imedi /  05 დეკემბერი 2018, 09:34 / სანდო წყარო

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს დაჭრილი უკრაინელი მეზღვაურების მკურნალობა მოსთხოვა

სტრასბურგი

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს დააკისრა ვალდებულება აუცილებელი მკურნალობით უზრუნველყოს ქერჩის სრუტეში დაჭრილი უკრაინელი მეზღვაურები. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ივან ლიშჩინის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლო რუსეთისგან მოითხოვს ინფორმაციასაც დაკავებული უკრაინელების ჯანმრთელობის და საპატიმროში მათი პირობების შესახებ. ლიშჩინის ინფორმაციით, ამჟამად უკრაინა ამზადებს სარჩელს მეზღვაურების უფლებების დარღვევის შესახებ, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოში შეიტანს 2019 წლის 7 იანვრამდე.

25 ნოემბერს, რუსმა მესაზღვრეებმა ქერჩის სრუტეში ცეცხლი გაუხსნეს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სამ გემს, რომელიც შავი ზღვიდან აზოვის ზღვისკენ მიემართებოდა. რუსეთის მიერ დატყვევებულ გემებზე იმყოფებოდა 20-ზე მეტი მეზღვაური, მათგან 6 დაიჭრა.

მოსკოვის მტკიცებით, უკრაინულმა გემებმა რუსეთის სახელმწიფო საზღვარი დაარღვიეს, რასაც კიევი კატეგორიულად უარყოფს და რუსეთს სამხედრო აგრესიაში ადანაშაულებს.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

პოლიცია

11 დეკემბერი 2018, 13:50

ძალოვნები

თბილისში პირმა ჯერ მანქანა გაიტაცა, მერე ავარიაში 5 ავტომობილი დაამტვრია, ბოლოს კი დააკავეს

თბილისში წერეთლის გამზირზე მანქანა მაშინ მოიპარეს, როდესაც მისი მფლობელი ჩასარიცხ აპარატში ფულის ჩასარიცხად გადავიდა მანქანიდან. ამ დროს უცნობი ადამიანი მის მანქანაში ჩაჯდა და გაიტაცა.

ავარია

11 დეკემბერი 2018, 13:47

ძალოვნები

ზუგდიდის სოფელ ცაიშში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

ავარიის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, 4 კი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა მძიმეა.

ნოუთბუქი

11 დეკემბერი 2018, 13:44

ეკონომიკა

vali.ge-ზე უკვე 407 ათასზე მეტი მსესხებლის შესახებ აიტვირთა ინფორმაცია

ვებგვერდზე Vali.ge ამ დროისთვის 407 ათასზე მეტი მსესხებლისა და 679 ათასზე მეტი სასესხო ჩანაწერის შესახებაა ინფორმაცია ატვირთული. ამ სასესხო დავალიანების მთლიანი მოცულობა შეადგენს 3 მილიარდ ლარზე მეტს.

საწვავი

11 დეკემბერი 2018, 13:31

ეკონომიკა

საქართველოში საწვავის მოხმარება მცირდება

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2018 წლის ნოემბრის თვეში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 80,9 ათასი ტონა, რაც 14,8 ათასი ტონით ნაკლებია ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

11 დეკემბერი 2018, 13:27

საქართველო

ადმინისტრაცია ყოფილი პრეზიდენტისთვის დაცვის მოხსნას აპროტესტებს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებების პროექტს აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი სიახლე პრეზიდენტს სიცოცხლის ბოლომდე სახელმწიფო დაცვა აღარ შეუნარჩუნდება.

თაფლი

11 დეკემბერი 2018, 13:23

ეკონომიკა

ქართული თაფლის სინჯების დიდ ნაწილში აკრძალული ნივთიერებები აღმოჩნდა

ქართული თაფლის ექსპორტი ევროკავშირში ფერხდება, მიზეზი ლაბორატორიული კვლევის შედეგებია - სინჯების დიდ ნაწილში ევროკავშირში აკრძალული ანტიბიოტიკების მაღალი შემცველობა დაფიქსირდა.

შრომის პირობები

11 დეკემბერი 2018, 13:20

საქართველო

შემოწმებული 80-ზე მეტი საწარმოდან შრომის უსაფრთხოების ნორმები ყველაში დარღვეულია

პირველი აგვისტოდან ოქტომბრამდე პერიოდში შრომის პირობების უსაფრთხოება 50-მდე საწარმოში შემოწმდა, რომლებიც მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს ახორციელებენ. მაშინაც, დარღვევები ყველა შემოწმებულ ობიექტში აღმოჩნდა.

თამბაქოს მოხმარება

11 დეკემბერი 2018, 13:19

საქართველო

თამბაქოს მომხმარებელთა გამო საქართველოს ეკონომიკა წლიურად 825 მილიონ ლარს კარგავს

თამბაქოთი გამოწვეული სიკვდილიანობის, დაავადებების, პროდუქტიულობის კლების და სხვა ტვირთის გამო საქართველო ყოველწლიურად 825 მილიონ ლარს კარგავს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 2.4%-ია.

თამბაქოს მოხმარება

11 დეკემბერი 2018, 13:11

საქართველო

რა შედეგი შეიძლება იქონიოს თამბაქოს პროდუქტზე გადასახადების გაზრდამ მის მოხმარებაზე. სტატისტიკა

თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება საქართველოს თამბაქოს ყველა პროდუქზე გადასახადების გაზრდის რეკომენდაციას აძლევს. თამბაქოზე გადასახადების ზრდა ერთ-ერთი საუკეთესო „მოგება-მოგების“ პოლიტიკაა.

