imedi /  05 დეკემბერი 2018, 08:19 / სანდო წყარო

ბრიტანეთის პარლამენტი Brexit-ის საკითხებში მეის მთავრობას უპატივცემულობაში ადანაშაულებს

ბრიტანეთის პარლამენტი

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში Brexit-ის დებატების ქვეყნის პრემიერმინისტრის ტერეზა მეის მარცხით დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

ქვეყნის ხელისუფლებამ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსთვის Brexit-ის შესახებ არსებულ შეთანხმებაზე გენერალური პროკურორის დასკვნის დამალვა სცადა, რის შემდეგაც, თემთა პალატაში გამართულ პირველივე კენჭისყრაზე ტერეზა მეი დამარცხდა.

მინისტრთა კაბინეტის მხრიდან უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს უპატივცემულობის საკითხის გამოძიებას 311-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა. კენჭისყრის შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში ამ დოკუმენტის სრული ვერსიის გასაჯაროება გადაწყდა.

ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა კონსენსუსს 25 დეკემბერს მიაღწიეს.

ოფიციალურ ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 2018 წლის 29 მარტს მოაწერა.

გარდამავალი პერიოდი 2019 წლის 29 მარტს დაიწყება. სწორედ ამ დღეს დატოვებს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ოფიციალურად.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

ჰეროინი

11 დეკემბერი 2018, 11:17

საქართველო

შსს-მ ნახევარ კილოზე მეტი ჰეროინი ამოიღო

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნახევარ კილოზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ჰეროინს შეიცავს.

სალომე ზურაბიშვილი

11 დეკემბერი 2018, 11:06

საქართველო

ზურაბიშვილის თქმით, მიწასთან დაკავშირებული კანონი სწრაფად უნდა მიიღონ

ახლადარჩეული პრეზიდენტი მიწების უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით მოქალაქეთა ჯგუფის პროტესტს გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მიწა არის განსაკუთრებული რესურსი და მასთან დაკავშირებით ორგანული კანონი, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა მიიღონ.

ირაკლი კობახიძე

11 დეკემბერი 2018, 11:01

საქართველო

ირაკლი კობახიძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნა

„საქართველოს პარლამენტი კვლავ ღია იქნება ნებისმიერი ინიციატივისათვის, კრიტიკისათვის და აქტიურად ითანამშრომლებს ქართულ და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებასთან - ჩვენ გვწამს, რომ ჩვენი დემოკრატიის ძლიერება ამგვარ თანამშრომლობას ემყარება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ყოველწლიურ, რიგით მე-10 შეხვედრაზე განაცხადა.

მონაზვნები

11 დეკემბერი 2018, 10:58

ტაბლოიდი

ამერიკელმა მონაზვნებმა აღიარეს, რომ მოპარული ნახევარი მილიონი დოლარი კაზინოში წააგეს

კალიფორნიაში კათოლიკურ სკოლაში მომუშავე ორმა მონაზონმა აღიარა, რომ ლას-ვეგასში სათამაშოდ სკოლიდან 500 000 დოლარი მოიპარა და კაზინოში წააგო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ქალები ეკონომიკაში

11 დეკემბერი 2018, 10:42

ეკონომიკა

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესახებ კონფერენცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტის წევრებმა, სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის, მათ შორის ბანკების, წარმომადგენლებმა, ქალთა უფლებების დამცველებმა, მკვლევარებმა, სტუდენტებმა და მეწარმე ქალებმა განიხილეს ის ბარიერები, რასაც ქალები აწყდებიან ეკონომიკურ საქმიანობაში.

11 დეკემბერი 2018, 10:20

მსოფლიო

აშშ-მა რუსეთი ტურისტებისთვის საშიში ქვეყნის სიიდან ამოიღო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთი იმ ქვეყნების სიიდან ამოიღო, სადაც მოგზაურობას ამერიკელ ტურისტებს არ ურჩევენ. ამის სანაცვლოდ რუსეთი დაასახელეს იმ ქვეყნად, სადაც საჭიროა „განსაკუთრებული სიფრთხილით ყოფნა“.

მთის დღე

11 დეკემბერი 2018, 10:14

საქართველო

საქართველოში მთის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ

ღონისძიებაზე სიმბოლურად დააჯლდოვებენ მაღალი მთის მაცხოვრებლებს, რომლებსაც თავიანთი წვლილი შეაქვთ მთიანი რეგიონების განვითარებაში. ასევე, გაიმართება მაღალმთაში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

ქსენია სობჩაკი

11 დეკემბერი 2018, 09:56

კულტურა

ქსენია სობჩაკმა LʼOfficiel-ის მთავარი რედაქტორის პოსტი დატოვა

ქსენია სობჩაკმა ჟურნალ LʼOfficiel-ის რუსული ვერსიის მთავარი რედაქტორის პოსტი დატოვა. ამის შესახებ ჟურნალისტმა Instagram-ზე დაწერა.„4 წლის განმავლობაში ჩვენს გუნდთან ერთად უამრავი უმაგრესი პროექტი და გარეკანი გავაკეთეთ, თუმცა დადგა დრო წინ წავიდე"- წერს სობჩაკი.

ამინდის პროგნოზი

11 დეკემბერი 2018, 09:43

საქართველო

დღეიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

11 დეკემბერს, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში, ხოლო 12-13 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან ზონაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა.

