Imedi /  05 იანვარი 2019, 13:16 / სანდო წყარო

ირანი აშშ-ის ტერიტორიულ წყლებთან ახლოს სამხედრო გემებს გაგზავნის

ირანის სამხედრო გემი

თეირანში აცხადებენ, რომ სპარსეთის ყურეში ამერიკის შეერთებული შტატების კუთვნილი ავიამზიდების ყოფნა ირანისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ The Telegraph-ი წერს

ირანის საზღვაო ძალების ხელმძღვანელის თქმით, საზღვაო წარმომადგენლობის გასაზრდელად, ირანი უახლოეს მომავალში ატლანტის ოკეანეში სამხედრო გემებს გაგზავნის.

სამხედრო მაღალჩინოსნების განმარტებით, აშშ-ის ტერიტორიულ წყლებთან ახლოს, ირანის დროშის ქვეშ მცურავი გემების განლაგებით საფრთხის განეიტრალება მოხდება.

ირანის თავდაცვის წარმომადგენლის განცხადებით, ატლანტის ოკეანე შორსაა და იქ ირანის ფლოტილიის საქმიანობის დაწყებას დაახლოებით ხუთი თვე დასჭირდება. ფლოტილიაში ერთ-ერთი გემი ახალი ირანული გამანადგურებელი შაჰიდია იქნება, რომელიც ჰაერ და ხმელეთ საწინააღმდეგო იარაღით არის აღჭურვილი.

ყველა სიახლე

პიკასოს ნახატი

22 მარტი 2019, 19:22

კულტურა

შვეიცარიული ფონდი მოქალაქეებს პიკასოს ნახატის სახლში წაღებას სთავაზობს

კონკურსში მონაწილეობის უფლება მხოლოდ შვეიცარიაში მცხოვრებ ადამიანს აქვს. მსურველებმა უნდა ახსნან, თუ რატომ უნდათ, რომ პიკასოს კუბისტურმა ნამუშევარმა მათ სახლში ერთი დღე დაჰყოს. „ახალგაზრდა პიკასო: ლურჯი და ვარდისფერი პერიოდები” - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც 16 აპრილს დაიწყება. გამარჯვებული კი 8 აპრილს გამოვლინდება.

ერგნეთი

22 მარტი 2019, 19:18

საქართველო

კოჩიევი: დავით ქაცარავა ქართველ სამართალდამცველებს რომ არ შეეჩერებინათ, ინციდენტი მოხდებოდა

ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე დღეს 11 საკითხი განიხილეს მათ შორის არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობა და დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალება. შეხვედრაზე საუბარი იყო საოკუპაციო ზოლთან ბოლო პერიოდში საქართველოს მოქალაქეების დაკავების გახშირებულ ფაქტებზეც.

პორშე

22 მარტი 2019, 19:08

ეკონომიკა

Porsche თანამშრომლებს გულითადი მუშაობისთვის 9700 ევროს აჩუქებს

გერმანული ავტომწარმოებელი Porsche, რომელიც Volkswagen-ის შვილობილი კომპანიაა, გერმანიაში თავის თანამშრომლებს "განსაკუთრებული შრომისთვის" ფულად ჯილდოებს გადასცემს. 25 ათასი თანამშრომლიდან თითოეული 9700 ევრომდე მიიღებს.

22 მარტი 2019, 18:52

ტაბლოიდი

სტილისტებმა დაასახელეს 10 სპორტული ფეხსაცმელი რომელიც მოდიდან არ გადადის

სტილისტებმა დაასახელს 10 სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც მათი შეფასებით მოდიდან არ გადადის. სია გამოცემა Highsnobiety-ში გამოქვეყნდა. სტილისტებმა პირველი ადგილი Nike Air Force 1-ს მიანიჭეს. მეორეა Vans Old Skool , ხოლო მესამე ადგილზე adidas -ის წარმოების კეტები გავიდა.

ტაქსი

22 მარტი 2019, 18:50

ტექნოლოგიები

ოსლო იქნება პირველი ქალაქი სადაც ელექტროტაქსებს უსადენოდ დამუხტავენ

ფინური კომპანია Fortum-ი აცხადებს, რომ გზებზე თეფშების მსგავს დასამუხტ მოწყობილობებს დაამონტაჟებს, ელექტრო ავტომობილებს კი ე.წ. „რესივერები“ დაუმონტაჟდება. გეგმის მიხედვით 2023 წლიდან ოსლოში გამონაბოლქვის ნულოვანი დონე უნდა იყოს. ნორვეგიას სურს 2025 წლამდე არსებული ავტომობილები ელექტროთი ჩაანაცვლოს.

