Imedi /  23 აპრილი 2019, 19:10 / სანდო წყარო

უილსონი ადასტურებს, რომ შავ ზღვაში ამერიკულ ხომალდს ორი რუსული ხომალდი აედევნა

როს უილსონი

როს უილსონი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი როს უილსონი ადასტურებს, რომ შავი ზღვის აკვატორიაში შესულ ამერიკულ ხომალდს „როსს“ ორი რუსული სამხედრო ხომალდი აედევნა.

გავრცელებულ ინფორმაციაზე ამერიკელ დიპლომატს დღეს ჟურნალისტებმა ბათუმში დაუსვეს შეკითხვა. 

„ზოგადად, მოგახენებთ, ეს დამახასიათებელია რუსეთისთვის, რომ თვალყური ადევნონ, ან გამოედევნონ ასეთ აქტივობებს, როცა ამერიკის, თუ სხვა ქვეყნების მიერ ხდება საზღვაო გემების განლაგება. თუმცა ეს არის ჩვენი უფლება, საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებით განვახორციელოთ ამგვარი ოპერაციები და ალბათ ამ შეკითხვით უფრო უნდა მიმართოთ რუსებს, რა რისკებს ხედავენ“,- თქვა ამერიკელმა დიპლომატმა.

ამავე თემაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ. 

„როგორც იცით ჩვენი პოლიტიკა არის მიმართული მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ მშვიდობა რეგიონში.

ამიტომ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ნატოს წევრი სხვა ქვეყნების მხრიდან სამხედრო გემების ვიზიტი საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ მიმართულია იმისკენ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, მაქსიმუმი გავაკეთოთ, რათა საქართველო იყოს დაცული ყოველგვარი საფრთხისგან - როდესაც დაცულობის მაღალ ხარისხზე ვსაუბრობ, მათ შორის სამხედრო კომპონენტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი და დინამიკა, რომელიც გვაქვს, განსაკუთრებით წელს, როგორც ამერიკასთან, ასევე ნატოს წევრ სხვა ქვეყებთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის თვალსაზრისით, არის უპრეცენდენტო.

კერძოდ, ეს არის რიგით მეორე სამხედრო ხომალდი და ასევე, ერთი კვირის წინ ვმასპინძლობდით ნატოს ოთხ სამხედრო ხომალდს. ვიზიტები წლის განმავლობაში გაგრძელდება.

მიუხედავად რუსეთის რეაქციისა, კიდევ ერთხელ შეგვიძლია, დაბეჯითებით ვთქვათ, რომ აღნიშნული სამხედრო თანამშრომლობა სამხედრო გემების ვიზიტები ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის განმტკიცებას რეგიონში“, - განაცხადა იზორიამ.

თემაზე სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კეკელიძემაც ისაუბრა. 

„ინციდენტს მე არ დავარქმევდი. რაც შემიძლია ვთქვა - საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიულ წყლებში რუსული მცურავი საშუალებები არ შემოსულან. სავარაუდოდ, საუბარია იმ ფაქტზე, რომ ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ხომალდებს აკვირდებიან შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო მცურავი საშუალებები. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, ეს ხდება ხოლმე გარკვეულ შემთხვევებში. ჩემი ინფორმაციით, იყო უბრალო დაკვირვება ამერიკულ სამხედრო ხომალდზე“. 

აშშ-ის სამხედრო ხომალდზე Ross ოფიციალური მიღების ცერემონია მიმდინარეობს. ღონისძიებას ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, პრემიერ მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ესწრებიან.

ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი USS Ross (DDG 71) ბათუმის ნავსადგურს 21 აპრილს პირველად ეწვია. 

საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტი აშშ-ისა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას ემსახურება. USS Ross (DDG 71) არის Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი. ხომალდს აქვს ტექნიკური მონაცემები, მოიგერიოს წყალქვეშა ნავები და ბალისტიკური რაკეტები.

„USS Ross-ის ვიზიტი კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულებას ნატოს მოკავშირეებისა მიმართ, პარტნიორებთან კავშირის გაძლიერებითა და რეგიონში უსაფრთხოების ხელშეწყობით“, - აღნიშნულია ამერიკის საელჩოს ინფორმაციაში.

სამხედრო ხომალდი შავი ზღვის საქართველოს აკვატორიას 25 აპრილს დატოვებს.

ყველა სიახლე

27 იანვარი 2021, 10:21

ტექნოლოგიები

GITA-ს თავმჯდომარე 100,000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულებს სასათბურე მეურნეობაში ეწვია

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100,000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული პროექტის ავტორებს GITA-ს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე სასათბურე მეურნეობაში ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

27 იანვარი 2021, 10:15

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ტოივო კლაარს შეხვდა

მიმდინარე წლის 26 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, ტოივო კლაართან.

დავით ზალკალიანი

27 იანვარი 2021, 09:58

პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

მარიამ ქვრივიშვილი

27 იანვარი 2021, 09:49

პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველო წარადგენს COVID-19-ის გამოწვევის დაძლევის შესახებ გეგმას

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე COVID-19-ის ვაქცინაციის საკითხს განიხილავენ. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრის, მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნებს შესაძლებლობა ექნებათ, მოხსენებით გამოვიდნენ.

