imedi /  11 თებერვალი 2019, 08:10 / სანდო წყარო

ვენესუელაში მასშტაბური სამხედრო სწავლება დაიწყო

ჯარი

ვენესუელამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო სწავლება დაიწყო. წვრთნები მირანდას შტატში მდებარე სამხედრო ბაზაზე მიმდინარეობს და მას ქვეყნის დეფაქტო პრეზიდენტი -ნიკოლას მადუროც ესწრება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მადუროსთან ერთად, სამხედრო მანევრებს თავდაცვის მინისტრიც აკვირდებოდა. აღსანიშნავია, რომ სწავლებისას ვენესუელელმა სამხედროებმა რუსული სამხედრო ტექნიკაც გამოიყენეს, მათ შორის საზენიტო დანადგარი „ზუ-23“ რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში შეიქმნა.

მაღალჩინოსნების განცხადებით, სამხედრო სწავლებაში ჩართულები არიან ბოლივიელი ჯარისკაცები.

წვრთნები 15 თებერვალს დასრულდება. 

23 იანვარს ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა, თუმცა ე.წ. პრეზიდენტი ნიკოლას მადურო პოსტის დატოვებას არ აპირებს.

გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.

ვენესუელის კრიზისის შესახებ ვრცელი სტატია წაიკითხეთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

ანაკლია

16 ივლისი 2019, 08:51

კულტურა

ანაკლია მეგრული ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს

როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად, ფესტივალში მონაწილეობენ ანსამბლები ,,მასპინძელი“ ქალაქ ლონდონიდან და ,,ზურმუხტი“ დუბლინიდან. უცხოელი მომღერლები მეგრულ სიმღერებს შეასრულებენ.

16 ივლისი 2019, 08:40

კულტურა

კამპანიის „გაატარე ზაფხული საქართველოში“ ფარგლებში ფოლკლორული კონცერტები გაიმართება

კამპანიის ფარგლებში ფოლკლორის ცენტრში პირველი კონცერტი ანსამბლმა ,,სახიობამ" ჩაატარა. შესრულდა ხალხური სიმღერები. მათ შორის „მრავალჟამიერი“ და „ჩაკრულო“. ტრადიციული საკრავების: ჩონგურის, ფანდურის, დოლის, გარმონისა და ჭიბონის თანხლებით, ერთსაათიანი კონცერტები ყოველკვირეულად გაიმართება.

16 ივლისი 2019, 08:27

საქართველო

პარლამენტში საინიციატივო ჯგუფისა და დამოუკიდებელი ადვოკატების შეხვედრა გაიმართება

დამოუკიდებელი იურისტები პარლამენტს რეზოლუციის პროექტით მიმართავენ, რომელიც მიზნად ისახავს სასამართლოში არსებული პრობლემების შეფასებასა და მისი დაძლევის მიზნით საკანონმდებლო ღონისძიებების დაგეგმვას. შეხვედრას პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატები, იურისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ვოლოდიმირ ზელენსკი

16 ივლისი 2019, 08:13

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი 12 ქვეყანაში ელჩებს ცვლის

„პრეზიდენტის მიერ ინიცირებულია უკრაინის დიპლომატიური კორპუსის განახლების დაწყება. უკვე მიღებულია მთელ მსოფლიოში საელჩოების 12 ხელმძღვანელის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება. ამის პარალელურად მიმდინარეობს ახალი ელჩების შერჩევისა და გაფორმების სამუშაო“, – ნათქვამია განცხადებაში.

