imedi /  04 თებერვალი 2019, 08:00 / სანდო წყარო

პენტაგონი ამერიკა-მექსიკის საზღვარზე დამატებით სამხედროებს გზავნის

ოფიციალური ვაშინგტონი ამერიკა-მექსიკის საზღვარზე დამატებით 2 000 სამხედროს გზავნის. ამის შესახებ პენტაგონში განაცხადეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ჯამში საზღვართან 4 300 სამხედრო მობილიზდება. პენტაგონის თქმით, ჯარისკაცები დაეხმარებიან სასაზღვრო პოლიციას განახორციელებენ თვალთვალი და ასევე დაამონტაჟონ მავთულხლართები.

მექსიკის საზღვარზე ჯარის გაგზავნას მხარი დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა, მათ შორის თანაპარტიელმა რესპუბლიკელებმა დაუჭირეს. აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სამხედრო მოსამსახურეები არალეგალი მიგრანტების შეჭრას აღკვეთენ.

მექსიკა-ამერიკის საზღვარზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და დემოკრატებს შორის კედლის აშენების გამო გამოწვეულმა უთანხმოებამ, ქვეყანაში კრიზისი და მთავრობის მუშაობის შეჩერება გამოიწვია.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მთავრობის მუშაობის დროებით განახლების მიუხედავად, აშშ-ს კვლავ სურს მექსიკასთან კედლის აშენება.

ტრამპმა აშშ-ის საბიუჯეტო კრიზისი 23 იანვარს დროებით, 15 თებერვლამდე შეაჩერა. 

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სენატმა ე.წ. შათდაუნის დასრულების შესახებ გეგმა არ მიიღო.აშშ-ის მთავრობამ მუშაობა ნაწილობრივ 2018 წლის 22 დეკემბერს შეაჩერა.

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მუშაობის შეწყვეტას ინგლისურად shutdown (დახურვა, შეჩერება) ჰქვია. ამ მდგომარეობის შესახებ ვრცელ სტატიას შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ.

ყველა სიახლე

დეკანოზი მამალაძე

18 თებერვალი 2019, 12:18

საქართველო

საინიციატივო ჯგუფი პატრიარქს მოუწოდებს, პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალება სთხოვოს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა მედიას დეკანოზის საქმეზე საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული წერილი გააცნეს, რომლითაც ილია მეორეს და პრეზიდენტს მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართავენ. ადვოკატ გიორგი ფანცულაიას თქმით, მათ იმედი აქვთ, რომ პატრიარქის მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება.

დეკანოზი გიორგი მამალაძე

18 თებერვალი 2019, 11:56

საქართველო

ჭიათურის მიტროპოლიტი: საპატრიარქო დეკანოზის შეწყალებას მიესალმება

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის, მეუფე დანიელის განცხადებით, ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას აპირებდა, თუმცა ხელისუფლებამ ამ ნაბიჯისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, საპატრიარქო დეკანოზის შეწყალებას მიესალმება.

ბავშვთა უფლებები

18 თებერვალი 2019, 11:39

საქართველო

ევროკავშირი ბავშვთა დაცვის გასაძლიერებლად საქართველოში 3-წლიან პროექტს იწყებს

პროექტი არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის დახვეწას, სოციალურ მუშაკთა სახელმწიფო სისტემის გაძლიერებას ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებების სახელმწიფო რეგულირების ჩარჩოში მოქცევას და მინდობით აღზრდის პრაქტიკის გაუმჯიბესებას ისახავს მიზნად.

18 თებერვალი 2019, 11:32

საქართველო

მაგთიკომის აბონენტებისთვის დღეიდან ნომრის მომსახურების საფასური ამოქმედდა

მაგთიკომი სატარიფო პოლიტიკას დღეიდან ცვლის, თუმცა გარკვეული შესწორებით. კერძოდ კომპანიის ვებგვერდზე ვკითხულოთ, რომ 18.02.2019-დან ანგარიშზე დადებითი ბალანსის შემთხვევაში თქვენი ნომერი მუდმივად აქტიური იქნება, ნომერი არ გაუქმდება და მომსახურებას მიიღებთ შეუზღუდავად.

