imedi /  07 თებერვალი 2019, 23:19 / სანდო წყარო

კოსტა-რიკის ყოფილ ნობელიანტ პრეზიდენტს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

ოსკარ არიასი

ოსკარ არიასი

კოსტა-რიკის ყოფილ პრეზიდენტს, ოსკარ არიასს, რომელსაც ცენტრალურ ამერიკაში მშვიდობის დამყარების გამო ნობელის პრემია აქვს მიღებული, სექსუალური შევიწროების გამო.

მას ბრალს ოთხი ქალი სდებს. ერთი მათგანი 2014 წელს მომხდარ ინციდენტს იხსენებს, რომელიც არიასთან სახლში მივიდა მისთვის საინტერესო საქმეზე. სწორედ იქ დაიწყო ეს ინციდენტი, რომლის გაგრძელებაც ექსპრეზიდენტმა სხვა ადგილას შესთავაზა. ქალიც დათანხმდა. გზაში კი მოატყუა, რომ შეხვედრა ჰქონდა დეპუტატის მრჩეველთან და პარლამენტში შესულმა დეპუტატს და მის თანაშემწეს ყველაფერი უამბო. ისინი ამ ფაქტს ადასტურებენ.

კიდევ ორი ქალი ირწმუნება, რომ მსხვერპლია. როგორც ჟურნალისტი ელეონორა ანტილონი ჰყვება, 1986 წელს შეიტყო, რომ პრეზიდენტს მასთან თანამშრომლობა სურდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალს პოლიტიკა არ აინტერესებდა და ამის შესახებ პრეზიდენტსაც მოახსენა. ამის მიუხედავად ის მაინც სამმაგ ხელფასს უხდიდა. პრეზიდენტმა ის სახლშიც მიიწვია, სადაც მის სექსუალურ შევიწროებას შეეცადა. ეს რამდენიმე დღის შემდეგაც განმეორდა. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა კოსტა-რიკაში 10 წელია, ჟურნალისტი იმედოვნებს, რომ მისი ადვოკატი არიასის პასუხისგებაში მიცემას მოახერხებს.

მომდევნო სავარაუდო მსხვერპლი ემა დალია, რომელიც ამჟამად Human Rights Watch-ის კომუნიკაციების დირექტორია. ის კოსტა-რიკაში ჟურნალისტად 1980-იან წლებში მუშაობდა და არიასს თავისი დიპლომატი მშობლებისგან იცნობდა. 1990 წელს, ნიკარაგუაში ვიზიტის დროს მან არიასს რამდენიმე კითხვით მიმართა, მან კი დეკოლტეში ჩაუყო ხელი. ეს ფაქტი მისმა კოლეგა ჟურნალისტმაც დაინახა.  მას შემდეგ ისინი აღარ შეხვედრიან ერთმანეთს და მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა ეს ამბავი გაესაჯაროვებინა, რაც მოძრაობა #MeToo დაიწყო.

მეოთხე ქალია მარტა არაია მარონი. 2012 წელს ის არიასის სიტყვით გამოსვლების კრებულსა და ესეებს არედაქტირებდა. ერთ-ერთი შეხვედრისას ექსპრეზიდენტმა მას ფეხზე დაადო ხელი, რომელიც მოიშორა და უთხრა, რომ მეგობარი ჰყავდა. ამის მიუხედავად, არიასმა მას შემდეგ ორჯერ დაურეკა და მასაჟზე დაპატიჟა.

ამ ბრალდებებთან დაკავშირებით ექსპრეზიდენტი საჯაროდ გამოვიდა და განაცხადა რომ არასდროს ძალადობდა ქალებზე და უფრო მეტიც, პრეზიდენტობის დროს ის გენდერული თანასწორობისთვის იბრძოდა კიდეც.

ყველა სიახლე

17 თებერვალი 2019, 00:52

სპორტი

საუდის არაბეთის პრინცს მანჩესტერის ყიდვა სურს

საუდის არაბეთის პრინც მოჰამედ ბინ სელმანს, ბრიტანული საფეხბურთო კლუბის „მანჩესტერის“ ყიდვა სურს. პრინცი მზადაა 4,8 მილიარდი დოლარი გადაიხადოს.

17 თებერვალი 2019, 00:21

ძალოვნები

ჰონკონგში პირველ „ჭკვიან“ ციხეს შექმნიან

ჰონკონგის პენიტენციალური დეპარტამენტის ადმინისტრაციამ (CSD)შეიმუშავა გეგმა, რომ 8 300 მსჯავრდებულის უსაფრთხოება „ჭკვიანი“ ციხეების საშუალებით უზრუნველყოს.

