imedi /  09 მარტი 2019, 19:40 / სანდო წყარო

ქალები, რომლებიც დიდ ბრიტანეთს მართავენ

ტერეზა მეი
არლინ ფოსტერი

ტერეზა მეი
არლინ ფოსტერი

ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის ისტორია ჯერჯერობით არ დასრულებულა, მაგრამ უკვე მივიდა შუალედურ შედეგამდე - ქვეყნის ბედის უდიდესი ნაწილი ქალების ხელშია და აქ არამხოლოდ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ტერეზა მეიზეა საუბარი.

Brexit-ის ისტორიის პირველ ნაწილში მთავარი გმირები ძირითადად კაცები იყვნენ: პრემიერმინისტრი დევიდ კემერონი, მისი მეგობარი და პოლიტიკური მოწინააღმდეგე ბორის ჯონსონი, ჯონსონის მარჯვენა ხელი მაიკლ გოუვი, UKIP-ის პარტიის ლიდერი ნაიჯელ ფარაჯი, კემერონის მარჯვენა ხელი ჯორჯ ოსბორნი და სხვები. 

2016 წლის რეფერენდუმის შემდეგ, ყველამ უკან დაიხია და წინ ქალები წამოვიდნენ. ვინ არიან ქალბატონები, რომლებიც გაერთიანებული სამეფოს ბედს წყვეტენ?

ტერეზა მეი

კონსერვატიული პარტიის ლიდერი და პრემიერმინისტრი ტერეზა მეი პროფესიონალი პოლიტიკოსია. ის ბრიტანეთის ისტორიაში მარგარეტ ტეტჩერის შემდეგ პირველი ქალი პრემიერმინისტრია. ის პარტიას სათავეში 2016 წლის 23 ივნისს ჩაუდგა, მას შემდეგ რაც დევიდ კემერონი რეფერენდუმზე დამარცხდა და დიდი პოლიტიკიდან წავიდა. 

რეფერენდუმამდე ტერეზა მეი შსს-ს მინისტრი იყო და მის ხელმძღვანელ კემერონთან ერთად ევროკავშირიდან გამოსვლის წინააღმდეგი იყო, მაგრამ პრემიერმინისტრად გახდომის შემდეგ აზრი შეიცვალა და განაცხადა, რომ უნდა აღასრულოს ხალხის ნება და Brexit-ი ბოლომდე მიიყვანოს.

როგორი უნდა იყოს ეს პროცესი - ამ თემამ კონსერვატიული პარტია ფაქტობრივად ორად გაჰყო და თვითონ მეის რეპუტაცია სერიოზულად შელახა. დეკემბერში მეიმ შიდაპარტიული ნდობის ხმის მიცემა მოიგო და თქვა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოსტს დატოვებდა. ის კანონის მიხედვით 2022 წელს უნდა ჩატარდეს. 

მიუხედავად ამისა, ხელისუფლებაში მეის წასვლა უფრო ადრე სურთ და ამაზე საუბრები არ წყდება.

ნიკოლა სტარჯენი

ნიკოლა სტარჯენის პოლიტიკური წარმატება Brexit-თან კავშირში არ არის. ის შოტლანდიის ნაციონალური პარტიის (SNP)ლიდერი და მთავრობის მეთაური იყო. სტარჯენმა თავი 2014 წლის შოტლანდიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დროს გამოიჩინა. 

შოტლანდიელი სეპარატისტები იმ რეფერენდუმზე დამარცხდნენ, ხოლო SNP-ს ლიდერი ალექს სალმონდი გადადგა. სალმონდი სტარჯენმა შეცვალა და 2014 წლის ნოემბერში პირველი მინისტრი გახდა. 

შოტლანდიაში უმეტესობამ ევროკავშირიდან გამოსვლას მხარი არ დაუჭირა და შოტლანდიელი სეპარატისტების ლიდერმა განაცხადა, რომ აუცილებელია მეორე რეფერენდუმი შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ - თუ ინგლისს და უელსს უნდათ დატოვონ ევროკავშირი, წავიდნენ, მაგრამ შოტლანდია დარჩება. 

მეორე რეფერენდუმის ჩასატარებლად ლონდონის თანხმობაა საჭირო. ამ წლის იანვარში, სტარჯენმა განაცხადა, რომ Brexit-ის მიერ გამოწვეული ქაოსი მეორე რეფერენდუმს სულ უფრო საჭიროს ხდის. „შოტლანდია არ უნდა ჩაიძიროს Brexit-ის გემთან ერთად“, - აცხადებს სტარჯენი.

