imedi /  09 მარტი 2019, 17:57 / სანდო წყარო

იაპონიას „ფუკუშიმას“ გასანეიტრალებლად $200 მილიონი სჭირდება

იაპონია, ფუკუშიმა

იაპონია, ფუკუშიმა

„ფუკუშიმას“ ტრაგედიიდან 8 წლის შემდეგ იაპონიის მთავრობა ატომური ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შედეგების განეიტრალებას ბოლომდე ვერ ახერხებს წერს Reuters

მიუხედავად იმისა, რომ დაზიანებული ენერგობლოკები დახურულია, გარემოს დაბინძურების საფრთხე მაინც არსებობს. პრობლემად რჩება ელექტრო სადგურის რეაქტორთან კონტეინერებში შენახული მილიონი ლიტრი დაბინძურებული წყალი. ახალი მიწისძვრის შემთხვევაში შესაძლოა ეს კონტეინერები დაზიანდეს, რაც ეკოლოგიას და გარემოს ახალ პრობლემებს შეუქმნის.      

Reuters ის ცნობით, იგეგმება „ფუკუშიმადან“დაბინძურებული წყლის ოკეანეში ჩაღვრა. პროცესი ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება. დაზიანებული ატომური ელექტროსადგურის ბლოკების დაშლას 40 წელი სჭირდება. იაპონიის მთავრობის გათვლებით, „ფუკუშიმას“ გასანეიტრალებლად ჩასატარებულ სამუშაოებს 200 მილიონი აშშ დოლარი სჭირდება.  

2011 წლის 11 მარტს იაპონიაში 9,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რასაც ცუნამი მოჰყვა. ცუნამმა კი ატომურ ელექტროსადგურ „ფუკუშიმა1“-ზე ავარია გამოიწვია. 

ავარიის შემდეგ 160 000-მა ადამიანმა საცხოვრებელი სახლები დატოვა. ამ ადამიანებს შორის სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალია. მაშინ ხელისუფლებამ სიკვდილიანობა სტრესებით, ფსიქიკური პრობლემებით და ევაკუაციის დროს ქაოსით ახსნა. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ უშუალოდ რადიაციით არავინ მომკვდარა.  

ყველა სიახლე

სქესობრივი დანაშაული

18 მარტი 2019, 18:10

ძალოვნები

როგორ დაისჯება ახალი კანონით არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობა

შინაგან საქმეთა სამინისტრო სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელს ამკაცრებს. ნათია მეზვრიშვილმა, პარლამენტს კანონპროექტი წარუდგინა, რომელიც სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლას ეხება.

პუტინი

18 მარტი 2019, 18:06

მსოფლიო

პუტინი ანექსირებულ ყირიმში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ანექსირებულ ყირიმში ჩავიდა. მან ვიზიტი ორი ელექტროსადგურის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობით დაიწყო. ორივე ელექტროსადგური ტურბინებით აღჭურვა გერმანულმა კომპანია „სიმენსმა“, რომელმაც არაერთხელ დაადანაშაულა რუსეთი ევროკავშირის სანქციების დარღვევასა და კომპანიის ტექნიკის ნახევარკუნძულზე უკანონო ჩატანაში.

კეიტლინ ბრეიტუეიტი

18 მარტი 2019, 17:53

ტაბლოიდი

იშვიათი დაავადების გამო ბრიტანელი გოგო 14 წელი მხოლოდ ჰამბურგერით იკვებებოდა

კეიტლინ ბრეიტუეიტი 2 წლიდან შერჩევითი კვების დარღვევით იტანჯებოდა: ეს არის კვებითი აშლილობის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ადამიანის განსაზღვრულ პროდუქტებზე უარის თქმას აიძულებს. ამის გამო გოგოს ჰამბურგერის გარდა ნებისმიერ საჭმელზე გული ერეოდა.

გოკმან ტანისი

18 მარტი 2019, 17:52

მსოფლიო

ნიდერლანდების პოლიციამ თავდასხმაში ეჭვმიტანილის ფოტო გამოაქვეყნა

პოლიციელები 37 წლის გოკმან ტანისს ეძებენ, რომელიც წარმოშობით თურქია. თავდასხმა ქალაქ უტრეხტში დღეს დილით მოხდა. უცნობმა შეიარაღებულმა პირმა ტრამვაის ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ბოროტმოქმედმა გაქცევა შეძლო. პოლიცია ტერაქტის ვერსიას არ გამორიცხავს.

