imedi /  06 მარტი 2019, 08:09 / სანდო წყარო

საფრანგეთში ციხის არეულობას პატიმრის ორსული ცოლი შეეწირა

ტერაქტი - ასე შეაფასა საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა კონდე-სურ-სარტის ციხეში მომხდარი ინციდენტი. ამის შესახებ France 24 წერს.

შემთხვევა საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთით, ორნის დეპარტამენტში მოხდა. პოლიციის განცხადებით, რამდენიმე საათის წინ, მსჯავრდებული დაცვის წევრებს დაესხა თავს და მათი მოკვლით იმუქრებოდა. ინციდენტი პაემნების ოთახში მოხდა. თავდამსხმელთან ერთად მისი მეუღლეც იყო.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, პატიმარს ციხეში იარაღი სწორედ მან შეუტანა. ძალოვნებმა მსჯავრდებულთან მოლაპარაკება სცადეს, თუმცა მოგვიანებით პაემნების ოთახზე შტურმი მიიტანეს. ორმხრივი სროლისას პატიმრის მეუღლე დაიღუპა. ქალი ორსულად იყო.

ციხის თანამშრომლების თქმით, თავდასხმისას პატიმარი ალაჰის სადიდებელ სიტყვებს სკანდირებდა.

ყველა სიახლე

25 მარტი 2019, 23:45

მსოფლიო

სირია: ტრამპის გადაწყვეტილება გოლანის მაღლობების შესახებ არაფერს ცვლის

აშშ-ის მიერ გოლანის მაღლობების ისრაელის ტერიტორიად აღიარება სირიისთვის არ ცვლის ფაქტს, რომ გოლანი სირიის ოკუპირებული ტერიტორიაა. შესაბამისი განცხადება Reuters-ის ინფორმაციით, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. სირიელი დიპლომატის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ამერიკის იზოლაციას შეუწყობს ხელს.

25 მარტი 2019, 23:42

ტაბლოიდი

ბრიტანულმა თვითმფრინავმა გერმანიის ნაცვლად მგზავრები შოტლანდიაში ჩაიყვანა ✈️ 🤨

რეისს გერმანული კომპანია WDL-ი ასრულებდა, რომელიც თვითმფრინავს British Airways-სთან ლიზინგური ხელშეკრულების საფუძველზე მართავს. ინციდენტის მიზეზი არასწორი საფრენი გეგმა გახდა, რომელიც პილოტებს და დისპეჩერთა სამსახურებს დაურიგეს ლონდონის აეროპორტში.

25 მარტი 2019, 23:24

მსოფლიო

ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი 5-დღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს

ბრაზილიის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი 5-დღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. ბრაზილიის 37-ე პრეზიდენტი, მიშელ ტემერი კორუფციასთან დაკავშირებული გამოძიების გამო აიყვანეს. ბრაზილიის 37-ე პრეზიდენტი ბრალდებებს უარყოფს.

25 მარტი 2019, 22:58

ტაბლოიდი

კვლევა: ქალებს სამსახურში ხუმრობა აზარალებთ

ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ქალები სამსახურში ხუმრობის გამო ისჯებიან და მათ ხუმრობას გამაღიზიანებლად თვლიან. კვლევა აჩვენებს, რომ იუმორისგან მიღებული სარგებელი ყველა ადამიანზე არ ვრცელდება - უფრო მეტიც, ქალები სამსახურში იუმორის გამოყენების გამო შესაძლოა, დაზარალდნენ.

მალხაზ კობაური

25 მარტი 2019, 22:41

ძალოვნები

ნაფიცმა მსაჯულებმა მალხაზ კობაური დამნაშავედ ცნეს

2018 წლის 7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა დაღუპული იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც.

კოსოვოს პრემიერი რამუშ ჰარადინაი

25 მარტი 2019, 22:19

მსოფლიო

ნატოს გენოციდში დადანაშაულებისთვის კოსოვოში მინისტრის მოადგილე მოხსნეს

კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ეთნიკურად სერბი ვესნა მიკიჩი თანამდებობიდან გაათავისუფლა. რამუშ ჰარადინაის ეს გადაწყვეტილება მინისტრის კომენტარს მოჰყვა, როდესაც მან „დაგეგმილი გენოციდი“ უწოდა ნატოს მიერ 1999 წელს, იმჟამინდელი იუგოსლავიის დამბობვას.

