imedi /  11 იანვარი 2019, 00:34 / სანდო წყარო

პრაღაში ტოტალიტარიზმის მუზეუმს გახსნიან

პრაღა, ჩეხეთი

პრაღა, ჩეხეთი

პრაღის საქალაქო საბჭომ იმ საავადმყოფოს შენობაში, სადაც 50 წლის წინ სტუდენტი იან პალახი გარდაიცვალა, ტოტალიტარიზმის მუზეუმის გახსნა გადაწყვიტა. ამის შესახებ Euro pulse-ი წერს.

ამჟამად ეს საავადმყოფო კერძო მფლობელობაშია, სადაც ინვესტორს სასტუმროს გახსნა უნდა.

ქალაქის საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ ამ შენობას ისტორიული ღირებულება აქვს და ის მუზეუმად, ან კულტურულ ცენტრად უნდა გადაკეთდეს.

იან პალახი კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტი იყო. მან 1969 წლის 16 იანვარს პრაღაში ვაცლავის მოედანზე, საბჭოთა არმიის მიერ ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა.

ყველა სიახლე

მამუკა გამყრელიძე

26 ივნისი 2019, 16:15

საქართველო

ნაციონალების ოპოზიციური გაერთიანების წევრი მამუკა გამყრელიძე მოსკოვში გაემგზავრა

"ნაციონალური მოძრაობის" ოპოზიციური გაერთიანების წევრი მამუკა გამყრელიძე მოსკოვში გაემგზავრა. მისი თქმით, ვიზიტის მიზანი ჯანმრთელობას უკავშირდება და ის გულის გეგმური გამოკვლევის ჩატარებისთვის მიდის. მამუკა გამყრელიძეს ორმაგი მოქალაქეობა აქვს და შესაბამისად რუსულ პასპორტსაც ფლობს.

26 ივნისი 2019, 16:14

მსოფლიო

გაერო: მსოფლიოში ნარკოტიკულ ნივთიერებას 271 მლნ ადამიანი მოიხმარს

ნარკოტიკულ ნივთიერებებს მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 271 მლნ ადამიანი მოიხმარს. 35 მილიონს კი მასზე დამოკიდებულების გამო მკურნალობა დასჭირდა. ეს ციფრები გაეროს მონაცემებს ეყრდნობა. კვლევა 2019 წელს ჩატარდა და ასახავს 2017 წლის მდგომარეობას.

26 ივნისი 2019, 16:02

მსოფლიო

პარიზში მოსალოდნელი 40°C სიცხის გამო სკოლები დახურეს და ძველი მანქანების გადაადგილება აკრძალეს

საფრანგეთში მოსალოდნელი სიცხის გამო ათობით სკოლა დაიხურა. BBC-ის ცნობით, ქვეყანაში ვარაუდობენ, რომ ხუთშაბათს ჰაერის ტემპერატურა 40°C გრადუსს გადააჭარბებს. პარიზის სამხრეთით, ისონის რეგიონში ჰაერის კონდიცირებისთვის რესურსის არ ქონის გამო 50 სკოლა დაიხურა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, სკოლები კიდევ ორ რეგიონში დაიხურება.

26 ივნისი 2019, 16:00

მსოფლიო

იტალიაში 120-ზე მეტი ადამიანი მაფიის წევრობის ბრალდებით დააკავეს

ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ფართომასშტაბიანი ოპერაცია იტალიის სპეცილურმა ძალებმა ჩაატარეს. დაკავებულებს ნარკოდანაშაულსა და ფულის გათეთრებას ედავებიან. ეს დაჯგუფება იტალიის სამხრეთით, კამპანიაში დაფუძნდა.

