imedi /  05 აპრილი 2019, 15:05 / სანდო წყარო

ბათუმში ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ

მაჭახელის ხეობის მცხოვრებლები ბათუმის ცენტრალურ პარკში ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ და ხელმოწერებს აგროვებენ.  

აქციას პერფომანსის სახე აქვს. მიმდინარეობს ფოლკლორული და ქორეოგრაფიული კონცერტი და გამოფენილია ხეობის ამსახველი ფოტოები. აქციაზე მისულ მოქალაქეებს კი ადგილობრივი კერძებითა და ღვინით უმასპინძლდებიან. მოსახლეობა მაჭახელის ხეობის ტურისტულ პოტენციალზე საუბრობს და აცხადებს, რომ ჰესის აშენებას არ დაუშვებენ.

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, ხელმოწერებს მიმართვასთან ერთად პრემიერმინისტრს გაუგზავნიან. ისინი მამუკა ბახტაძეს ეკონომიკის სამინისტროსა და ჰესის მშენებელ კომპანიებთან გაფორმებული ყველა მემორანდუმის გაუქმებას სთხოვენ.

ყველა სიახლე

კახა კუჭავა

27 იანვარი 2021, 15:13

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ირაკლი კობახიძე გამორჩეული პროფესიონალია და არაა გასაკვირი, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომის წაყვანა სწორედ მას შესთავაზეს

ვიცე-პრეზიდენტების რაოდენობა საკმაოდ დიდია, თუმცა, შემოთავაზება გაკეთდა ირაკლი კობახიძეზე - ის გამორჩეული პროფესიონალია, მას ძალიან კარგად იცნობენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და არავისთვის არ იყო გასაკვირი, რომ დღეს ირაკლი კობახიძეს შეთავაზეს სხდომის წაყვანა, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, კახა კუჭავამ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

27 იანვარი 2021, 15:12

პოლიტიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის პლენარულ სხდომას ირაკლი კობახიძე უძღვება

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 25-29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში იღებს მონაწილეობას. ეს არის საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტი, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში ხორციელდება.

არჩილ თალაკვაძე

27 იანვარი 2021, 15:12

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: იმედი მაქვს, უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტს მეორე ოპოზიციური პარტია შემოუერთდება

„ოპოზიციის რადიკალური ნაწილი აცხადებდა, რომ „ქართული ოცნება“ და ჩვენი პოლიტიკური პარტია პარლამენტში იქნება მარტო. მოგეხსენებათ, რომ დღეს უკვე ეს არის შეცვლილი. პარლამენტში უკვე არის ერთი ოპოზიციური პარტია და დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში მეორე ოპოზიციური პარტია შემოუერთდება საქართველოს პარლამენტს. სწორედ ეს მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სასურველია, ოპოზიციამ თავის გადაწყვეტილებას გადახედოს და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და ამაზე პარლამენტი გადაწყვეტილებებს მიიღებს“.

არჩილ თალაკვაძე

27 იანვარი 2021, 14:57

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს სიმართლეს

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს სიმართლეს, ამჯერად უკვე ევროსასამართლოს დონეზე და საქართველოს გზას, რომელიც ხელისუფლებამ და ხალხმა დაიწყეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, დევნილების დასაბრუნებლად, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. იგი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

არჩილ თალაკვაძე

27 იანვარი 2021, 14:56

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ჩვენი სულისკვეთებაა, რომ პარლამენტმა იმუშაოს ზუსტად ისეთი სახით, როგორითაც ის საზოგადოებამ აირჩია

„მანდატების საკითხი რიგგარეშე სესიაზე არ განიხილება, ჩვენ განვაცხადეთ, რომ მაქსიმალურად გამოვიყენებთ დროს, რათა ჯანსაღი ოპოზიციური ძალებისთვის კარი ღია დავტოვოთ, რათა ისინი შემოუერთდნენ საპარლამენტო პოლიტიკურ პროცესს. ჩვენი, საზოგადოების უდიდესი ნაწილის, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრების პოზიცია გახლავთ ერთიანი - დემოკრატია ეს არის მონაწილეობა და მონაწილეობის სრული ბოიკოტირება შეუთავსებელია დემოკრატიასთან, სწორედ ამიტომ, ყველა მოუწოდებს ოპოზიციას გაითვალისწინოს საკუთარი მხარდაჭერების ნება და შევიდნენ და იმუშაონ პარლამენტში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კახა კალაძე

