imedi /  06 თებერვალი 2019, 12:49 / სანდო წყარო

მოსკოვში აფეთქების შესახებ ცრუ შეტყობინებების გამო 165 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

მოსკოვი ევაკუაცია

მოსკოვში აფეთქების საფრთხის გამო 700-მდე შენობა შეამოწმეს, საიდანაც 165 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. 

შეტყობინებები სამართალდამცავ ორგანოებში სხვადსხვა ელექტრონული ფოსტიდან და ასევე IP-ტელეფონებიდან შევიდა. ბომბის არსებობა არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა. 

მედიის ცნობით, ევაკუაცია ათობით სკოლასა და უნივერსიტეტში, ასევე სავაჭრო და ბიზნეს ცენტრებში,მუზეუმებსა და საავადმყოფოებში განხორციელდა.

ყველა სიახლე

იულია ტიმოშენკო

23 აპრილი 2019, 12:49

მსოფლიო

ტიმოშენკო უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს

უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრის, პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მესამე ადგილი დაიკავა, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

23 აპრილი 2019, 12:46

მსოფლიო

ინდონეზიაში საარჩევნო კომისიის 91 წევრი გადაღლილობის გამო გარდაიცვალა

ინდონეზიაში საარჩევნო კომისიის სულ მცირე 91 წევრი გარდაიცვალა და 347 საავადმყოფოში მოხვდა ქვეყანაში საყოველთაო არჩევნების შემდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Tempo წერს. მანამდე ვრცელდება ინფორმაცია 54 გარდაცვლილის შესახებ.

ლევან სურგულაძე

23 აპრილი 2019, 12:39

საქართველო

საპენსიო სისტემიდან ამ დროისთვის 2 900 ადამიანი გავიდა

ლევან სურგულაძის თქმით, დაგროვებით საპენსიო სისტემაში 750 000 ადამიანზე მეტია გაწევრიანებული, საპენსიო შენატანების მოცულობა კი ამ დროისთვის 175 მილიონი ლარია. „სისტემიდან ამ ეტაპზე 2 900 ადამიანი გავიდა. ეს 750 000 ადამიანიდან 0,4%-ია“, - აღნიშნა ლევან სურგულაძემ.

ირაკლი ლექვინაძე

23 აპრილი 2019, 12:33

ეკონომიკა

ბიზნესომბუდსმენი: ჩვენი მთავარი უპირატესობა არის ჰიდრორესურსები

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე პანკისში ჰესის მშენებლობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ენერგოპროექტების განვითარება მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანას დიდი ჰიდრორესურსები აქვს და ძირითადი პოტენციალი ამ კუთხით აუთვისებელია.

ადოლფ ჰიტლერი

23 აპრილი 2019, 12:22

ტაბლოიდი

აშშ-მა არგენტინაში ჰიტლერის გაქცევის შესახებ საგამოძიებო მასალები გაასაჯაროვა

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) 1945 წელს ადოლფ ჰიტლერის არგენტინაში გაქცევის ვერსიას განიხილავდა. ამის შესახებ უწყების საიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა. ანონიმური წყაროს ინფორმაციით, გაქცევაში ჰიტლერს არგენტინელი მაღალჩინოსნები დაეხმარნენ.

23 აპრილი 2019, 12:08

ეკონომიკა

აშშ ირანიდან ნავთობის იმპორტიორებს ფინანსურ სანქციებს დაუწესებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ დაუშვებს გამონაკლისს იმ ქვეყნებისთვის რომლებიც ირანიდან ნავთობის იმპორტს განახორციელებენ. აშშ გეგმავს გაუუქმოს შეღავათები ჩინეთს, ინდოეთს, იაპონიას, სამხრეთ კორეას, თურქეთს. 2019 წლის 2 მაისიდან ამ ქვეყნებზე ფინანსური სანქციები გავრცელება, იმ შემთხვევაში თუ ირანული ნავთობის იმპორტს განახორციელებენ.

23 აპრილი 2019, 12:05

საქართველო

დადგინდა რომელ რეგიონებში მცხოვრებ ბავშვებს აქვთ სისხლში ტყვიის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი

2018 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში საქართველოში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) ფარგლებში, პირველად ჩატარდა ტყვიის კომპონენტის კვლევა. კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობის მცირედი, ბავშვების 16%-ში კი შედარებით მაღალი მატებაა.

23 აპრილი 2019, 11:36

ეკონომიკა

ბელარუსმა რუსული ნავთობპროდუქტების ექსპორტი შეწყვიტა

ბელარუსმა ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთსა და უკრაინაში, ბენზინის და დიზელის საწვავის ექსპორტი უხარისხო რუსული ნავთობის გამო შეწყვიტა. ამის შესახებ ბელარუსის ნავთობის კომპანიის გენერალურმა დირექტორმა სერგეი გრიბმა განაცხადა.

ვარშავა

23 აპრილი 2019, 11:30

საქართველო

ბათუმიდან ვარშავაში ზაფხულში პირდაპირი ავიარეისები შესრულდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პოლონურ ავიაკომპანია Enter Air-ს ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ბათუმის მიმართულებით მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელების ნებართვა მიანიჭა.

