imedi /  06 იანვარი 2019, 14:12 / სანდო წყარო

დიდთოვლობის გამო გერმანიისა და ავსტრიის გზებზე მრავალკილომეტრიანი საცობებია

თოვლი

ევროპაში უამინდობაა. კერძოდ, გერმანიასა და ავსტრიაში ძლიერი თოვლია. ამის შესახებ ინფორმაციას USA today ავრცელებს.

უამინდობამ პრობლემები შექმნა გზებზე, სადაც მრავალკილომეტრიანი საცობები შეიქმნა. გერმანიის ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა.

უამინდობას ბავარიაში უკვე მოჰყვა მსხვერპლი. ავსტრიის საზღვართან ახლოს ზვავი ჩამოწვა, რასაც 20 წლის ტურისტის ქალი ემსხვერპლა. ზემო ბავარიაში მომხდარ ავარიას შეეწირა 19 წლის კაცი. ავტოსაგზაო შემთხვევა გზის მოყინვამ გამიოწვია.

უამინდობის გამო, მიუნხენის აეროპორტიდან 130-ზე მეტი რეისი ვერ შესრულდა.

ყველა სიახლე

23 მაისი 2019, 21:30

კულტურა

„მზის გოგონების“ ჩვენება თბილისში სპეციალური კომისიისთვის გაიმართება

„მზის გოგონები“ საფრანგეთის, საქართველოს და ბელგიის კოპროდუქციაა, რომლის მსოფლიო პრემიერა 2018 წელს კანის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში შედგა. საქართველოს მხრიდან ფილმის პროდიუსერია ვლადიმერ კაჭარავა.

Facebook

23 მაისი 2019, 21:17

ტექნოლოგიები

Facebook-მა 3 მილიარდი ყალბი ანგარიში წაშალა

ექვსთვიანი პერიოდის განმავლობაში Facebook-მა 3 მილიარდზე მეტი ყალბი ექაუნთი წაშალა. ეს იმაზე მეტია ვიდრე სოცქსელს აქამდე გაუკეთებია. ცნობილი გახდა, რომ 7 მილიონზე მეტი პოსტი „სიძულვილის ენას“ ემსახურებოდა. ანგარიში 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

პოლიცია

23 მაისი 2019, 20:53

ძალოვნები

პოლიციამ „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის გამო 2 ადამიანი დააკავა

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (ჯგუფურად ძალადობა) და სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის უკანონო ხელის შეშლა) მიმდინარეობს.

ჯონ უოლკერ ლინდი

23 მაისი 2019, 20:52

მსოფლიო

აშშ-ში „ამერიკელი თალიბანის“ სახელით ცნობილი დამნაშავე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ლინდმა ციხეში 17 წელი გაატარა. ავღანეთში, 2001 წელს დაკავებულს 20-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტთან კავშირშია ეჭვმიტანილი. მისმა ვადაზე ადრე გათავისუფლებამ უკმაყოფილება გამოიწვია. მათ შორის ერთ-ერთი იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

შალვა შავგულიძე

23 მაისი 2019, 20:29

საქართველო

შავგულიძე სააკაშვილს მხარდაჭერის გამო მადლობას უხდის

თუმცა უკვე გარკვეულია, რომ შალვა შავგულიძეს "გირჩის" მხარდაჭერა მეორე ტურში არ ექნება. ამ ეტაპზე არც დამოუკიდებელი კანდიდატი, ლევან ოსელიანი გეგმავს მის გვერდში დგომას. მთაწმინდის ოლქი ერთადერთია, სადაც არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

ძაღლი

23 მაისი 2019, 20:25

ტაბლოიდი

აშშ-ში ჯანმრთელი ძაღლი პატრონს საფლავში ჩააყოლეს

გამოცემის ინფორმაციით, მძიმე ავადმყოფმა, შინაური ცხოველის პატრონმა გარდაცვალებამდე ანდერძი დატოვა, რომ ძაღლი მასთან ერთად დაეკრძალათ. ქალის გარდაცვალებიდან 2 კვირაში ჯანმრთელი ძაღლი თავშესაფრიდან გამოიყვანეს, დააძინეს, კრემაცია ჩაუტარეს და პატრონის გვერდით დაკრძალეს.

