imedi /  03 იანვარი 2019, 16:25 / სანდო წყარო

დანიაში სარკინიგზო ავარიის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

დანიაში სარკინიგზო ავარიის მსხვერპლთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა. Euronews-ის ცნობით, ამის შესახებ ადგილობრივმა პოლიციამ განაცხადა. 

მანამდე ინფორმაცია 6 დაღუპულის შესახებ გავრცელდა. 4 ადამიანის იდენტიფიცირება ამ დრომდე არ მომხდარა.

დანიაში სარკინიგზო ავარია „გრეით ბელთის“ ხიდზე 2 იანვარს მოხდა. დაშავდა 16 ადამიანი.

ინციდენტის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, სატვირთო მატარებელზე არსებული ობიექტი კოპენჰაგენში მიმავალ სამგზავრო ვაგონს ძლიერი შტორმისას ხიდზე შეეჯახა.

ყველა სიახლე

24 ივნისი 2019, 16:15

საქართველო

გოგო, რომელმაც თვალი დაკარგა საავადმყოფო დატოვა. ვიდეო

"ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, რადგან შემიძლია წავიდე სახლში. მინდა მადლობა გადავუხადო ექიმებს. ნარკოზიდან რომ გამოვედი უამრავი შეტყობინება დამხვდა. დიდ მადლობას ვუხდი ყველას გვერდში დგომისთვის და თანატოლებს მოვუწოდებ, რომ რაღაცების მისაღწევად ერთად უნდა ვიბრძოლოთ". - განაცხადა მარიამ გომურმა.

24 ივნისი 2019, 16:11

ვიდეო

გოგონამ, რომელმაც თვალი დაკარგა საავადმყოფო დატოვა

24 ივნისი 2019, 16:09

ვიდეო

ბახმარო - ადგილი, სადაც 2050 მეტრ სიმაღლეზე მთის და ზღვის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის

აქცია

24 ივნისი 2019, 16:06

საქართველო

შსს-დან აქციის მონაწილეების ნაწილი პარლამენტისკენ, ნაწილი კი სახლში წავიდა

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდეგ კახეთის გზატკეცილზე, საპატრულო პოლიციის შენობასთან გადაინაცვლეს. ამ წუთებში აქცია აღარ მიმდინარეობს, მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის შენობისკენ გაემართა, ნაწილმა კი განაცხადა, რომ ცოტა ხანს დაისვენებს და საღამოს დაგეგმილ აქციას შეუერთდება.

მაია ცქიტიშვილი

24 ივნისი 2019, 16:01

საქართველო

მაია ცქიტიშვილი: გახარიას გადადგომაზე გუნდში სერიოზულად არც გვიმსჯელია

შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით გუნდში სერიოზული მსჯელობა არც ყოფილა, რადგან გუნდის შიგნით არის კონსესუსი იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი არც დგას. მაია ცქიტიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, წარმოაჩინოს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო ამ პროცესში დამნაშავე“.

ტოჩინოშინი

24 ივნისი 2019, 15:50

სპორტი

ივლისის ბაშოს რეიტინგი გამოქვეყნდა

ლევან გორგაძემ ოძეკის ტიტული მაისის ბაშოზე დაიბრუნა, სადაც 10:5 დააფიქსირა. მომავალ ნაგოია ბაშოზე სულ 4 ოძეკი იასპარეზებს, ტოჩისთან ერთად ამ წოდებით გოეიდო, ტაკაკეიშო და ტაკაიასუ სარგებლობენ. რაც შეეხება, რანგით მეორე დივიზიონს, ჯურიოში თეიმურაზ ჯუღელი დასავლეთის მეორე რიკიშია.

მიხეილ სააკაშვილი

24 ივნისი 2019, 15:43

მსოფლიო

სააკაშვილის მომხრეები უკრაინის ცესკოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

აქციის მიზეზი ცესკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც „ახალი ძალების მოძრაობის“ კანდიდატებს არჩევნებში რეგისტრაციაზე უარი ეთქვათ. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცესკოს შესასვლელი ბლოკირებულია. სააკაშვილს შენობაში არ უშვებენ. ადგილზე ეროვნული გვარდიის შენაერთები გადაჰყავთ.

მაია ცქიტიშვილი

24 ივნისი 2019, 15:34

საქართველო

ცქიტიშვილი: რეფორმის შემდეგ შესაძლოა ახალი პარტიები შეიქმნას

დემოკრატიისკენ გადადგმულ შემდგომ ნაბიჯად აფასებს პროპორციული სისტემითა და ნულოვანი საარჩევნო ბარიერით არჩევნების ჩატარებას რეგიონალური განვითარების მინისტრი. მაია ცქიტიშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა, რომ საზოგადოებაში ამ პროცესის დაჩქარების სურვილი გამოჩნდა.

ფეხბურთი

24 ივნისი 2019, 15:31

სპორტი

UEFA: ანტისაოკუპაციო მაისურების გამო ქართველი ფეხბურთელების დასჯა არ შეგვიძლია

როგორც UEFA-ს ოფიციალურ განცხადებაში წერია, "იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარ ფაქტებს შიდა ტურნირზე ჰქონდა ადგილი, ნებისმიერი შესაძლო სადისციპლინო ღონისძიება, რაც შეიძლება ასეთ იქნას გამოყენებული, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შესაბამისი ორგანოების იურისდიქციაში ექცევა."