ირაკლი ჩიქოვანი

27 იანვარი 2021, 09:36

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას წარვუდგენთ იმ პოზიტიურ შედეგებსა და შთამბეჭდავ გეგმებს, რომლებიც საქართველოს მთავრობას აქვს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს დელეგაცია COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებზე და ასევე, იმ გეგმებზე ისაუბრებს, რომლებიც ქვეყანას ვაქცინაციის თვალსაზრისით აქვს.

27 იანვარი 2021, 09:28

პოლიტიკა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა

რეგიონული ტურნეს ფარგლებში, 27-28 იანვარს საქართველოს ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი ეწვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ის შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

27 იანვარი 2021, 09:20

ტაბლოიდი

ჯო ბაიდენი ჟურნალისტს ეხუმრა

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯოზეფ ბაიდენი ჟურნალისტს ეხუმრა. ამის შესახებ thewrap წერს. კითხვაზე, თუ რაზე ისაუბრა ვლადიმერ პუტინთან, ბაიდენმა Fox News-ის ჟურნალისტს უპასუხა: „მან თქვენთან მოკითხვა გადმომცა“. აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების სატელეფონო საუბარი 26 იანვარს გაიმართა.

27 იანვარი 2021, 09:10

საზოგადოება

დღეს საქართველოს უმეტეს რეგიონში მზიანი ამინდია მოსალოდნელი

სინოპტიკოსები 27 იანვარს ქუთაისში მზიან ამინდს პროგნოზირებენ. დღისით +18 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით აქაც +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბათუმშიც. დღისით სინოპტიკოსები +18 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

27 იანვარი 2021, 08:38

პოლიტიკა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს დელეგაცია პანდემიის საკითხზე მსჯელობაში მიიღებს მონაწილეობას

​​​​​​​კოვიდპანდემიას და ჯანდაცვის უპრეცედენტო კრიზისს ევროპის საბჭო დღეს განიხილავს. დილიდან სტრასბურგში ამ თემაზე საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე დებატებია დანიშნული.

27 იანვარი 2021, 08:20

პოლიტიკა

პარლამენტში დღეს რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიმართება

პარლამენტში დღეს რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიმართება. დღის წესრიგშია რეგლამენტში შესატანი ცვლილებების განხილვა, რომელთა მიხედვითაც კონკრეტული ოპოზიციური ფრაქციების გარდა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატის წარდგენის უფლება ექნება საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ, უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფს.

27 იანვარი 2021, 08:12

პოლიტიკა

დღეს პარლამენტი ლევან ხაბეიშვილისა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე იმსჯელებს

დღეს საკანონმდებლო ორგანოში ლევან ხაბეიშვილისა და შალვა ნათელაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. ხვალ კი დანარჩენი 49 ოპოზიციონერის მანდატების შეწყვეტაზე.

27 იანვარი 2021, 08:00

COVID19

Astrazeneca აღიარებს, რომ კოვიდვაქცინის წარმოებაში შეფერხებები აქვს

ფარმაცევტული კომპანია Astrazeneca აღიარებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოებაში შეფერხებები აქვს. ამის შესახებ BBC წერს. კომპანიის გენერალური დირექტორის, პასკალ სორიოს თქმით, ხარვეზების გამოსასწორებლად კომპანია 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და პრობლემა პრაქტიკულად გადაჭრილია, თუმცა წარმოების დაგეგმილ გრაფიკს კომპანია 2 თვით ჩამორჩება.

ანგელა მერკელი

27 იანვარი 2021, 04:45

COVID19

ანგელა მერკელი მდიდარ ქვეყნებს შორის ვაქცინების რბოლის წინააღმდეგ გამოდის

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი მდიდარ ქვეყნებს შორის ვაქცინების რბოლის წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ მრავალმხრივი ძალისხმევა კორონავირუსის პანდემიიდან გამოსვლის საუკეთესო გზაა.

ჯო ბაიდენი

27 იანვარი 2021, 03:46

COVID19

აშშ-ის ხელისუფლება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 200 მილიონი დოზის შეძენას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-ის ხელისუფლება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 200 მილიონი დოზის შეძენას გეგმავს.

27 იანვარი 2021, 03:25

COVID19

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსის 63 626 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 63 626 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 206 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ჯო ბაიდენი და იენს სტოლტენბერგი

27 იანვარი 2021, 03:20

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბარი გამართა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

ჯო ბაიდენი

27 იანვარი 2021, 02:57

მსოფლიო

ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ევროპისთვის ცუდი გარიგებაა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ევროპისთვის ცუდი გარიგებაა. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

27 იანვარი 2021, 02:28

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 10 593 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 593 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 541 ადამიანი გარდაიცვალა.

27 იანვარი 2021, 02:22

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 22 086 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 22 086 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 352 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

27 იანვარი 2021, 02:17

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 410 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 410 152 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 10 413 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.