imedi /  11 თებერვალი 2019, 10:00 / სანდო წყარო

უნგრეთში ზეგანაკვეთური შრომის საათების დამატება გააპროტესტეს

მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა უნგრეთში. ქვეყნის დედაქალაქში ზეგანაკვეთური შრომის საათების დამატება გააპროტესტეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, სამსახურის ხელმძღვანელს შეუძლია, დასაქმებული წლის განმავლობაში 400 საათი ამუშაოს დამატებით. უნგრეთში ამჟამინდელი წლიური ლიმიტი 250 საათია.

ბუდაპეშტში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მთავრობის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს „მონური კანონი“ უწოდეს. 

ყველა სიახლე

დიტო საძაგლიშვილი

19 ივლისი 2019, 12:38

საქართველო

„რუსთავი 2“-ის ადვოკატი: დიდ პალატაში გასაჩივრებას აზრი აღარ აქვს

"დიდი პალატის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს რა მდგომარეობა იქნება "რუსთავი 2"-ში და საერთოდ იარსებებს თუ არა ეს კომპანია, ჩემთვის ამ მომენტში გაურკვეველია და შესაბამისად ვფიქრობ, რომ შესაძლოა სახელმწიფოს გუშინდელმა მოქმედებამ საერთოდ აზრი დაუკარგა დიდი პალატის მიერ მომავალში მისაღებ გადაწყვეტილებას",- განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.

19 ივლისი 2019, 12:34

მსოფლიო

ინდოეთში წყალდიდობისას გაქცეული ვეფხვი ადგილობრივის სახლში მძინარე იპოვეს

ვეფხვი, რომელიც ინდოეთის ერთ-ერთი ეროვნული პარკიდან გაიქცა, ადგილობრივის სახლში საწოლზე ჩაძინებული იპოვეს. ამის შესახებ BBC წერს.

„ჰეზბოლა“

19 ივლისი 2019, 12:34

მსოფლიო

არგენტინამ „ჰეზბოლა“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა

არგენტინამ რადიკალური შიიტური მოძრაობა „ჰეზბოლა“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა და მისი ანგარიშები დააყადაღა. ამას საფუძვლად დაიდო არგენტინის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც „ჰეზბოლა“ პასუხისმგებელია ტერორისტულ თავდასხმებზე 1992 წელს ბუენოს-აირესში ისრაელის საელჩოზე და 1994 წელს ბუენოს-აირესის ებრაული თემის ცენტრზე.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

19 ივლისი 2019, 12:23

მსოფლიო

ევროკომისიის ახალი პრეზიდენტი რუსეთისთვის სანქციების შენარჩუნების მომხრეა

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და ევროპის გახლეჩვას ცდილობს. ურსულა ფონ დერ ლაიენის აზრით, შეღვუდვებთან ერთად აუცილებელია დიალოგის გაგრძელებაც. გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად აირჩიეს. ის 1 იანვრიდან ჟან-კლოდ იუნკერს შეცვლის.

ირაკლი ოქრუაშვილი

19 ივლისი 2019, 11:44

ძალოვნები

ოქრუაშვილი „რუსთავი 2“-ის აქციების დაყადაღებას მოითხოვს

ოქრუაშვილის ადვოკატი გიორგი ზედელაშვილი ამბობს, რომ 2010 წელს შედგენილი დოკუმენტის მიხედვით „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილი ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის სახელით შეისყიდა, თუმცა კომპანიის დღევანდელი მფლობელი ამ დოკუმენტს არ აღიარებს და ამბობს, რომ ხელმოწერა გაყალბებულია.

კურტ ვოლკერი

19 ივლისი 2019, 11:24

საქართველო

ვოლკერი: სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს

ვაშინგტონში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებენ. მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორის, კურტ ვოლკერის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი არის ერთი ტელევიზიის საკუთრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს.

საიდ აბას არაღჩი

19 ივლისი 2019, 10:53

მსოფლიო

ირანი: ვშიშობთ აშშ-მა შეცდომით ამერიკული დრონი ჩამოაგდო

18 ივლისს დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების გემმა ჰორმუზის სრუტეში ირანული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. მისივე თქმით, ირანული დრონი ამერიკულ გემს 900 მეტრის მანძილზე მიუახლოვდა.

19 ივლისი 2019, 10:46

მსოფლიო

იაპონიაში ანიმეს სტუდიაში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

შემთხვევის ადგილზე პოლიციამ 41 წლის კაცი დააკავა, რომელსაც ხელში ბენზინით სავსე ავზი ეკავა. სამსართულიანი შენობა, სადაც სტუდია მდებარეობს, სერიოზულად დაზიანდა. თვითმხილველების თქმით, მათ თავდაპირველად აფეთქების ხმა გაიგეს, რის შემდეგაც შენობაში შავი კვამლი გაჩნდა.

პაატა სალია

19 ივლისი 2019, 10:36

საქართველო

ახალი გენერალური დირექტორი თანამშრომლებთან შესახვედრად „რუსთავი 2“-ში მივიდა

„რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელეკომპანიის შენობაში მივიდა. როგორც სალიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ის დღეს ჟურნალისტებს შეხვდება და ტელევიზიაში არსებულ ფინანსურ სიტუაციას გაეცნობა.