27 იანვარი 2021, 14:55

საზოგადოება

კახა კალაძე: „მზიურის“ მიმდებარე ტერიტორიას ზონალური სტატუსი არ შეცვლია, არც შეიცვლება და არც შეუსაბამო პროექტის განხორციელება იგეგმება

რეკრეაციულ ზონაში შესაძლებელია გარკვეული პროექტების განხორციელება, რომელიც ამ ზონას შეესაბამება - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, რომლის ინფორმაციით, თითქოს თბილისის მერია ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ მიმდებარედ არსებული ნაკვეთის გასხვისებას და ზონის შეცვლას გეგმავს. კახა კალაძის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა და ზონალური სტატუსი რეკრეაციულ სივრცეებს არ შეცვლია.

არჩილ თალაკვაძე

27 იანვარი 2021, 14:49

COVID19

არჩილ თალაკვაძე: სრულ საკანონმდებლო მხარდაჭერას უზრუნველვყოფთ, რათა საქართველომ ჯანმოს დადგენილი კალენდრით დაიწყოს ვაქცინაციის პროცესი

სრულ საკანონმდებლო მხარდაჭერას უზრუნველვყოფთ, რათა საქართველომ ჯანმოს, ევროკავშირისა და COVAX-პლატფორმის დადგენილი კალენდრით დაიწყოს ვაქცინაციის პროცესი, - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

27 იანვარი 2021, 14:46

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძემ ირაკლი კობახიძეს PACE-ს ვიცე-პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

„ახლა, როდესაც აქ ვსაუბრობთ, ბატონი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს საპარლამენტო ასამბლეის სესიას ვიცე-პრეზიდენტის რანგში, ამ მომენტში, სტრასბურგში. მე მინდა მას კიდევ ერთხელ მივულოცო ეს მნიშვნელოვანი ნდობა და პასუხისმგებლობა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და წარმატებები ვუსურვო ჩვენს ქვეყანას და ჩვენს დელეგაციას“, - განაცხადა თალაკვაძემ.

იაგო ხვიჩია

27 იანვარი 2021, 14:45

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: „ნაცმოძრაობის“ ერთადერთი იმედია, რომ მშიერი ხალხი გამოვარდება ქუჩაში და „ქართულ ოცნებას“ დაამხობს

პარლამენტარიზმის დანგრევაა ის, როცა ქვეყანაში პარლამენტი არ არსებობს და რაღაცა სხვა შენობას და იქ თავმოყრილ ხალხს უწოდებ პარლამენტს, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

27 იანვარი 2021, 14:43

პოლიტიკა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა, კომიტეტის წევრებთან ერთად, სახელმწიფო რწმუნებულებთან ონლაინ-ფორმატში სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. ნინო წილოსანის განცხადებით, პანდემიიდან გამომდინარე, ვინაიდან კომიტეტი მოკლებულია იმ შესაძლებლობას, რომ გავიდეს გასვლით შეხვედრებზე და საჯარო შეხვედრები ადგილებზე გამართოს, გადაწყდა, რომ რადგანაც სახელმწიფო რწმუნებულები სწორედ ის საკვანძო პირები არიან, ვისგანაც შეიძლება სასოფლო-სამეურნეო კუთხით რეგიონების გამოწვევებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღება, გამართულიყო მათთან ონლაინ-შეხვედრები.

27 იანვარი 2021, 14:40

სამართალი

ბორჯომის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი და ერთი მოქალაქე ქრთამის მიცემის ფაქტზე დააკავეს

სამსახურის განცხადებით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი და ერთი პირი დააკავეს.

