imedi /  06 იანვარი 2019, 17:25 / სანდო წყარო

13 საინტერესო ფაქტი პასპორტების შესახებ

პასპორტი

პასპორტი განსაკუთრებული ღირებულებისა და დანიშნებულების ნივთია, რომლის ქონაც საზღვრების გადაკვეთისას აუცილებელია. წარმოგიდგენთ 13 საინტერესო ფაქტს პასპორტის შესახებ, რომელიც არის როგორც ისტორიული, ასევე კონკრეტულად ერთი რომელიმე ქვეყნისთვის დამახასიათებელი კანონი და ნორმა. სტატია ამ თემის შესახებ BBC-მ მოამზადა.

1. სკანდინავიურ პასპორტებზე ულტრაიისფერი დანათების შემთხვევაში პოლარული ნათების დანახვაა შესაძლებელი.

2. პირველი პასპორტის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ ბიბლიაშია მოცემული. კერძოდ, ნეემიასის წიგნში, სპარსეთის მეფე არტაკსერკსი I (ჩვენ წელთ აღრიცხვამდე მეხუთე საუკუნე) თავის წარმომადგენელს იუდეაში შეუფერხებლად სამოგზაუროდ სპეციალურ დოკუმენტს, წერილს ატანს თან.

3. პასპორტში ფოტოს დართვა მხოლოდ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გახდა აუცილებელი. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ გერმანიისთვის მომუშავე ჯაშუში დიდ ბრიტანეთში ყალბი პასპორტით შეიპარა.

4. აშშ-ში ადამიანი ვალდებულია გამოცვალოს პასპორტის ფოტო თუ მან საგრძნობლად მოიმატა ან დაიკლო წონაში, გაიკეთა პლასტიკური ოპერაცია სახეზე; ასევე მაშინ თუ ადამიანმა სახიდან დიდი სვირინგი ან პირსინგი მოიშორა.

5. ადრე პასპორტში ოჯახური ფოტოს ჩაკვრაც კი შეიძლებოდა. 

6. ზოგიერთი ქვეყანა მოქალაქეს არ აძლევს მისი საზღვრის კვეთის უფლებას, თუ პასპორტს ვადა ქვეყანაში შესვლიდან 90 დღის განმავლობაში გასდის. ზოგიერთი ქვეყანა კი ითხოვს, რომ პასპორტი მისი ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე იყოს გამოცვლილი. მაგალითად ასეთი კანონი მოქმედებს რუსეთში, ჩინეთში, საუდის არაბეთში, ინდონეზიაში და სხვა ქვეყნებში.

7. ქვინსლენდიდან ავსტრალიაში გადასასვლელად მოქალაქეს პასპორტი საერთოდ არ სჭირდება.

8. ვატიკანში საერთოდ არ არის საპასპორტო კონტროლი.

9. ძალიან ბევრ ამერიკელს პასპორტი სულაც არ აქვს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, 321 362 789 ამერიკელზე მხოლოდ 121 512 341 პასპორტია გაცემული. როგორც ჩანს ამერიკელების 2/3 სულაც არ თვლის საჭიროდ პასპორტის ქონას.

10. ტონგა ერთ დროს პასპორტებს ყიდდა. 

11. თუ ფინურ ან სლოვენიურ პასპორტს სწრაფად გადაფურცლავთ მოძრავ ნახატებს შეამჩნევთ. 

12. ყველაზე რთული გასაყალბებელი ნიკარაგუის პასპორტია, რომელსაც დაცვის 89 უნიკალური ელემენტი აქვს. 

13. დიდი ბრიტანეთის დედოფალს პასპორტი არ აქვს. ელიზაბეტ მეორე ერთადერთია, რომელიც მოქალაქეებს პასპორტის მიღების ნებას რთავს. თუმცა საზღვარგარეთ მისი საიდუმლო დოკუმენტების გასაგზავნად პასპორტი მაინც საჭიროა. სამეფო კურიერები - ესენი არიან ადამიანები, რომლებიც პასუხს აგებენ დედოფლის საიდუმლო დოკუმენტების დანიშნულების ადგილამდე მიტანაზე. ამ დოკუმენტებსა და მათ გადამტან კურიერებს კი თავიანთი, უნიკალური პასპორტები აქვთ. გავრცელებული ინფორმაციით, ასეთი მხოლოდ 15 ცალი პასპორტი არსებობს.

ყველა სიახლე

ლუკა მოდრიჩი

21 მარტი 2019, 22:22

სპორტი

ლუკა მოდრიჩი წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა

მოდრიჩმა 419 ქულა დააგროვა და ჩოგბურთელებს ნოვაკ ჯოკოვიჩსა (337) და როჯერ ფედერერს (290) გაუსწრო. ქალებს შორის 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი ამერიკელი ტანმოვარჯიშე სიმონე ბაილსი გახდა.

