imedi /  31 იანვარი 2019, 11:38 / სანდო წყარო

ევროკავშირის ელჩმა რუსეთის ფედერაციაში უკრაინელი მეზღვაურების დაკავება გააპროტესტა

რუსეთის ფედერაციაში ევროკავშირის ელჩმა მარკუს ედერერმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ გრუშკოსთან შეხვედრაზე უკრაინელი მეზღვაურების დაკავება ოფიციალური დემარშით გააპროტესტა. ამის შესახებ Deutsche Welle-ს კორესპონდენტს ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა.

"ელჩმა შეახსენა ევროკავშირის უკვე კარგად ნაცნობი პოზიცია, რაც რუსეთის მიერ უკრაინელი მეზღვაურების დაკავების გახანგრძლივებას უკავშირდება", - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადებაში. 

აქვე ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი რუსეთისგან ელოდება 24 უკრაინელი მეზღვაურის "დაუყოვნებლივ და უპირობო" გათავისუფლებას. ბრიუსელი მოსკოვისგან მოითხოვს, პატივი სცეს დაკავებულთა უფლებებს, რაც იურიდიული მომსახურებით სარგებლობასა და საკონსულოს თანამშრომლებთან შეუფერხებელ კონტაქტს გულისხმობს. ევროკავშირი ასევე მოუწოდებს რუსეთს, დაჭრილმა ჯარისკაცებმა საჭირო სამედიცინო დახმარება მიიღონ, უკვე გატარებული ღონისძიებები კი არასაკმარისად შეაფასა.

"2018 წლის 24 ნოემბერს ქერჩის ყურეში მომხდარი ფაქტი არის უკრაინის ფლოტის მიერ რუსეთის საზღვრის დარღვევა", - აცხადებენ თავის მხრივ რუსეთის ფედერაციაში. ოფიციალური მოსკოვი ევროკავშირისგან უკრაინაში "ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისადმი, ქვეყანაში არსებული ნეონაციზმისა და ანტისემიტიზმისადმი პრინციპული მიდგომისკენ" მოუწოდებს.

25 ნოემბერს რუსებმა ქერჩის სრუტეში 3 უკრაინული გემი და 24 უკრაინელი მეზღვაური დააპატიმრეს, რასაც უკრაინის ლიდერმა აგრესიის აქტი უწოდა და რუსეთის მოსაზღვრე რაიონებში საომარი ვითარება გამოაცხადა.

26 ნოემბერს კი უკრაინის რადამ რუსეთთან მოსაზღვრე რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 26 დეკემბერს გააუქმა.

ყველა სიახლე

10 აპრილი 2020, 23:21

ტექნოლოგიები

Apple-მა და Google-მა კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით ახალი ტექნოლოგია დააანონსეს

Apple-მა და Google-მა ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში საკუთარი სმარტფონების პლატფორმებზე ახალი ტექნოლოგიის დამატება დააანონსეს, რომელიც მომხმარებლებს გააფრთხილებს, თუ ისინი კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან კონტაქტში შევლენ. აღნიშნული ტექნოლოგია მიზნად ისახავს ახალი კორონავირუსის გავრცელების შეკავებას.

თენგიზ ცერცვაძე

10 აპრილი 2020, 23:20

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: მიმდინარეობს 15-16 მედიკამენტის გამოცდა, მათი უმეტესობა სხვა ინფექციების დროს გამოიყენებოდა

დაახლოებით 15-16 მედიკამენტის გამოცდა მიმდინარეობს, მათგან 1-2 ახლად შექმნილია, დანარჩენები კი სხვა ინფექციების დროს გამოიყენებოდა, - ამის შესახებ „POSTV“-ის ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

10 აპრილი 2020, 23:11

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: წვეთოვანი ინფექციის დროს საქართველოში დამზადებულ პირბადეს აქვს დაცვის მაღალი ხარისხი

საქართველოში წარმოებული პირბადის ხარისხზე განმარტება „POSTV“-ის ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ გააკეთა.