ანდრეი პლენკოვიჩი

18 თებერვალი 2019, 11:26

საქართველო

ანდრეი პლენკოვიჩი ოკუპირებული რეგიონების რეინტეგრაციისთვის საქართველოს ხორვატიის მოდელს ურჩევს

ხორვატიის პრემიერმინისტრის ანდრეი პლენკოვიჩის თქმით, საქართველოს და უკრაინას ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციისთვის ხორვატიის გამოცდილების გამოყენება შეუძლიათ. ამის შესახებ პლენკოვიჩმა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში განაცხადა.

18 თებერვალი 2019, 11:17

ტაბლოიდი

ადრე ინგლისის სასამართლო მოქმედებდა ისე, როგორც „სამეფო კარის თამაშებში“. ისტორია

არსებობდა ორი სახის გამოცდა - წყლის და ცეცხლის. მიიჩნეოდა, რომ შედეგი ღმერთის ჩარევით მიიღებოდა. ცეცხლით გამოცდის დროს, ბრალდებულ ცეცხლისგან გაწითლებული რკინა 3 მეტრ სიგრძეზე უნდა გაეტარებინა. თუ დამწვრობა სამ დღეში შეხორცდებოდა, ბრალდებული უდანაშაულო იყო, მაგრამ თუ ჭრილობა გართულდებოდა, ბრალდებული საქმე ცუდად იყო.

ეკა ბესელია

18 თებერვალი 2019, 11:12

საქართველო

ეკა ბესელია მოსამართლეების შესახებ ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვს

ინიციატივა რამდენიმე დღის წინ დარეგისტრირდა, თუმცა როგორც ბესელიას თანამოაზრემ, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა კვლავ გრძელდება, აქედან გამომდინარე, მიიჩნევს რომ აუცილებელია პარლამენტმა შესაბამისი კანონპროექტი რაც შეიძლება მალე მიიღოს.

18 თებერვალი 2019, 11:08

მსოფლიო

მედია: ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის რაკეტების შესახებ დაუჯერა პუტინს და არა მის სპეცსამსახურებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სპეცსამსახურებს არ დაუჯერა, რომ ჩრდილოეთ კორეას აქვს რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ ამერიკის კონტინენტს დაარტყას. ამის შესახებ FBI-ის ხელმძღვანელის მოვალეობის ყოფილმა შემსრულებელმა ენრდიუ მაკეიბმა CBS-სთან ინტერვიუში ილაპარაკა.

დოკუმენტი

18 თებერვალი 2019, 11:07

ძალოვნები

ყალბი სერტიფიკატებისა და ბარათების დამზადება-გასაღების გამო 1 კაცი დააკავეს

"გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 180-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4-წლამდე ვადით“,- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯასი სმოლეტი

18 თებერვალი 2019, 10:42

მსოფლიო

ტრამპის უფროსი შვილი ჯასი სმოლეტს საკუთარ თავზე თავდასხმის ინსცენირებაში ადანაშაულებს

CNN-მა წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ პოლიციის მოსაზრებით ჯასი სმოლეტს თავდამსხმელებისთვის თანხის გადახდა და თავდასხმის ინსცენირების მოწყობა შეეძლო. ისმა ადვოკატებმა CNN-სა და მედიაში გასული ეს ინფორმაცია უარყვეს, თუმცა დაადასტურეს, რომ მსახიობს თავდამსხმელებთან შესაძლოა ნაცნობობა აკავშირებდეს.

18 თებერვალი 2019, 10:40

ტექნოლოგიები

ირანმა ახალი წყალქვეშა ხომალდი წარადგინა

„ფათეჰი“ 600 ტონას იწონის და მწარმოებელთა თქმით, ყველაზე თანამედროვე შეიარაღებით არის აღჭურვილი, მათ შორის ტორპედოთი, საზღვაო ნაღმებითა და ფრთოსანი რაკეტებით, რომელთა სამიზნეც წყალქვეშა ობიექტებიც შესაძლოა, გახდეს.

18 თებერვალი 2019, 10:10

ტაბლოიდი

კალიფორნიაში მეხანძრეებმა მთის ლომი გადაარჩინეს

კალიფორნიაში მთის ლომი გადაარჩინეს, რომელიც მებაღემ დაინახა. ამერიკელი მეხანძრეები სან-ბერნარდინოში მივიდნენ, როდესაც გაიგეს, რომ 15 მეტრი სიმაღლის ხეზე შენიშნეს მთის ლომი (ან პუმა). ცხოველი დააწყნარეს და მიწაზე ჩამოუშვეს.