25 მარტი 2019, 22:00

სპორტი

მარადონა: არგენტინელი ფეხბურთელები ეროვნული ნაკრების ფორმას არ იმსახურებენ

არგენტინელი ლეგენდარული ფეხბურთელი, დიეგო მარადონა მისი ქვეყნის ნაკრების თამაშით უკმაყოფილოა. მარადონას კრიტიკა ვენესუელასთან ამხანაგურ მატჩს მოჰყვა, როდესაც არგენტინის ნაკრები ანგარიშით 3-1 დამარცხდა. ამის შესახებ Mirror-ი წერს.

ტიმ კუკი

25 მარტი 2019, 21:51

ტექნოლოგიები

რა პროდუქტები წარადგინა Apple-მა. მთავარი

კალიფორნიის ქალაქ კუპერტინოში ტიმ კუკმა აპლიკაციის Apple News + პრეზენტაცია გამართა. რამდენიმე სიახლესთან ერთად ღონისძიებაზე კიდევ ერთი ახალი პროდუქტია Apple Pay-ში ინტეგრირებული საკრედიტო ბარათია. რა თქმა უნდა სასიამოვნო და ყველაზე მასშტაბური სიახლეა Apple-ის ტელევიზია.

25 მარტი 2019, 21:42

საქართველო

დავით ზალკალიანმა ნატოს გენერალური მდივნის გზავნილები შეაფასა

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიტიზი შეაჯამა. ამის შესახებ Imedinews-ს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მინისტრის განცხადებით, გენერალური მდივნის ვიზიტი უაღრესად საჭირო იყო როგორც დროის, ასევე გზავნილების თვალსაზრისით.

25 მარტი 2019, 21:29

საქართველო

პარლამენტმა ახალი რეგლამენტით მუშაობის 100 დღე შეაჯამა

ასი დღე გავიდა, რაც საკანონმდებლო ორგანო ახალ რეგლამენტზე გადავიდა. ამ დროის განმავლობაში ათი მინისტრის მოსმენა გაიმართა. 35 პროცენტით გაიზარდა სხდომებზე დეპუტატების დასწრების მაჩვენებელი. პარლამენტის წევრები ყველაზე დიდ მიღწევად მინისტრის საათს ასახელებენ.

25 მარტი 2019, 21:08

მსოფლიო

ისრაელმა ღაზაზე სამხედრო იერიში განახორციელა

ისრაელმა მის ტერიტორიაზე რაკეტის ჩავარდნის შემდეგ ღაზაზე სამხედრო შეტევა დაიწყო. ამის შესახებ bloomberg-ი წერს. ამავე წყაროს ინფორმაციით, შეიარაღებული ძალები ისრაელის სამხრეთით, საზღვართან გამოჩნდნენ. „ეს იყო დანაშაულებრივი შეტევა ისრაელის სახელმწიფოზე და ჩვენ მას აუცილებლად ვუპასუხებთ“, - განაცხადა ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში.

არნოლდ შვარცენეგერი პონისთან ერთად

25 მარტი 2019, 20:50

ტაბლოიდი

არნოლდ შვარცნეგერი პონის ავარჯიშებს. ვიდეო

ვიდეოში ჩანს, რომ შვარცნეგერი ცხოველს ველოსიპედით დასდევს. მას ტყავის ქურთუკი აცვია და კოვბოის ქუდი ახურავს. სოცქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოს მუსიკალურ ფონად ტობი კეიზის კომპოზიცია Should’ve Been a Cowboy გასდევს. ვარჯიშის დასრულების შემდეგ ყოფილი გუბერნატორი პონის საუზმით უმასპინძლდება.

