imedi /  10 თებერვალი 2019, 08:26 / სანდო წყარო

პოროშენკო: მხოლოდ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას შეუძლია უკრაინის დაცვა რუსეთისგან

პეტრო პოროშენკო

პეტრო პოროშენკო

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს თქმით, კიევი უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირსა და ნატოში, რათა დაიცვას თავი რუსეთისგან. ეს განცხადება პოროშენკომ საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებისას გააკეთა.  ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გამოსვლაში მან მოსკოვს ბრალი დასდო, რომ ის არჩევნებში ჩარევას გეგმავს. პოროშენკომ ასევე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სურს გაანადგუროს უკრაინის დამოუკიდებლობა და მან საპრეზიდენტო არჩევნებს „უკრაინისთვის გენერალური ბრძოლა“ უწოდა.

„მხოლოდ ევროკავშირსა და ნატოში სრულ წევრობას შეუძლია ჩვენი დამოუკიდებლობის, ეროვნული უსაფრთხოების, თავისუფლებისა და კეთილდღეობის შეუქცევადი სახით გარანტირება,“ - თქვა პოროშენკომ მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას.

წელს უკრაინაში პრეზიდენტის თანამდებობისთვის 44 კანდიდატი იბრძოლებს, რაც ქვეყნის ისტორიაში რეკორდული რაოდენობაა.

ყველა სიახლე

ფრანსუა და პენელოპა ფიიონები

23 აპრილი 2019, 16:14

მსოფლიო

მედია: საფრანგეთის ექსპრემიერს სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას ედავებიან

საფრანგეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ფრანსუა ფიიონი და მისი მეუღლე პენელოპა, შესაძლოა სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარდგნენ. Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის იუსტიციის ორგანოებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით სააგენტო dpa იუწყება.

23 აპრილი 2019, 16:14

ტაბლოიდი

Marvel-ის ფილმების მსახიობებმა ერთად იმღერეს

ამერიკელის ტელეწამყვანის ჯიმი ფელონის ღამის შოუში Marvel-ის ფილმების მსახიობებმა ბილი ჯოელის სიმღერა We Didnʼt Start the Fire შეასრულეს. მათ შორის იყვნენ უმცროსი რობერტ დაუნი, კრის ევანსი, ბრი ლარსონი და კრის ჰემსვორტი. 2-წუთიანი ვიდეორგოლში კომიქსების სცენებიც გამოიყენეს.

პრინსი

23 აპრილი 2019, 16:06

კულტურა

პრინსის დაუსრულებელი მემუარები ოქტომბრიდან გაიყიდება

წიგნში ასევე შევა მუსიკოსის იშვიათი ფოტოები და სიმღერების ხელნაწერი ტექსტები, მათ შორის "Purple Rain"-ის ორიგინალი, სამუშაო ვერსიაც. გამომცემლობა Random House-ი ამბობს, რომ პრინსის წიგნი "ძალიან პირადული" იქნება. პრინსი 2016 წლის 21 აპრილს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

23 აპრილი 2019, 15:48

მსოფლიო

ავსტრალიასთან ახლოს მეორე მსოფლიო ომის დროს გაუჩინარებული გემი იპოვეს

ხომალდს ავსტრალიის ვიქტორიის შტატის სანაპიროდან 100 კილომეტრის მოშორებით მიაგნეს. სპეციალისტების თქმით, 100-მეტრიანი გემის კორპუსის ნაწილი კარგად არის შენარჩუნებული. ხომალდის ჩაძირვის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა, ეკიპაჟის 5 წევრი კი გადარჩა.

მიხა არაბული (მიხა პაპა)

23 აპრილი 2019, 15:43

საქართველო

გორშეღმის ხეობის ერთადერთი მკვიდრი მიხა პაპა საავადმყოფოში გადაიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველთა ჯგუფმა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით, გორშეღმის ხეობის ერთადერთი მკვიდრი - 76 წლის მიხა არაბული ხევსურეთიდან დუშეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ექიმები შესაბამის დახმარებას უწევენ.

