imedi /  18 იანვარი 2019, 00:15 / სანდო წყარო

ვლადიმერ პუტინი სერბეთში ჩავიდა

ვლადიმერ პუტინი

ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 17 იანვარს საღამოს სერბეთის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ქალაქის ქუჩებში მას სერბეთის რუსეთთან დაახლოების მომხრეები დახვდნენ. პოლიციის ინფორმაციით, შეკრებილთა რიცხვმა 120-130 ათასამდე ადამიანი შეადგინა, რაც ბელგრადის მოსახლეობის დაახლოებით მეათედია.

იმავდროულად, ადგილობრივი ოპოზიციური მედიასაშულებები ამტკიცებენ, რომ მმართველმა სერბეთის პროგრესულმა პარტიამ დემონსტრანტებს მისასალმებელ აქციაში მონაწილეობისთვის დრიური 13 ევრო გადაუხადა, ასევე უფასო კვება და ავტობუსები შესთავაზა, რასაც პარტიის წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფენ.   

ბელგრადში პუტინი სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა და მოლაპარაკების შემდეგ მასთან ერთად პრესკონფერენციაზე ილაპარაკა. პუტინმა ილაპარაკა კოსოვოს გადაწყვეტილებაზე არმიის შექმნის შესახებ და განაცხადა, რომ ეს უკანონოა. 

მანამდე კოსოვოს პრეზიდენტმა ეროვნული არმიის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

კოსოვომ 2008 წელს, ცალმხრივად სერბეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

კოსოვოს პარლამენტის გადაწყვეტილებას მკვეთრად ეწინააღმდეგებიან ბელგრადი და კოსოვოს ეთნიკური სერბები, რომლებიც ამბობენ, რომ ამით დაირღვევა გაეროს რეზოლუციები და ამ ძალას სერბი უმცირესობის წინააღმდეგ გამოიყენებენ - რასაც პრიშტინა უარყოფს.

ნაციონალისტური ორიენტაციის სერბული გაზეთები წერენ, რომ ამ ნაბიჯს შესაძლოა ახალი კონფლიქტი მოჰყვეს.

BBC-ის რუსული ბიუროს ინფორმაციით, კოსოვო პუტინის და ვუჩიჩის მოლაპარაკებების ერთ-ერთი თემა იყო. ბელგრადს კოსოვოს სტატუსთან დაკავშირებით გაეროს რეზოლუციაზე მოსკოვის მხარდაჭერის იმედი აქვს. რეზოლუცია ამ წლის პირველ ნახევარში უნდა მიიღონ და სერბეთს იმედი აქვს, რომ კრემლი მის პოზიციას მხარს დაუჭერს. 

დახურულ კარს მიღმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ქვეყნების ლიდერებმა მიღწეულ შეთანხმებებზე ილაპარაკეს. მათი თქმით, სხვადასხვა სფეროებში, დაწყებული ენერგეტიკიდან დასრულებული კოსმოსის ექსპლუატაციამდე მათ 21 შეთანხმებას მიაღწიეს. პუტინი ბელგრადში ხუთ მინისტრთან ერთად ჩავიდა.

2017 წელს მოსკოვმა ბელგრადს 6 გამანადგურებელი გადასცა. რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის, იური უშაკოვის თქმით, სერბეთისთვის შეიარაღების მიწოდება შეიძლება გაგრძელდეს. მოლაპარაკების კიდევ ერთი თემა გაზსადენის სახმელეთო სატრანზიტო პროექტია: მილსადენი ბულგარეთიდან სერბეთის გავლით ავსტრიამდე უნდა მივიდეს.       

ყველა სიახლე

პანკისი

21 აპრილი 2019, 16:29

ძალოვნები

შსს: სამედიცინო დახმარება 27 ადამიანს აღმოუჩინეს, უწყება მუშაობის აქტიურ რეჟიმზეა გადასული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ მამუკა ჭელიძემ უწყებაში ბრიფინგი გამართა. უწყების განცხადებით, სამედიცინო დახმარება 27 ადამიანს აღმოუჩინეს, მათ შორის 12 ადგილობრივს და 15 სამართალდამცველს.

გიორგი გახარია

21 აპრილი 2019, 16:17

საქართველო

გახარია პანკისელებს: ჩვენ ხომ ძმები ვართ, ხუთმეგავატიანი ჰესის გულისთვის ფორმიან ადამიანებს ქვები ესროლეთ?!

პანკისში ჩასულმა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებს მიმართა და უთხრა, რომ დაუშვებელია სამართალდამცველებისთვის ქვების სროლა. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან თქვა, აქციის დროს 15 სამართალდამცველი დაშავდა.