არლინ ფოსტერი

ჩრდილოეთ ირლანდიის დემოკრატიული პარტიის (DUP) ლიდერი არლინ ფოსტერი ბევრისთვის მოულოდნელად გახდა მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელზეც დამოკიდებულია Brexit-ის ბედი. 2017 წელს ტერეზა მეიმ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. მას სურდა, რომ კონსერვატიულ პარტიას მტკიცედ მოეგო და ხალხისგან Brexit-ის მანდატი მიეღო, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად მოხდა. 

კონსერვატორებმა გაიმარჯვეს, მაგრამ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა დაკარგეს, მეის კი DUP-თან პაქტის დადება მოუწია. არლინ ფოსტერის პარტიას მხოლოდ 10 ადგილი აქვს, მაგრამ მათ გარეშე, კონსერვატებს უმრავლესობა არ აქვთ.

ჩრდილოეთ ირლანდიელები ბრიტანეთისგან ნაწილობრივ გამოყოფას უფრთხიან ისევე როგორც ირლანდიის რესპუბლიკასთან საზღვრის გამოჩენას. თვითონ არლინ ფოსტერს კი საზღვართან შეტაკებების მტკივნეული გამოცდილება აქვს 1970-1980-იან წლებში. როდესაც ის 7 წლის იყო, ირლანდიელმა სეპარატისტებმა დაჭრეს მამამისი, ხოლო 8 წლის შედეგ, როდესაც ის სკოლაში სწავლობდა, ირლანდიის შეიარაღებულმა არმიამ ააფეთქა მისი სკოლის ავტობუსი და მასში მყოფი არლინი მძიმედ დაშავდა.

ყველა სიახლე

24 მარტი 2019, 00:32

ტაბლოიდი

საუკეთესო მასწავლებლის დაჯილდოების ცერემონიაზე ლადო აფხაზავამ ჰიუ ჯეკმანი გაიცნო

მასწავლების ეროვნული ჯილდოს გვერდზე გლობალური დაჯილდოების ფინალისტების, ლადო აფხაზავასა და პიტერ ტაბიჩის ფოტო გავრცელდა ჰოლივუდის მსახიობ ჰიუ ჯეკმანთან. ჯეკმანი დაჯილდოების წამყვანია. ფოტო დუბაიშია გადაღებული, სადაც ხვალ მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს ფინალური დაჯილდოება გაიმართება.

ბარბარა სტრეიზანდი
მაიკლ ჯექსონი

24 მარტი 2019, 00:21

კულტურა

ბარბარა სტრეიზანდი მაიკლ ჯექსონის მიმართ თანაგრძნობის გამო გააკრიტიკეს

მომღერალი და მსახიობი ბარბარა სტრეიზანდი მაიკლ ჯექსონის მიმართ თანაგრძნობის გამოხატვის გამო გააკრიტიკეს. მან გაზეთ Times ინტერვიუში უთხრა, რომ სჯერა ჯექსონის შესახებ დოკუმენტურ ფილმში მოყვანილი ბრალდებების, თუმცა სავარაუდო დაზარალებულები „ამას არ მოუკლავს“.

24 მარტი 2019, 00:08

მსოფლიო

ნორვეგიის საკრუიზო გემზე ევაკუაცია გამოცხადდა

ნორვეგიაში საკრუიზო გემის Viking Sky-ის ევაკუაცია დაიწყეს. გემს ცუდი ამინდის პირობებში ძრავა გაუფუჭდა. გემის ბორტზე 1300 ადამიანი იმყოფებოდა. სამაშველო ოპერაციაში ვერტფმრენებია ჩართული ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

23 მარტი 2019, 23:53

საქართველო

29 წლის გოგოს გარდაცვალებაში დადანაშაულებულ ექიმს საქმიანობის უფლება შეუჩერდა

ბათუმში რეფერალურ საავადმყოფოში გარდაცვლილი 29 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლებმა ბათუმში შესასვლელი გზა გადაკეტეს, რის გამოც მათ პოლიციელებთან მცირე დაპირისპირება მოუვიდათ. ამჟამად პოლიციელები ცდილობენ სიტუაციის დარეგულირებას.