მელანია ტრამპი, ელისაბედ მეორე, დონალდ ტრამპი

23 აპრილი 2019, 15:41

მსოფლიო

ტრამპი დიდ ბრიტანეთში ვიზიტით 3-5 ივნისს ჩავა

დიდ ბრიტანეთში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ოფიციალური ვიზიტი 3-5 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ ბუკინგემის სასახლე „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს. დონალდ ტრამპი და მელანია ტრამპი უინძორის სასახლეს 2018 წლის ივლისშიც სტუმრობდნენ

შრი-ლანკა

23 აპრილი 2019, 15:26

მსოფლიო

შრი-ლანკის ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

შრი-ლანკაზე განხორციელებული ტერაქტების სერიაზე პასუხიმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს. თავად ტერორისტულ დაჯგუფებას ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია. 22 აპრილს ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ჯამაათ ალ-ტავჰიდ ალ-ვათანიამ“ აიღო.

ჯენი ძველი ქვებიდან

23 აპრილი 2019, 15:23

კულტურა

ცნობილია ვის ეძღვნება სიმღერა, რომელიც GOT-ის სერიაში გაჟღერდა

„სამეფო კარის თამაშების“ ახალი სეზონის მეორე ეპიზოდი დასრულდა პერსონაჟ პოდრიკ პეინის სიმღერით „ჯენი ძველი ქვებიდან“. ეს წიგნების ავტორის ჯორჯ მარტინის ფანტასტიკური სამყაროში ცნობილი სიმღერაა, რომელიც პრინცი დუნკან ტარგარიენის და მისი ცოლის ჯენის სიყვარულის ისტორიას ეძღვნება.

მუნირა აბდულა

23 აპრილი 2019, 15:19

ტაბლოიდი

გერმანიაში ქალი 27-წლიანი კომიდან გამოვიდა

გერმანიაში 27 წლის განმავლობაში კომაში ყოფნის შემდეგ ქალი გონს მოვიდა. ამის შესახებ Daily Mail წერს. არაბთა გაერთიანებული საემიროების მოქალაქე მუნირა აბდულამ ქალა-ტვინის ტრავმა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1991 წელს მიიღო. როდესაც ქალაქ ალ-აინის მახლობლად მის ავტომობილს ავტობუსი შეეჯახა.

23 აპრილი 2019, 15:14

საქართველო

შუახევის სოფელ ბუთურაულში 60-მდე ოჯახი გასახლებას ითხოვს

შუახევში აქცია იმართება: სოფელ ბუთურაულში მცხოვრებლები გასახლებას ითხოვენ. სამოცამდე ოჯახი აცხადებს, რომ მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობენ და ისინი მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ. მათივე თქმით, სოფლზე უარყოფითი გავლენა შუახევჰესის მშენებლობამაც მოახდინა, რადგან დაშრა წყაროები და ხმობა დაიწყო მცენარეებმა.

ლევან სურგულაძე

23 აპრილი 2019, 15:08

ეკონომიკა

დაგროვებით საპენსიო სისტემას უმეტესად საჯარო სექტორში დასაქმებულები ტოვებენ

„დაგროვებითი საპენსიო რეფორმიდან გასული 2 915 ადამიანიდან 2 650 საჯარო სექტორიდანაა, რამაც ჩვენი გაკვირვება გამოიწვია“, – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან სურგულაძემ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ლუკ უოლტონი და კელი ტენანტი

23 აპრილი 2019, 15:01

სპორტი

„ლეიკერსის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

ლოს-ანჯელესის საკალათბურთო კლუბის, „ლეიკერსის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელს ლუკ უოლტონს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. მის წინააღმდეგაც სასამართლოში სარჩელი ჟურნალისტმა კელი ტენანტმა შეიტანა.

23 აპრილი 2019, 14:57

საქართველო

კვლევა: ჯანდაცვის ობიექტების 75%-ს არ აქვს პირობები, რომ ეტლით მოსარგებლე გადაადგილდეს

ჯანდაცვის ობიექტების 75%-ზე მეტს, არ გააჩნია სათანადო პირობები, რათა ეტლით მოსარგებლე ადამიანმა, შეძლოს ავტომობილის პარკირება და დამოუკიდებლად გადაადგილება შენობის მთავარ შესასვლელამდე - ასეთი შედეგი აჩვენა კვლევამ, რომელიც მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ დახმარებით ჩატარდა.

