imedi /  18 იანვარი 2019, 15:31 / სანდო წყარო

ავსტრალიაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურაა

ხელისუფლების შეფასებით ავსტრალიამ, სულ მცირე, ბოლო 10 დღის განმავლობაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა გადაიტანა.

შაბათის შემდეგ, ქვეყანაში მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება, რაც კლავს ეკოსისტებას და გარეულ ცხოველებს. მომატებულია ასევე ტყის ხანძრების რაოდენობა. 

ავსტრალიის მეტეოროლოგიურმა ბიურომ განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით, ყოველდღიური მაქსიმალური ტემპერატურა 40 გრადუსია. ბიუროში აცხადებენ, რომ ეს მთელი დაკვირვების ისტორიაში ყველაზე მაღალი ტემპერატურაა. 

დღეს ავსტრალიაში 42 გრადუსს ელოდებიან. ხელისუფლება მოქალაქეებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

ყველა სიახლე

ნათია თურნავა

06 დეკემბერი 2019, 22:44

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ჩვენ ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას

„ისედაც ძალიან დაგვიანდა - ორი წელი, პრაქტიკულად, ინვესტორის მოთხოვნით ხდებოდა გადავადება და ჩვენ ვერ დავუშვებთ ამ პროექტის მეტად დაგვიანებას. სასურველი იყო, რომ ამ ინვესტორთან ერთად მომხდარიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ნაკლებად სავარაუდოა“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ვარსკვლავის გახსნა

06 დეკემბერი 2019, 22:42

კულტურა

გორში, ერისთავის თეატრთან ლეო ოზგებაშვილს ვარსკვლავი გაუხსნეს

პირველი ვარსკვლავი ერისთავის თეატრის წინ. დამსახურებულ არტისტს და გორელების საყვარელ მსახიობ ლეო ოზგებაშვილს ფოიერვერკის თანხლებით ვარსკვლავი გაუხსნეს. ის წელს იუბილარია, დაბადებიდან 80 და სცენაზე ყოფნის 60 წლისთავს აღნიშნავს.

06 დეკემბერი 2019, 22:33

საქართველო

ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფი ვაჟა გაფრინდაშვილის სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვს

„შეშფოთებული ვართ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებით და მოვითხოვთ მის სასწრაფოდ გათავისუფლებას“, – ამის შესახებ აღნიშნულია ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს ეხება.

მუზეუმი

06 დეკემბერი 2019, 22:31

კულტურა

გერმანულ მუზეუმს 40 წლის წინ მოპარული 5 ნახატი დაუბრუნეს

საუბარია უფროსი ჰანს გოლბეინის, უფროსი იან გრეიბელის, ანტონ ვან დეიკის, ფრანს ჰალსისა და იან ლივენსის ტილოებზე. ეს ნახატები მუზეუმიდან 1979 წლის დეკემბერში მოიპარეს. ეს მაშინ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ყველაზე მასშტაბური ძარცვა გახდა.

ლიბრა

06 დეკემბერი 2019, 22:17

ეკონომიკა

ევროკავშირი ბაზარზე Facebook-ის კრიპტოვალუტას არ დაუშვებს

Facebook-ი კრიპტოვალუტა Libra-ს გამოშვებას 2020 წლიდან გეგმავს, თუმცა ევროკავშირის ბაზარზე მისი გამოყენება არ მოხდება. ევროკომისიის გადაწყვეტილებით, Libra-სთან დაკავშირებით ყველა იურიდიული პროცესი უნდა დასრულდეს და არსებული რისკები შეფასდეს.

ციგურაობა

06 დეკემბერი 2019, 22:10

სპორტი

ქართველმა მოციგურავეებმა საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედლები მოიპოვეს

მედლების პირველი კომპლექტი სპორტულ წყვილებში გათამაშდა , სადაც ქართველმა მოციგურავეებმა ალინა ბუტაევა და ლუკა ბერულავამ თავიანთი სადებიუტო გამოსვლების ისტორიაში პირველად, 142 ,54 ქულით პირველი ადგილი და ოქროს მედლები დაიმსახურეს.

პრემიერა

06 დეკემბერი 2019, 21:59

კულტურა

მარჯანიშვილის თეატრში ახალი სპექტაკლის პრემიერა გაიმართება

მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე პრემიერისთვის ემზადებიან. რეჟისორმა გიორგი კავილაძემ სპექტაკლი „ვარდის სვირინგი“, ტენესი უილიამსის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დადგა. პრემიერა 8 დეკემბერს არის დანიშნული.

06 დეკემბერი 2019, 21:44

მსოფლიო

ევროკავშირში 2020 წლიდან ავტოგამონაბოლქვზე რეგულირება მკაცრდება

2020 წლის 1 იანვრიდან ევროკავშირში ავტომანქანების მწარმოებელი კომპანიებისთვის საქმიანობის მარეგულირებელი ახალი წესები ამოქმედდება. კერძოდ, ავტომობილებმა 1 კილომეტრის გავლისას გამონაბოლქვში 95 გრამ ნახშირორჟანგზე მეტი არ უნდა გამოყონ.

ბერი

06 დეკემბერი 2019, 21:27

ძალოვნები

რას წერს ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერი აღიარებით ჩვენებაში

„ქრონიკამ“ იმ ათონელი ბერის აღიარებითი ჩვენება მოიპოვა, რომელსაც სამართალდამცველები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავებიან. როგორც ჩვენებაში წერია, ათონში მოღვაწე ბერმა მალანიას ჩანთა თბილისში წასაღებად გადასცა, თუმცა არ უთქვამს, რომ მასში ნარკოტიკი იყო მოთავსებული.