ქართული ოცნება

18 მარტი 2019, 17:50

საქართველო

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება. როგორც შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ განუცხადა, საუბარი იქნება მიმდინარე საკითხებზე, მათ შორის სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ კანონპროექტზეც.

Facebook gaming

18 მარტი 2019, 17:24

ტექნოლოგიები

Facebook-ი მობილურ აპლიკაციაში ვიდეოთამაშების განყოფილებას ამატებს

გეიმერების განყოფილება ახალი ამბების კედლის, ვიდეოპლატფორმისა და ნოტიფიკაციების გვერდით, სანავიგაციო ველზე გამოჩნდება. ახალი განყოფილება ერთგვარი ჰაბი იქნება მათთვის, ვინც გეიმერების პირდაპირი ეთერებით ინტერესდება და ამ სფეროში სიახლეების გაცნობა სურს.

იმპერატორ ცანლუნის საზაფხულო სასახლე

18 მარტი 2019, 17:12

ტაბლოიდი

ჩინეთის აკრძალული ქალაქი ტურისტებისთვის გაიხსნა. ისტორია

აკრძალული ქალაქი, ეს უზარმაზარი სასახლის კომპლექსია, რომელიც ჩინეთში მე-15 საუკუნეში გააშენეს და დაახლოებით 500 წლის განმავლობაში ის დახურული იყო. კომპლექსი ცინების დინასტიის 24 იმპერატორის სახლი იყო და შიგნით ყოფნის უფლება მხოლოდ მათ და მსახურებს ჰქონდათ.

ელექტრომობილი

18 მარტი 2019, 17:09

ეკონომიკა

წელს თბილისში ელექტრომობილებისთვის 160 დამტენი დამონტაჟდება

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის, ირაკლი თავართქილაძის თქმით, აუქციონში გამარჯვებული კომპანია პირველ ეტაპზე 30 დამტენს დაამონტაჟებს. მისი თქმით, ერთ თვეში აუქციონი დამატებით 30 ელექტრომობილის დამტენზე გამოცხადდება, წლის ბოლომდე კი დამტენების რაოდენობა ჯამში 160 იქნება.

პროკურატურა

18 მარტი 2019, 17:07

ძალოვნები

სასამართლომ სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსანი დამნაშავედ სცნო

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს სპეციალურ ღონისძიებათა სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი გ.გ. დამნაშავედ სცნეს.

ეკა ბესელია

18 მარტი 2019, 16:59

საქართველო

ყოფილმა თანაგუნდელებმა ერთმანეთს წარსული შეახსენეს

კომიტეტის სხდომაზე თავდაპირველად ერთმანეთს "ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე და უმრავლესობის წევრი ირაკლი ბერაია ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, მოგვიანებით კი სიტყვიერი დაპირისპირება ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძესა, ვანო ზარდიაშვილს და მამუკა მდინარაძეს შორის გაგრძელდა.

ხანძარი

18 მარტი 2019, 16:59

ძალოვნები

ვინ არის ადამიანი, რომელმაც ტექნიკის საწყობში სავარაუდოდ ცეცხლი გააჩინა

დიდ დიღომში, ტექნიკის საწყობში 2 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ტექნიკა სავარაუდოდ განზრახ დაწვეს. "ქრონიკის" ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავებული 36 წლის ზ.მ. ერთ-ერთი ბრალდებულია. შსს ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებს.

საქართველოს პარლამენტი

18 მარტი 2019, 16:55

საქართველო

მოსამართლეებზე მმართველი გუნდის კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კომიტეტის სხდომაზე საკითხის განხილვა დაახლოებით შვიდი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დომინიკ ტიმი

18 მარტი 2019, 16:49

სპორტი

ინდიან უელსის მასტერსის ფინალში როჯერ ფედერერი დომინიკ ტიმთან დამარცხდა

შეხვედრა 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და ანგარიშით 3:6, 6:3, 7:5 დასრულდა. 25 წლის ტიმისთვის ეს პირველი მასტერსია, რომელიც მოიგო. პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) ტურნირებში კი მას 12 ტიტული აქვს მოპოვებული.

