imedi /  07 იანვარი 2019, 11:07 / სანდო წყარო

ინდოელმა მეცნიერებმა აინშტაინის და ნიუტონის თეორიების გაბათილება სცადეს

ალბერტ აინშტაინი

ალბერტ აინშტაინი

ინდოელმა მეცნიერებმა დიდ სამეცნიერო კონფერენციაზე სკანდალური განცხადებები გააკეთეს, ზოგიერთმა მათგანმა ისააკ ნიუტონისა და ალბერტ აინშტაინის მიგნებები "გააბათილა". ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათ ასევე განაცხადეს, რომ ღეროვანი უჯრედების კვლევა ჯერ კიდევ უძველესმა ინდუსებმა გამოიგონეს. 

BBC-ის ინფორმაციით, ინდუიზმის მითოლოგია და რელიგია ინდოეთის სამეცნიერო კონგრესის მუშაობის სულ უფრო აქტიური ნაწილი ხდება. თუმცა მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ამ სამიტზე გაკეთებული განცხადებები კიდევ უფრო გასაოცარი იყო, ვიდრე წინა შემთხვევებში.

კონფერენციაზე სამხრეთ ინდოეთის უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა წარადგინა უძველესი ტექსტი, რომელიც მისი თქმით, ამტკიცებს, რომ ღეროვან უჯრედებს ინდოეთში ჯერ კიდევ ათასობით წლის წინ იკვლევდნენ.

გ ნაგეშვარ რაომ, ანდრას უნივერსიტეტის ვიცეხელმძღვანელმა, თქვა რომ დემონების მეფეს (ინდუიზმის ეპოქა) 24 ტიპის თვითმფრინავი და შრი-ლანკის ტერიტორიაზე თანამედროვე ტიპის ასაფრენი ბილიკები ჰქონდა. 

შტატ ტამილ ნადუს ერთ-ერთი უნივერსიტეტის მეცნიერმა კი თქვა, რომ ისააკ ნიუტი და ალბერტ აინშტაინი ცდებოდნენ და რომ გრავიტაციულ ტალღებს სახელწოდება უნდა შეეცვალოს და "ნარენდრა მოდის ტალღები" უნდა ეწოდოს.

დოქტორ კრიშნანის განცხადებით, ნიუტონმა ვერ შეძლო "გრავიტაციული ტალღების განზიდვის ძალის" გაგება, აინშტაინის თეორიები კი "შეცდომაში შემყვანია".

კრიტიკოსების განცხადებით, კონფერენციაზე წარმოდგენილი უძველესი ტექსტები კიდევ ერთხელ კარგად არის წასაკითხი და გასააზრებელი, თუმცა მათი როგორც სამეცნიერო ნაწილად აღქმა სისულელე იქნება. 

ინდოეთის სამეცნიერო კონგრესის ასოციაციამ კონფერენციაზე გამოთქმულ ზოგიერთ ახალ მოსაზრებასთან დაკავშირებით "სერიოზული შეშფოთება" გამოხატა. 

ყველა სიახლე

ფატო იალოუ

26 ივნისი 2019, 09:40

მსოფლიო

მის გამბია ყოფილ პრეზიდენტს გაუპატიურებაში ადანაშაულებს

როგორც 23 წლის გოგო იხსენებს, სექსუალური ძალადობა 2015 წელს მოხდა. იაია ჯამე მაშინ ქვეყნის პრეზიდენტი იყო. გამბიის ყოფილი პირველი პირი ბრალდებას უარყოფს. ახალგაზრდა ქალი ითხოვს, 54 წლის ჯამე სასამართლოს წინაშე წარდგეს და კანონის შესაბამისად დაისაჯოს.

26 ივნისი 2019, 09:34

ეკონომიკა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 12 ახალი ევროპული ავიამიმართულება დაინიშნება

შეთანხმებას ხელი მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და უნგრული დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz Air -ის ლოგისტიკის დირექტორმა, ანდრაშ სებოკმა.

