imedi /  23 აპრილი 2019, 18:04 / სანდო წყარო

წიგნისა და საავტორო უფლებების დღეზე პოლიტიკოსები სკოლებს ეწვივნენ და წიგნები აჩუქეს

წიგნები

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე წეროვნის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ესტუმრა. მთვარობის ხელმძღვანელის სახელით სკოლის ბიბლიოთეკას შემეცნებითი, კლასაგარეშე საკითხავი და მხატვრული ლიტერატურა გადაეცა. 

„დღეს საერთაშორისო საზოგადოება წიგნის დღეს აღნიშნავს. წიგნი ყველას ძალიან უნდა გვიყვარდეს, ის არის გზა ყველაფერი საუკეთესოსკენ. ყველაზე დიდი, რაც შეგიძლიათ მშობლებს და სამშობლოს აჩუქოთ, ეს არის სწავლა და წიგნის სიყვარული. მე განსაკუთრებით მიყვარს ის კუთხე, საიდანაც თქვენ ხართ. დარწმუნებული ვარ, კიდევ ძალიან ბევრ ლამაზ სკოლას ავაშენებთ თქვენს ულამაზეს კუთხეში. ეს აუცილებლად მოხდება ერთიანი და ძლიერი საქართველოსთვის, რომელსაც თქვენ ააშენებთ და რომლის მოქალაქეებიც თქვენ ხართ",-მიმართა პრემიერ-მინისტრმა მოსწავლეებს.

ამ დღესთან დაკავშირებით პატიმრებს შეხვდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მათ მოაქლაქეების მიერ შეგროვენული წიგნები გადასცა. მხატვრულთან ერთად, არასრულწლოვან მსჯავრდებულებს საკანონმდებლო მაცნეს მიერ დამზადებული სპეციალური ლიტერატურაც გადაეცათ. ინიციატივას  მოძრაობის თეატრიც შეუერთდა, რომელმაც  წამოიწყო კამპანია „გაუზიარე წიგნები პატიმრებს“. მათ მიერ შეგროვილი ლიტერატურა N8 პენიტენციურ დაწესებულებას გადაეცა.

წიგნის ჩუქების დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის კამპანიას საქართველოს პარლამენტიც შეუერთდა. დეპუტატებმა წიგნები საჩუქრად საჯარო სკოლის მოსწავლეებს გადასცეს. დიდ დიღომში იმყოფებოდა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ 192-ე საჯარო სკოლაში ენციკლოპედიები მიიტანა. წიგნები მიიღეს ვაზისუბნის 90-ე საჯარო სკოლაშიც, აქ ისნის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი აბუსერიძე მივიდა და მოსწავლეებს ასევე ენციკლოპედიები გადასცა. 

წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღის აღნიშვნის ტრადიციას საქართველო წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით შეუერთდა. უკვე 16 წელია წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე სხვადასხვა ტიპის კულტურული ღონისძიებებით ყოველწლიურად აღინიშნება. 2003 წლიდან კი საქათველოს პრეზიდენტის განკარგულებით, 23 აპრილი წიგნის სექტორის მუშაკთა პროფესიულ დღედ გამოცხადდა.

ყველა სიახლე

მარიამ ჯაში

14 ივლისი 2020, 17:07

პოლიტიკა

მარიამ ჯაში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონზე: ის ხელისუფლების გადანაწილების ბალანსის პრინციპებს აზიანებს

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა არ დაუჭირა მხარი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას.

ემანუელ მაკრონი

14 ივლისი 2020, 17:02

COVID19

ემანუელ მაკრონი: არსებობს იმის ნიშნები, რომ კორონავირუსის გავრცელება კვლავ დაიწყება და ამისთვის უნდა მოვემზადოთ

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის დაბრუნების ნიშნები არსებობს, თუმცა ქვეყანა ეპიდემიის შესაძლო მეორე ტალღისთვის მოემზადა.

დანიელ ლიუს ლი

14 ივლისი 2020, 17:01

მსოფლიო

აშშ-ში 17 წლის განმავლობაში პირველად ფედერალური პატიმარი სიკვდილით დასაჯეს

სიკვდილით დასჯის რამდენიმე პროცედურა გადაიდო, რადგან მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ გარკვეული ლეგალური წინააღმდეგობები არსებობს. ამასთან, სიკვდილმისჯილები ამტკიცებდნენ, რომ ინიექციით მკვლელობა „სასტიკი“ სასჯელია. თუმცა უზენაესმა სასამართლომ 5 ხმით 4-ის წინააღმდეგ დაადგინა, რომ პროცედურა გეგმის მიხედვით უნდა ჩატარდეს. დენილე ლიუის ლი 1996 წელს, არკანზასში ოჯახი წამებისა და მკვლელობისთვის გაასამართლეს.