გოლანის მაღლობები

25 მარტი 2019, 20:29

მსოფლიო

ტრამპმა გოლანის მაღლობები ისრაელის ტერიტორიად აღიარა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომელშიც აღიარებულია ისრაელის სუვერენიტეტი გოლანის მაღლობებზე - სადავო ტერიტორია სირიის საზღვართან.

გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილი

25 მარტი 2019, 20:25

საქართველო

სააკაშვილი ამტკიცებს რომ მკვდარიც კი აჯობებს ცოცხალ უგულავას

სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადება გიგი უგულავას განმარტებას ეხმიანება, სადაც უგულავა აცხადებდა, რომ სააკაშვილი ფორმაში არ იყო. მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა გიგი უგულავამ და დასძინა, რომ მას მხოლოდ გაუხარდება თუ სააკაშვილი კარგ ფორმაში იქნება და მკვდართან შეჯიბრი არ მოუწევს.

ხახვი

25 მარტი 2019, 20:21

ტექნოლოგიები

კვლევა: ნიორი და ხახვი ნაწლავის კიბოთი გამოწვეული დაავადების რისკს ამცირებს

ექსპერიმენტი 1,600 ადამიანზე ჩატარდა. დადგინდა, რომ ყოველდღიურად 74 გრამი ნიორისა და ხახვის მიღება დაავადების რისკს 79%-ით აქვეითებს. დაავადების პრევენციას ხელს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება ალიცინი უწყობს, რომელსაც ნიორი და ხახვი შეიცავს.

Adele-ი ჯენიფერ ლოურენსი

25 მარტი 2019, 20:10

ტაბლოიდი

ჯენიფერ ლოურენსი და Adele-ი ნიუ-იორკის ლგბტ ბარში გამოჩნდნენ. ვიდეო

ლგბტ ბარში, ცნობილი სახეების გამოჩენას სოცქსელშიც მოჰყვა გამოხმაურება. მიკრობლოგ Twitter-ის მომხმარებელმა Al_Craze-ი დაწერა, რომ ის უტყვია, რადგან მან საღამო ჯენიფერ ლოურენსთან და Adele-თან გაატარა. „ოსკარისა“ და „გრემის“ მფლობელმა არტისტებმა ლგბტ ბარში ბევრი იმხიარულეს.

25 მარტი 2019, 19:54

ეკონომიკა

ლარში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2019 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით 52.2 მლნ ლარით (0.2 პროცენტით) გაიზარდა. ამასთან, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.6 პროცენტით შემცირდა და მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 26.5 მლრდ ლარი შეადგინა.

ექიმების საპროსტესტო აქცია

25 მარტი 2019, 19:47

საქართველო

ბათუმში 29 წლის გოგოს გარდაცვალებაში დადანაშაულებულ ექიმს კოლეგებმა სოლიდარობა გამოუცხადეს

სოლიდარობის აქციაზე შეკრებილების განცხადებით, ულტრაბგერითი გამოკვლევის სპეციალისტი გარდაცვლილი პაციენტის მკურნალი ექიმი არ იყო, შესაბამისად მწვავე აპენდიციტის დიაგნოზს ის ვერ დასვამდა. მედიკოსები თვლიან რომ იგი უდანაშაულოდ ისჯება.

25 მარტი 2019, 19:30

მსოფლიო

რუსეთი მიესალმა გამოძიების შედეგებს რომელმაც ტრამპის და კრემლის კავშირი ვერ დაამტკიცა

რუსეთის ოფიციალური პირები მიესალმებიან აშშ-ის სპეციალური პროკურორის რობერტ მიულერის გამოძიების შედეგებს, რომლის თანახმად დონალდ ტრამპის და კრემლის კავშირი ვერ აღმოაჩინეს და 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთთან შეთქმულება არ დადასტურდა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

იენს სტოლტენბერგი

25 მარტი 2019, 19:12

საქართველო

ოკუპირებულმა აფხაზეთმა სტოლტენბერგის ვიზიტი დაგმო

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სტოლტენბერგი საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდა. ასევე მისული იყო ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში, სადაც ქართველ სამხედროებთან გამართა აუდიენცია.