თენგიზ ცერცვაძე

10 აპრილი 2020, 22:53

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: მარნეულში ზომების მიღება 2-3 დღით რომ დაგვეგვიანა, უმართავ პროცესს მივიღებდით

მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულის პაციენტის კონტაქტები არ ვიცოდით, ამ სწორმა და მყისიერმა ქმედებებმა მოგვცა ის, რომ მთელი მარნეულის და ბოლნისის გამოკვლევის შედეგად მხოლოდ 20-მდე პაციენტი გამოიკვეთ. საგანგებო ზომები რომ ერთი დღით გვიან მიგვეღო, იქ ასობით შემთხვევა გვექნებოდა, - ამის შესახებ „POSTV“-ის ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

10 აპრილი 2020, 22:37

COVID19

ირაკლი ღარიბაშვილი: თავდაცვის ძალებში კორონავირუსის გავრცელების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი

სწორედ ამ მიზნით, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ კორონავირუსის გავრცელება, ჯარი გადავიყვანეთ ყაზარმულ რეჟიმზე ჯერ კიდევ 21 მარტს. მაქსიმალურად კონტროლდება გარეშე პირთა შესვლა და გასვლა, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია POSTV -ის ეთერში განაცხადა.

დონალდ ტრამპი

10 აპრილი 2020, 22:36

COVID19

დონალდ ტრამპი: აშშ-ში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე პროგნოზირებული 100 000

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე პროგნოზირებული 100 000. „როგორც ჩანს, სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე 100 000“, - განაცხადა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე დონალდ ტრამპმა.

ჯოზეფ ბაიდენი

10 აპრილი 2020, 22:22

მსოფლიო

CNN: ტრამპს რეიტინგით ბაიდენი უსწრებს

აშშ-ს ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი რეიტინგით მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უსწრებს. სოციოლოგიური გამოკითხვა CNN-მა ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, ბაიდენს მხარს რესპოდენტთა 53 პროცენტი უჭერს, ტრამპს კი ხმას გამოკითხულთა 42 პროცენტი აძლევს. ამასთან, ბაიდენის მხარდამჭერთა 62 პროცენტი ქალები არიან, ტრამპის მხარდამჭერთა 51 პროცენტს კი კაცები შეადგენენ.

ირაკლი ღარიბაშვილი

10 აპრილი 2020, 22:21

COVID19

ირაკლი ღარიბაშვილი: თავდაცვის ძალები არის მობილიზებული და მზადყოფნაში

ვინაიდან ვართ პასუხისმგებელი უწყება ქვეყნის თავდაცვაზე ჩვენ ორი ნაბიჯით წინ უნდა ვიყოთ მოვლენებთან მიმართებაში. სწორედ აქედან გამომდინარე ჩემი ხელმძღვანელობით პრევენციული ზომები გატარდა სამინისტროში, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია POSTV -ის ეთერში განაცხადა.

10 აპრილი 2020, 22:12

COVID19

უზბეკეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობას გამოჯანმრთელებულთა სისხლით აპირებენ

უზბეკეთში კორონავირუსით ​ინფიცირებულ იმ პაციენტებს, რომელთა მდგომარეობაც მძიმეა, გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლით უმკურნალებენ. ამის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება. „გამოცდილ მეცნიერებსა და მედიკოსებთან შეთანხმებით ქვეყანაში მალე ახალი მეთოდი იქნება შემოღებული- ეს არის გამოჯანმრთელებულ პაციენტთა სისხლის შრატის გამოყენების პრაქტიკა იმ პაციენტებზე, რომლებსაც ვირუსის მწვავე ფორმა აქვთ. გამოჯანმრთელებულ პაციენტთა სისხლს სრული ლაბორატორიული გამოკვლევა ჩაუტარდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

10 აპრილი 2020, 22:09

COVID19

იტალიაში კარანტინის რეჟიმი 3 მაისამდე გახანგრძლივდა

იტალიაში კარანტინის რეჟიმი 3 მაისამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ იტალიის მთავრობის თავმჯდომარემ ჯუზეპე კონტემ განაცხადა.

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო

10 აპრილი 2020, 22:08

COVID19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს. ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხი კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ მიიღეს. საუბარია ახალგაზრდა კაცზე, რომელსაც საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. შესაბამისად, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 10 პაციენტი რჩება.