ნიკა მელია

26 ივნისი 2019, 09:29

ძალოვნები

ნიკა მელია დღეს პროკურატურაშია დაბარებული

20 ივნისის ღამეს პარლამენტთან მელიას მიერ განხორციელებულ ქმედებებში, პროკურატურა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ხედავს. კითხვაზე აპირებს თუ არა დღეს პროკურატურაში მისვლას "ნაციონალური მოძრობის ლიდერი", მელიას ეს ჯერ არ გადაუწყვეტია. ნიკა მელია ამბობს, რომ ბრალის წარდგენა მისთვის პატივია.

26 ივნისი 2019, 09:19

მსოფლიო

ამერიკელი ადვოკატი: მიგრანტი ბავშვები მშივრები, ავადმყოფები, ჭუჭყიანები და შეშინებულები არიან

"ბავშვები საკნებში არიან ჩაკეტილები, საპირფარეშო ღია საკნის ცენტრშია, ბავშვებს აქვე უწევთ ჭამა და ძილი. თუმცა არც საკვები და წყალი არ მიეწოდებათ შესაბამისად,"- განმარტავს ადვოკატი. ამავე ცნობით, 250 ბავშვი ტეხასის სასაზღვრო სადგურიდან თავშესაფარში გადაიყვანეს.

26 ივნისი 2019, 09:11

ტექნოლოგიები

სან-ფრანცისკოში ელექტრონული სიგარეტების გაყიდვა აკრძალეს

ეს ამერიკული ქალაქი მსოფლიოში პირველია, რომელმაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სანამ აშშ-ის მთავრობა მოქალაქეებზე ელექტრონული სიგარეტების მავნე ზეგავლენას შეაფასებს, იქამდე მათი გაყიდვა უნდა აირძალოს.

მკვლელობა

26 ივნისი 2019, 09:05

ძალოვნები

ხულოში 45 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

მკვლელობა სოფელ ხიხაძირში 25 ივნისს მოხდა. უცნობია, მკვლელობის მიზეზი. შსს დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს. გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

26 ივნისი 2019, 09:01

საქართველო

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე დღეს 19:00 საათზე განახლდება

დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია. თუ გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას არ დატოვებს, საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე გაგრძელდება. 20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, რეზინის ტყვიები, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა.

Kygo

26 ივნისი 2019, 08:54

კულტურა

Kygo-მ ახალი დუეტი დააანონსა

ნორვეგიელმა დიჯეიმ Kygo-მ ახალი დუეტი დააანონსა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. ,,როგორ ფიქრობთ, ვისთან ერთად?'',- სვამს კითხვას მუსიკოსი. თაყვანიმსცემლები ვარაუდობენ, რომ უცნობი მომღერალი შესაძლოა სელენა გომესი, კამილა კაბეიო ან უიტნი ჰიუსტონი იყოს.

გოგა ბითაძე

26 ივნისი 2019, 08:39

სპორტი

გოგა ბითაძემ Adidas-თან კონტრაქტი გააფორმა

მანამდე გოგა დრაფტზე „ინდიანა პეისერსმა“ აიყვანა. მას 19-ნომრიანი მაისურა გადასცეს. გოგა ბითაძე 20 ივნისს ოფიციალურად გახდა პლანეტის ყველაზე ძლიერი საკალათბურთო ლიგის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

პინკი

26 ივნისი 2019, 08:32

ტაბლოიდი

პინკის კონცერტზე ლესბოსელი წყვილი დაინიშნა. ვიდეო

ამერიკელი მომღერლის პინკის კონცერტზე უჩვეულო შემთხვევა მოხდა. გლაზგოში მიმდინარე კონცერტისას მომღერლის ფანმა სარამ თავის მეგობარ გოგოს ხელი სთხოვა. სპეციალურად ამისთვის პინკმა კონცერტი რამდენიმე წუთით შეყვიტა. მუსიკოსმა ლესბოსელი წყვილის დანიშვნის გამო ცრემლები ვერ შეიკავა.

მიხეილ სააკაშვილი

26 ივნისი 2019, 08:22

მსოფლიო

სააკაშვილის პარტია რადის არჩევნებში მონაწილეობას შეძლებს

კიევის მეექვსე სააპელაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაავალა უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხელმეორედ განიხილოს პარტიის მიერ წარდგენილი დოკუმენტები და დაარეგისტრიროს კანდიდატები.

