imedi /  08 დეკემბერი 2018, 12:37 / სანდო წყარო

საფრანგეთში ყვითელი ჟილეტების აქციის დაწყებამდე 30-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს

ყვითელი ჟილეტები

საფრანგეთის დედაქალაქში, პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ აქცია საფრანგეთში დღეს განახლდება. ქვეყნის მასშტაბით ათობით ჯავშანტექნიკა და 89 ათასამდე სამართალდამცველია მობილიზებული. დემონსტრაციის დაწყებამდე პოლიციამ უკვე, სულ მცირე, 32 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ Yenisafak-ი წერს

საფრანგეთში მცხოვრებ ან ტურისტული მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთში საქართველოს საელჩოც აფრთხილებს.

„როგორც მოგეხსენებათ, შაბათს, 8 დეკემბერს, პარიზსა და საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში დაგეგმილია ე.წ. ყვითელჟილეტიანების საპროტესტო აქციები. გთხოვთ, მოერიდოთ მომიტინგეთა თავშეყრის ადგილებს და თვალყური ადევნოთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გადმოცემულ ინფორმაციას.

საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +33783318689“, - წერია განცხადებაში.

ბენზინის ფასის გაზრდის გამო მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ პროტესტი საფრანგეთში 17 ნოემბერს დაიწყო, რომელიც დემონსტრანტებისა და პოლიციელების შეტაკებებში, დარბევასა და მანქანებისთვის ცეცხლის წაკიდებაში გადაიზარდა.

ამ აქციების დროს სულ 4 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა. 

24 ნოემბერს აქციის გამო ეიფელის კოშკი ერთხელ უკვე დახურეს.

დეტალურ ინფორმაციას „ყვითელი ჟილეტების“ შესახებ, რომლებიც საფრანგეთში არეულობას აწყობენ შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

სასამართლო

14 დეკემბერი 2018, 18:22

ძალოვნები

დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით პროკურორის დადგენილების გასაჩივრება შესაძლებელი გახდა

ყველა ის პირი, რომელსაც აქამდე კანონი არ აძლევდა შესაძლებლობას დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით პროკურორის დადგენილება გაესაჩივრებინა, ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, შეძლებს სასამართლოსთვის მიმართვას.

მელანია ტრამპი

14 დეკემბერი 2018, 18:21

ტაბლოიდი

მელანია ტრამპმა ბავშვებს ზღაპრები წაუკითხა

48 წლის მელანიამ მცირეწლოვან პაციენტებს საჩუქრებიც გადასცა. ვიზიტისთვის ტრამპმა Tomas Maier-ის მოსაცმელი და თეთრი კაბა მოირგო, რომელსაც Manolo Blahnik-ის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა.

მტკიცებულებები

14 დეკემბერი 2018, 18:20

ძალოვნები

ჩხრეკისას ამოღებული მტკიცებულებების დათვალიერებას დაცვის მხარეც შეძლებს

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს წესი ეწინააღმდეგებოდა პირის სამართლიანი სასამართლოს უფლებას. გადაწყვეტილება პირველმა კოლეგიამ გამოაცხადა.

მელანია ტრამპი

14 დეკემბერი 2018, 18:07

ტაბლოიდი

სოციალურ ქსელში მელანია ტრამპს თმის ახალი ფერის გამო დასცინეს

Fox News-ის ეთერში მელანია თმის ახალი ფერით გამოცხადდა. კომენტარები განსხვავებული იყო. ბევრი წერდა, რომ მელანიამ გადაწყვიტა ივანკა ტრამპს დამსგავსებოდა. სხვები ხუმრობდნენ, რომ მელანიას პარიკი ეხურა, ასევე გამოითქვა ვარაუდიც, რომ მელანიას შესაძლოა საღებავები აერია და შემთხვევით თმა მეუღლის საღებავით შეიღება.