ფოტოგრაფია

23 მაისი 2019, 20:16

კულტურა

უკრაინა ქართული ფოტოგრაფიის დღეებს მასპინძლობს

25 ფოტოგრაფის 60 ექსპოზიცია ”სიყვარულით საქართველოდან” კიევში, ლვოვსა და როვნოში 23-30 მაისს გამოიფინება. „გვსურს, ამ გამოფენით განსხვავებული კუთხით გავაცნოთ საქართველო უკრაინელებს - არა ტრადიციული ეთნოგრაფიული პასაჟებით“, - განაცხადეს საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციაში.

პოლიცია

23 მაისი 2019, 20:16

ძალოვნები

წყალტუბოში „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ისინი 7 თვის ბავშვის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის ოჯახში მივიდნენ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაკავებულის ახლობლებმა და მეზობლებმა "რუსთავი 2-ს" კომენტარზე უარი უთხრეს, ხოლო როდესაც ოპერატორი და ჟურნალისტი მანქანაში სხდებოდნენ, მათ რამდენიმე ადამიანი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

დროშები

23 მაისი 2019, 20:06

საქართველო

ბაქოში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომა იმართება

მთავარი თემა საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთებია. მათ შორისაა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორია სამუშაო პროცესს ორი ქვეყნის სახელმწიფო მეთაურების სპეციალური წარმომადგენლები, დიპლომატები და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ესწრებიან.

გზები

23 მაისი 2019, 19:58

საქართველო

26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების გამო გზებზე მოძრაობა შეიზღუდება

23 მაისს, 22:00 საათიდან ბარათაშვილის ქუჩაზე ნაწილობრივ შეიზღუდება მოძრაობა. კერძოდ, ბარათაშვილის ქუჩიდან მომავალი ნაკადი, ვერ შეძლებს მოძრაობას პუშკინის ქუჩის გავლით თავისუფლების მოედანზე, არამედ ჩავა მარჯვენა სანაპიროზე იუსტიციის პანდუსზე. 27 მაისიდან შეზღუდვები სრულად მოიხსნება.

დონალდ ტრამპი

23 მაისი 2019, 19:55

საქართველო

ტრამპი მამუკა ბახტაძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

თეთრი სახლის ლიდერის მიერ საქართველოს მთავრობის მეთაურისთვის გამოგზავნილ წერილში ასევე ხაზგასმულია აშშ-საქართველოს პარტნიორობა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა.

დონალდ ტრამპი  რექს ტილერსონი

23 მაისი 2019, 19:37

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა რექს ტილერსონს ჩლუნგი უწოდა

მიზეზი The Washington Post-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვითაც რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას ტრამპი ცუდად იყო მომზადებული. აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ჰამბურგში ერთმანეთს 2017 წლის 7 ივლისს შეხვდნენ.

23 მაისი 2019, 19:35

თემა

როგორ და რატომ კრძალავენ დასავლეთის ქვეყნები Huawei-ს?

Huawei არის კორპორცია, რომელსაც 5G ქსელის გავრცელება მთელ მსოფლიოში შეეძლო, მაგრამ მისმა ჩინურმა წარმომავლობამ საქმე სხვაგვარად წარმართა. გასულ კვირას აშშ-ის ხელისუფლებამ ჩინურ კორპორაციას ამერიკელი მიმწოდებლებისგან ვაშინგტონის თანხმობის გარეშე მეხუთე თაობის ინტერნეტის აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების შეძენა აუკრძალა. ცნობილი გახდა, რომ Google-მა Huawei-სთან თანამშრომლობაზე უარი თქვა, ამიტომჩინური კორპორაციისსმარტფონების მფლობელებს შესაძლოაAndroid-ის განახლებაზე წვდომა შეეზღუდოთ. ამ ეტაპზე აშშHuawei-ს წინააღმდეგ აგრესიულ კამპანიას აწარმოებს, თუმცა ეს ყველაფერი ავსტრალიის გაფრთხილების შემდეგ დაიწყო. მწვანე კონტინენტზე 5G ქსელზე კიბერთავდასხმისალბათობა შეისწავლესდა გაირკვა, რომ თუ ეს მოხდა, შედეგი კატასტროფული იქნება.სააგენტო Reuters-ი შეეცადა იმის გარკვევას, თუ რატომ და როგორ ზრდიან ზეწოლას ჩინურ კორპორაციაზე დასავლეთის ქვეყნები.