ექსტრადიცია

06 დეკემბერი 2019, 21:10

ძალოვნები

საქართველომ რუსეთს ძმები გლუშკოვები გადასცა

რუსეთის პროკურატურის მიერ თაღლითობაში ბრალდებული ძებნილი ძმები გლუშკოვები, საქართველომ რუსეთის ფედერაციას გადასცა. მანამდე ვლადიმერ და ალექსანდრე გლუშკოვების რუსეთში ექსტრადირებაზე ინფორმაცია რუსულ მედიაში გავრცელდა. Imedinews-ს ეს ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროში დაადასტურეს.

06 დეკემბერი 2019, 21:07

ძალოვნები

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი

არასრულწლოვანთა ტრეფიკინგისა და ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეში „ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მოსწავლეები, რომლებიც ბრალდებულ მასწავლებელს ფოტოსესიაზე მიჰყავდა, სავარაუდოდ, დუმილის სანაცვლოდ, სახლში ძვირად ღირებული საჩუქრებით ბრუნდებოდნენ.

სლოვაკეთი აფეთქება

06 დეკემბერი 2019, 20:48

მსოფლიო

სლოვაკეთში საცხოვრებელ კორპუსში გაზის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

სლოვაკეთში 12-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაზის აფეთქებას სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა, 40 კი დაშავდა. ინციდენტი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ პრეშოვში მოხდა. აფეთქება მე-9 და მე-12 სართულებს შორის მოხდა.

პელე

06 დეკემბერი 2019, 20:16

სპორტი

ტურინში, აუქციონზე პელეს ფორმა ‎€30 ათასად გაიყიდა

იტალიაში, ტურინში აუქციონი მოეწყო და ლეგენდარული ედსონ არანტეს დო ნასიმენტო პელეს ფორმა 30 ათას ევროდ გაიყიდა. პელეს ეს ფორმა ბოლო სანაკრებო მატჩში, 1971 წელს იუგოსლავიასთან გამართულ შეხვედრაზე ეცვა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

ზუგდიდის სასამართლო

06 დეკემბერი 2019, 20:14

ძალოვნები

ჩხოროწყუში გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ირაკლი აბშილავამ სრულად გაიზიარა პროკურორ დავით პაპავას შუამდგომლობა, ძალადობაში ბრალდებული პოლიციელის ა.დ-ს საქმეზე, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება კაცის სავარაუდო გაუპატიურებას ედავება და აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა.

ნიკა გვარამია

06 დეკემბერი 2019, 19:51

ძალოვნები

პროკურორმა ნიკა გვარამიას დაკითხვის დეტალები განმარტა

გრიფით საიდუმლო საქმეს ენიჭება კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, კონკრეტული მონაცემის გათვალისწინებით. ნიკა გვარამიას გააჩნდა კონკრეტული ინფორმაცია კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც იქნა დაბარებული მოწმის სახით“- განაცხადა პროკურორმა.

შოკოლადის ფესტივალი

06 დეკემბერი 2019, 19:46

ეკონომიკა

ბოტანიკური ბაღი შოკოლადის ფესტივალს უმასპინძლებს

ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში წარმოებული ხელნაკეთი შოკოლადი. ასევე, სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული შოკოლადები, ადგილზე მომზადებული ცხელი შოკოლადი, ბელგიური შოკოლადიანი ვაფლი და საახალწლო ხელნაკეთი ნივთები.

coca-cola

06 დეკემბერი 2019, 19:25

ტაბლოიდი

„ვარსკვლავური ომების“ ახალი ნაწილის პატივსაცემად სპეციალური Coca-Cola გამოუშვეს

Coca-Cola-ს ბოთლის განსხვავებული დიზაინი „ვარსკვლავური ომების“ ახალ ეპიზოდს ეძღვნება. ბოთლის სულ 2 ვერსიაა: ერთზე რეის ცისფერი ხმალი უჭირავს, მეორეზე კი კაილო რენია გამოსახული, რომლის ხმალი წითელია. ეტიკეტზე ხელის დაჭერისას ხმალი დაახლოებით 5 წამი ანათებს.

ნიკა გვარამია

06 დეკემბერი 2019, 19:19

ძალოვნები

ნიკა გვარამიას გრიფით „საიდუმლო“ საქმეზე გამოკითხვა დასრულდა

საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას გამოკითხვა გრიფით „საიდუმლო“ საქმეზე დასრულდა. „დამისვეს კითხვები რა ვიგულისხმე დამხობაში და უზურპატორში და თუ ეს არ იცოდნენ საერთოდ ჩემი გამოკითხვა რატომ დაიწყეს. განვმარტე რატომ არ არის ბიძინა ივანიშვილის დამხობა ხელისუფლების დამხობა“, - ეს განცხადება გვარამიამ მედიასთან სასამართლოდან გამოსვლისას გააკეთა.

აშშ სროლა

06 დეკემბერი 2019, 19:05

მსოფლიო

ფლორიდაში სამხედრო ბაზაზე სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ფლორიდის შტატის ქალაქ პენსაკოლაში მდებარე სამხედრო-საზღვაო ბაზაზე სროლას მსხვერპლი მოჰყვა. ცეცხლი დაუდგენელმა პირმა გახსნა, რასაც 1 ადამიანი ემსხვერპლა, 7 კი დაიჭრა. თავდამსხმელი მოკლულია. ამ ბაზაზე 16 000 სამხედრო და 7400 სამოქალაქო სპეციალისტი მსახურობს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო

06 დეკემბერი 2019, 18:36

საქართველო

პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ვასილ როინიშვილი წარედგინება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ვასილ როინიშვილის კანდიდატურა წარედგინება. ვასილ როინიშვილმა საბჭოს 10 წევრის მხარდაჭერა მიიღო სამი წევრი კი წინააღმდეგი იყო.