ლედი გაგა

19 ივლისი 2019, 10:20

ტაბლოიდი

ლედი გაგამ ანუკი არეშიძის კაბა ჩაიცვა

ოსკაროსანმა მუსიკოსმა ლედი გაგამ ქართველი დიზაინერის ანუკი არეშიძის კაბა ჩაიცვა. ამის შესახებ Vogue წერს. ანუკის დიზაინით შექმნილი ტყავის კაბით ლედი გაგა თავისი კოსმეტიკის ხაზის წარდგენაზე მივიდა. ანუკი არეშიძემ ეს კაბა მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე წარადგინა. ნამუშევარი 2019/20-ის შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდანაა.

19 ივლისი 2019, 10:20

ძალოვნები

აბიტურიენტისგან ქრთამის აღების ბრალდებით სამედიცინო უნივერისტეტის სპეციალისტი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი გია ო. და მოქალაქე ლილი ჯ. დააკავეს.

თბილისის მეტრო

19 ივლისი 2019, 10:18

საქართველო

თბილისის მეტროს მუშაობა შეფერხებული იყო

თბილისის მეტროს მუშაობა შეფერხებულია. როგორც imedinews-ს ერთ-ერთმა მგზავრმა აცნობა, მეტროს სადგურ „სადგურის მოედანზე“ მგზავრებს ვაგონები დააცლევინეს. შეფერხების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

19 ივლისი 2019, 09:57

საქართველო

IRI: გამოკითხულთა უმრავლესობა ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციას ენდობა

კერძოდ, 37% ამბობს, რომ მათთვის ტელეკომპანია „იმედის“ მეირ გავრცელებული ინფორმაცია ყველაზე სანდოა, 34%-ის აზრით, ისინი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ენდობიან. კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5%-ია.

სამების საკათედრო ტაძარი

19 ივლისი 2019, 09:50

საქართველო

IRI: ეკლესიის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 89% აფასებს

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით საპატრიარქომ უკრაინის ავტოკეფალიას მხარი უნდა დაუჭიროს. კერძოდ, გამოკითხულთა 39%-ის აზრით, საპატრიარქომ უკრაინის ავტოკეფალიას მხარი აუცილებლად უნდა დაუჭიროს. მხოლოდ 3% ეწინააღმდეგება ამ მოსაზრებას კატეგორიულად.

19 ივლისი 2019, 09:45

საქართველო

IRI: გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საპატრიარქომ უკრაინის ავტოკეფალიას მხარი უნდა დაუჭიროს

კერძოდ, გამოკითხულთა 39%-ის აზრით, საპატრიარქომ უკრაინის ავტოკეფალიას მხარი აუცილებლად უნდა დაუჭიროს. მხოლოდ 3% ეწინააღმდეგება ამ მოსაზრებას კატეგორიულად. კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5%-ია.

19 ივლისი 2019, 09:39

ძალოვნები

არასრულწლოვანი მუშის გარდაცვალების საქმეზე სამშენებლო კომპანიის დირექტორი დააკავეს

გამოძიების ინფორმაციით, დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტი” თბილისში, დოლაბაურის ქუჩა N29-ში უსაფრთხოების წესის დარღვევით აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს. აღნიშნულ სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე წლის 16 ივლისს ლიფტის დემონტაჟის დროს 2003 წელს დაბადებული გ.ბ. გარდაიცვალა.

19 ივლისი 2019, 09:36

ეკონომიკა

IRI: გამოკითხულთა მხოლოდ 2% ამბობს, რომ საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა

გამოკითხულთა 31%-ის აზრით, ბოლო ერთ წელიწადში ეკონომიკური მდგომარეობა გარკვეულწილად გაუარესდა, ხოლო 30% მიიჩნევს, რომ ძალიან გაუარესდა. კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5%-ია.

19 ივლისი 2019, 09:22

საქართველო

IRI: არჩევნების შემთხვევაში გამოკითხულთა 26% „ქართულ ოცნებას“ , 22% კი „ნაციონალურ მოძრაობას“მისცემდა ხმას

სხვა პარტიების შედეგი ასეთია: „ევროპული საქართველო“ 7 %, „პატრიოტთა ალიანსი“ – 5 %, „ლეიბორისტული პარტია“ 5 %, „სამოქალაქო მოძრაობა“ – 2 %, „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ – 2 %, „შენების მოძრაობა“ – 2%, „გირჩი“ 1%.

მოსკოვი

19 ივლისი 2019, 09:13

საქართველო

IRI: რუსეთთან დიალოგის გაგრძელება გამოკითხულთა 46%-ს სურს

გარკვეულწილად მხარს უჭერს 30%, გარკვეულწილად ეწინააღმდეგება 7%, სრულად ეწინააღმდეგება 12%. კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5%-ია.

19 ივლისი 2019, 09:07

საქართველო

IRI: ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს გამოკითხულთა 57% უჭერს

გარკვეულწილად მხარს უჭერს 18%, გარკვეულწილად ეწინააღმდეგება 4%, სრულად ეწინააღმდეგება 8%. კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5%-ია.