Grand Tour

22 მარტი 2019, 18:49

კულტურა

Grand Tour-ის საქართველოში მოგზაურობის სრული ეპიზოდი გამოქვეყნდა

The Grand Tour-ის ლეგენდარული წამყვანები ჯერემი კლარკსონი, რიჩარდ ჰამონდი და ჯეიმს მეი, მესამე სეზონის მე-11 სერიაში საქართველოსა და აზერბაიჯანში მოგზაურობენ. ამ ეპიზოდს „ზღვიდან უმარილო ზღვამდე“ ჰქვია. მოგზაურობას ბათუმიდან იწყებენ და ბაქოში ამთავრებენ.

22 მარტი 2019, 18:46

საქართველო

პრიორიტეტული პროფესიები 2013-2017 წლებში სტუდენტების მხოლოდ 16%-მა აირჩია

აუდიტის ანგარიშში მოყვანილია ისეთი შემთხვევა, როდესაც ოფიციალური დოკუმენტით პრიორიტეტად აღიარებულ მიმართულებაზე სტუდენტების მიღება საერთოდ არ გამოცხადებულა. მაგალითისთვის, ასეთი იყო ვეტერინარიის პროგრამა, რომელზედაც ოთხი წლის განმავლობაში აუდიტის მოკვლევის ობიექტ უნივერსიტეტებს მიღება არ გამოუცხადებია.

საფლავის ქვა

22 მარტი 2019, 18:28

კულტურა

მთაწმინდის პანთეონში მიწისქვეშ ძველი საფლავის ქვა აღმოაჩინეს

"სამუშაოების აუცილებლობა განაპირობა დატბორვის რისკებმა, ვინაიდან ამ ტერიტორიაზე სადრენაჟე ინფრასტრუქტურა არ არსებობდა. სადრენაჟე სისტემის მოწყობაზე თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაახლოებით 100 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „პალიტრა“ აწარმოებს და ის ივლისში დასრულდება“, - აცხადებენ მერიაში.

22 მარტი 2019, 18:14

ეკონომიკა

სეს-მა დასავლეთ საქართველოში ფუტკრის დახოცვის მიზეზები განმარტა

სურსათის უვნებლობის სააგენტოს (სეს) განცხადებით დასავლეთ საქართველოში ფუტკრის დაცემა აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ ჩატარებული წამლობის შედეგად არ მომხდარა. „საქართველოს პოფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის“ ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ზოგ რეგიონში ფუტკრის 80% განადგურდა.

ჰაკერები

22 მარტი 2019, 17:52

მსოფლიო

NYT: საუდის არაბეთმა ისრაელელი ჰაკერები ოპონენტების თვალთვალისთვის დაიქირავა

ერთ-ერთი ასეთი კომპანია ისრაელური NSO Group-ია, რომელიც გაზეთის ცნობით, საუდის არაბეთის დაკვეთით, იმ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებს უთვალთვალებდა, რომლებიც ერ-რიადის წინააღმდეგ კრიტიკული განცხადებებით გამოდიან.

22 მარტი 2019, 17:50

საქართველო

ბათუმში 29 წლის გოგოს გარდაცვალებაზე რეფერალურ კლინიკაში კომენტარი გააკეთეს

" მეორე დღეს მდგომარეობა გაუმჯობესდა და პაციენტი ექიმების რეკომენდაციით გაიწერა ბინაზე. გაიცა "ფორმა ასი". დანარჩენ კითხვებს ექსპერტები უპასუხებენ," - განაცხადა ბათუმის რეფერალური კლინკის მენეჯერმა თამარ მხატვარმა.

22 მარტი 2019, 17:45

საქართველო

პრემიერმინისტრის გამოსვლა პარლამენტში. მთავარი

"იმის მაგივრად, რომ არგუმენტებზე დაყრდნობით კრიტიკა მოვისმინოთ, დავინახეთ ის, რაც დავინახეთ. ყველაზე ნაკლებად მინდა დავინახო, ქვეყანა ცხოვრობდეს წარსულზე ორიენტირებული დღის წესრიგით, მაგრამ თქვენ თქვენივე პოზიციით ცდილობთ, პოლიტიკური დღის წესრიგი საქართველოში წარსულზე ორიენტირებული და ეს ძალიან ცუდია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში.

