imedi /  27 იანვარი 2019, 17:53 / სანდო წყარო

მაშველებმა ბრაზილიაში კაშხალზე მუშაობა შეაჩერეს

სტიქიის ზონა ბრაზილიაში

სტიქიის ზონა

ბრაზილიაში კაშხლის გარღვევის შედეგად დაკარგულთა სამძებრო სამუშაოები დროებით შეჩერდა. ამის მიზეზი მეორე კაშხლის გარღვევის საფრთხე გახდა. ინფორმაციას Globo ავრცელებს.

მანამდე ვრცელდებოდა ცნობები ამ რისკის შესახებ, ვინაიდან მეორე კაშხალს ბზარი გაუჩნდა და შეუჩერებელი წვიმების გამო ის გადაივსო.

ამ დროისთვის მაშველებს სარისკო ზონიდან მოსახლეობა გაჰყავთ. მათ სულ 24 ათასი ადამიანის ევაკუაცია უნდა მოახდინონ.

თავის მხრივ, კომპანია Vale-მ განაცხადა, რომ დღეს დილით,, კაშხალზე წყლის დონის მომატების გამო, საავარიო სისტემა ჩაირთო.

უბედური შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მინას-ჟერაისის შტატში მოხდა. რკინის მომპოვებელ მაღაროს, სადაც ინციდენტი მოხდა, ზედამხედველობას გერმანული კომპანია TÜV Süd უწევდა. როგორც კომპანიის თანამშრომლები აცხადებენ, მაღარო უკანასკნელად 2018 წელს შეამოწმეს და ხარვეზები ვერ აღმოაჩინეს.

ბოლო მონაცემებით,  დაღუპულია 40-მდე ადამიანი, ხოლო 300-მდე პირი ისევ დაკარგულად ითვლება.

ყველა სიახლე

თენგიზ ცერცვაძე

10 აპრილი 2020, 22:53

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: მარნეულში ზომების მიღება 2-3 დღით რომ დაგვეგვიანა, უმართავ პროცესს მივიღებდით

მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულის პაციენტის კონტაქტები არ ვიცოდით, ამ სწორმა და მყისიერმა ქმედებებმა მოგვცა ის, რომ მთელი მარნეულის და ბოლნისის გამოკვლევის შედეგად მხოლოდ 20-მდე პაციენტი გამოიკვეთ. საგანგებო ზომები რომ ერთი დღით გვიან მიგვეღო, იქ ასობით შემთხვევა გვექნებოდა, - ამის შესახებ „POSTV“-ის ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

10 აპრილი 2020, 22:37

COVID19

ირაკლი ღარიბაშვილი: თავდაცვის ძალებში კორონავირუსის გავრცელების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი

სწორედ ამ მიზნით, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ კორონავირუსის გავრცელება, ჯარი გადავიყვანეთ ყაზარმულ რეჟიმზე ჯერ კიდევ 21 მარტს. მაქსიმალურად კონტროლდება გარეშე პირთა შესვლა და გასვლა, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია POSTV -ის ეთერში განაცხადა.

დონალდ ტრამპი

10 აპრილი 2020, 22:36

COVID19

დონალდ ტრამპი: აშშ-ში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე პროგნოზირებული 100 000

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე პროგნოზირებული 100 000. „როგორც ჩანს, სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე 100 000“, - განაცხადა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე დონალდ ტრამპმა.

ჯოზეფ ბაიდენი

10 აპრილი 2020, 22:22

მსოფლიო

CNN: ტრამპს რეიტინგით ბაიდენი უსწრებს

აშშ-ს ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი რეიტინგით მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უსწრებს. სოციოლოგიური გამოკითხვა CNN-მა ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, ბაიდენს მხარს რესპოდენტთა 53 პროცენტი უჭერს, ტრამპს კი ხმას გამოკითხულთა 42 პროცენტი აძლევს. ამასთან, ბაიდენის მხარდამჭერთა 62 პროცენტი ქალები არიან, ტრამპის მხარდამჭერთა 51 პროცენტს კი კაცები შეადგენენ.

