წინ ოფიციალურ ვებგვერდზე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 78 წლის დამნაშავის, სამუელ ლითლი ისტორიას ეხება. ინფორმაციას CCN-ი ავრცელებს.

სამუელ ლითლი სამი მკვლელობის გამო სამუდამო პატიმრობას უკვე იხდის, თუმცა FBI-ს ცნობით, მსჯავრდებულის სახელთან შესაძლოა, საერთო ჯამში, 90 მკვლელობა იყოს დაკავშირებული.

მისისიპიში შტატში ერთი მოკლული, ოჰაიოში ერთი, არიზონაში სამი, ნევადაში ერთი. ეს შტატების არასრული ჩამონათვალია, რომლებშიც თავად სამუელ ლითლის თქმით, 1970-დან 2005 წლამდე მკვლელობები ჩაიდინა. საერთო ჯამში, დამნაშავე მთელი ქვეყნის მასშტაბით 90, აქამდე გაუხსნელ და ბურუსით მოცულ საქმეზე იღებს პასუხისმგებლობას.

FBI-ის ინფორმაციით, მკვლელმა თავად მოისურვა დანაშაულები ეღიარებინა. მან დეტალურად გაიხსენა ყველა მსხვერპლის გარეგნობის დეტალები. ასევე კარგად ახსოვს დანაშაულის დროს რა ავტომობილს იყენებდა და როგორი გეგმა ჰქონდა. მისი სამიზნეები ძირითადად, მარგინალიზებული ქალები იყვნენ, რომლებიც პროსტიტუციაში ან ნარკოტიკებით ვაჭრობაში იყვნენ გარეულნი. მისი ყველა მსხვერპლი სასტიკად ნაცემი და გაგუდული იყო.

გამომძიებლები ლითლის აღიარებითი ჩვენების 90 შემთხვევას დეტალურად სწავლობენ. FBI-ის ანგარიშის მიხედვით, 34 მათგანი უკვე დადასტურდა. თუ გამოძიების ფედერალური ბიურო დაადგენს, რომ სამუელ ლითლი აღნიშნულ 90 მკვლელობაში დამნაშავეა, ის ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე სასტიკი სერიული მკვლელი გახდება.

ყველა სიახლე

ლინას ლინკევიჩუსი

19 მარტი 2019, 09:03

საქართველო

ლინას ლინკევიჩუსი: ნატოს სწავლება საქართველოს თავდაცვისუნარიანობას გააძიერებს

„ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ლინას ლინკევიჩუსი ამბობს, რომ სწავლება საქართველოს დაეხმარება ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში წევრობისთვის მოსამზადებელ გზაზე, აამაღლებს ნატოსთან თავსებადობას და გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას.

19 მარტი 2019, 08:50

მსოფლიო

თურქეთში დემონსტრანტები წყლის ჭავლით დაშალეს

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ დიარბაქირში პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. იქ ასობით ადამიანი იმ სასაფლაოზე შესვლას შეეცადა, სადაც „ქურთისტანის მუშათა პარტიის “ წევრი ზუკლუფ გეზენი დაკრძალეს.

19 მარტი 2019, 08:38

ეკონომიკა

გერმანიაში ღვინის გამოფენაში 27-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. ექსპოზიციაზე ქართული ღვინის მწარმოებელი 27 კომპანია იყო წარმოდგენილი: ორ მათგანს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე ოქროს მედლები გადაეცა.

19 მარტი 2019, 08:23

ტაბლოიდი

ინდოეთში ყინულის კაფე გაიხსნა

ინდოეთში, ჯამუ და ქაშმირის შტატში, ჰიმალაის მთებთან ახლოს ტუსრისტებს ყინულის კაფეში ეპატიჟებიან. იქ მდებარე, ძნელად მისასვლელ სოფელ გიაში ადგილობრივმა მცხოვრებმა უჩვეული კაფე მოაწყო, რომელიც ყინულისგანაა აგებული, და სადაც სტუმრებს ცხელ სასმელებს სთავაზობენ.

ალეხანდრო ტოლედო

19 მარტი 2019, 08:14

მსოფლიო

აშშ-ში პერუს ექს პრეზიდენტი დააკავეს

აშშ-ში პერუს ყოფილი პრეზიდენტი ალეხანდრო ტოლედო დააკავეს. ის კალიფორნიაში, ერთ-ერთ რესტორანში სიმთვრალის გამო აიყვანეს. ინციდენტი კვირას ღამით მოხდა, პოლიტიკოსი საპატიმროდან 24 საათის შემდეგ გაათავისუფლეს, მიუხედავად იმისა რომ მას სამშობლოში კორუფციაში ადანაშაულებენ.