მარია ბუტინა

11 დეკემბერი 2018, 09:31

მსოფლიო

აშშ-ში ჯაშუშობისთვის დაკავებული რუსი მარია ბუტინა მზად არის ბრალი აღიაროს

ბუტინას დაცვის მხარემ და ვაშინგტონის ფედერალურმა პროკურატურამ მოსამართლე ტანე ჩატკენს ერთობლივი შუამდგომლობა გაუგზავნა სასამართლოს რიგგარეშე სხდომის შესახებ, რომელზეც ბუტინა მზად არის დანაშაული აღიაროს. მოსმენა დღეს გაიმართება.

11 დეკემბერი 2018, 09:14

საქართველო

თბილისში საქართველოს ბარმენთა ჩემპიონატი გაიმართა

თბილისში საქართველოს ბარმენთა ჩემპიონატი გაიმართა. მონაწილეებს საავტორო კოქტეილის მომზადება ევალებოდათ და გამარჯვებული სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა. ოქროს მედლით იმერეთის ბარმენთა ასოციაციის პრეზიდენტი დაჯილდოვდა.

ავარია

11 დეკემბერი 2018, 08:56

ძალოვნები

აღმაშენებლის ხეივანზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ავტომობილი, რომელსაც 32 წლის კაცი მართავდა, გარე განათების ბოძს შეეჯახა. მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა.

Brexit

11 დეკემბერი 2018, 08:44

მსოფლიო

Brexit-ის შესახებ ევროკავშირის სპეციალური სამიტი გაიმართება

ტუსკის განცხადებით, მოლაპარაკებები ბრიუსელში 13 დეკემბერს გაიმართება. მისივე თქმით, ევროკავშირი ლონდონთან შეთანხმების გადახედვას გამორიცხავს.

ინტერნეტ ფორუმი

11 დეკემბერი 2018, 08:31

ტექნოლოგიები

თბილისი ინტერნეტ მმართველობის ფორუმს მასპინძლობს

თბილისში დღეს საქართველოს მე-4 ინტერნეტ მმართველობის ფორუმი GeoIGF 2018 გაიმართება. ღონისძიება ინტერნეტ მმართველობის სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენად იქცა და აღიარება მოიპოვა საერთაშორისო დონეზე.

11 დეკემბერი 2018, 08:15

კულტურა

ჯგუფ Queen-ის Bohemian Rhapsody მე-20 საუკუნის ყველაზე მოსმენადი სიმღერა გახდა

ამაში კი მთავარი როლი მუსიკალური ბიოგრაფიულმა ფილმმა Bohemian Rhapsody-მ ითამაშა. სურათის კინოეკრანებზე გამოსვლის დღეს სტიმინგ სერვისებზე ამ სიმღერას ერთ ნახევარ მილიონჯერ მოუსმინეს.

საახალწლო განათება

11 დეკემბერი 2018, 08:01

საქართველო

თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე ახალი საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო

თავისუფლების მოედანზე არსებულ წმინდა გიორგის მონუმენტს, ის წელსაც განათებებით მოირთვება, რომელსაც ანგელოზი 2D დეკორაცია - 145 ცალი და ფლეშ სტრინგები დაემატება. დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი 6 ნოემბერს დაიწყო და დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.

ლიბანი

11 დეკემბერი 2018, 00:59

მსოფლიო

ლიბანში ტერაქტების სერია აღკვეთეს

ქვეყნის შინაგანს საქმეთა მინისტრის ჰუჰად მაშნუკის განცხადებით, ტერორისტები თავდასხმას კულტურულ და სამხედრო დაწესებულებებზე გეგმავდნენ. თავდასხმები კი არჩევნების პერიოდში იგეგმებოდა.

ახალი წელი აშშ-ში

11 დეკემბერი 2018, 00:51

ეკონომიკა

ცნობილია აშშ-ის 10 ყველაზე ძვირი და იაფი ქალაქი საახალწლოდ

WalletHub-მა კველევა ჩაატარა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი წლის აღსანიშნად 10 ყველაზე იაფი და ძვირი ქალაქები დაასახელა. წინასწარი ვარაუდით, ახალი წლების პერიოდში დაგეგმილი ავიარეისების დანახარჯი $1.1 მილიარდს გადააჭარბებს. სულ მცირე 6.4 მილიონი ადამიანი ორ გზაში საშუალოდ 165 დოლარს იხდის.

ტრევორ ენგელსონი
მეგან მარკლი

11 დეკემბერი 2018, 00:24

ტაბლოიდი

მეგან მარკლის პირველი ქორწილის სტუმრებს კანაფი დაურიგეს

მარკლის მამამ განაცხადა, რომ ქორწილის სტუმრებს დაურიგეს ჩანთები, რომელშიც მისასალმებელ წერილთან ერთად კანაფიც იყო მოთავსებული. „ეს უკანონობაა, თუმცა იამაიკისთვის არაფერი განსაკუთრებული, იქ ეს პრაქტიკულად ტრადიციაა. მე კანაფს არ მოვიხმარ და რამდენადაც ვიცი, არც მეგანი."- ამბობს ტომას მარკლი.

დიდთოვლობა ჩრდილოთ კაროლინაში

11 დეკემბერი 2018, 00:04

მსოფლიო

ჩრდილოეთ კაროლინაში დიდთოვლობის გამო მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ჩრდილოეთ კაროლინაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. უქმეებზე თოვლის სიმაღლემ ზოგიერთ რაიონში ნახევარ მეტრს გადააჭარბა. გამოცემის ინფორმაციით, ერთი ადამიანი მაშინ დაიღუპა, როდესაც მის ავტომობილს ხე დაეცა. საგანგებო სამსახურის თანამშრომლები მდინარეში ნაპოვნი მანქანის მძოლს ამ დრომდე ეძებენ.