Porsche Type 64

23 მაისი 2019, 19:28

კულტურა

Sotheby's აუქციონზე Porsche Type 64-ის ბოლო მოდელი გამოიტანეს

Sotheby's აუქციონზე Porsche-ს უძველესი მოდელი გამოიტანეს. მსოფლიოში Type 64-ის მხოლოდ ერთი მოდელია დარჩენილი. ავტომობილი 1939 წელს სპეციალურად ბერლინი-რომის რბოლისთვის ააწყვეს. Porsche Type 64-ის სულ სამი მოდელი შეიქმნა. Sotheby's აუქციონის ექსპერტების შეფასებით, ეს მანქანა ისტორიის ნაწილია და უნიკალურია.

23 მაისი 2019, 18:59

ვიდეო

საბაგიროების ქალაქი

მეტალურგიული წარმოება

23 მაისი 2019, 18:56

ეკონომიკა

ბრიტანეთში მეტალურგიული კომპანია British Steel-ი გაკოტრდა

ბრიტანეთში სიდიდით მეორე მეტალურგიული კომპანია British Steel-ი გაკოტრდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ მიიღო. მას შემდეგ რაც საწარმოსა და პროფკავშირებს შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა კომპანიისთვის 30 მილიონი ფუნტი სტერლინგის გამოყოფის შესახებ.

ლონდა თოლორაია

23 მაისი 2019, 18:55

ძალოვნები

შსს აღაიანში მომხდარზე: სამინისტრომაც ფრთხილი ნაბიჯები უნდა გადადგას

ლონდა თოლორაიას თქმით, რადგან არასრულწლოვანს ეხება, ეს საქმე ფრთხილ გაშუქებას საჭიროებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდანაც ფრთხილი ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო. 21 მაისს, გამთენიისას ბავშვის მამამ საბავშვო ეტლში 7 თვის ჩვილი გარდაცვლილი იპოვა.

ლუდოვიტ რეისი

23 მაისი 2019, 18:42

სპორტი

ლუდოვიტ რეისი „ბარსელონას“ ფეხბურთელია

ლუდოვიტ რეისმა გასულ სეზონში ევროდივიზიონში 31 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. სპორტსმენი „გრონინგემის“ წევრი 2015 წლიდან იყო. „გრონინგემიდან“ „ბარსელონაში“ გადასვლის სატრანსფერო თანხმამ €3.25 მილიონი შეადგინა. სპორტსმენი კატალონიურ საფეხბურთო კლუბში 2022 წლამდე ითამაშებს.

23 მაისი 2019, 18:21

მსოფლიო

ევროკავშირში ყველაზე მეტი ბინადრობის ნებართვა უნგრეთმა გასცა

2017 წლის მდგომარეობით, ევროკავშირში ბინადრობის ნებართვა იმ ქვეყნების 20 მილიონ მოქალაქეზე გაიცა, რომლებიც ალიანსის წევრები არ არიან. უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირის ალიანსში მიგრაციის მოწინააღმდეგედ ითვლება, თუმცა ეს ქვეყანა გაცემული ნებართვების რაოდენობით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე გავიდა.

მამუკა მდინარაძე

23 მაისი 2019, 18:04

საქართველო

მდინარაძე აშშ-ზე: ეს არის მხარდაჭერის მძლავრი და ახალი ეტაპი

მდინარაძის თქმით, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტი ასეთ დოკუმენტს უჭერს მხარს, ეს არის ახალი ეტაპი და ეს არის აღიარება ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატებების და კანონპროექტის პოლიტიკური წონა უდიდესია.