ირაკლი ღარიბაშვილი

10 აპრილი 2020, 22:06

COVID19

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ გვყავს სპეციალური რადიაციული დანაყოფი, რომელმაც 250 ათასი სატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია და 620 ათასი მოქალაქის თერმოსკრინინგი ჩაატარა

12 ქალაქში კორონავირუსის პრევენციისთვის გვაქვს მოწყობილი 61 საკონტროლო-გამშვები პუნქტი. დღეის მდგომარეობით ჩართულია 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. რომლებიც აჩვენებენ მაღალ პროფესიონალიზმს. გამორჩეულ დისციპლინას და მაღალ მობილიზაციას, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია POSTV -ის ეთერში განაცხადა.

10 აპრილი 2020, 22:03

COVID19

ამერიკიდან სპეცრეისით სამშობლოში საქართველოს 79 მოქალაქე დაბრუნდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამ წუთებში თვიმფრინავი დაეშვა, რომელმაც სპეცრეისით აშშ-დან საქართველოს 79 მოქალაქე ჩამოიყვანა. ქართველ სტუდენტებთან და მოსწავლეებთან ერთად თვითმფრინავში სომხეთის მოქალაქეებიც არიან. მგაზვრები თერმოსკრინინგს გაივლიან, რის შემდეგაც ისინი 14-დღიან კარანტინს დაექვემდებარებიან.

საუნივერსიტეტო კლინიკა

10 აპრილი 2020, 22:01

COVID19

საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფ ორსულ ქალს კორონავირუსზე პირველი უარყოფითი პასუხი მოუვიდა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფ ორსულ ქალს კორონავირუსზე პირველი უარყოფითი პასუხი მოუვიდა. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ დაუდასტურა. მისი ინფორმაციით, ორსული ქალი საუნივერსიტეტო კლინიკაში მე-15 დღეა მკურნალობს და მასთან კორონავირუსზე აღებული პირველი ტესტის პასუხი უარყოფითია. რაც შეეხება მეორე ტესტს, მისი აღება ხვალ იგეგმება.

ბიურო პარლამენტი

10 აპრილი 2020, 21:54

COVID19

13 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩაინიშნა

13 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ბიუროს სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული და მასზე, სავარაუდოდ, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებაზე და საგანგებო მდგომარეობის საკითხზე იმსჯელებენ.

ენდრიუ კუომო

10 აპრილი 2020, 21:48

COVID19

ენდრიუ კუომო: პრეზიდენტი მართალია, როდესაც ამბობს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას განგაში უნდა აეტეხა

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი ენდრიუ კუომო იმ ამერიკელი პოლიტიკოსების რიგებს შეუერთდა, ვინც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აკრიტიკებენ კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირებისთვის.

კორონავირუსი

10 აპრილი 2020, 21:43

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, კორონავირუსმა უკვე 100 376 ადამიანი იმსხვერპლა. მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი უკვე 1 650 000-ს აღემატება.

თელავი სარწყავი არხი

10 აპრილი 2020, 21:38

რეგიონი

თელავში სარწყავი არხის გაწმენდა მიმდინარეობს

თელავში სარწყავი არხის გაწმენდა მიმდინარეობს. სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული ფართობების გაზრდის მიზნით 25 მარტიდან ახორციელებს.

დონალდ ტრამპი

10 აპრილი 2020, 21:14

COVID19

დონალდ ტრამპი: მაშინ, როდესაც ჩვენი ერი უხილავ მტერს ებრძვის, კვლავ ვადასტურებთ, რომ ამერიკელებს ლოცვის ძალის სჯერათ

წითელ პარასკევს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მადლობა გადაუხადა მათ, ვინც კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე დგას და ამერიკელებს ქვეყნისთვის ლოცვისკენ მოუწოდა.

კორონავირუსი ვიდეო

10 აპრილი 2020, 21:12

COVID19

როგორ ვრცელდება კორონავირუსი დაინფიცირებული ადამიანის ხველის დროს. ვიდეო

ფინელმა მეცნიერებმა კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის ხველის მოდელირებული ვერსია შექმნეს. კვლევის შედეგები აალტოს უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სპეციალისტებმა შექმნეს სამგანზომილებიანი მოდელი, რომელიც აჩვენებს, როგორ ვრცელდება კორონავირუსის ნაწილაკები დახურულ სივრცეში.