სასამართლოს მანდატური

14 დეკემბერი 2018, 18:03

საქართველო

საერთო სასამართლოების მანდატურებს მუშაობის ასაკობრივი ზღვარი მოეხსნათ

სარჩელის ავტორები მანდატურები ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია იყვნენ. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ეს ნორმები იყო დისკრიმინაციული, რადგან მათ 50 წლის შემდეგ სახელმწიფო თანდებობის დაკავების უფლებას უკრძალავდა.

Brexit

14 დეკემბერი 2018, 17:53

მსოფლიო

Brexit-ის მომხრეებმა ლონდონში ვესტმინსტერის ხიდი გადაკეტეს

Brexit-ის მომხრეებმა ლონდონში ვესტმინსტერის ხიდი გადაკეტეს. ყვითელ ჟილეტებში ჩაცმული დემონსტრანტები ავტობუსებსა და ავტომობილებს არ ატარებენ. აქციაში 50-მდე ადამიანი მონაწილეობს.

კირა ნაითლი

14 დეკემბერი 2018, 17:47

კულტურა

კირა ნაითლიმ ბრიტანეთის იმპერიის ორდენი მიიღო

საპატიო ჯილდო მას ხელოვნების დარგსა და ქველმოქმედებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა. ინფორმაციას სამეფო ოჯახი ავრცელებს. ფოტოებზე მსახიობი პრინც ჩარლზთან ერთად ჩანს. ცერემონია ბუკინგემის სასახლეში გაიმართა.

14 დეკემბერი 2018, 17:45

ძალოვნები

ქუთაისი-ბაღდათის გზაზე სამგზავრო მიკროავტობუსი ამობრუნდა

არსებული ინფორმაციით, სამგზავრო მიკროავტობუსი ამობრუნდა, რა დროსაც რვა მგზავრი დაშავდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. გამოძიება 276 მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

14 დეკემბერი 2018, 17:41

საქართველო

განათლების სამინისტრომ ოქროს და ვერცხლის მედლების სერტიფიკატების ფორმა დაამტკიცა

ოქროსა და ვერცხლის მედლების გაცემა ხდება მესამე საფეხურის (მე-10, მე-11, მე-12 კლასი) თითოეული საგნის წლიური ნიშნის გათვალისწინებით. ოქროსა და ვერცხლის მედლების გაანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება მოსწავლის შეფასება ტრიმესტრების მიხედვით.

სატრანსპორტო კომპანია

14 დეკემბერი 2018, 17:41

საქართველო

სადგურის მოედნის ერთ-ერთი ჩასასვლელი დროებით დაიკეტება

სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ პერიოდში დაიკეტება „სადგური მოედანი 3“-ის ჩასასვლელის ერთი მხარე. მგზავრებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ როგორც მეორე, ასევე მეტროსადგურის ცენტრალური გამოსასვლელით“ - წერია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.

სამეფო ოჯახი

14 დეკემბერი 2018, 17:37

ტაბლოიდი

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა საშობაო ფოტოები გამოაქვეყნა

კენსინგტონის სასახლემ სულ სამი ფოტო გამოაქვეყნა, რომლებშიც პრინცი უილიამო ოჯახით, პრინცი ჰარი ცოლთან ერთად და ასევე პრინცი ჩარლზი და კამილა პარკერი არიან გამოსახულები. სწორედ ამ ფოტოებს გამოიყენებს დედოფალი ელისაბედ II საშობაო ბარათებისთვის, რომელიც მისი სახელით იგზავნება.

გუდაური-კობის მონაკვეთი

14 დეკემბერი 2018, 17:30

საქართველო

გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროება მოიხსნა

ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა და ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარისის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტარნსპორტის მოძრაობა ორმხირვ რეჟიმში აღდგა.

14 დეკემბერი 2018, 17:23

კულტურა

ფარელ უილიამსი და რობინ ტიკი პლაგიატისთვის 5 მილიონ დოლარს გადაიხდიან

2013 წლის ჰიტის Blurred Lines-ის ავტორები ფარელ უილიამსი და რობინ ტიკი სოულის მომღერლის მარვინ გეის საავტორო უფლებების დარღვევაში დამნაშავედ ცნეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამერიკელს მუსიკოსებს მოუწევთ პლაგიატის გამო გეის შთამომავლებს 5 მილიონი დოლარი გადახადონ.