19 მარტი 2019, 01:00

მსოფლიო

დასახელდა ქალაქები სადაც ნარკოტიკს ყველაზე მეტად მოიხმარენ

კვლევა 20 ევროპული ქვეყნის 73 ქალაქის მონაცემებს ეყრდნობა. ამ სფეროში ის ევროკავშირის ყველაზე დიდი პროექტი გახდა. 2018 წლის მონაცემებით, კოკაინის მოხმარების დონით პირველ ადგილს ბრისტოლი იკავებს, ხუთეულში მოხვდნენ ამსტერდამი, შვეიცარიის 2 ქალაქი: ციურიხი და ბერნი და ასევე ესპანეთის ქალაქი ბარსელონა.

გაზიანი სასმელები

19 მარტი 2019, 00:31

ტექნოლოგიები

კვლევა: გაზიანი სასმელები სიკვდილის რისკს ზრდის

ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარები აცხადებენ, რომ გაზიანი და სპორტისთვის განკუთვნილი სასმელები გულის დაავადებებისგან, მსხვილი ნაწლავისა და მკერდის კიბოსგან გარდაცვალების რისკს ზრდის. თავისმხრივ აშშ-ის სასმელების ასოციაცია განმარტავს, რომ გაზიანი სასმელები მომხმარებლისთვის უსაფრთხოა.

მოზამბიკი

19 მარტი 2019, 00:07

მსოფლიო

მოზამბიკში ციკლონის მსხვერპლთა რიცხვმა შეიძლება ათასს მიაღწიოს

ტროპიკული ციკლონის „იდაის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვმა შეიძლება 1000-ს მიაღწიოს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ფილიპე ნიუსიმ განაცხადა. ამ დროისთვის ქვეყანაში დაღუპულად ოფიციალურად 84 ადამიანი მიიჩნევა. სამხრეთ აფრიკაში კი სტიქიას სულ მცირე 180 ადამიანი ემსხვერპლა.

კატა

18 მარტი 2019, 23:56

ტაბლოიდი

ფრანგმა მინისტრმა თავის კატას Brexit-ი დაარქვა

ფრანგულ გამოცემა Le Journal du Dimanche-სთან ლაპარაკისას ევროპელმა მინისტრმა გადაწყვეტილების მიზეზებიც ახსნა. „კატა ხმამაღლა მთხოვს გარეთ გავუშვა ხოლმე, კარს ვუღებ, თუმცა ადგილიდან მაინც არ იძვრის“, - აცხადებს ევროპულ ურთიერთობებში საფრანგეთის მინისტრი.

18 მარტი 2019, 23:31

ტაბლოიდი

ავსტრიაში მსოფლიოში უდიდესი კოცონი დაანთეს

ავსტრიის ქალაქ ლუსტენაუში მსოფლიოში ყველაზე დიდი კოცონი დაანთეს. 61-მეტრიანი ხის კოშკის ასაშენებლად დაახლოებით 3 თვე დაიხარჯა და ის ნახევარ საათზე ნაკლებ დროში დაიწვა. ავსტრიაში კოცონს ზამთრის გაცილების ნიშნად ანთებენ.

ბერნი ტორმი

18 მარტი 2019, 23:24

კულტურა

ოზი ოსბორნის გიტარისტი ბერნი ტორმი გარდაიცვალა

ბერნი ტორმი ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. მას პნევმონია ჰქონდა. ინგლისელმა როკ მუსიკოსმა ოზი ოსბორნმა ბერნის ტორმის პატივი უკვე მიაგო. მუსიკოსის გარდაცვალებას ოზი ოსბორნი მიკრობლოგ Twitter-ზე გამოეხმაურა. „რა სევდიანი დღეა. ჩვენ კიდევ ერთი არაჩვეულებრივი მუსიკოსი დავკარგეთ“, - წერს ოზი ოსბორნი.

კევინ ცუჯიჰარა

18 მარტი 2019, 23:02

მსოფლიო

სექსუალური სკანდალის გამო Warner Bros.-ის დირექტორი გადადგა

მარტის დასაწყისში Hollywood Reporter-მა დაწერა, რომ 2013 წელს ცუჯიჰარას 21 წლის მსახიობ შარლოტა კირკთან სექსი ჰქონდა. გამოცემის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერებით გაირკვა, რომ სანაცვლოდ Warner Bros.-ის გენერალურმა დირექტორმა მას კარიერის მოწყობაში დახმარება შესთავაზა.