ლევან ბეჟაშვილი

27 იანვარი 2021, 14:35

პოლიტიკა

ლევან ბეჟაშვილი: შეგუებული ვართ, რომ პოლიტიკური პროცესების წარმართვა ხალხთან ერთად ქუჩაში მოგვიწევს

„ერთადერთი, რამაც შეიძლება შეცვალოს ოპოზიციონერი დეპუტატების გადაწყვეტილება პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით, არის ისევ და ისევ მთავარი მოთხოვნა, რომელიც საზოგადოებასთან ერთად გვაქვს - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღთან და ფორმასთან დაკავშირებით. ჩვენ „ქართულ ოცნებას“ შევთავაზეთ გამოსავალი ერთგვარი პლებისციტის სახით და ჯერჯერობით მათგან პასუხი არ მიგვიღია“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

შალვა ნათელაშვილი

27 იანვარი 2021, 14:30

პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: განცხადება დაწერილია, სია ჩახსნილია - პარლამენტში შესვლა უპასუხისმგებლობა იქნება

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ 2021 წელს ხელახალი არჩევნებიც რომ დანიშნოს, ოპოზიციის მხრიდან ახლა პარლამენტში შესვლა უპასუხისმგებლობა იქნებოდა.

დიმიტრი ხუნდაძე

27 იანვარი 2021, 14:23

COVID19

პარლამენტმა „ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

„გეგმის მიხედვით, თვის ბოლოს სავარაუდოდ იქნება გადაწყვეტილება და ქვეყნებისთვის ცნობილი გახდება, თუ რომელ ვაქცინას, რა რაოდენობას და რა თანმიმდევრობით მიიღებს და შემდეგ, ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, დაიწყება ვაქცინაციის პროცესი“, - განცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ.

კახა კალაძე

27 იანვარი 2021, 14:07

საზოგადოება

კახა კალაძემ ისნის რაიონში მცხოვრებ 66 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი გადასცა

მათ წლების განმავლობაში დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართები დაუკანონდათ. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები მათ დედაქალაქის მერმა გადასცა. კახა კალაძის გადაწყვეტილებით, მათ ბინები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცათ. 2018 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართები უკვე 1 400-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა.

მამუკა მდინარაძე

27 იანვარი 2021, 14:02

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: იაგო ხვიჩიამ წარმოადგინოს არგუმენტი, როგორ ანგრევს „ქართული ოცნება” პარლამენტარიზმს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „გირჩის“ ლიდერ იაგო ხვიჩიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ქართული პარლამენტარიზმის დანგრევაში დაადანაშაულა.

27 იანვარი 2021, 13:58

COVID19

პოლონეთში COVID-19-ის ვაქცინის ქურდობის პირველი ფაქტი დაფიქსირდა

​​​​​​​​პოლონეთში COVID-19-ის ვაქცინის ქურდობის პირველი ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მძარცველებმა COVID-19-ის ვაქცინის 15 დოზა წაიღეს. საგულისხმოა, რომ სამკურნალო დაწესებულებიდან სხვა არაფერი დაკარგულა.

მამუკა მდინარაძე

27 იანვარი 2021, 13:54

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: გუნდის გადაწყვეტილება უკვე გავახმოვანეთ და ვთქვით, რომ ოპოზიციას უფლებამოსილება მათივე განცხადებების საფუძველზე შეუწყდება

პარლამენტის მიერ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საუბრისას, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ როგორც ჩანს, ოპოზიციურ პარტიებს და მათ მედიასაშუალებებს რეალურად აწუხებთ უფლებამოსილების შეწყვეტის ბედი.

27 იანვარი 2021, 13:49

რეგიონი

ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით ქუთაისში კარავი გაშალეს

ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით ქუთაისში კარავი გაშალეს. აქტივისტები ხელისუფლებას გაყალბებულ არჩევნებს ახსენებენ და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათი პროტესტი გრძელვადიანია და არ დასრულდება, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

ნიკოლოზ სამხარაძე

27 იანვარი 2021, 13:46

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: PACE-მ საბოლოო ანგარიშში კიდევ ერთხელ ხაზგასმით თქვა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო თავისუფალი, კონკურენტული და შედეგები ხალხის ნებას ასახავდა

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ არჩევნების შესახებ ანგარიში წარმოადგინა, ეს არის საბოლოო ანგარიში 2020 წლის არჩევნებზე, სადაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით ითქვა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო თავისუფალი, ის ჩატარდა კონკურენტულ გარემოში და არჩევნების შედეგები ასახავდა ხალხის ნებას“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.