ღვინო

26 ივნისი 2019, 08:06

ეკონომიკა

DW: ევროპაში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა გაიზარდა

ევროპელი მეღვინეები აღნიშნავენ, რომ ქართული ღვინო საკმაოდ ხარისხიანია და „როსპოტრებნადზორის“ მიერ ქართული ღვინის შესახებ გაკეთებული განცხადებები „პოლიტიკურად მოტივირებულია“.

ნიკა მელია

26 ივნისი 2019, 08:00

საქართველო

პარლამენტში ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნაზე იმსჯელებენ

09:00 საათზე საპროცედურო საკითხთა და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება, რომელზე დასწრების საშუალება თავად ნიკა მელიას და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებს ექნებათ.

კლიმატის ცვლილება

26 ივნისი 2019, 00:58

მსოფლიო

გაერო: მსოფლიოს კლიმატური აპარტეიდი ემუქრება

ანგარიშის თანახმად, ისეთი ბუნებრივი მოვლენები როგორიც არის გვალვა, წყალდიდობები, შტორმები სულ უფრო გახშირდება. ანგარიშის თანახმად, 2030 წლისთვის მსოფლიოში კლიმატური ცლილებებისგან გამოწვეული პროცესების გამო 120 მილიონამდე ადამიანი შესაძლოა გაღარიბდეს.

მიანმარი

26 ივნისი 2019, 00:46

მსოფლიო

მიანმარის ხელისუფლებამ როჰინჯა მუსლიმებით დასახლებულ შტატში ინტერნეტი გათიშა

ხელისუფლების მფლობელობაში არსებულმა ტელესაკომუნიკაციო ოთხმა კომპანიამ კავშირგაბმულობის სამინისტროს მითითებით რაკჰაინის შტატში სადაც ძირითადად ეთნიკურ უმცირესობაში მყოფი როჰინჯა მუსლიმები ცხოვრობენ, ინტერნეტი გაუთიშა.

მარიხუანის ლეგალიზაცია

26 ივნისი 2019, 00:43

მსოფლიო

ილინოისში მარიხუანის ლეგალიზაცია მოხდა

ილინოისი გახდა აშშ-ის მე-11 შტატი, სადაც მარიხუანის ლეგალიზაცია მოხდა. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა ჯეი რობერტ პრიცკერმა განაცხადა. მისივე თქმით, ილინოისი, სადაც სრულწლოვანთათვის მარიხუანის მოხმარება სრულად ლეგალური გახდა, „დემოკრატიის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს“.

ნაომი კემპბელი

26 ივნისი 2019, 00:30

კულტურა

ნაომი კემპბელი: მოდის ინდუსტრიაში კანის ფერის თემა ისევ გამოწვევაა

სუპერმოდელ ნაომი კემპბელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოდის ინდუსტრიაში კანის მრავალფეროვნებასთან დაკავშირებული საკითხები გაუმჯობესდა, ძველებურად მაინც "დიდ საქმედ" ითვლება როდესაც მოდის ცნობილი ჟურნალების გარეკანზე ფერადკანიანია გამოსახული.

მამუკა ბახტაძე

26 ივნისი 2019, 00:13

საქართველო

მამუკა ბახტაძე: სტუმარმასპინძლობა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფასეულობაა

პრემიერის განმარტებით, ტურიზმს განსაკუთრებული ეკონომიკური დატვირთვის გარდა, მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, ვინაიდან საქართველოს სტუმრებს საზღვარგარეთ ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.

ოთარ დანელია

26 ივნისი 2019, 00:04

საქართველო

დანელია: გახარიას გადადგომით პოლიტიკური ამინდის შეცვლა უნდათ, მაგრამ არ გამოუვათ

ოთარ დანელიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“ 20 ივნისის ღამეს მომხდარზე და შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, გიორგი გახარიას ხედავენ როგორც პოლიტიკურად ძლიერ ფიგურას, რაც მისი თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნის მთავარი მიზეზია.

საელჩო

26 ივნისი 2019, 00:01

საქართველო

ამერიკელი დიპლომატი ოჯახთან ერთად საქართველოში მოგზაურობის შესახებ წერს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოს მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ამერიკელი დიპლომატი ჯულიუს ცაი წერს, თუ რატომ არის საქართველოში გატარებული დრო მისთვის და მისი ოჯახისთვის ძვირფასი.