მალი

23 მარტი 2019, 23:25

მსოფლიო

მალიში უცნობმა პირებმა 110 მწყემსი მოკლეს

მალის ერთ-ერთ სოფელში შეიჭრნენ, სადაც ადგილობრივი მწყემსები დახოცეს. შეიარაღებულებმა დაახლოებით 110 ადამიანი მოკლეს შემდეგ კი სოფელი გაანადგურეს. ამის შესახებ Reuters-ი ქალაქ ბანკასის მერის, მულაი გუინდოზე დაყრდნობით იუწყება. ქალაქის თავის თქმით, ბოროტმოქმედები სოფელ ოგასაგუში და ველინგარაში შეიჭრნენ.

ქეით მიდლტონი
მეგან მარკლი

23 მარტი 2019, 23:17

ტაბლოიდი

მეგან მარკლის მშობიარობისთვის კლინიკის პერსონალს დასვენების დღეები გაუუქმეს

სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი ლონდონში ღვთისმშობლის სახელობის კლინკაში იმშობიარებს, იმ საავადმყოფოში, რომელშიც მანამდე ქეით მიდლტონმა იმშობიარა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Pagesix-ი ავრცელებს.

სუდანის პრეზიდენტის სასახლე

23 მარტი 2019, 23:05

მსოფლიო

სუდანის პრეზიდენტის სასახლეში ცეცხლი გაჩნდა

სახელმწიფოს მეთაურის ომარ ალ-ბაშირის ადმინისტრაციაში ხანძრის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა. ცეცხლი ისტორიული შენობის მეორე სართულზე გაჩნდა. მეხანძრეებმა თანამშრომლების ევაკუაცია მოახდინეს და ხანძარი მალევე ჩააქრეს. დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

23 მარტი 2019, 22:33

სპორტი

ლივერპული-მილანის მატჩში რომელშიც კახა კალაძემაც ითამაშა ინგლისელებმა 3:2 გაიმარჯვეს

ვეტერანი ფეხბურთელები მთავარ მეტოქესთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ლივერპულში შეიკრიბნენ. მატჩი საქველმოქმედო იყო. ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად კლუბ ლივერპულის საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.

23 მარტი 2019, 22:20

ტექნოლოგიები

კვლევა: კაცები და ქალები ტკივილს განსხვავებულად განიცდიან

ახლახან ამერიკის შტატ ტეხასში, დალასის უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კაცებს და ქალებს ტკივილის მიმართ განსხვავებული ბიოლოგიური რეაქციები აქვთ და ეს ნიშნავს იმას, რომ მათი ორგანიზმების განსხვავებულად აღიქვამენ წამლებსაც, შესაბამისად ორივე სქესს სხვადასხვა ტკივილგამაყუჩებელი სჭირდება.

23 მარტი 2019, 21:41

საქართველო

შავგულიძე: ევროპულ საქართველოსთან მერაბიშვილის დანაშაულზე არ გვიმსჯელია

„ქრონიკასთან“ საუბრისას შავგულიძემ განაცხადა, რომ მას „ევროპულ საქართველოსთან“ საერთო ღირებულებები აერთიანებს. „უნდა ნახო პოლიტიკური პარტნიორები და უნდა იპოვო ისინი, ვისთანაც გაქვს ღირებულების თანხვედრა. ევროპული საქართველო არის მკაფიოდ ევროატლანტიკური ძალა, ამასთან ერთად ევროპული საქართველო დაკომპლექტებულია კვალიფიციური ადამიანებით“, - ამბობს შავგულიძე.

კუ

23 მარტი 2019, 21:25

ტექნოლოგიები

ფოთში ნაპოვნ გიგანტურ კუს რეაბილიტაციის შემდეგ გარემოში დააბრუნებენ

ხმელთაშუა ზღვიდან, შავი ზღვის აკვატორიაში, ფოთის სანაპირო ზოლში გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუს სახეობა „კარეტა კარეტა“ შემოვიდა. მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სპეციალისტების თქმით, კუს გადაუდებელი რეაბილიტაცია სჭირდებოდა.

ჯიმი კარტერი

23 მარტი 2019, 21:12

ტაბლოიდი

ჯიმი კარტერი ამერიკის ყველაზე მხცოვანი პრეზიდენტი გახდა

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი საკმაოდ აქტიურ ცხოვრებას ეწევა. კარტერი, 91 წლის მეუღლესთან ერთად ყოველწლიურ პროექტში მონაწილეობს და გაჭირვებულთათვის სახლების მშენებლობის საქმეშია ჩართული. ამის გარდა ქვეყნის ყოფილი ლიდერი ბაპტისტურ საკვირაო სკოლაში

23 მარტი 2019, 20:07

საქართველო

ბათუმში გარდაცვლილი 29 წლის გოგოს ახლობლებმა საავადმყოფოსთან გზა გადაკეტეს

ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლიის ახლობლებმა გზა გადაკეტეს. ისინი ითხოვენ ყველა მორიგე ექიმის გაშვებას სამსახურიდან, მათ შორის ეკა ფუტკარაძის. „გამოვიდეს ექიმი ეკა ფუტკარაძე და გაგვცეს და პასუხი… სანამ არ დაგველაპარაკებიან, აქედან არ წავალთ,” – აცხადებენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები.