სემ სმიტი

18 მარტი 2019, 23:00

ტაბლოიდი

ინგლისელი მომღერალი სემ სმიტი სქესის შეცვლაზე ფიქრობს

ინგლისელი მომღერალი სემ სმიტი თავის ორიენტაციაზე საჯაროდ ალაპარაკდა და განმარტავს, რომ თავს ხანდახან ქალად გრძნობს და სქესის შეცვლაზეც ფიქრობს. „ჩემი ტვინი ყოველთვის ებრძოდა ჩემს ტანს. ხანდახან როგორც ქალი ისე ვფიქრობ და ვუსვამ კითხვას საკუთარ თავს: სქესი შევიცვალო?“, - განაცხადა სემ სმიტმა ინტერვიუში.

რიჩარდ ერდმანი

18 მარტი 2019, 22:36

კულტურა

ამერიკელი მსახიობი რიჩარდ ერდმანი გარდაიცვალა

ერდმანი ლოს-ანჯელესში მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა. მედიის ცნობით, ბოლო დროს დემენციით იტანჯებოდა. კარიერის განმავლობაში მსახიობმა მონაწილეობა 160-ზე მეტ ფილმში მიიღო. ერდმანს პოპულარობა სერიალმა „საზოგადოებამ" მოუტანა.

ფილიპე ბარბარინი
რომის პაპი

18 მარტი 2019, 22:16

მსოფლიო

რომის პაპი პედოფილიის დაფარვაში ბრალდებულ კარდინალს შეხვდა

რომის პაპმა ვატიკანში პედოფილიის დაფარვაში ბრალდებული ფრანგი კარდინალი ფილიპე ბარბარინი მიიღო. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. 7 მარტს სასამართლომ, საფრანგეთში რომის კათოლიკური ეკლესიის არქიეპისკოპოსი დამნაშავედ ცნო. მას 6-თვიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს.

მეხანძრე-მაშველებმა შინაური ცხოველები გადაარჩინეს

18 მარტი 2019, 21:49

საქართველო

2018-19 წლებში ქართველმა მეხანძრე-მაშველებმა 189 ცხოველი გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 2018-2019 წლებში საქართველოს მასშტაბით მთლიანობაში 189 ცხოველი გადაარჩინეს. მსგავსი შემთხვევა მოხდა გუშინაც. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა დიდ დიღომში გაჩენილი ხანძრისას ცეცხლმოდებული საწყობიდან ორი ლეკვი გამოიყვანა.

უტრეხტი

18 მარტი 2019, 21:45

მსოფლიო

პოლიციამ ქალაქ უტრეხტში ტრამვაიზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავა

ნიდერლანდების პოლიციამ ქალაქ უტრეხტში თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავა. თავდასხმიდან მალევე ნიდერლანდების პოლიციამ ეჭვმიტანილის ფოტო გამოაქვეყნა. სამართალდამცველები 37 წლის გოკმან ტანისს ეძებდნენ, რომელიც წარმოშობით თურქეთიდანაა.

18 მარტი 2019, 21:35

კულტურა

არტ გალერეა რუსუდან გაჩეჩილაძის პირველ პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს

ხელოვანი, რომელიც ქართული პორტრეტული ქანდაკების რეფორმატორად ითვლება და პროფესორი, რომელმაც სამხატვრო აკადემიის ხატვის კათედრაზე არაერთი თაობა აღზარდა: დღეს 82 წლის რუსუდან გაჩეჩილაძის პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა.

Skype

18 მარტი 2019, 21:22

ტექნოლოგიები

Skype-ის ჯგუფური ვიდეოზარით 25-ის ნაცვლად 50 ადამიანი ისარგებლებს

Skype-ს ვიდეოზარში ჩართვისას მომხმარებელი შემავალი ზარის ნაცვლად ნოტიფიკაციას მიიღებს. სურვილის შემთხვევაში კი საუბრის რეჟიმში ჩაერთვება. აქამდე Skype-ს ჯგუფური ვიდეოზარით სარგებლობა ერთდროულად 25 ადამიანს შეეძლო. მსგავსი სერვისით სარგებლობა შეუძლია Apple-ის FaceTime-ის 32 მომხმარებელს.

18 მარტი 2019, 21:13

საქართველო

თბილისში შშმ ბავშვების მშობელთა საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობელთა პირველი საინფორმაციო ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა. ცენტრი ხვალიდან დაიწყებს მუშაობას. ასევე ამოქმედდება ცხელი ხაზი.