დონალდ ტრამპი

18 თებერვალი 2019, 10:09

მსოფლიო

ტრამპმა შესაძლოა თავისი პრეზიდენტობისას ვეტო პირველად გამოიყენოს

მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის შესახებ დონალდ ტრამპმა დაპირება ჯერ კიდევ 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს გასცა. გეგმის მიზანი არალეგალი მიგრანტებისგან აშშ-ის დაცვაა.

დონალდ ტრამპი

18 თებერვალი 2019, 09:43

მსოფლიო

დონალდ ტრამპის წინააღმდეგ შეთქმულებაზე შესაძლოა გამოძიება დაიწყოს

გარდა ამისა, New York Times-ის ცნობით, როდ როზენშტეინი კონსტიტუციის 25-ე შესწორების ამოქმედებას გეგმავდა, რომლის თანახმადაც, ტრამპის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ უფლებამოსილებას ვიცეპრეზიდენტი გადაიბარებდა. მოგვიანებით, როზენშტეინმა ამ ცნობას ცრუ უწოდა.

ვატიკანი

18 თებერვალი 2019, 09:30

მსოფლიო

ვატიკანში სექსუალური ძალადობის პრევენციაზე ეპისკოპოსები შეიკრიბებიან

"ჩვენ ამ პრობლემის ფესვებს უნდა ჩავწვდეთ და ვაჩვენოთ, რომ გვაქვს უნარი განვიკურნოთ როგორც ეკლესია, რომელიც მასწავლებელი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში აჯობებს, სხვა საქმით დავკავდეთ“, - განაცხადა მამა ფედერიკო ლომბარდიმ, რომელიც რომის პაპმა ამ შეხვედრების მედიატორად დანიშნა.

სალომე ზურაბიშვილი

18 თებერვალი 2019, 09:24

საქართველო

ზურაბიშვილი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ოფიციალურ ნაწილს დღეს დაიწყებს

სალომე ზურაბიშვილს დღეს საფრანგეთის ორპალატიანი პარლამენტის ზედა პალატის, სენატის პრეზიდენტი ჟერარ ლარშე უმასპინძლებს, ასევე პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში საჯარო ლექციას წაიკითხავს.

თეა წულუკიანი

18 თებერვალი 2019, 09:08

საქართველო

წულუკიანი: კრიტერიუმებზე და სიაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ ვინ შეცვლის გვენეტაძეს

"რა თქმა უნდა, ჩემთვის კრიტერიუმი მნიშვნელოვანია, მაგრამ როგორც ნინო გვენეტაძეს შევყურებდი დიდი იმედით და მინდოდა რაც შეიძლება ხანგრძლივად დარჩენილიყო ის ჩვენთან, ასევე იმედით შევყურებ, ვინ იქნება შემდეგი ხელმძღვანელი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

18 თებერვალი 2019, 09:01

კულტურა

ბიბი რექსამ ახალი სინგლი გამოუშვა

რელიზს წინ პროვოკაციული საიმიჯო კამპანია უძღოდა. ბიბი რექსას ახალი სინგლი პირველი სოლო ნამუშევარია მას შემდეგ, რაც ,,გრემიზე” ნომინირებულმა არტისტმა გასული წლის ივნისში I’m a Mess გამოუშვა.

18 თებერვალი 2019, 08:52

ტაბლოიდი

ჯენიფერ ლოპესმა ელენ დეჯენერესის შოუში თავისი კონცერტის ბილეთები უფასოდ დაარიგა

24 ივლისს, ჯენიფერ ლოპესი 50 წლის ხდება. იუბილეს ვარსკვლავი ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული ტურნეთი აღნიშნავს. ჯეი ლომ ელენ დეჯენერესთან სტუმრობისას საკონცერტო ტურნეს It’s My Party: The Live Celebration შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

ბურთი

18 თებერვალი 2019, 08:41

სპორტი

NBA აფრიკაში ლიგას ქმნის

ვარაუდობენ, რომ აფრიკულ ლიგაში ითამაშებენ კლუბები ტუნისიდან, ეგვიპტიდან, ანგოლადან, კენიიდან, ნიგერიიდან, მაროკოდან, რუანდიდან, სენეგალიდან და სამხრეთ აფრიკიდან. პირველი სეზონი უკვე 2020 წლის იანვარში დაიწყება.