11 დეკემბერი 2018, 13:07

მსოფლიო

დრეზდენის არქივებში ვლადიმერ პუტინის სახელზე ცნობა იპოვეს

აღმოსავლეთ გერმანიის უშიშროების სამსახურში (შტაზი) რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის საქმიანობის შესახებ ცნობა იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ Bild-ი ავრცელებს.

ფოტო

11 დეკემბერი 2018, 13:05

მსოფლიო

სამხრეთ აფრიკაში ქალი ფოტოს გადაღებისას დაიღუპა

ჯოლოანდი ლე რუ ქმართან ერთად 31 წლის იუბილეს აღნიშნავდა. ქალი ფოტოს გადაღებისას ახტა, თუმცა წონასწორობა ვერ შეინარჩუნდა და გადავარდა.

ზაქარია ბეგლარიშვილი

11 დეკემბერი 2018, 13:05

სპორტი

ესტონეთში ქართველი ფეხბურთელი საუკეთესოდ დაასახელეს

ტალინური „ფლორას“ ქართველი შემტევი ნახევარმცველი ზაქარია ბეგლარიშვილი 2018 წლის ესტონეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ბეგლარიშვილმა გასულ სეზონში 30 გოლის გატანა მოახერხა, რასაც 24 საგოლე გადაცემაც დაუმატა.

11 დეკემბერი 2018, 12:50

ტაბლოიდი

აშშ-ში ქალი ცოლად იესო ქრისტეს „გაჰყვა“

41 წლის ჯესიკამ ქალწულობის აღთქმა დადო - ეს კათოლიციზმში მიღებული ცერემონიაა, რომლის დროსაც ქალებს თავიანთი ცხოვრების მიძღვნა ღმერთისთვის სურთ და საკუთარ თავს ქრისტეს საცოლეებს უწოდებენ. თავად კათოლიკურ ეკლესიაში ასეთ ქალწულებზე ცოტა რამ არის ცნობილი, რადგან დაახლოებით 50 წლის წინ ეს აღთქმა საჯაროდ დაგმეს.

ოქრო

11 დეკემბერი 2018, 12:47

ძალოვნები

სარფის საბაჟოზე 100 000 ლარის ოქროს კონტრაბანდა ამოიღეს

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 1 929 გრ ოქროს ნაკეთობები, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება 100 000 ლარზე მეტია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

თბილისი

11 დეკემბერი 2018, 12:43

საქართველო

თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე ავტოფარეხის ადგილას ბავშვების გასართობი მოედანი მოეწყო

სამუშაოების ფარგლებში სკვერში კაუჩუკის საფარი დაიგო, დამონტაჟდა სხვადასხვა ატრაქციონი და განათების სისტემა. საფეხმავლო ბილიკები ფილებით მოპირკეთდა, გამწვანდა გარშემო ტერიტორია. ასევე ეზოში ასფალტის ახალი საფარი დაიგო.

აკაკი ზოიძე

11 დეკემბერი 2018, 12:42

საქართველო

აკაკი ზოიძე: სააკაშვილი მატროსოვის ციხეში მოხვდება

სააკაშვილი ტრადიციულად გვაოცებს თავისი დისკრიმინაციული, ქსენოფობიური სიძულვილის ენით, - ასე აფასებს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის „თოჯინად“ მოხსენიებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე.

ემანუელ მაკრონი

11 დეკემბერი 2018, 12:37

მსოფლიო

მაკრონის დაპირება საფრანგეთს შესაძლოა 10 მილიარდი ევრო დაუჯდეს

ფინანსური ზომები, რომელსაც პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი „ყვითელი ჟილეტების“ მასობრივი პროტესტის საპასუხოდ დათანხმდა, საფრანგეთის ბიუჯეტს 8-დან 10 მილიარდამდე ევრო დაუჯდება.10 დეკემბერს მაკრონი მოსახლეობას 2019 წლიდან საარსებო მინიმუმის €100 მომატებასა და საგადასახადო შეღავათების ნაწილში დათმობაზე წასვლას დაჰპირდა.

ელექტროენერგია

11 დეკემბერი 2018, 12:34

ეკონომიკა

წელსაც ელექტროენერგიის იმპორტის რეკორდულ მაჩვენებელს პროგნოზირებენ

G&T-ის ცნობით, ელექტროენერგიის წლიური საპროგნოზო ბალანსის განახლებული ვარიანტით, 2018 წელს ელექტროენერგიის იმპორტი წინა წლის რეკორდულ მაჩვენებელს მიუახლოვდება, რაც 1.5 ტვტ.სთ-ია.

შემოქმედებითი საქართველო

11 დეკემბერი 2018, 12:27

კულტურა

თბილისში კონფერენცია „Showcase - საქართველო შემოქმედებით ევროპაში“ გაიხსნა

კონფერენციის ფარგლებში, შემოქმედებითი ევროპის ბენეფიციარები პროგრამით დაინტერესებულ კულტურისა და აუდიოვიზუალური სექტორის პროფესიონალებს, ასევე, ორგანიზაციებს, ევროკავშირის პროგრამაში მონაწილეობის საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

საბავშვო ბაღები

11 დეკემბერი 2018, 12:22

ეკონომიკა

2019 წელს თბილისში ბაგა-ბაღების მასწავლებლებს ხელფასი ვერ გაეზრდებათ

თბილისის ბაგა-ბაღების მასწავლებლებს 2019 წელს ხელფასები ვერ გაეზრდებათ. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს საფინანასო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ ბრიფინგზე განაცხადა.