17 თებერვალი 2019, 00:18

თემა

რა გამოცდები გაუქმდა და რისი ჩაბარება მოგიწევთ. გზამკვლევი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წარმოადგინა გამოცდების ახალი მოდელი, რომელიც როგორც საატესტატო, ასევე ეროვნულ გამოცდებს ეხება. იდეის ავტორები განმარტავენ, რომ რეფორმა ორ ეტაპად განხორციელდება. 2019 წელი ერთგვარი მოსამზადებელი პერიოდი იქნება, 2020-ში კი სიახლეები დაინერგება. თუმცა იმასაც დასძენენ, რომ უმაღლეს სასწავლებლებთან, სკოლებთან, განათლების ადგილობრივ თუ საერთაშორისო ექსპერტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციები გრძელდება და ეს რეფორმის საბოლოო ვერსია არ არის. იქამდე კი დაისვა ბევრი კითხვა, გამოითქვა არაერთი კრიტიკული თუ მხარდამჭერი მოსაზრება. და მაინც, რას გულისხმობს გამოცდების ახალი მოდელი?

17 თებერვალი 2019, 00:11

მსოფლიო

უკრაინაში 1 მარტიდან პენსია 17-20%-ით გაიზრდება

​უკრაინაში პირველი მარტიდან პენსია 17-20%-ით გაიზრდება. ამის შესახებ განცხადება უკრაინის ვიცეპრემიერმა პაველ როზენკომ გააკეთა, რომელსაც გამოცემა DW ავრცელებს. მისივე თქმით, ამიერიდან პენსია უკრაინაში წელიწადში ერთხელ გაიზრდება.

16 თებერვალი 2019, 23:36

ტექნოლოგიები

მეცნიერები: „ტოროლას“ და „ბუს“ ტვინი განსხვავებულად მუშაობს

ის ვინც ადრე იღვიძებს და ვინც გვიან წვება მათი ტვინი დღის განმავლობაში განსხვავებულად მუშაობს, ამტკიცებენ ბრიტანელი მეცნიერები. კვლევები ბირმინგემის „ტვინის ქცევის“ კვლევით ცენტრში ჩატარდა.

16 თებერვალი 2019, 23:18

სპორტი

ქუთაისელმა ჰოკეისტმა ქალებმა ფინელები დაამარცხეს

ქუთაისის ქალ ჰოკეისტთა გუნდმა ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე წარმატებული სტარტი აიღო. ქუთაისელმა გოგოებმა, რომლებიც „ჩელენჯ II“ ჯგუფში გამოდიან, დღეს ორი შეხვედრა გამართეს და ორივეში გაიმარჯვეს. პირველ ტურში ქუთაისელებმა ფინური „პორვო“ ანგარიშით 16:0 დაამარცხეს, მეორე შეხვედრაში კი „ქუთაისმა“ დანიური „კოპენჰაგენი“ ანგარიშით 8:6 დაამარცხა.

მარსმავალი Opportunity

16 თებერვალი 2019, 23:07

ტექნოლოგიები

Opportunity „მოკვდა“ 😭 ინტერნეტი მარსმავალს ემოციურად ემშვიდობება

13 თებერვალს NASA-ში ბოლოჯერ სცადეს მარსმავალ Opportunity-სთან დაკავშირება, რომელთანაც მარსზე ამოვარდნილი დიდი ქარიშხლის გამო კონტაქტი გაწყდა. სპეციალისტებმა საბოლოოდ აღიარეს, რომ როვერის მისია სამუდამო დასრულდა.

16 თებერვალი 2019, 22:35

ტაბლოიდი

PewDiePie-მ ქართულწარწერიანი ტანსაცმელი კიდევ ჩაიცვა

იუთუბერმა PewDiePie-მ, რომელსაც 85 მილიონი გამომწერი ჰყავს, ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას ახალი კოლექციიდან ტანსაცმელი კიდევ ერთხელ მოირგო. ქართული წარწერის მქონე ჰუდით ფელიქს შელბერგი (pewdiepie) თავის ახალ იუმორისტულ ვიდეოში გამოჩნდა.

გიორგი მამალაძე

16 თებერვალი 2019, 22:34

საქართველო

დეკანოზი გიორგი მამალაძე აზიარეს

ღუდუშაურის კლინიკაში დეკანოზი გიორგი მამალაძე მისმა მოძღვარმა, დეკანოზმა ნიკოლოზ გიგატაძემ აზიარა. ამის შესახებ დეკანოზმა ნიკოლოზ გიგატაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

16 თებერვალი 2019, 22:20

ძალოვნები

თბილისში ავტომობილი მაღაზიაში შევარდა

ფონიჭალის დასახლებაში სუპერმარკეტ „ზღაპარს“ ავტომობილი შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს. შეჯახების შედეგად მაღაზიის მინის კონსტრუქციის ნაწილი ჩამოიმსხვრა.