შრი-ლანკა

21 აპრილი 2019, 16:12

მსოფლიო

შრი-ლანკაზე მომხდარი აფეთქებების საქმეზე 7 ადამიანი დააკავეს

შრი-ლანკაზე მომხდარი აფეთქებების საქმეზე 7 ადამიანია დაკავებული. ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ქვეყნის ეკონომიკური რეფორმებისა და სახელმწიფო გადანაწილების მინისტრი ჰარშა დე სილვა წერს. შრი-ლანკაზე სხვადასხვა ეკლესიებსა და სასტუმროებში რვა აფეთქება მოხდა. ბოლო ინფორმაციით, 207 ადამიანი გარდაიცვალა და 450 დაშავდა.

სალომე ზურაბიშვილი

21 აპრილი 2019, 16:02

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი პანკისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პანკისში განვითარებულ მოვლენებს Facebook-ზე ეხმიანება. პრეზიდენტის განცხდებით, ის ყურადღებით ადევნებს თვალს პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს. მისი განცხადებით ერთადერთი გზა შეთანხმებაა.

21 აპრილი 2019, 16:01

საქართველო

პანკისში დაპირისპირებისას 15 სამართალდამცველი დაშავდა

შს მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ჰესზე საუბარი ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია არაა, რადგან დაზიანებულია ტექნიკა და 15 სამართალდმცველია დაშავებული. შინაგან საქმეთა მინისტრი უკვე პანკისის ხეობაშია.გახარიამ თქვა, რომ შსს იცავს როგორც კონკრეტული სამშენებლო კომპანიის, ისე ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს.

21 აპრილი 2019, 15:54

მსოფლიო

შრი-ლანკის ხელისუფლებამ ტერორისტების იდენტიფიცირება მოახდინა

შრი-ლანკის თავდაცვის მინისტრმა რუვანა ვიევარდენმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ 21 აპრილს მომხდარი აფეთქებების ორგანიზატორების იდენტიფიცირება მოახდინა.

პანკისის ხეობა

21 აპრილი 2019, 15:53

საქართველო

ექსპერტების თქმით პანკისში ჰესის აშენება გარემოზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს

ექსპერტების განმარტებით ჰესი, რომლის მშენებლობაც პანკისში იგეგმება გარემოზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს, მოსახლეობისთვის რაიმე ზიანის მოტანა კი გამორიცხულია, რადგან ამ ჰესის სიმძლავრე 5 მეგავატი იქნება, რაც მცირე და უმნიშვნელოა.

სამხედრო ხომალდი

21 აპრილი 2019, 15:44

ძალოვნები

ბათუმის პორტში ამერიკული სამხედრო ხომალდი შემოვიდა

ეკიპაჟის წევრებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. ეს ხომალდის პირველი ვიზიტია საქართველოში და იs ემსახურება აშშ-ისა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობით. სამხედრო ხომალდი შავი ზღვის საქართველოს აკვატორიას 25 აპრილს დატოვებს.

გიორგი გახარია

21 აპრილი 2019, 15:44

საქართველო

გიორგი გახარია პანკისშია

მანამდე კახეთის სამხარეო სამმართველოს შენობა პანკისელების ნაწილმა მიმდინარე მოვლენების გამო პროტესტის ნიშნად დატოვა. მათი განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ შეხვედრაზე თქვა, რომ დათმობაზე არ წავა, თუ ერთი პოლიციელი მაინც დაშავდება.

დიმიტრი ბიკოვი

21 აპრილი 2019, 15:33

კულტურა

დიმიტრი ბიკოვი კომიდან გამოვიდა

რუსი მწერალი, პოეტი და ჟურნალისტი დიმიტრი ბიკოვი კომიდან გამოვიდა. რუსული მედიის ცნობით, ბურდენკოს კლინიკის ნეიროქირურგების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დინამიკა დადებითია.

21 აპრილი 2019, 15:24

საქართველო

პანკისში რამდენიმე ადამიანი დაშავდა, დაზიანებულია ავტომანქანებიც

მესამე სექტორი პანკისის მოვლენების გამო ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გადადგომას მოითხოვს. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კი მზადაა მოლაპარაკებაში ჩაერთოს.ხეობაში ახლა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას ელოდებიან. ვითარების ხელახლა ესკალაცია ხეობაში პოლიციის დამატებითი ძალების შეყვანამ გამოიწვია.