24 ივნისი 2019, 15:24

საქართველო

შსს-თან შეკრებილები: გახარიას გადადგომამდე საპროტესტო აქციებს არ შევწყვეტთ

დემონსტრანტების თქმით, ისინი ცდილობენ საყვირებით ხმა გახარიას მიაწვდიონ. უცვლელია მოთხოვნა ასევე დაკავებულების გათავისუფლების თაობაზე. როგორც ისინი ამბობენ, 19:00 საათზე კი კვლავ პარლამენტთან შეიკრიბებიან.

ნინო სალუქვაძე

24 ივნისი 2019, 15:21

სპორტი

ნინო სალუქვაძემ და მისმა შვილმა ევროპულ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

მინსკში პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ევროპულ თამაშებზე ნინო სალუქვაძემ და მისმა შვილმა ცოტნე მაჭავარიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. შერეულ წყვილთა თანრიგში სალუქვაძემ და მაჭავარიანმა 87.7 ქულა დააგროვეს და მესამე ადგილი დაიკავეს.

ეკა გიგაური

24 ივნისი 2019, 15:20

საქართველო

ეკა გიგაური: პარტიების დაფინანსების სისტემა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური პროპორციული არჩევნებისა და ნულოვანი ბარიერის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას აფასებს. რამდენიმეპუნქტიანი მოსაზრება გიგაურმა სოციალურ ქსელში მისივე გვერდზე ჩამოაყალიბა.

24 ივნისი 2019, 15:16

კულტურა

„ლიტერას“ დაჯილდოების ცერემონია გადაიდო

"მწერალთა სახლი გაუქმდა. მის უფლებამონაცვლედ გამოცხადდა ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ტექნიკური მიზეზების გამო, 25 ივნისს დაგეგმილი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ დაჯილდოების ცერემონია დროებით გადაიდო. განახლებულ თარიღს შეგატყობინებთ უახლოეს დღეებში",- წერია განცხადებაში.

24 ივნისი 2019, 15:01

საქართველო

ნაციონალების ოპოზიციური ერთობა ხელისუფლებას 4 მოთხოვნას უყენებს

გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ის რაც მოხვდა, ანუ პროპორციული სისტემის შემოღება, არის საქართველოს მოქალაქეების, პოლიტიკოსების და ყველას გამარჯვება, თუმცა ეს არ არის ბრძოლის დასასრული. რაც შეეხება ნულოვან ბარიერს, გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ამის შესახებ საზოგადოების აზრი უნდა გაიგონ, იმ საზოგადოების, რომელიც დღეს 19:00 საათზე ისევ შეიკრიბება.

გია აბაშიძე

24 ივნისი 2019, 14:45

საქართველო

გია აბაშიძე: სასიხარულოა რომ ხელისუფლება პროტესტის სამართლიან მუხტს უსმენს

პოლიტოლოგ გია აბაშიძის განცხადებით, საზოგადოებამ, არ აქვს მნიშვნელობა რომელი პოლიტიკური გემოვნების მატარებელია, დღეს გაიმარჯვა. მისი თქმით, სასიხარულოა, რომ ხელისუფლება ისმენს იმ პროტესტის მუხტს და საზოგადოების წუხილს, რომელიც სამართლიანად იყო ამ დღეების განმავლობაში დაგროვილი.

ქართული ღვინო

24 ივნისი 2019, 14:40

ეკონომიკა

„როსპოტრებნადზორი“ ქართულ ღვინოზე კონტროლს ამკაცრებს

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალურ სამსახურმა საქართველოდან რუსეთში შეტანილ ალკოჰოლურ ნაწარმზე, მათ შორის ქართულ ღვინოზე კონტროლი გააძლიერა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

პროკურატურა

24 ივნისი 2019, 14:32

ძალოვნები

პროკურატურა აქციის დაშლისას უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებს გამოიძიებს

ასევე საქართველოს პარლამენტთან აქციის დროს სამართალდამცველების შესაძლო გადაცდომის ფაქტებზე პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო. გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ყველა ცალკეული შემთხვევის შესწავლა.

საქართველოს ბანკის მთავარი ოფისი

24 ივნისი 2019, 14:31

ეკონომიკა

საქართველოს ბანკი ქვეყანაში ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით მილიონ ლარს გამოყოფს

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სწორედ ახლა, კიდევ უფრო მეტად, შევუწყოთ ხელი ტურიზმის სექტორში არსებულ ბიზნესებს, როგორც დაფინანსების, ასევე ინტელექტუალური მხარდაჭერის კუთხით. ამიტომ, გარდა იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც 2018 წელს დადებული გარიგებების შესაბამისად ბანკის მხრიდან ტურიზმის სექტორში 150 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გულისხმობს, ბანკი სექტორის განვითარებისთვის, ზაფხულის სეზონზე, დამატებით 1 000 000 ლარს გამოყოფს",- განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.

24 ივნისი 2019, 14:23

ვიდეო

აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან ავტოკოლონებით შსს-სკენ დაიძრნენ

სოფო ქაცარავა

24 ივნისი 2019, 14:22

საქართველო

სოფო ქაცარავა: ევროსაბჭოში რუსეთის დაბრუნებას არ ვეთანხმებით

"რუსეთს აქამდე არ შეუსრულებია არც ერთი რეზოლუცია თუ ვალდებულება, მათი დაბრუნების შემთხვევაში ვერ ვხედავ სივრცეს, რომ რუსეთი შეიცვლის დამოკიდებულებას, დაიცავს ევროსაბჭოს მთავარ პრინციპებს და პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს”, - განაცხადა სოფო ქაცარავამ.