16 თებერვალი 2019, 21:56

ტექნოლოგიები

მეცნიერები: მანქანის გამონაბოლქვის შესუნთქვა კაცის ერექციის ფუნქციას არღვევს

ტოქსიკური ნივთიერების მაღალი კონცენტრაცია, რომელსაც ინტენსიური სამანქანო მოძრაობის მქონე რეგიონის მცხოვრებლები სუნთქავენ, სავარაუდოდ კაცების ერექციის დარღვევას უწყობს ხელს. ამის შესახებ ჩინელი მეცნიერები აცხადებენ.

16 თებერვალი 2019, 21:30

საქართველო

საქართველოში ნორვეგიის საელჩო გაიხსნება

ნორვეგია მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, რომლებიც მიმართულია ინტეგრაციული პროცესების გამყარებისკენ, - ამის შესახებ საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრაზე აღინიშნა, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

16 თებერვალი 2019, 21:17

ტექნოლოგიები

2019 წლის ყველაზე უსაფრთხო ავტომობილი დასახელდა

Euro NCAP -ის ექსპერტებმა 2019 წელს ყველაზე უსაფრთხო ავტომობილების სია შეადგინეს. ტესტ-დრაივის შედეგები პორტალ CarBuyer- ზეა გამოქვეყნებული.

16 თებერვალი 2019, 21:14

მსოფლიო

აფრიკული ქვეყანა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

სუდანის ელექტროენერგიის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანაში აბსოლუტურად ყველგან შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ალ არაბია“ ავრცელებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში მსგავსი გათიშვა მეორეჯერ ხდება.

16 თებერვალი 2019, 20:46

ტაბლოიდი

ბაზარზე მეგრული სახელწოდების თოჯინა „ოლაფინია“ გამოჩნდა

30 წლის ნუცი და 25 წლის სოფი მალაშხიებს დაახლოებით ერთი წლის წინ ქართული სათამაშოს შექმნის იდეა გაუჩნდათ. უკვე დეკემბერში, ბაზარზე მეგრული სახელწოდების ბრენდი - ოლაფინია გამოჩნდა, რაც ქართულად სათამაშოს ნიშნავს.

16 თებერვალი 2019, 20:35

საქართველო

ბახტაძე: საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან მიახლოება თავად ალიანსის ინტერესებშია

ნატოში გაწევრიანება საქართველოსთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა, თუმცა თავად ნატოს ინტერესებშია ქვეყანა მიუახლოვოს ალიანსში გაწევრიანების ეტაპს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიუნხენში ნატოს გაფართოების საკითხებზე გამართულ პარალელურ შეხვედრაზე განაცხადა.

16 თებერვალი 2019, 20:21

საქართველო

მამუკა ბახტაძე მიუნხენში ალექსის ციპრასს შეხვდა

საქართველოსა და საბერძნეთის ისტორიულ კავშირებზე, მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაყვანაზე ისაუბრეს საქართველოსა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრებმა დღეს მიუნხენში გამართულ შეხვედრაზე.

16 თებერვალი 2019, 20:19

ტაბლოიდი

ჯეკი კენედის უმცროსი და გარდაიცვალა

ჟაკლინ (ჯეკი) კენედის უმცროსი და ლი რაძივილი 85 წლისა აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში საკუთარ სახლში გარდაიცვალა - წერს Dailymail. მისი გარდაცვალების მიზეზი, ჯერ დადგენილი არ არის.

16 თებერვალი 2019, 19:44

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა კალიფორნიაში ფუტკრების გაქრობის მიზეზი ამოხსნეს

აშშ-ში ოჰაიოს შტატის მეცნიერებმა კალიფორნიაში ფუტკრების გაქრობის მიზეზი ამოხსნეს. როგორც გაირკვა ფუტკრები ნუშის პლანტაციებში იხოცებოდნენ.

16 თებერვალი 2019, 19:40

მსოფლიო

ესპანეთის ხელისუფლებამ ფრანკოს ოჯახს დიქტატორის გადასვენებისთვის 15 დღე მისცა

ფრანკოს ოჯახს ახალი ადგილის მოსაძებნად 15 დღე მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება თავად შეარჩევს ადგილს. შესაძლოა, დიქტატორის შთამომავლებმა გადასვენების გადაწყვეტილება სასამართლოში გააპროტესტონ.