ირაკლი ღარიბაშვილი

10 აპრილი 2020, 22:21

COVID19

ირაკლი ღარიბაშვილი: თავდაცვის ძალები არის მობილიზებული და მზადყოფნაში

ვინაიდან ვართ პასუხისმგებელი უწყება ქვეყნის თავდაცვაზე ჩვენ ორი ნაბიჯით წინ უნდა ვიყოთ მოვლენებთან მიმართებაში. სწორედ აქედან გამომდინარე ჩემი ხელმძღვანელობით პრევენციული ზომები გატარდა სამინისტროში, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია POSTV -ის ეთერში განაცხადა.

10 აპრილი 2020, 22:12

COVID19

უზბეკეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობას გამოჯანმრთელებულთა სისხლით აპირებენ

უზბეკეთში კორონავირუსით ​ინფიცირებულ იმ პაციენტებს, რომელთა მდგომარეობაც მძიმეა, გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლით უმკურნალებენ. ამის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება. „გამოცდილ მეცნიერებსა და მედიკოსებთან შეთანხმებით ქვეყანაში მალე ახალი მეთოდი იქნება შემოღებული- ეს არის გამოჯანმრთელებულ პაციენტთა სისხლის შრატის გამოყენების პრაქტიკა იმ პაციენტებზე, რომლებსაც ვირუსის მწვავე ფორმა აქვთ. გამოჯანმრთელებულ პაციენტთა სისხლს სრული ლაბორატორიული გამოკვლევა ჩაუტარდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

10 აპრილი 2020, 22:09

COVID19

იტალიაში კარანტინის რეჟიმი 3 მაისამდე გახანგრძლივდა

იტალიაში კარანტინის რეჟიმი 3 მაისამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ იტალიის მთავრობის თავმჯდომარემ ჯუზეპე კონტემ განაცხადა.

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო

10 აპრილი 2020, 22:08

COVID19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს. ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხი კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ მიიღეს. საუბარია ახალგაზრდა კაცზე, რომელსაც საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. შესაბამისად, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 10 პაციენტი რჩება.

ირაკლი ღარიბაშვილი

10 აპრილი 2020, 22:06

COVID19

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ გვყავს სპეციალური რადიაციული დანაყოფი, რომელმაც 250 ათასი სატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია და 620 ათასი მოქალაქის თერმოსკრინინგი ჩაატარა

12 ქალაქში კორონავირუსის პრევენციისთვის გვაქვს მოწყობილი 61 საკონტროლო-გამშვები პუნქტი. დღეის მდგომარეობით ჩართულია 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. რომლებიც აჩვენებენ მაღალ პროფესიონალიზმს. გამორჩეულ დისციპლინას და მაღალ მობილიზაციას, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია POSTV -ის ეთერში განაცხადა.

10 აპრილი 2020, 22:03

COVID19

ამერიკიდან სპეცრეისით სამშობლოში საქართველოს 79 მოქალაქე დაბრუნდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამ წუთებში თვიმფრინავი დაეშვა, რომელმაც სპეცრეისით აშშ-დან საქართველოს 79 მოქალაქე ჩამოიყვანა. ქართველ სტუდენტებთან და მოსწავლეებთან ერთად თვითმფრინავში სომხეთის მოქალაქეებიც არიან. მგაზვრები თერმოსკრინინგს გაივლიან, რის შემდეგაც ისინი 14-დღიან კარანტინს დაექვემდებარებიან.

საუნივერსიტეტო კლინიკა

10 აპრილი 2020, 22:01

COVID19

საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფ ორსულ ქალს კორონავირუსზე პირველი უარყოფითი პასუხი მოუვიდა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფ ორსულ ქალს კორონავირუსზე პირველი უარყოფითი პასუხი მოუვიდა. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ დაუდასტურა. მისი ინფორმაციით, ორსული ქალი საუნივერსიტეტო კლინიკაში მე-15 დღეა მკურნალობს და მასთან კორონავირუსზე აღებული პირველი ტესტის პასუხი უარყოფითია. რაც შეეხება მეორე ტესტს, მისი აღება ხვალ იგეგმება.

ბიურო პარლამენტი

10 აპრილი 2020, 21:54

COVID19

13 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩაინიშნა

13 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ბიუროს სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული და მასზე, სავარაუდოდ, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებაზე და საგანგებო მდგომარეობის საკითხზე იმსჯელებენ.