ფილმი

26 ივნისი 2019, 15:59

კულტურა

Showtime-ზე ახალი სერიალი „ქალაქი ბორცვზე“ გამოვიდა

"ცუდი პოლიციელის" როლს კევინ ბეიკონი თამაშობს. ვითარება 1990-იან წლებში მიმდინარეობს. სიუჟეტში ერთად მუშაობენ პროკურორის თანაშემწე და FBI-ის კორუმპირებული აგენტი. ისინი იძიებენ საქმეს, რომელიც ძირს უთხრის ქალაქ ბოსტონის მართლმსაჯულების სისტემას.

26 ივნისი 2019, 15:40

ვიდეო

რატომ ირჩევენ საქართველოს? გაიცანით ავსტრალიელი ლოიდი აჭარის მთიანეთიდან

ნიკა მელია

26 ივნისი 2019, 15:40

საქართველო

ნიკა მელია: თმის ღერი არ ჩამომივარდება თავიდან

მელია ამბობს, რომ ეს პროცესები რუსეთის ინეტერესებშია. ის ასევე აცხადებს, რომ ყველაზე რთულ მდგომარეობაში ახლა ბიძინა ივანიშვილია, რადგან პუტინი სხვა გზას არ უტოვებს და იმის გაკეთებას აიძულებს, რის კეთებაც შესაძლოა მასაც არ უნდოდეს.

დავით ფარადაშვილი

26 ივნისი 2019, 15:31

საქართველო

აქციაზე დაშავებული დავით ფარადაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა

31 წლის კაცი კლი­ნი­კა­ში მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს და ამ დრომ­დე მარ­თვით სუნ­თქვა­ზეა. მას პლასტმას-კა­უ­ჩუ­კის ტყვია სა­ფეთ­ქელ­თან მოხ­ვდა, რა­მაც თა­ვის ტვი­ნის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. 20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის შედეგად დაშავებული პირებიდან ამ დროისთვის კლინიკებში 10 პაციენტი რჩება.

26 ივნისი 2019, 15:28

ეკონომიკა

ამერიკელი დიპლომატი: დედამიწაზე არ არსებობს ადგილი, სადაც საქართველოზე მეტად მინდა ყოფნა

"ღვინით მდიდარ აღმოსავლეთში რთველითა და სუფრით დაწყებული, მთიან დასავლეთში ზღვისპირა პიკნიკებისა და თოვლიანი მწვერვალების ჩათვლით, ყველა რეგიონში ჩემი გულის ნაწილი დავტოვე. საქართველოში ყველგან შევიძინე ოჯახი, რომელსაც მუდამ გულით ვატარებ" , - წერს ის.

თბილისის აეროპორტი

26 ივნისი 2019, 15:12

ეკონომიკა

რუსეთიდან საქართველოში ავიაბილეთების ფასი გაიზარდა

რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ავიაბილეთების ღირებულება ერთი მესამედით გაიზარდა. ამის შესახებ სააგენტო РБК სამოგზაურო სერვისების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. ექსპერტებმა რუსეთის ქალაქებიდან საქართველოს მიმართულებით ავიაბილეთებზე მოთხოვნა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ბილეთების ფასი საშუალოდ 34%-ით გაიზარდა.

ქუთაისი

26 ივნისი 2019, 15:07

საქართველო

ქუთაისის საკრებულომ ნაციონალ დეპუტატს უფლებამოსილება შეუჩერა

ქუთაისის საკრებულომ "ნაციონალური მოძრაობიდან" საკრებულოს წევრს, გიორგი უკლებას უფლებამოსილება შეუჩერა. როგორც "ნიუპრესი" წერს, გიორგი უკლება 6 თვეა საკრებულოს სხდომებს არ დასწრებია, ის საზღვარგარეთ არის. გადაწყვეტილება საოლქო კომისიას გადაეგზავნება.

მეტე ფრედერიკსენი

26 ივნისი 2019, 15:07

მსოფლიო

დანიას ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი ჰყავს

5 ივნისს გამართულ არჩევნებზე დანიის ერთპალატიან პარლამენტშია მემარცხენე პარტიებმა 91 მანდატი მოიპოვეს, მემარჯვენეცენტრისტებმა კი 16 მანდატზე ნაკლები. მეტე ფრედერიკსენი 41 წლისაა. ის ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი გახდება.