23 აპრილი 2019, 11:22

ძალოვნები

რომში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს

იტალიური მედიის ცნობით, რომში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს. დაპირისპირება პიაცა დე ჩინკესენტოს მოედანზე, ავტობუსში მოხდა. წარმოშობით მაროკოელმა კაცმა 44 წლის ქართველს დანით თავს დაესხა და ყელის არეში დაჭრა. დაჭრილი საავადმყოფოში ავტობუსის მძღოლმა გადაიყვანა.

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები

23 აპრილი 2019, 11:20

სპორტი

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

საქართველოს ჰოკეისტთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის B დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ჰოკეისტებმა ტურნირის მასპინძელი მექსიკა დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხეს. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო ალექსანდრ ვასილჩენკო იყო, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა.

ტყვიის შემცველობა

23 აპრილი 2019, 11:15

საქართველო

კვლევა: ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობამ მოიმატა

კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა მერყეობს 5-10 მკგ/დლ (მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში, რაც მიუთითებს მსუბუქ მატებაზე, ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს.

23 აპრილი 2019, 11:02

საქართველო

პანკისელები: თუ დაკავებები დაიწყება ისევ გამოვალთ თანასოფლელების დასაცავად

პანკისის მოსახლეობის დიდი ნაწილი მზად არის ხელისუფლებასთან მოლაპარაკება დაიწყოს. ადგილობრივები სოფელ ბირკიანში შეიკრიბნენ და გარკვეულ კონსენსუსს მიაღწიეს. პანკისში დაგეგმილი ჰესის მშენებლობა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებამდე გადაიდო.

23 აპრილი 2019, 10:59

სპორტი

„ცრვენა ზვეზდას“ გულშემატკივრები „ბუდუჩნოსტის“ კალათბურთელებს თავს დაესხნენ

ადრეატიკის ლიგის ფინალური სერიის გადამწყვეტი მატჩის დაწყებამდე დაპირისპირება მოხდა. ბელგრადში გოგა ბითაძის „ბუდუჩნოსტი“ სერბულ „ცრვენა ზვეზდას“ ხვდებოდა. მატჩის დაწყებამდე მოედანზე სერბული კლუბის გულშემატკივრები შეიჭრნენ და კალათბურთლებს სხვადასხვა ნივთები ესროლეს, დაცვის დახმარებით მოთამაშეებმა პარკეტი დროულად დატოვეს

23 აპრილი 2019, 10:53

საქართველო

თავდაცვის მინისტრი ლოგისტიკურ სწავლებას გაეცნო

სწავლება „დასავლეთის აღალი 2019“-ის მიზანი თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის ლოგისტიკური უზრუნველყოფისა და ოპერატიულად დაქვემდებარებული ქვედანაყოფების ლოგისტიკური ელემენტების კოორდინირებული ქმედების დახვეწა და საბრძოლო დონის ამაღლებაა.

23 აპრილი 2019, 10:36

ტექნოლოგიები

Tesla 2020 წლიდან უპილოტო ტაქსის სერვისს აამოქმედებს

მასკის თქმით, 2020 წელს Tesla-ს მილიონამდე ავტომობილი აბსოლუტურად თვითმართვაზე გადავა. Associated Press-ის ცნობით, Tesla-ს დამფუძნებელი იმედოვნებს, რომ შემდეგი წლის ბოლომდე აშშ-ში უპილოტო ავტომობილის გამოცდის საშუალებას მისცემს.

ფილიპინები

23 აპრილი 2019, 10:36

მსოფლიო

ფილიპინებზე კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ფილიპინებზე კიდევ 1 ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სტიქიის სიმძლავრემ 6,3 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრში კუნძული სამარი იყო. მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. 22 აპრილს ფილიპინებზე ასევე 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

23 აპრილი 2019, 10:22

მსოფლიო

შრი-ლანკაზე ტერაქტების მსხვერპლებს მასობრივად კრძალავენ

შრი-ლანკაზე მასობრივი დაკრძალვის ცერემონია დაიწყო. ქვეყანაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შეასახებ BBC ავრცელებს. უახლოესი ინფორმაციით აფეთქებების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 310-ს მიაღწია.

ჭიაკოკონობა

23 აპრილი 2019, 10:12

საქართველო

რა ჯარიმა დაეკისრება მოქალაქეს ჭიაკოკონობაზე საბურავების დაწვისთვის

ამ ნარჩენების დაწვისას, გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ტრადიციულ რიტუალში.

ლაირა მაკქი

23 აპრილი 2019, 09:47

მსოფლიო

ჟურნალისტის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა „ირლანდიის რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო

„მტერზე თავდასხმის დროს ლაირა მაკქი ტრაგიკულად დაიღუპა იმ დროს, როდესაც ის მტრული ძალების გვერდით იდგა"- ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც „ირლანდიის რესპუბლიკურმა არმია“ ჟურნალისტის ოჯახსა და ახლობლებს ბოდიშს უხდის.