ბრაიან აქტონი მარკ ცუკერბერგი

18 მარტი 2019, 16:48

ტექნოლოგიები

WhatsApp-ის თანადამფუძნებელმა მომხმარებლებს Facebook-ის გაუქმებისკენ მოუწოდა

სტუდენტებთან შეხვედრისას აქტონი მათ იმ მიზეზებზე ელაპარაკა, თუ რატომ მიჰყიდა WhatsApp-ი Facebook-ს და რატომ დატოვა კომპანია 2017 წელს. მისი თქმით, ამის მიზეზი სოცქსელის სერვისების მონეტიზაცია იყო. მსგავსი შინაარსის მოწოდება ბრაიან აქტონმა შარშანაც გაავრცელა.

სუფთა ავიაკომპანიები

18 მარტი 2019, 16:34

მსოფლიო

ყველაზე სუფთა ავიაკომპანიები დასახელდა

სპეციალისტებმა თვითმფრინავებში სალონების მდგომარეობა შეისწავლეს და ასევე ტუალეტების, სავარძლების და სხვა ნაწილების სისუფთავე შეაფასეს. რეიტინგის ლიდერი იაპონური ავიაკომპანია All Nippon Airways-ი გახდა, მეორე ადგილს ტაივანური EVA Air-ი იკავებს, მესამეზე კი კორეული Asiana Airlines-ი მოხვდა.

ირაკლი ღარიბაშვილი

18 მარტი 2019, 16:28

საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილმა და აშშ-ის ელჩმა ორი ქვეყნის საერთო ინტერესებზე ილაპარაკეს

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს როს უილსონს შეხვდა. უილსონმა ირაკლი ღარიბაშვილს ახალ პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

მესი

18 მარტი 2019, 16:28

სპორტი

მესის ჰეთ-თრიქს მეტოქე გუნდის ფანები აპლოდისმენტებით შეხვდნენ

სევილიაში, სტადიონ ბენიტო ვილიამარინიზე შეკრებილი ფანები არგენტინელის მიერ 85-ე წუთზე გატანილმა გოლმა აღაფრთოვანა - ლა ლიგაში ეს მესის 33 -ე ჰეთ-თრიქია, 45-ე ბარსელონას შემადგენლობაში და 51-ე ფეხბურთელის კარიერაში.

პოლიცია

18 მარტი 2019, 16:19

ძალოვნები

გურიაში სამი არასრულწლოვანი სკოლის გაქურდვაში ამხილეს. ვიდეო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში საჯარო სკოლა გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ საქმესთან დაკავშირებით 3 არასრულწლოვანი ამხილა. შსს-ს ინფორმაციით, მხილებულები არიან: 2002 წელს დაბადებული ნ.ც., 2000 წელს დაბადებული ლ.ჭ. და 2001 წელს დაბადებული ა.ჟ.

ტაილანდი ავარია

18 მარტი 2019, 16:15

მსოფლიო

ტაილანდში სკოლის ავტობუსის ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

შემთხვევა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ბანგკოკიდან 122 კილომეტრის მოშორებით მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 მოსწავლე დაიღუპა, კიდევ 10 ადამიანი კი დაშავდა. ავტობუსში 20 მოზარდი და 19 მასწავლებელი იმყოფებოდა.

მეგან მარკლი

18 მარტი 2019, 16:09

ტაბლოიდი

ცნობილია, რა სიტყვების თქმა აუკრძალეს მეგან მარკლს

ცნობილია, რომ მეგან მარკლს საყვარელი კერძიც კი აუკრძალეს. ახლა გაირკვა, რომ სამეფო ეტიკეტის მიხედვით, სასაუბრო ლექსიკაც კი შეზღუდულია. მათ შორის "უწყინარი" სიტყვები. მეგანს ეკრძალება თქვას სიტყვები: საპირფარეშო (toilet), დივანი (Couch potato), ბოდიში (sorry), სუნამო (perfume), დესერტი (Just desserts), არისტოკრატიული ( Posh) და ჩაის დრო Time for tea.