21 აპრილი 2019, 15:21

საქართველო

თბილისის მერია: წყნეთის გზაზე მეწყერდამცავი კედელი საფრთხეს არ წარმოადგენს

საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ წყნეთის გზატკეცილზე მეწყერის შემაკავებელი საინჟინრო ნაგებობა კატასტროფულ მდგომარეობაშია და წვიმების შედეგად შეიძლება ჩამოინგრეს. imedinews-ს თბილისის მერიაში განუცხადეს, რომ მეწყერდამცავი კედლის მდგომარეობა შემოწმებულია და არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.

21 აპრილი 2019, 15:15

საქართველო

ლომჯარია: უკიდურესად შემაშფოთებელია პანკისის ხეობაში მიმდინარე პროცესები

"მნიშვნელოვანია მოსახლეობის როგორც ინფორმირება, ასევე, მათი აზრის მოსმენა.მზად ვარ ადგილზე შევხვდე დაპირისპირებულ მხარეებს. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, არ მოხდეს დაპირისპირების გაღრმავება და დაცული იყოს ადამიანების უსაფრთხოება,"- წერს ლომჯარია.

21 აპრილი 2019, 15:11

საქართველო

მესამე სექტორი პანკისის მოვლენების გამო თურნავას გადადგომას მოითხოვს

"დონორი ორგანიზაციები, ევროკავშირის წევრი ქვეყნები დაინტერესდნენ მათი ფინანსური დახმარებით მიმდინარე ენერგეტიკული პროექტების სავალალო გარემოსდაცვითი და სოციალური შედეგებით, რომლებიც განხორციელდა და ხორციელდება ევროკავშირისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პოლიტიკების უგულებელყოფით,"- წერია განცხადებაში.

21 აპრილი 2019, 15:02

საქართველო

პანკისში ვითარება შედარებით განიმუხტა

პანკისის ხეობაში მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დღეს დაპირისპირება უკვე მოხდა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ადგილზე მოსახლეობა დაგეგმილი ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. მშენებლობის დაწყება დღეს იგეგმებოდა.

ხასო ხანგოშვილი

21 აპრილი 2019, 14:53

საქართველო

ხასო ხანგოშვილი: ამდენი აჟიოტაჟი არ იყო საჭირო

"არ ვამბობთ რომ აუცილებლად უნდა აშენდეს, იქნება ცხადია ცვლილებები მაგრამ თუ სარგებელი მეტია, უნდა აწონო რა არის დადები თუ უარყოფითი, თუ დადებითი სარგებელი მეტია ასე უნდა გადაწყდეს. უნდა გავითვალისწინოთ ჩვენც მოსახლეობამაც სახელმწიფოს ინტერესები,- თქვა ხასო ხანგოშვილმა.

21 აპრილი 2019, 14:49

მსოფლიო

რომის პაპმა შრი-ლანკაზე მომხდარი ტერაქტი დაგმო

რომის პაპმა ფრანცისკემ შრი-ლანკაზე მომხდარ ტერაქტს „სასტიკი ძალადობა“ უწოდა. რომის პაპმა აღნიშნა, რომ შრი-ლანკაზე მომხდარი 8 ტერაქტი არის სასტიკი. პაპმა ასევე მწუხარება გამოთქვა და სამძიმარი გამოხატა გარდაცვლილთა ოჯახის წევრების მიმართ.

21 აპრილი 2019, 14:40

საქართველო

გახარიასთან შეხვედრა პანკისელებმა დატოვეს, მინისტრი პანკისში წავიდა

მათი განცხადებით, შს მინიატრმა გიორგი გახარიამ შეხვედრაზე თქვა, რომ დათობაზე არ წავა თუ ერთი პოლიციელი მაინც დაშავდა.გიროგი გახარია , მოადგილესთან ერთად შენობა დატოვა და პანკისისი მიმართულებით გაემგზავრნენ. მოლაპარაკება კი ჩაიშალა.

21 აპრილი 2019, 14:33

საქართველო

პანკისში პოლიცია რეზინის ტყვიებს იყენებს, ადგილობრივებმა შსს-ს მანქანა დააზიანეს

პანკისის ხეობაში მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დღეს დაპირისპირება უკვე მოხდა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ადგილზე მოსახლეობა დაგეგმილი ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. მშენებლობის დაწყება დღეს იგეგმებოდა.

პოლიცია

21 აპრილი 2019, 14:23

საქართველო

პანკისში ადგილობრივებსა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირებაა

პანკისის ხეობაში მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დღეს დაპირისპირება უკვე მოხდა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ადგილზე მოსახლეობა დაგეგმილი ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. მშენებლობის დაწყება დღეს იგეგმებოდა.