22 მარტი 2019, 17:38

ტაბლოიდი

მაშველებმა კატა გადაარჩინეს

რუსთავში მეხანძრე-მაშველებმა საცხოვრებელი სახლის საკვამურში ჩავარდნილი კატა უვნებლად ამოიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მუშაობდა 1 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

ავარია განაში

22 მარტი 2019, 17:37

მსოფლიო

განაში ორი ავტობუსის შეჯახების შედეგად 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

დასავლეთ აფრიკაში, განას რესპუბლიკაში ორი ავტობუსის შეჯახების შედეგად 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ავტოკატასტროფა ქვეყნის ცენტრალურ ტრასაზე ტამალე-კინტამპოს ტერიტორიაზე მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, ავტობუსის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა და ავარიის მიზეზიც ეს გახდა.

გაეროს შენობა ჟენევაში

22 მარტი 2019, 17:26

საქართველო

გაეროში ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის ფაქტები დაგმეს

სხდომაზე ქართულმა მხარემ წარადგინა რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან“. საკუთარ გამოსვლებში დიდი ბრიტანეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ფინეთის, ბულგარეთის, რუმინეთის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების, მათ შორის გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის დაშვების აუცილებლობას.

ნათია თურნავა

22 მარტი 2019, 17:23

ეკონომიკა

„ხელედულა ჰესის“ პროექტის საჯარო განხილვა გადაიდო

მოსახლეობასა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მშენებლობა მდინარეების - ხელედულასა და დევაშის ხეობებშია დაგეგმილი. მოსახლეობის თქმით, ჰიდროელექტროსადგურისთვის კომპანია გვირაბების მოწყობას გეგმავს, რაც ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს.

დისნეი

22 მარტი 2019, 17:12

ეკონომიკა

Disney-ს Fox 2000-ის დახურვა სურს

ეს პირველი გადაწყვეტილებაა, რომელიც Disney-მ 71.3 მილიარდ დოლარად 21st Century Fox-ის ყიდვის შემდეგ მიიღო. ახლა Disney ცდილობს რაც შეიძლება მალე დაასრულოს Fox 20000-ის მიმდინარე პროექტები. არსებული ინფორმაციით, დედლაინი 2019 წლის სექტემბერია.

22 მარტი 2019, 17:12

ტექნოლოგიები

NASA-ს ასტრონავტები ღია კოსმოსში გავიდნენ

NASA-ს ასტრონავტები, ენ მაკლეინი და ნიკ ჰეიგი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ბორტიდან ღია კოსმოსში გავიდნენ. ტრანსლაცია NASA-ს ვებგვერდზე მიმდინარეობს. ასტრონავტები ღია კოსმოსში 6 საათის და 30 წუთის განმავლობაში დარჩებიან.

ლუდი

22 მარტი 2019, 16:54

ტაბლოიდი

ლუდით სავსე მაცივარი ხანძარსაც გადაურჩა და წყალდიდობასაც

ნებრასკის მცხოვრებლები კაილ სიმპსონი და ჰეილენდ შტაუფერი მდინარე პლატის ადიდების შემდეგ დანაგვიანებულ არემარეს ასუფთავებდნენ. როდესაც საქმეს მორჩნენ, თავიანთი ავტომობილისკენ მიმავლებმა გზად ჭუჭყიანი მაცივარი იპოვეს, რომელიც ლუდის ქილებით იყო სავსე.

ალინა ზაგიტოვა

22 მარტი 2019, 16:50

სპორტი

ფიგურულ სრიალში მსოფლიო ჩემპიონი რუსი ალინა ზიგიტოვა გახდა

რუსი სპორტსმენი ალინა ზიგიტოვა იაპონიაში, ქალაქ საიტამაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ ადგილზე გავიდა. მოკლე და საჩვენებელი პროგრამის შედეგებით, ზიგიტოვამ 237,50 ქულა დააგროვა. საგულისხმოა, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სამეულში ვერც ერთი რუსი სპორტსმენი ვერ მოხვდა.