14 ივლისი 2020, 17:00

საზოგადოება

დღეიდან პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა მრავალპროფილიან საქმიანობას უბრუნდება

დღეიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა მრავალპროფილიან საქმიანობას უბრუნდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. მათი თქმით, პანდემიასთან ბრძოლისას პირველის საუნივერსიტეტო კლინიკა იყო ყველაზე კრიტიკული პაციენტების მიმღები დაწესებულება, დაახლოებით 4 თვის განმავლობაში.

ვიქტორ ბაბარიკო

14 ივლისი 2020, 16:53

მსოფლიო

ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტს არჩევნებისთვის რეგისტრაციაზე უარი ეთქვა

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე ალექსანდრე ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტს, ვიქტორ ბაბარიკოს რეგისტრაციაზე უარი ეთქვა. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის ცესკოს თავმჯდომარემ, ლიდია ერმოშინამ განაცხადა. „ბელგაზპრომბანკის“ მმართველი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ვიქტორ ბაბარიკო ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტად ითვლებოდა. რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზი უცხო ქვეყნის მიერ მისი წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსება და შემოსავლების დეკლარაციაში არსებული შეუსაბამობა გახდა. კერძოდ, ცესკოს განცხადებით, ბაბარიკოს დეკლარაციაში არაა ასახული მატერიალური სახსრები, უძრავი ქონება და რამდენიმე კომპანიისგან მიღებული შემოსავლები. ერმოშინას განცხადებით, ბაბარიკომ ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება შექმნა და უცხოეთში ფულის გატანით იყო დაკავებული. ცესკოს თავმჯდომარის მტკიცებით, ბაბარიკომ საგადასახადო სამსახურს დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარი დაუმალა.

ანრი ოხანაშვილი

14 ივლისი 2020, 16:53

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას: თქვენგან ვერ მივიღებთ ვერანაირ მორალურობაზე საუბარს

„ნაციონალურ მოძრაობას“ მივმართავ, სახელმწიფო ინსტიტუტებს თქვენ რომ აზიანებდით და დააზიანეთ, ვინ უნდა შეძლოს კიდევ იმ მასშტაბით და იმ დოზით დაზიანება. არ გაქვთ თქვენ ამის პოლიტიკური უფლება და მორალური, რომ კითხვის ნიშნები დასვათ და შეკითხვებზე და საკითხებზე, რომლებსაც თქვენ დასვამთ, აუცილებლად მიიღებთ პასუხს“,- ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა, ოპოზიციის კრიტიკას პლენარულ სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით.

14 ივლისი 2020, 16:52

პოლიტიკა

პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ შეზღუდვების გახანგრძლივებასთან დაკავშირებული კანონპროექტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას კენჭი ერთი მოსმენით, გამარტივებული წესით უყარეს. ცვლილებს მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, 1 კი წინააღმდეგი იყო.

14 ივლისი 2020, 16:51

პოლიტიკა

მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს უმასპინძლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში კრისტიან ურსეს უმასპინძლა. მინისტრმა ევროსაბჭოს მადლობა გადაუხადა საქართველოში განხორციელებული არაერთი წარმატებული პროექტისათვის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში და, ასევე, პირადად კრისტიან ურსეს ხუთწლიანი ნაყოფიერი საქმიანობისთვის.

14 ივლისი 2020, 16:46

COVID19

ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 4000-მდე ადამიანი დაინფიცირდა

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3 984 შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 911 629-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 61 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 23 788-ს აღწევს. ამასთან, 573 953 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

დიმიტრი ხუნდაძე

14 ივლისი 2020, 16:45

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: საზოგადოებას ვპირდები, რომ მათი ჯანმრთელობის დასაცავად მაქსიმუმი გაკეთდება

ეპიდემიოლოგიური ვითარება გლობალურად მთელ მსოფლიოში მძიმეა და რთულია ვითარება პარლამენტში იმიტომ, რომ ოპოზიცია ჩვეულ რეჟიმშია. სიკეთესაც ბოროტებად აღიქვამს და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვას ანტიკონსტიტუციურსა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას ეძახის, - ამის შესახებ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ. მისი თქმით, ოპოზიცია, რომელიც პარლამენტში მომწამვლელი ნივთიერებებით დარბოდა, დღეს საპარლამენტო პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

14 ივლისი 2020, 16:43

ეკონომიკა

საქართველოში საწვავის უმსხვილესი იმპორტიორი რუსეთია

საქართველოში 2020 წლის ექვს თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის ყველაზე დიდი მოცულობა 35.3% (176,0 ათასი ტონა) რუსეთიდან არის იმპორტირებული. ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის სხდომა

14 ივლისი 2020, 16:43

პოლიტიკა

საკრებულოს იურიდიულმა კომისიამ ფრიდონ ინჯიასა და გოჩა თევდორაძის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი განიხილა

დღეს თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა ორი დეპუტატის: ვაჟა ოთარაშვილის და ზაზა მამალაძის უფლებამოსილების ცნობის საკითხები წარადგინა. ისინი საკრებულოს ყოფილი წევრების, ფრიდონ ინჯიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეებად დასახელდნენ.

აცტეკების სასახლე

14 ივლისი 2020, 16:38

კულტურა

მეხიკოში აცტეკების სასახლის ნარჩენები აღმოაჩინეს

მუშებმა ბაზალტის ფილებით მოპირკეთებული იატაკები იპოვეს. მოგვიანებით სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ამ ქვით აცტეკი მმართველის აქსაიაუაკატლის სასახლის ღია სივრცეები იყო გაფორმებული. აცტეკების იმპერიის დაცემის შემდეგ კი სასახლეში ესპანელი კონკისკადორი ერნან კორტესი ცხოვრობდა.

მამუკა მდინარაძე

14 ივლისი 2020, 16:36

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე საგანგებო მდგომარეობაზე: ელემენტარული შეზღუდვები გვიწევს, არ ვითხოვთ ბომბებსა და მძიმე არტილერიას

ელემენტარული შეზღუდვები გვიწევს, რათა COVID-19-თან ბრძოლის ელემენტარული იარაღი გვქონდეს. არ ვითხოვთ ბომბებს და მძიმე არტილერიას, რაც საგანგებო მდგომარეობის დროს გამოიყენება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ნინო ლომჯარია

14 ივლისი 2020, 16:35

საზოგადოება

ომბუდსმენი: გარკვეული კადრების გავრცელება გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ტრავმირებას იწვევს, ამიტომ გასათვალისწინებელია, ისე გავავრცელოთ ფაქტები, რომ ვიფიქროთ ოჯახის მდგომარეობაზე

ნინო ლომჯარია - გიორგი შაქარაშვილის ოჯახის განცხადებით, კადრების გავრცელება მათ ტრავმირებას იწვევს, ამიტომ გასათვალისწინებელია, ისე გავავრცელოთ ფაქტები, რომ ვიფიქროთ ოჯახის მდგომარეობაზე

14 ივლისი 2020, 16:34

ეკონომიკა

სალომე ზურაბიშვილმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შიდა ტურიზმის განვითარების საკითხებზე იმსჯელა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ორბელიანების სასახლეში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მარიამ ქვრივიშვილს შეხვდა.

როჟე ტორენი

14 ივლისი 2020, 16:31

მსოფლიო

კატალონიის პარლამენტის სპიკერის განცხადებით, მას ესპანეთის ხელისუფლება უთვალთვალებს

კატალონიის პარლამენტის თავმჯდომარე როჟე ტორენი აცხადებს, რომ მას ესპანეთის ხელისუფლების დავალებით უთვალთვალებენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა El Pais-ი ავრცელებს. „ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, რათა ყველაფერი გავარკვიოთ. თვალთვალს ჩვენ პოლიტიკურ და სამართლებრივ ქმედებებს დავუპირისპირებთ“, - განაცხადა ტორენმა.

14 ივლისი 2020, 16:28

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი სამოქალაქო აქტივისტებს, „გავიგუდეს“ წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სამოქალაქო აქტივისტების „გავიგუდე“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მთავრობის მიერ მოწონებული „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონპროექტის შესახებ პარლამენტში განხილვის დაჩქარების საკითხი განიხილეს.

კელი დეგნანი მერაბ ტურავა

14 ივლისი 2020, 16:27

საზოგადოება

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ კელი დეგნანს უმასპინძლა

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ეწვია, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

14 ივლისი 2020, 16:22

სამართალი

პროკურატურამ ქალისთვის ცეცხლის წაკიდების ფაქტზე გენდერული დისკრიმინაცია დაადგინა

პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გენდერული დისკრიმინაცია დაადგინა, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს „საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე შ.გ.-ს ბრალდება დაუზუსტდა და დანაშაულის ჩადენის მოტივად გენდერული დისკრიმინაცია დაადგინა.