ტყე

21 მარტი 2019, 22:07

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა დედამიწის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე დასკვნა გამოაქვეყნეს

გლობალურ შეფასებაზე მეცნიერები 3 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. მათ შეისწავლეს მთელი პლანეტის ეკოსისტემები, ანტარქტიკის გარდა, ხმელეთის და ღია ოკეანის წყლების ჩათვლით. ნაშრომი აერთიანებს 15 000-ზე მეტ წყაროს.

ფეისბუკი

21 მარტი 2019, 22:02

ტექნოლოგიები

Facebook-ი ასობით მილიონ პაროლს სერვერებზე ღიად ინახავდა

კომპანია Facebook-ი თავის სერვერებზე ასობით მილიონი მომხმარებლის პაროლს ღიად ინახავდა, - განაცხადა კომპიუტერული უსაფრთხოების ექსპერტმა ბრაიან კრებსმა კომპანიის თანამშრომელზე დაყრდნობით, რომლის ვინაობაც არ გაუმხელია. კრებსის პუბლიკაციის შემდეგ Facebook-მა ეს ოფიციალურად აღიარა, მაგრამ იმ ექაუნთების ზუსტი რაოდენობა, რომელსაც პრობლემა შეეხო, არ უთქვამს.

კრიშტიანუ რონალდუ

21 მარტი 2019, 21:47

სპორტი

უცენზურო ჟესტისთვის UEFA-მ რონალდუ დააჯარიმა

UEFA-მ დღეს იმ ინციდენტზე იმსჯელა, რომელიც „ატლეტიკო“„იუვენტუსის“ თამაშისას მოხდა. სტუმრების სექტორის მისამართით უცენზურო ჟესტი რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ შეხვედრაში აჩვენა. ირკვევა, რომ 34 წლის პორტუგალიელს 20 ათასი ევროს გადახდა მოუწევს.

ირაკლი კობახიძე

21 მარტი 2019, 21:27

საქართველო

ირაკლი კობახიძე მუსლიმ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამს ულოცავს

მანამდე საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მთავრობის მეთაური შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილთან ერთად დღეს მარნეულში იყო, სადაც ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო.

21 მარტი 2019, 21:20

საქართველო

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს საქართველოც შეუერთდა

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ 21 მარტი 2011 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაწესდა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოების მეტად ინფორმირების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება.

ისრაელის დროშა

21 მარტი 2019, 21:06

მსოფლიო

ტრამპი: დროა გოლანის მაღლობები ისრაელის ტერიტორიად ვაღიაროთ

„52 წლის შემდეგ დროა, აშშ-მა სრულად აღიაროს ისრაელის სუვერენიტეტი გოლანის მაღლობებზე, რომელიც სტრატეგიული და უსაფრთხოების კუთხით გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ისრაელის სახელმწიფოსა და რეგიონული სტაბილურობისთვის!“, - წერს დონალდ ტრამპი Twitter-ზე.

ქვეწარმავალი

21 მარტი 2019, 20:59

საქართველო

გურჯაანის საბავშვო ბაღში ღუმელთან ქვეწარმავალი იპოვეს

გურჯაანის მერიის შესაბამისი სამსახური სწავლობს მიზეზს, როგორ მოხვდა ქვეწარმავალი საბავშვო ბაღის ერთ-ერთ ოთახში. პირველადი შესწავლის შედეგად შენობაში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები გამოიკვეთა, რის გამოც მერია აღნიშნულ საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას დაჩქარებულ ვადებში გეგმავს.

21 მარტი 2019, 20:50

საქართველო

სტოლტენბერგი რუსეთს: ოკუპაციას საერთაშორისო საზოგადოება არ შეეგუება

იენს სტოლტენბერგი საქართველოში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე ბრიუსელში „ქრონიკის“ კორესპონდენტს ქეთევან ქარდავას ესაუბრა. გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ნატოსა და საქართველოს შორის პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობა მტკიცეა, საქართველოს მოქალაქეებს ნატოს იმედი უნდა ჰქონდეთ, ალიანსი ერთგულია იმ პირობის, რომელიც ქვეყანამ 2008 წელს მიიღო.

21 მარტი 2019, 20:47

საქართველო

პრემიერთან ერთად პარლამენტში განათლებისა და შს მინისტრებიც მივლენ

ხვალ პარლამენტში პრემიერს ელოდებიან. ფორმატი, რომლითაც მამუკა ბახტაძე უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ისარგებლებს, ახალია და პრემიერი პირველია, ვინც ინტერპელაციის წესით დასმულ კითხვას პლენარულ სხდომაზე უპასუხებს. პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე პარლამენტში თვის ბოლო პარასკევს წარდგება.