ფეხბურთი

23 მარტი 2019, 19:53

სპორტი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები შვეიცარიასთან დამარცხდა

მომდევნო მატჩს ვლადიმერ ვაისის გუნდი 26 მარტს, ირლანდიასთან სტუმრად, დუბლინში ჩაატარებს. D ჯგუფში საქართველოსთან ნაკრებთან ერთად, შვეიცარიისა და ირლანდიის გარდა, გიბრალტარი და დანია არიან.

23 მარტი 2019, 19:34

ტაბლოიდი

ლადო აფხაზავას პრეზენტაცია დუბაიში. ვიდეო

ლადო აფხაზავამ დუბაიში, „განათლებისა და უნარების გლობალური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე პრეზენტაცია გამართა. საუკეთესო მასწავლებელი 2019-ის ქართველმა ფინალისტმა სწავლების საკუთარ მეთოდზე ილაპარაკა.

23 მარტი 2019, 19:29

ტაბლოიდი

ზამბიაში აკრძალეს ენერგეტიკული სასმელი რომელიც ხანგრძლივ ერექციას იწვევდა

ზამბიაში აკრძალული ენერგეტიკული სასმელის მიმართ მოთხოვნა გაიზარდა, რომლის შემადგენლობაში პოტენციის ამაღლების წამლის შემცველი ნივთიერება იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 2018 წლის ბოლოს უგანდელმა კაცმა საავადმყოფოში დიდხნიანი ერექციის გამო დაიჩივლა. მისი თქმით, ეს ენერგეტიკულმა სასმელმა Power Natural High Energy Drink SX-მა გამოიწვია.

ფორესტ უაიტეკერი

23 მარტი 2019, 19:28

კულტურა

შემოდგომაზე ფორესტ უაიტეკერის მონაწილეობით სერიალი „ჰარლემის ნათლია“ გამოვა

ფილმი ყოფილი დაქირავებული მკვლელის, ბამპი ჯონსონის შესახებ მოგვითხრობს. ჯონსონი უკანონო საქმიანობით დიდძალი ქონების დაგროვებას ახერხებს და დროთა განმავლობაში ჰარლემის კონტროლს იწყებს. ჰარლემის ნათლიის როლის შემსრულებული, ფორესტ უაიტეკერი ოსკარის მფლობელი

23 მარტი 2019, 18:46

საქართველო

საქართველოს საპატრიარქო ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმის გამო მწუხარებას გამოთქვამს

„გამოვხატავთ დიდ წუხილსა და შეშფოთებას ახალ ზელანდიაში მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმის გამო და გულითად თანაგრძნობას ვუცხადებთ ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახებს, ახალი ზელანდიის ხალხსა და ხელისუფლებას, მუსლიმებს და, საერთოდ, ყველას, ვისთვისაც მიუღებელია ძალადობა და ექსტრემიზმი".

23 მარტი 2019, 18:41

ტექნოლოგიები

ფოთში გიგანტური კუ იპოვეს

ფოთში, ნაბადის სანაპიროზე, გიგანტური კუ იპოვეს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ კუ ბათუმის დელფინარიუმში გადაიყვანეს, თუმცა Imedinews-ს ეს ინფორმაცია დელფინარიუმში არ დაუდასტურეს.

23 მარტი 2019, 18:22

მსოფლიო

ლონდონში ათი ათასობით ადამიანი Brexit-ის შესახებ მეორე რეფერენდუმს ითხოვს

ათი ათასობით დამიანი გამოვიდა ლონდონის ქუჩებში. ისინი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ კიდევ ერთ რეფერენდუმს ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. დემონსტრანტები მარშით პარლამენტის წინ დგანან. ხალხი ქუჩებში მას შემდეგ გამოვიდა, რაც ბრიტანეთის პარლამენტმა Brexit-ის შესახებ გადაწყვეტილება ვერ დაამტკიცა.