imedi /  19 თებერვალი 2019, 21:39 / სანდო წყარო

შვეიცარიის ალპებში მაშველები ზვავში მოყოლილ ტურისტებს ეძებენ

ზვავი

შემთხვევის ადგილი

შვეიცარიის ალპებში, სათხილამურო კურორტ კრანს-მონტანაში ზვავში მოყოლილ ტურისტებს ეძებენ. ჯერჯერობით უცნობია რამდენი ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ზვავი შუადღეს 14:15 საათისთვის ჩამოწვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ თოვლის მასაში 12 მოთხილამურე მოყვა. ერთ-ერთი მედიის ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში შემთხვევის ადგილიდან ფოტოც გამოაქვეყნა.


 

ყველა სიახლე

არსენ ავაკოვი

21 მარტი 2019, 12:21

მსოფლიო

არსენ ავაკოვი: სააკაშვილის უკრაინაში ჩამოსვლა 300 დოლარიანი პიარია

შინაგან საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი გორდონისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თვითმფრინავშიც კი ვერ ავა, რადგანაც მას უკრაინაში შესვლა სასამართლოს გადაწყვეტილებით აქვს აკრძალული.

ბავშვებზე ძალადობა

21 მარტი 2019, 12:16

საქართველო

შსს: 2018 წელს ბავშვთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის 12% სექსუალურ ძალადობაზე მოდის

რა ვითარებაა საქართველოში ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის თვალსაზრისით და როგორ ასრულებს ქვეყანა ლანსაროტეს კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს, რომელიც, სწორედ ამ მიმართულებებს ეხება. ამ თემაზე კონფერენცია მიმდინარეობს.

აბულფაზლ გადიანი

21 მარტი 2019, 12:06

მსოფლიო

ირანელ დისიდენტს სამი წიგნის გადაწერა მიუსაჯეს

დამნაშავე 74 წლის აბულფაზლ გადიანია, რომელიც რეფორმატორული ორგანიზაცია "ირანის ისლამური რევოლუციის მოჯაჰედების" დამფუძნებელია. მან აიათოლას დესპოტი უწოდა და მისი მმართველობის დასასრულებლად, მოსახლეობას მასობრივი პროტესტისკენ მოუწოდა.

21 მარტი 2019, 12:02

ტაბლოიდი

ავსტრალიელ კაცს ავტომობილში კოალა დახვდა. ვიდეო

ავსტრალიელ ტიმ უიტროუს საკუთარ ავტომობილში კოალა დახვდა. უიტროუ თავის ძაღლთან ერთად ვენახების სანახავად იყო წასული და მანქანა ღია დატოვა, რათა ძაღლს ავტომობილიდან გადასვლა შეძლებოდა. როდესაც ავსტრალიელი დაბრუნდა, უკანა სავარძელზე კოალა იპოვა.

თიბისი ბანკი

21 მარტი 2019, 11:56

ძალოვნები

„თიბისიზე“ კიბერშეტევის საქმის გამოძიების ფარგლებში კომპიუტერებია ამოღებული

"თიბისი ბანკზე" განხორციელებული კიბერთავდასხმის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, რუსთაველის N12-დან კომპიუტერები ამოიღეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გამოძიება რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

პიან სან ჯაკომო

21 მარტი 2019, 11:40

ძალოვნები

შვეიცარიელ კაცს სახლში მძინარე ქართველები დახვდნენ

შვეიცარიული გამოცემა polizeiticker-ის ცნობით, მეზობლებმა ღამით საეჭვო პირები შეამჩნიეს, რომლებიც ერთ-ერთ სახლში შესვლას ცდილობდნენ. მათ ამის შესახებ მეპატრონეს შეატყობინეს, რომელმაც სახლში მისვლისას ორი მძინარე ადამიანი ნახა. პოლიციელებმა დამნაშავეები მალევე დააკავეს.

21 მარტი 2019, 11:38

საქართველო

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე დაკავებულების გათავისუფლება აქციით მოითხოვეს

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე დაკავებულთა ახლობლებმა გუშინ ღამე გენერალურ პროკურატურასთან აქცია გამართეს. მათ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც დაკავებულები სასამართლომ ისევ პატიმრობაში დატოვა.

ბილ გეითსი

21 მარტი 2019, 11:20

ეკონომიკა

ბილ გეითსი $9.5 მილიარდით გამდიდრდა

ბილ გეითსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილანტროპია. ამიტომ, ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ მილიარდერის ქონება მცირდება, თუმცა ეს ასე სულაც არ არის. გეითსი უმდიდრესი ადამიანია და მილიარდერი დროთა განმავლობაში უფრო მეტად მდიდრდება.

ნიკარაგუა

21 მარტი 2019, 11:15

მსოფლიო

ნიკარაგუა მზადაა ოპოზიციის 700-ზე მეტი მხარდამჭერი პატიმრობიდან გაათავისუფლოს

ხელისუფლება 700-ზე მეტი ადამიანის გათავისუფლებას გეგმავს, რომლებიც გასული წლის აპრილიდან მოყოლებული ანტისამთავრობო აქციებზე დააკავეს. შეტაკებების დროს ჯამში 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები შესაძლოა მიმდინარე კვირიდან დაიწყოს.

