პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი

16 ივნისი 2024, 21:42

მაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები ევროპის მოქალაქეების მხრიდან გამაფრთხილებელი ხმაა - მათ მმართველი ელიტების პოლიტიკა არ მოსწონთ და სხვა საკითხები უფრო აღელვებთ

ბრიუსელშიც დიდად კმაყოფილები არ არიან იმ შედეგებით, რაც ევროპარლამენტის არჩევნებმა აჩვენა - სწორედ ტენდენციებიდან გამომდინარე, რაც ერთგვარად, ევროპის მოქალაქეების მხრიდან გამაფრთხილებელი ხმაა, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

16 ივნისი 2024, 21:15

ევროპა მარჯვნისაკენ - ევროპულმა საზოგადოებამ წევრი ქვეყნების შიდა პოლიტიკაში გარე ძალების ჩარევას უარი უთხრა. „იმედის კვირის“ სპეცრეპორტაჟი

ქართული საზოგადოებისთვის „ნაცმოძრაობის“ მეგობრად და ლობისტად ცნობილმა, ახლა უკვე ყოფილმა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა ევროპელი ამომრჩევლის ეს განწყობები და მარცხის მიზეზიც უნებლიედ გასცა ერთ-ერთ პოსტში, როდესაც დაწერა: „წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბევრმა ძალიან ღიად მითხრა, რომ პრობლემა პუტინში კი არ არის, არამედ აშშ-ში, ჩვენს შიდა სადაზვერვო სააგენტოსა და CIA-შია. აქ რაღაც საშინლად არასწორად წარიმართა“.

გიორგი ვოლსკი

16 ივნისი 2024, 20:40

გიორგი ვოლსკი: ყველაზე შემაძრწუნებელი ჩემთვის ლევილში მომხდარი შემთხვევა იყო, როდესაც დიასპორის წარმომადგენლად წოდებულმა ადამიანმა ლანძღა მინისტრი

„ყველაზე შემაძრწუნებელი ჩემთვის ლევილში მომხდარი შემთხვევა იყო. ისტორიული ძეგლი აღადგინა სახელმწიფომ, კულტურის სამინისტრომ იმუშავა. საფლავების მონახულების პერიოდში მივარდა დიასპორის წარმომადგენლად წოდებული ადამიანი, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის ძმა ხელმძღვანელობს და წაბილწეს ერთი საფლავი, იქვე, მათ თვალწინ ლანძღა მინისტრი. აი ამ ფესტივალის გახსნის დღეს კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული გვარებით, სახელებით - „ნაცმოძრაობის“ ბრიგადა, შეტევას ახორციელებს ამ ღონისძიებაზე. ფრანგული პოლიცია კი დგას და ქართველებს იცავს ქართველებისგან. მათ არ იციან არც „ნაცმოძრაობა“. აი ეს საშინელება მოხდა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

გია აბაშიძე

16 ივნისი 2024, 16:48

გია აბაშიძე: ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გამარჯვებაში შეტანილი წვლილისთვის დასაფასებელ პროფესიონალთა სიაში ცვლილებები შეიტანა უსამშობლო სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც საფუძვლიანად გაემიჯნა ადამიანურ ღირსებასა და ზნეობას

ბოღმა, ღვარძლი პროგრესირებადია დე ფაქტო პრეზიდენტ ზურაბიშვილში. ასეთი დეკადანსი სტაჟიან „ნაცებშიც“ კი არ ხდება. ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გამარჯვებაში შეტანილი წვლილისთვის დასაფასებელ პროფესიონალთა სიაში რაღაც ცვლილებები შეიტანა უსამშობლო სალომე ზურაბიშვილმა, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში წერს.

გურამ მაჭარაშვილი

16 ივნისი 2024, 14:24

გურამ მაჭარაშვილი ნიკა გვარამიაზე: როცა შვილების მშობლიური ენა ქართულის ნაცვლად ინგლისურია, ოჯახში სალაპარაკო ენაც ქართულის ნაცვლად ინგლისურია, თუმცა, გინდა დაგიჯერონ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძვი!

„ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი, ეხმიანება პარტია „ახალის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებას იმის შესახებ, რომ მისი შვილების მშობლიური ენა ინგლისურია და ოჯახშიც ინგლისურად საუბრობენ.

კახა კალაძე

16 ივნისი 2024, 14:10

კახა კალაძე საფეხბურთო ნაკრების დაჯილდოების შესახებ პრეზიდენტის განკარგულებაზე: ეროვნული ნაკრების გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ ასეთი ორდენები, როცა თავიანთი კოლეგები, ვისთან ერთადაც იბრძოდნენ, გამოტოვეს

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ განკარგულებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საპატიო ჯილდოზე წარდგენილი 53 ადამიანიდან, 19 სიის მიღმა დარჩა.

კახა კალაძე

16 ივნისი 2024, 13:41

კახა კალაძე: აშშ-სთან ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, გადაიტვირთება და უფრო მეგობრული გახდება

„არ არსებობს ამერიკული სანქციები. არსებობს ამერიკული მეგობრობა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სანქციებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. „არ არსებობს ამერიკული სანქციები. არსებობს ამერიკული მეგობრობა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სანქციებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, აშშ-სთან მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდება, ევროპისკენ სვლა კი გაგრძელდება. „არ არსებობს ამერიკული სანქციები. არსებობს ამერიკული მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა და ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, გადაიტვირთება და უფრო მეგობრული გახდება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი გზა არის ევროპა, ევროპული მომავალი, ევროინტეგრაცია და ამ გზაზე „ქართულმა ოცნებამ“ მიაღწია უდიდეს გამარჯვებას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად. რაც არ უნდა ზეწოლა და პრობლემების შექმნის მცდელობა იყოს, ჩვენ ამ გზას გავაგრძელებთ, ღირსეულად ვივლით და გავხდებით იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დავით ჩიხელიძე

16 ივნისი 2024, 13:19

დავით ჩიხელიძე აშშ-ს თავდაცვის მდივნის განცხადებაზე: დაადასტურა, რომ ნატოში მისაღებად დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების იმედი არ უნდა გვქონდეს

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა დაადასტურა, რომ ნატოში მისაღებად დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების იმედი არ უნდა გვქონდეს, ნატო საქართველოსთან დაკავშირებით კვლავ, ღია კარს მიღმა დახურული კარის პოლიტიკას გააგრძელებს, რომლის გაღებას შესაძლოა ათწლეულები დაჭირდეს, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე აშშ-ს თავდაცვის მდივნის განცხადებას, რომლის თქმითაც, „რაც შეეხება ნატოს გაფართოებას, მე ვერ ვხედავ რაიმე სურვილს ან ნიშნებს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ გაფართოებას უახლოეს მომავალში“.

{{n.PhotoAltTag}}

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}