ენდრიუ კუომო

10 აპრილი 2020, 21:48

COVID19

ენდრიუ კუომო: პრეზიდენტი მართალია, როდესაც ამბობს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას განგაში უნდა აეტეხა

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი ენდრიუ კუომო იმ ამერიკელი პოლიტიკოსების რიგებს შეუერთდა, ვინც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აკრიტიკებენ კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირებისთვის.

კორონავირუსი

10 აპრილი 2020, 21:43

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, კორონავირუსმა უკვე 100 376 ადამიანი იმსხვერპლა. მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი უკვე 1 650 000-ს აღემატება.

თელავი სარწყავი არხი

10 აპრილი 2020, 21:38

რეგიონი

თელავში სარწყავი არხის გაწმენდა მიმდინარეობს

თელავში სარწყავი არხის გაწმენდა მიმდინარეობს. სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული ფართობების გაზრდის მიზნით 25 მარტიდან ახორციელებს.

დონალდ ტრამპი

10 აპრილი 2020, 21:14

COVID19

დონალდ ტრამპი: მაშინ, როდესაც ჩვენი ერი უხილავ მტერს ებრძვის, კვლავ ვადასტურებთ, რომ ამერიკელებს ლოცვის ძალის სჯერათ

წითელ პარასკევს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მადლობა გადაუხადა მათ, ვინც კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე დგას და ამერიკელებს ქვეყნისთვის ლოცვისკენ მოუწოდა.

კორონავირუსი ვიდეო

10 აპრილი 2020, 21:12

COVID19

როგორ ვრცელდება კორონავირუსი დაინფიცირებული ადამიანის ხველის დროს. ვიდეო

ფინელმა მეცნიერებმა კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის ხველის მოდელირებული ვერსია შექმნეს. კვლევის შედეგები აალტოს უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სპეციალისტებმა შექმნეს სამგანზომილებიანი მოდელი, რომელიც აჩვენებს, როგორ ვრცელდება კორონავირუსის ნაწილაკები დახურულ სივრცეში.

ვულკანი მერაპი

10 აპრილი 2020, 21:11

მსოფლიო

კუნძულ იავაზე სტრატოვულკანი მერაპი ამოიფრქვა

ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე აქტიური სტრატოვულკანი მერაპი ამოიფრქვა. ფერფლის სვეტის სიმაღლემ 3 კილომეტრი შეადგინა. ინფორმაციას სააგენტო ANTARA ადგილობრივ გეოლოგიური რისკების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

10 აპრილი 2020, 20:50

COVID19

წალენჯიხაში „ევექსის“ ცხელების ცენტრი 15 პაციენტის მიღებას შეძლებს

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ წალენჯიხის რაიონული საავადმყოფო ვითარების გაცნობის მიზნით დაათვალიერა. შემუშავებულია რეკომენდაციები. „ევექსის“ კლინიკაში ცხელების ცენტრი ამოქმედდა და 3 პაციენტის მიღების რესურსი აქვს. შემდეგ ეტაპზე კი პერსონალი 15 ადამიანის მიღებას შეძლებს.

10 აპრილი 2020, 20:46

COVID19

The Guardian: იტალიური მაფია კორონავირუსით დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარება

მწვავე პანდემიის ფონზე იტალიური მაფია ქველმოქმედებით დაკავდა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, მაფიოზური დაჯგუფებები ღარიბ მოსახლეობას ეხმარებიან და მათ სურსათსა და პირველადი მოხმარების საგნებს აწვდიან. კატანძაროს პროვინციის პროკურორის, ნიკოლა გრატერის მტკიცებით, მაფიის ბოსებს ღარიბი მოსახლეობის თვალში გმირად წარმოჩენა სურთ, თუმცა კარანტინის დასრულების შემდეგ ისინი მოსახლეობას სავარაუდოდ თავიანთ სამსახურში სთხოვენ ჩადგომას ან მათთვის სასურველი პოლიტიკოსებისთვის ხმის მიცემას. დღეისათვის იტალიაში კორონავირუსის 147 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი კი 19 ათასს უახლოვდება.