დევიდ ლინჩი

21 მარტი 2019, 11:13

კულტურა

დევიდ ლინჩი კინემატოგრაფიის შესახებ ონლაინ-ლექციებს კითხულობს

ამერიკელმა რეჟისორმა დევიდ ლინჩმა საავტორო კურსი წარადგინა, რომელიც 13 გაკვეთილისგან შედგება. ის შეეხება ფილმებსა და კრეატიულობის განვითარებას. ამის შესახებ ინფორმაცია პლატფორმა MasterClass-მა გამოაქვეყნა.

ბათუმის მერია

21 მარტი 2019, 10:46

საქართველო

უფლებადამცველების თქმით, ბათუმში ძაღლები ყოველდღიურად იკარგებიან

ძაღლების ხოცვა და ნაგავსაყრელზე ბუნკერში გადაყრა ცხოველების უფლებადამცველებმა ბათუმში გააპროტესტეს. ევროპის მოედანზე გამართულ აქციაზე ისინი ძაღლებით მივიდნენ. მოგვიანებით კი ნაგავსაყრელზე გადაინაცვლეს და პოლიციაც გამოიძახეს.

21 მარტი 2019, 10:45

კულტურა

მსოფლიოს ნაწილი დღეს ნოვრუზს ზეიმობს

ნოვრუზი - გაზაფხულისა და ახალი წლის დადგომის დღესასწაული. სიტყვა სპარსული ენიდან მომდინარეობს და „ახალ დღეს“ ნიშნავს. აღინიშნება გაზაფხულის ბუნიობის დროს: მარტში ირანში, შუა აზიისა და ამიერკავკასიის ქვეყნებში, ხოლო 22 მარტს - ყაზახეთში. ბაჰაის კალენდრის მიხედვით ამ დღეს ახალი წელიწადი იწყება.

21 მარტი 2019, 10:26

მსოფლიო

ტეხასის ციხეში ინდიელ პატიმრებს გრძელი თმით სიარულის უფლება მისცეს

ტეხასის შტატის ფედერალურმა სასამართლომ ინდიელებს, რომლებიც პატიმრობაში არიან, უფლება მისცა გაიზარდონ თმები ისე, როგორც მიღებულია მათ კულტურაში. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პირადობის მოწმობა

21 მარტი 2019, 10:23

საქართველო

ქაღალდის პირადობის მოწმობის შეცვლა აპრილში უფასო იქნება

საქართველოს ის მოქალაქე, ვინც ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობას ფლობს, საქართველოს მოქალაქის პასპორტსა და პირადობის ელექტრონულ მოწმობას მიმდინარე წლის 1-ელი აპრილიდან 1-ელ მაისამდე სრულიად უფასოდ მიიღებს. საქართველოში ასეთი სულ 401 000 მოქალაქეა.

პასპორტი

21 მარტი 2019, 10:14

საქართველო

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები მაისში პასპორტს უფასოდ მიიღებენ

საქართველოს ის მოქალაქე, ვინც ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობას ფლობს, საქართველოს მოქალაქის პასპორტსა და პირადობის ელექტრონულ მოწმობას მიმდინარე წლის 1-ელი აპრილიდან 1-ელ მაისამდე სრულიად უფასოდ მიიღებს. საქართველოში ასეთი სულ 401 000 მოქალაქეა.

21 მარტი 2019, 10:02

ტაბლოიდი

ავსტრალიაში ოკეანემ გიგანტური თევზი გამორიყა

ავსტრალიის სამხრეთ ნაწილში 2 მეთევზემ გიგანტური თევზი იპოვა, რომელიც ოკეანემ გამორიყა. ერთ-ერთმა მათგანმა ფოტო სოციალურ ქსელში გაავრცელა. ე.წ „მზის თევზი“ შესაძლოა 3 მეტრამდე გაიზარდოს, მისი წონა კი 2 ტონას აჭარბებს.

მეტადონის ამოღება

21 მარტი 2019, 09:47

ძალოვნები

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეტადონი“ ამოიღეს

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 50 აბი „მეტადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

21 მარტი 2019, 09:28

ტაბლოიდი

აშშ-ში კაცმა დაკავებამდე პოლიციას შოუ მოუწყო

ავტომობილიდან გადმოსულმა კაცმა ყველასთვის მოულოდნელად ცეკვა დაიწყო. უცნაური შოუ ადგილობრივი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში მოხვდა. სახალისო სიტუაციის მიუხედავად დაკავებული სამართალდამცველებს ვერ გადაურჩა. მას ხელბორკილი დაადეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.

მაია ცქიტიშვილი

21 მარტი 2019, 09:18

საქართველო

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მაია ცქიტიშვილს პარლამენტში მოუსმენენ

ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილ წერილში მინისტრი ამბობს, რომ პორტის მშენებლობის პროექტზე როგორც საზოგადოებაში, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში საკმაოდ მაღალი ინტერესია, აქედან გამომდინარე ის მზად არის, დეპუტატების შეკითხვებს უპასუხოს.

ელმავალმშენებელი ქარხანა

21 მარტი 2019, 09:09

ეკონომიკა

„ელმავალმშენებელი ქარხნის“ თანამშრომლები აქციას ისევ მართავენ

„ელმავალმშენებელი ქარხნის“ თანამშრომლების პროტესტი გრძელდება. ქარხნის ხელმძღვანელობა მათ სახელფასო დავალიანების 19 მარტამდე ანაზღაურებას დაჰპირდა, თუმცა ხელფასები ამ დრომდე არ ჩარიცხულა. თანამშრომლები 6 თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ.