Imedi /  13 აპრილი 2019, 14:57 / სანდო წყარო

ამობრუნებული ავტომობილების ინსტალაციები ქობულეთი-ბათუმის ავტობანზეც გამოჩნდა

ამობრუნებული ავტომობილების ინსტალაციები ბათუმი-ქობულეთის ავტობანზეც გამოჩნდა. იდეის ავტორები ამ ფორმით ავტოსატრანსპორტო შემთხვევების წინააღმდეგ ბრძოლას უერთდებიან.  

„ნუ ამოატრიალებ ცხოვრებას“ - თბილისის ქუჩებში დამონტაჟებულ ეკრანებზე ახალი ვიდეორგოლი გამოჩნდა.

ეს სოციალური კამპანიის გაგრძელებაა და ქალაქში დადგმულ ინსტალაციებს, ავარიის შედეგად დაზიანებულ, ამობრუნებულ ავტომანქანებს უკავშირდება.

იდეის ავტორის ვინაობა ამ დრომდე უცნობია. კამპანიის მიზანი ავტოსატრანსპორტო შემთხვევების წინააღმდეგ ბრძოლაა. 2018 წელს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებს საქართველოში 459 ადამიანი ემსხვერპლა.

თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა უბანში ამობრუნებული ავტომობილების ინსტალაციები გამოჩნდა. ასეთი ინსტალაცია დგას ვაკის პარკთან, საბურთალოს რაიონში, პეკინზე. imedinews-ს თბილისის მერიაში უთხრეს, რომ ეს ინსტალაციები ერთ-ერთი კომპანიის აქციის ნაწილია, რომლის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

მოგვიანებით, დედაქალაქის მთავრობის სხდომის ფარლებში მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ თქვა, რომ ნებისმიერი ასეთი ტიპის აქტივობა მერიასთან შეთანხმებულია. ამობრუნებული ავტომობილების ინსტალაციები ხაშურშიც გამოჩნდა.

ყველა სიახლე

08 აპრილი 2020, 04:46

COVID19

აშშ-ში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 1 736 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 1 736 ადამიანი გარდაიცვალა, რაც სიკვდილიანობის რეკორდული მაჩვენებელია. აქამდე რეკორდული მაჩვენებელი 4 აპრილს დაფიქსირდა, როდესაც დღე-ღამის განმავლობაში 1 344 ადამიანი გარდაიცვალა.

08 აპრილი 2020, 04:32

COVID19

ჯანმო: ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩრდილოეთ კორეიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე იუწყება, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები არ დადასტურებულა. ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ ჩრდილოეთ კორეას კორონავირუსზე ტესტირებების ჩატარების შესაძლებლობა აქვს.

დონალდ ტრამპი

08 აპრილი 2020, 03:02

COVID19

დონალდ ტრამპი: მომდევნო კვირა მტკივნეული იქნება, თუმცა ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ეს უკვე მტკივნეული კვირაა

მომდევნო კვირა მტკივნეული იქნება, თუმცა, იცით, ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ეს უკვე მტკივნეული კვირაა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე. დონალდ ტრამპის თქმით, მომდევნო კვირა აშშ-ში რთული იქნება, თუმცა კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სიტუაცია თანდათანობით გაუმჯობესებას დაიწყებს.

დონალდ ტრამპი

08 აპრილი 2020, 02:38

COVID19

დონალდ ტრამპი: ჯანმოსთვის თანხების გამოყოფის შეჩერების საკითხს შევისწავლით

აშშ-ის ხელისუფლება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბიუჯეტში შენატანის გაკეთების შეჩერების საკითხს შეისწავლის. ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

08 აპრილი 2020, 02:14

COVID19

კორონავირუსის გამო ილინოისის შტატში 1 100 პატიმარი გაათავისუფლეს

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების შეკავების მიზნით ილინოისის შტატში 1 100 პატიმარი გაათავისუფლეს. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა ჯეი რობერტ პრიცკერმა განაცხადა.

ჯეკ დორსი

08 აპრილი 2020, 01:47

COVID19

Twitter-ის დამფუძნებელი ჯეკ დორსი კორონავირუსთან საბრძოლველად 1 მილიარდ დოლარს გაიღებს

Twitter-ისა და მობილური გადახდების პროვაიდერის Square-ის დამფუძნებელი, ჯეკ დორსი კორონავირუსთან საბრძოლველად 1 მილიარდ დოლარს გაიღებს.

რონალდინიო

08 აპრილი 2020, 01:31

სპორტი

რონალდინიოსა და მის ძმას წინასწარი პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს

პარაგვაიში ყალბი საბუთების გამოყენების ბრალდებით დაკავებულ ყოფილ ფეხბურთელ რონალდინიოსა და მის ძმას, რობერტო დე ასის მორეირას წინასწარი პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრაზილიური გამოცემა G1 ავრცელებს.

08 აპრილი 2020, 01:17

COVID19

აშშ-ში კორონავირუსს 12 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილა რიცხვმა 12 ათასს გადააჭარბა. აღნიშნულს ცხადყოფს ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები. ბოლო მონაცემებით, აშშ კორონავირუსით 383 256 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 12 021 კი გარდაიცვალა.

პანდები

08 აპრილი 2020, 00:55

ტაბლოიდი

ჰონგ-კონგში კორონავირუსის გამო დაცარიელებულ ზოოპარკში 10 წლის განმავლობაში პირველად პანდები შეჯვარდნენ

ინ ინი და ლე ლე ზოოპარკში უკვე დიდი ხანია ბინადრობენ, თუმცა შეჯვარების ბუნებრივი პროცესის განხორციელებას აქამდე ვერ ახერხებდნენ. ზოოპარკის თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ მათი წარმატება ზოოპარკის კორონავირუსის პანდემიის გამო დაცარიელებამ განაპირობა.

პრაღა

08 აპრილი 2020, 00:55

COVID19

ჩეხეთის მთავრობამ კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები შეარბილა

ჩეხეთის რესპუბლიკა პირველი ევროპული ქვეყანა გახდა, რომელმაც კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები შეარბილა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს. კერძოდ, მოსახლეობას საშუალება მიეცა პირბადეების ტარების გარეშე ფიზიკური აქტიურობა განახორციელონ ქალაქგარეთ იმ პირობით, რომ დისტანცირების წესი დაცული იქნება.

08 აპრილი 2020, 00:45

COVID19

ინდოეთში პოლიციელებმა კორონავირუსის ფორმები ჩაიცვეს. ვიდეო

ინდოეთში პოლიციელები ახალი ეკიპირებით გამოჩნდნენ. სამართალდამცველებს კორონავირუსის ფორმები აცვიათ, რითაც მოსახლეობას შეახსენებენ, რომ ქვეყანაში კარანტინის რეჟიმი მოქმედებს.

ამანდა ჰოლდენი

08 აპრილი 2020, 00:40

COVID19

კორონავირუსის გამო კარანტინში მყოფმა ქალებმა ნაგვის გადაყრა სამეჯლისო კაბებით დაიწყეს. ფოტო

ქალები მთელ მსოფლიოში კორონავირუსის გამო კარანტინში და თვითიზოლაციაში ყოფნისას ნაგვის გადასაყრელად სამეჯლისო კაბებით გადიან და ფოტოსესიებს აწყობენ. ამის შესახებ Daily Mail წერს.

ოლაფი

08 აპრილი 2020, 00:35

კულტურა

Disney-ს ანიმატორმა მულტსერიალი „სახლში ოლაფთან ერთად“ სახლიდან გაუსვლელად შექმნა

მულტფილმის სერიები Disney-ს Twitter-სა და YouTube არხებზე იტვირთება. ჯერჯერობით უცნობია რა სიხშირით გამოვა ახალი სერიები, თუმცა პირველი ეპიზოდი „მხიარულება თოვლში“ უკვე ხელმისაწვდომია.

ირაკლი სესიაშვილი

08 აპრილი 2020, 00:16

საზოგადოება

ირაკლი სესიაშვილი ციხის ბუნტზე: არ შეიძლება რეალობა შეცვალო ტყუილებით და სიცრუით

„შეფასებები კიდევ იქნება, იმიტომ რომ არ შეიძლება რეალობა შეცვალო ტყუილებით და სიცრუით. და ჩვენ მუდმივად ვხედავთ, რომ იგივე პოლიტიკური მედიის მხრიდან მიდის მიზანმიმართული სიცრუის ტირაჟირება, სიცრუის გავრცელება, მცდელობა იმისა, რომ ეს ყველაფერი „გაპრავდეს“ - ადამიანების სიკვდილი, მკვლელობა, წამება და ეს იყო მათი ჩვეულებრივი ცხოვრების წესი“, - განაცხადა სესიაშვილმა.

ანდრეა ბოჩელი

08 აპრილი 2020, 00:15

COVID19

ანდრეა ბოჩელი აღდგომის დღესასწაულზე მილანის საკათედრო ტაძარში კონცერტს გამართავს

იტალიელი ტენორი ანდრეა ბოჩელი აღდგომის დღესასწაულზე მილანის საკათედრო ტაძარში კონცერტს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს. ანდრეა ბოჩელისთან ერთად სააღდგომო კონცერტში მონაწილეობას მილანის საკათედრო ტაძრის მეარღნე ემანუელე ვიანელი მიიღერბს. კონცერტის ტრანსლირება ანდრეა ბოჩელის YouTube-ის არხზე განხორციელდება.

სოზარ სუბარი

08 აპრილი 2020, 00:13

პოლიტიკა

სოზარ სუბარი ე.წ. ციხის ბუნტზე: იარაღის გამოყენება იყო უკანონო

„გადამეტება იყო არამხოლოდ ლეტალური იარაღის გამოყენება, არამედ რეზინის ტყვიაც კი, რაც იდეაში საუკეთესო საშუალებაა ამ დროს ძალის გამოყენების თვალსაზრისით, იყო უკანონო, იმიტომ რომ მაშინდელი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა რეზინის ტყვიის, როგორც სპეცსაშუალების გამოყენებას. შესაძლებელი იყო გაზის გამოყენება, თუმცა გაზის გამოყენებაც სახიფათოა, იმიტომ რომ დახურულ სივრცეში მან შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგი" - ამის შესახებ რეგიონულ საკითხებში პრემიერის მრჩეველმა სოზარ სუბარმა გადაცემა „ღია ეთერში" განაცხადა.

სოზარ სუბარი

08 აპრილი 2020, 00:08

საზოგადოება

სოზარ სუბარი ე.წ. ციხის ბუნტზე: ყველა მკვლელობა მოხდა მაშინ, როცა აჯანყება უკვე ჩახშობილი იყო

სტრასბურგის განაჩენში საუბარია სიცოცხლის უფლების დარღვევაზე ანუ ადამიანების განზრახ მკვლელობაზე. ეს რომ განზრახ მკვლელობა იყო, ამის შესახებ რამდენიმე მოხსენებაში ვიმეორებ. პირველივე მოხსენებაში წერია, რომ ყველა მკვლელობა მოხდა მაშინ, როცა აჯანყება ჩახშობილი იყო, - ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი“ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

07 აპრილი 2020, 23:57

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: გვესაჭიროება მხოლოდ თავდაცვის ეკიპირებები და სოციალური დისტანცირების რეგულირება

რა მიმართულებით საჭიროებს ჯანდაცვის სიტემა თანხების მობილიზებას? - ამის შესახებ „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ თენგიზ ცერცვაძემ ისაუბრა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, დღეს მთავარ პრობლემას სოციალური დისტანცირების დაცვა და სამედიცინო პერსონალის პირადი ეკიპირება წარმოადგენს. „პირადი აზრია რომ საწოლები საკმარისზე მეტია საჭიროა მხოლოდ მათი მობილიზაცია. დღეისთვის ის მობილიზებულია, 9 კლინიკა მუშაობს. 200მდე ავადმყოფია და 500მდე საწოლია მობილიზებული. არსებობს გეგმა ბ და გეგმა ც დამატებითი საწოლებისა და მედპერსონალის მობილიზების, მათ ნაწილს გადამზადება უკვე გავლილი აქვს და ნაწილი კიდევ გაივლის. მობილიზებულია სასუნთქი აპარატები. ბევრს ჰქონია, რომ ეს დიდი პრობლემაა და არ არის დიდი პრობლემა.

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო

07 აპრილი 2020, 23:54

COVID19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დადასტურებული კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი დაემატა. მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, ერთი მათგანი დაინფიცირებული პაციენტის კონტაქტია, მეორე კი ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მცხოვრები, რომელსაც უცხოეთში მოგზაურობის ისტორია არ აქვს და, სავარაუდოდ, ეს შიდა გავრცელების შემთხვევაა, მისი დაინფიცირების წყარო კი უცნობია.

სოზარ სუბარი

07 აპრილი 2020, 23:50

ეკონომიკა

სოზარ სუბარი: ქვეყანას უნდა ჰქონდეს გარკვეული სტრატეგიული მიმართულებები, რომელთა წარმოება აუცილებელია

„უცებ ნათლად დავინახეთ, რომ კარგია ღია საზღვრები, კარგია ღია ვაჭრობა, მაგრამ ქვეყანას უნდა ჰქონდეს გარკვეული სტრატეგიული მიმართულებები, რომელთა წარმოება აუცილებელია. მარაგებიც და წარმოებებიც, იმიტომ რომ რაღაც მომენტში უცებ მარტო რჩები საკუთარ თავთან და ყველა ფიქრობს ასეთ დროს საკუთარ თავზე“, - აღნიშნა სუბარმა.