პორტუგალია

23 აპრილი 2019, 14:50

საქართველო

პორტუგალია საქართველოსთან ლეგალურად დასაქმების საკითხში ითანამშრომლებს

პორტუგალიის მხარე მზად არის საქართველოსთან ლეგალურად დასაქმების საკითხებში ითანამშრომლოს. შეთანხმება ხელს შეუწყობს მიგრაციული პროცესების მართვას და პორტუგალიაში ქართველი სპეციალისტების დასაქმებას და კვალიფიკაციის ამაღლებას.

თეა წულუკიანი

23 აპრილი 2019, 14:46

საქართველო

წიგნის ჩუქების დღის ფარგლებში თეა წულუკიანი არასრულწლოვან პატიმრებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არასრულწლოვან პატიმრებს შეხვდა და წიგნის დღის ფარგლებში მათ სხვადასხვა ავტორების წიგნების წაკითხვა შესთავაზა. თეა წულუკიანმა მოზარდებს განუმარტა, რომ მათი მთავარი მიზანი არა გარეთ გასვლა, არამედ უკან არ შემობრუნება უნდა იყოს.

23 აპრილი 2019, 14:43

ეკონომიკა

მაჭავარიანი: საქართველო რეგიონში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ინარჩუნებს

დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ახალი რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მივიდა, სადაც ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე ისაუბრა.ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება მაღალი უმუშევრობა და სიღარიბე. როგორც მან განაცხადა, ამ პრობლემების მოგვარების გასაღები მხოლოდ მაღალ ეკონომიკურ ზრდაშია.

23 აპრილი 2019, 14:30

მსოფლიო

კვიპროსზე სერიული მკვლელი დააკავეს

კვიპროსში სერიული მკვლელი დააკავეს, რომელიც 2 ქალის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. გაუჩინარებულია 6 წლის ბავშვიც. მას ამ დრომდე ეძებენ. დაკავებული კვიპროსის არმიის ოფიცერია. გამოძიება ეჭვობს, რომ ის ქალებს ინტერნეტით უკავშირდებოდა. როგორც კვიპროსის პოლიციაში აცხადებენ, დანაშაული ქვეყნისთვის უპრეცედენტოა, რადგანაც მათ პირველად აქვთ საქმე სერიულ მკვლელობებთან.

23 აპრილი 2019, 14:22

კულტურა

„სამეფო კარის თამაშების“ მსახიობმა სერიალში თავისი პირველი სექსის სცენის შესახებ ილაპარაკა

„სამეფო კარის თამაშებში“ არია სტარკის როლის შემსრულებელმა მეიზი უილიამსმა სექსის სცენის დეტალებზე ილაპარაკა, რომელიც სერიალის ფანებისთვის ძალიან მოულოდნელი იყო. ამის შესახებ Entertainment Weekly წერს.

ჰერცოგი ჟანი

23 აპრილი 2019, 14:22

მსოფლიო

ლუქსემბურგის ჰერცოგი ჟანი გარდაიცვალა

მონარქის გარდაცვალების მიზეზად ფილტვების ანთება სახელდება. ის ჰოსპიტალში იყო მოთავსებული. მეორე მსოფლიოს დასაწყისში ჰერცოგი ოჯახთან ერთად ჯერ საფრანგეტში გაიქცა, შემდეგ კი კანადაში. მან ტახტზე უარი 2000 წელს შვილის სასარგებლოდ თქვა.

ლევან სურგულაძე

23 აპრილი 2019, 14:15

საქართველო

პარლამენტში საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელს უსმენენ

პარლამენტში ამ წუთებში საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელს უსმენენ. დაგროვებითი პენსიის საკითხზე მმართველი გუნდი და საპარლამენტო ოპოზიცია ისევ ვერ თანხმდებიან. დეპუტატების ნაწილს მიაჩნია, რომ პენსიის დაგროვება ნებაყოფლობითი უნდა იყოს და მოქალაქეებს არჩევანის საშუალება ჰქონდეთ.