16 ივლისი 2019, 01:08

საქართველო

საგარეო უწყება დავით გარეჯში შექმნილ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს

„მნიშნელოვანია საზოგადოების მხრიდან მაქსიმალურად თავშეკავება პროვოკაციების თავიდან არიდების მიზნით. სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან, სადელიმიტაციო კომისიების მშვიდ და შესაბამის გარემოში მუშაობის ხელშეწყობა, კომისიების მიერ წარმატების მიღწევის წინაპირობაა", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

16 ივლისი 2019, 01:02

მსოფლიო

ნიგერიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მწვრთნელის დედა მეორედ გაიტაცეს

ნიგერიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მწვრთნელის სამსონ სიასიას დედა მეორედ გაიტაცეს. ინფორმაციას The Guardian Nigeria ავრცელებს. ქალი საკუთარი სახლიდან ორი დღის წინ შუაღამისას გაიტაცეს. გამტაცებლები ჯერ კონტაქტზე არ გამოსულან.

ჯულიან ასანჟი

16 ივლისი 2019, 00:36

მსოფლიო

CNN: ასანჟი ეკვადორის საელჩოს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის იყენებდა

ასანჟმა 2016 წელს საელჩოში საეჭვო შეხვედრები გამართა. ამ დოკუმენტების თანახმად, Wikileaks-ის დამფუძნებელი საელჩოს მართვის პუნქტად იყენებდა. ამავე ინფორმაციით, ასანჟი ხვდებოდა რუსებს და მსოფლიო დონის ჰაკერებს. გარდა ამისა, მან მოიპოვა ძლიერი კომპიუტერული და ქსელური აღჭურვილობა მონაცემების გადასაცემად.

16 ივლისი 2019, 00:27

ტექნოლოგიები

Twitter-მა ვებგვერდი განაახლა

15 ივლისს Twitter-მა ვებგვერდის განახლებული ვერსია ჩაუშვა. განახლებული გვერდი კომპიუტერის ვებ-ბრაუზერზეა ხელმისაწვდომი. კომპანიის ცნობით აღნიშნული გადაწყვეტილება კონტენტის კონტროლს უკავშირდება.

15 ივლისი 2019, 23:45

მსოფლიო

უკრაინამ რუსულ პროდუქციაზე ემბარგო ძალაში 2021 წლამდე დატოვა

უკრაინის ხელისუფლებამ რუსულ პროდუქციაზე ემბარგოს მოქმედების ვადა 2020 წლამდე გადასწია. შესაბამისი განკარგულება უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. რაც იმას ნიშნავს, რომ რუსული ნაწარმი უკრაინის ბაზარზე ვერც 2020 წელს შევა.

15 ივლისი 2019, 22:58

ტექნოლოგიები

საფრანგეთი 5G ტექნოლოგიის დანერგვას გეგმავს

საფრანგეთი 5G ტექნოლოგიის დასანერგად სიხშირის გამოყოფაზე ტენდერს გამოაცხადებს. რეგულატორის ინფორმაციით, ტენდერი ჯერ ფიქსირებული ფასით გამოცხადდება, შემდეგ კი ბაზრის მოთამაშეებისთვის აუქციონი გაიმართება.

15 ივლისი 2019, 22:40

სპორტი

ვიდეორგოლი, რომლითაც საქართველო FIBA ევროპის ბორდის წინაშე წარდგა

2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს საქართველო უმასპინძლებს. ამის შესახებ ცნობილი დღეს მიუნხენში გამართულ ცერემონიაზე გახდა. საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ვიდეოგოლი გამოაქვეყნა, რომლითაც საქართველო FIBA ევროპის ბორდის წინაშე წარდგა.

15 ივლისი 2019, 22:21

ეკონომიკა

ფრანგული LVMH-ი Stella McCartney-ის აქციების 10%-ს ყიდულობს

ფრანგული მოდის გიგანტი LVMH მოდის სახლ Stella McCartney-ის 10% ყიდულობს. მოდის სახლი 2001 წელს შეიქმნა სტელა მაკარტნი ბიზნესს მართავდა და აქციების საკონტროლო პაკეტი ამ დრომდე შეინარჩუნა.