14 დეკემბერი 2018, 17:20

საქართველო

ინაუგურაციის ხარჯები ღონისძიების გამართვის შემდეგ გახდება ცნობილი

"თბილისის ლოკაციის ღონისძიებაში ჩვენ არ ვიყავით ჩართული. სალომე ზურაბიშვილის შტაბი იყო ამის ორგანიზაბაში ჩართული. რაც შეეხება ბიუჯეტს, ჯერ დაზუსტებული არ არის. თქვენთან მოსვლამდე ვესაუბრე კონტრაქტორ ფირმას და ბიუჯეტთან დაკავშირებით კითხვებზე ინაუგურაციის შემდეგ გიპასუხებთ“, - განაცხადა კახიშვილმა.

ევაკუაცია სან-ფრანცისკოში

14 დეკემბერი 2018, 17:16

მსოფლიო

მთელ მსოფლიოში აფეთქებების მუქარით ასობით წერილი იგზავნება

ასობით კომპანიამ, სახელმწიფო დაწესებულებამ, სკოლამ, საავადმყოფომ და სხვა ორგანიზაციებმა აშშ-ში, კანადასა და ახალ ზელანდიაში ელექტრონული ფოსტით მუქარის წერილები მიიღეს, - წერს Reuters-ი. წერილების ავტორები იმუქრებიან, რომ ბომბებს ააფეთქებენ თუ გამოსასყიდის სახით 20 ათასი დოლარის ბიტკოინებს არ მიიღებენ.

ამირან პაპინაშვილი

14 დეკემბერი 2018, 17:03

სპორტი

ჩინეთის ქალაქ გუანჯოუს ტურნირზე პაპინაშვილის მეტოქეები ცნობილია

ჩინეთში დაგეგმილ ტურნირზე ექვსი ქართველი სპორტსმენი გავა. შეჯიბრისთვის წილი უკვე იყარა და ამირან პაპინაშვილის მეტოქეებიც გამოვლინდნენ. პაპინაშვილი ტურნირზე პირველ ნომრად იქნება განთესილი.

წერილი სანტას

14 დეკემბერი 2018, 16:59

ტაბლოიდი

დიდ ბრიტანეთში სანტა კლაუსისადმი 120 წლის წინ მიწერილი წერილი იპოვეს

წერილი 1898 წლის 2 დეკემბრით არის დათარიღებული. ის წიგნში აღმოაჩინეს, რომელიც იმ მაღაზიას ჩააბარეს, რომელიც ქველმოქმედებას ეწევა. ამჟამად ის ქალაქ კენტერბერიში სათამაშო მაღაზიის ვიტრინაშია გამოფენილი.

თაფლი

14 დეკემბერი 2018, 16:47

ეკონომიკა

თბილისში თაფლის ფესტივალი გაიმართება

ფესტივალი მიზნად ისახავს თაფლის წარმოების სტანდარტების გაუმჯობესებას და არსებულ გამოწვევებზე ცნობიერების ამაღლებას. ორგანიზატორთა ინფორმაციით, ფესიტვალზე შეგროვილი თანხის ნაწილი გადაირიცხება მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლში.

ბაქო მინისტერიალი

14 დეკემბერი 2018, 16:45

ეკონომიკა

ბაქოში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მინისტერიალი გაიმართა

ღონისძიებაზე საქართველოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობდა. სიტყვით გამოსვლისას ხვთისიაშვილმა პოზიტიური შეფასება მისცა BSEC-ში აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავმჯდომარეობის საქმიანობას.

მაია ცქიტიშვილი

14 დეკემბერი 2018, 16:39

ეკონომიკა

მსოფლიო ბანკი საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას გაზრდის

საქართველოს ვიცეპრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონული განვითარების პროექტების ხელმძღვანელს როზანა ნიტსა და დელეგაციის წევრებს შეხვდა.