21 მარტი 2019, 20:39

საქართველო

წულუკიანი ოპოზიციას: მეგონა გუშინდელი მარცხის შემდეგ ღამე მაინც იმეცადინებდით

ურთიერთბრალდებების ერთ-ერთი მიზეზი რუსეთთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები გახდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა თეა წულუკიანი იმ განცხადების გამო გააკრიტიკა, რომლითაც მინისტრმა სამადაშვილის მიმართ თქვა, რომ მან უკადრებელი იკადრა.

21 მარტი 2019, 20:32

საქართველო

ანაკლიის პორტის შესახებ დეპუტატების შეკითხვებს მაია ცქიტიშვილმა უპასუხა. მთავარი

ანაკლიის პორტის მშენებლობას საფრთხე არ ემუქრება ეს იყო მინისტრის მთავარი გზავნილი საპარლამენტო ტრიბუნიდან. მას კითხვა 36-მა დეპუტატმა დაუსვა.ვიცეპრემიერმა პასუხი გასცა ასევე ფოთის პორტისა და ანაკლიის პორტის შესახებ დასმულ შეკითხვას.

Windows 7

21 მარტი 2019, 20:30

ტექნოლოგიები

Microsoft-ი Windows 7-ის მხარდაჭერას წყვეტს

Microsoft-მა უკვე გამოუშვა განახლება, რომელიც ოპერაციული სისტემის მომხმარებლებს მხარდაჭერის შეწყვეტის შესახებ საქმის კურსში ჩააყენებს და სისტემის განახლებისკენ მოუწოდებს. Windows 7 2009 წლის 22 ივლისს გახდა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი.

ტვიტერი

21 მარტი 2019, 20:28

ტექნოლოგიები

Twitter-ი 13 წლის გახდა

21 მარტს „ტვიტერი“ 13 წლის გახდა. სერვისის დამფუძნებელმა და მისმა კოლეგებმა ეს დღე საზეიმო ტორტით აღიშნეს. ჩვენ კი შეგახსენებთ ყველაზე აბსურდულ, უცნაურ, სულელურ და გულისამაჩუყენებლ ტვიტებს, რისთვისაც ეს სოცქსელი უყვართ.

გიორგი გახარია

21 მარტი 2019, 20:06

საქართველო

შსს მინისტრმა მესაზღვრეები დააჯილდოვა

მესაზღვრის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. მინისტრმა ამავდროულად აშშ-ის საელჩოს, სასაზღვრო პოლიციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

21 მარტი 2019, 19:55

საქართველო

უკრაინაში საქართველოს მოქალაქეების „შავ სიაში“ შეყვანაზე საგარეოს ოფიციალური წერილი არ მიუღია

"უკრაინაში საქართველოს საელჩოს, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური წერილი და შეტყობინება არ მიუღია. მიუხედავად ამისა, უკრაინაში საქართველოს საელჩომ მოახდინა დაუყოვნებელი რეაგირება აღნიშნულ თემაზე,"- ნათქვამია საგარეო უწყების წერილში.

ირაკლი ღარიბაშვილი და რუდოლფ მიხალკა

21 მარტი 2019, 19:42

საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

შეხვედრაზე საქართველოსა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს.ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ირაკლი ღარიბაშვილს პარტიის პოლიტიკურ მდივნად დანიშვნა მიულოცა.

ერაყი

21 მარტი 2019, 19:39

მსოფლიო

ერაყში ბორანის ჩაძირვას ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 70-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები. ინფორმაციას ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტო ადასტურებს. უბედური შემთხვევა მოსულთან ახლოს ტურისტულ ზონაში მოხდა. მომხდარზე სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

ამსტერდამი, ნიდერლანდები

21 მარტი 2019, 19:33

ეკონომიკა

ამსტერდამში წითელი ფანრების ქუჩაზე ექსკურსიები იკრძალება

ქალაქის მუნიციპალიტეტის განმარტებით, ახალი რეგულაცია მიზნად ამსტერდამის ცენტრის განტვირთვას ისახავს. „ახლა უკვე ის დრო აღარ არის, სექსმუშაკები ტურისტულ ღირშესანიშნაობად განვიხილოთ“, - აცხადებენ მერიის წარმომადგენლები. წითელი ფანრების კვარტალი ამსტერდამის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რაიონია.

გოგა ბითაძე

21 მარტი 2019, 19:15

სპორტი

გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის MVP გახდა

19 წლის ქართველი ცენტრი ადრიატიკის ლიგის რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ქართველმა კალათბურთელმა აღიარება მიმდინარე სეზონში ჯერ სერბულ „მეგა ბიმაქსში“, შემდეგ კი მონტენეგროულ „ბუდუჩნოსტში“ ჩატარებული შთამბეჭდავი მატჩებისთვის დაიმსახურა.