გველი

15 ივლისი 2019, 22:18

ტაბლოიდი

ამერიკელმა უნიტაზში შხამიანი გველი იპოვა. ვიდეო

შემთხვევა ქალაქ ჩატანუგაში მოხდა. „ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ჩემს ტუალეტში საშიშ გველს ვიპოვიდი. ძალიან შემეშინდა. როცა მსგავს ამბებს ტელევიზიით იგებ, ვერასდროს იფიქრებ, რომ მსგავსი რამ შესაძლოა შენც დაგემართოს"- წერს ქალი სოციალურ ქსელში.

ლევან ბერძენიშვილი

15 ივლისი 2019, 22:06

საქართველო

ლევან ბერძენიშვილი: გოგებაშვილის სახელმძღვანელოს სკოლაში დაბრუნება მავნებლობაა

მისი თქმით, ენა ყოველღიურად იცვლება და ბავშვმა თანამედროვე ენა უნდა ისწავლოს. „დაბრმავება არ იკმარეს და ახლა ჩვენს შვილებს დამუნჯებას უპირებენ. ბატონო ლინგვისტებო, მეცნიერებო, ამოიღეთ ხმა ამ უვიცობის წინააღმდეგ“, - წერს ბერძენიშვილი.

ჰიროკი აბე

15 ივლისი 2019, 21:34

სპორტი

„ბარსელონამ“ იაპონელ ჰიროკი აბესთან კონტრაქტი გააფორმა

ესპანურმა საფეხბურთო კლუბმა „ბარსელონამ“ 20 წლის იაპონელ ნახევარმცველთან ჰიროკი აბესთან კონტრაქტი გააფორმა. კლუბის წარმომადგენლებმა დღეს განაცხადეს, რომ სატრანსფერო თანხამ $1,25 მილიონი შეადგინა.

15 ივლისი 2019, 21:27

საქართველო

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში ჩავიდნენ

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები ისევ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების აუცილებლობაზე საუბრობენ. ადა მარშანიას, რომელიც თანაგუნდელებთან ერთად მოსკოვში იმყოფება, მიაჩნია, რომ ეს ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიციაა. მან რუს დეპუტატებს აფხაზებთან და ოსებთან დიალოგის დაწყებაში დახმარებაც სთხოვა.

აქცია პარლამენტთან

15 ივლისი 2019, 21:04

საქართველო

პარლამენტთან აქციის მონაწილემ პირის ამოკერვა სცადა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილემ პირის ამოკერვა სცადა. მას ორგანიზატორებმა ამის საშუალება არ მისცეს, თუმცა თვითდაზიანება მაინც მიიყენა.ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარება უკვე გამოიძახეს.

15 ივლისი 2019, 20:44

მსოფლიო

გაერო: მსოფლიოში 2 მილიარდი ადამიანი ჯანსაღად ვერ იკვებება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) ახალი მოხსენების თანახმად, რომელიც დღეს გასაჯაროვდა, მსოფლიოში 2 მილიარდ ადამიანს ჯანსაღ საკვებზე წვდომა არ აქვს. ამის გამო მათ ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. ამ ადამიანების უმეტესობა ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში ცხოვრობს.

15 ივლისი 2019, 20:41

ძალოვნები

20-21 ივნისის საქმეზე კიდევ ოთხი ადამიანი დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას, აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას და უწევდნენ მათ წინააღმდეგობას, ორგანიზებულად შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.

15 ივლისი 2019, 20:29

საქართველო

პარტიებისა და პოლიტიკოსების სავარაუდო რეიტინგის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა

როგორია პარტიებისა და პოლიტიკური ფიგურების რეიტინგი: კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ოცი ივნისის მოვლენებამდე ჩაატარა. დოკუმენტი საჯარო არ არის და IRI შედეგებს ჯერ მხოლოდ პარტიებს აცნობს, თუმცა მედიამ ორ მთავარ კითხვაზე კვლევის შედეგი მაინც მოიპოვა.