მამუკა ბახტაძე

26 ივნისი 2019, 14:56

ეკონომიკა

10 ბიზნესგაერთიანება „ოქროს სიასთან“ დაკავშირებით პრემიერს მიმართავს

ბიზნესგაერთიანებები მამუკა ბახტაძეს "ოქროს სიასთან" დაკავშირებით მიმართავენ. როგორც განცხადებაში წერია, მათ სურთ კიდევ ერთხელ აღნიშნონ, რომ რომ ბიზნეს-სექტორის უმრავლესობისთვის რთულდება სამეწარმეო საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელება არასაკმარისი საბრუნავი საშუალებების გამო.

ნიკა მელია

26 ივნისი 2019, 14:48

საქართველო

პარლამენტის ორმა კომიტეტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო კომიტეტმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრისთვის, დეპუტატ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნინეტის მოხსნას მხარი დაუჭირა. დილიდან ამ თემასთან დაკავშირებით გაერთიანებული კომიტეტების სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

26 ივნისი 2019, 14:47

საქართველო

მეტროში დაკვამლიანების გამო მგზავრმა გონება დაკარგა

ინციდენტი მოხდა მეტროში. ტექნიკური ხარვეზის გამო, დაკვამლიანება იყო. ერთ-ერთმა მგზავრმა გოგომ გონება დაკარგა. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და ახლა მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მეტროში დაახლოებით 6 წუთის განმავლობაში შეფერხება იყო. თუმცა, ახლა ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია.

პარლამენტი

26 ივნისი 2019, 14:45

საქართველო

ოპოზიციამ ის მოწმეები დაასახელა, რომლებიც ნიკა მელიას საქმეში ფიგურირებენ

პარლამენტში ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით ხმაურის ფონზე მსჯელობენ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა კობა ნაყოფიამ იმ მოწმეების ვინაობა დაასახელა, რომლებიც მელიას წინააღმდეგ აძლევენ ჩვენებას.

თბილისი

26 ივნისი 2019, 14:38

ეკონომიკა

რუსული მედია ამბობს, რომ საქართველოში რუს ტურისტებს არაფერს ერჩიან. ვიდეო

როგორც გამოცემასთან საუბარში რუსი ტურისტები ამბობენ, მათ საფრთხე არ ემუქრებათ და საქართველოში შესანიშნავად ისვენებენ. ქართველი რესპოდენტები კი ამბობენ, რომ რუს ტურისტებს არაფერს ერჩიან და მათ საქართველოში ელიან.

Cessna 172

26 ივნისი 2019, 14:37

საქართველო

ავიაციის სააგენტო „ამოუცნობ“ საფრენ აპარატზე გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, საფრენი აპარატი, რომელიც „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, იყო „ამოუცნობი“ და ტელეკომპანიის შენობის თავზე დაფრინავდა, ისრაელის ავიაკომპანიას ეკუთვნის და საავიაციო სამუშაოებს ატარებს. როგორც სააგენტოში განმარტავენ, ფრენები თავდაცვის სამინისტროსთანაა შეთანხმებული.

ნიკა მელია

26 ივნისი 2019, 14:30

საქართველო

ოპოზიციის ნაწილმა ორი კომიტეტის სხდომა დატოვა

პარლამენტში ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა დეპუტატების ნაწილმა დატოვა. მანამდე სხდომაზე ისევ სიტყვიერი დაპირისპირება და ხმაური იყო. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ დეპუტატებს მოუწოდა, რომ კოლეგებმა არ მისცენ ხმა ნიკა მელიას დაპატიმრებას.

ჰაერი

26 ივნისი 2019, 14:30

საქართველო

რამდენიმე ქალაქში აზოტის დიოქსიდის და მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია ნორმას აჭარბებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, თუმცა გადაჭარბებულია აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციები.