imedi /  24 აპრილი 2019, 19:06 / სანდო წყარო

ვანო მერაბიშვილს პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, უწყების ადგილობრივმა საბჭომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ივანე მერაბიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი განიხილა. 

უწყების ცნობით, მსჯავრდებულს ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, საბჭომ საკითხზე 11 აპრილს იმსჯელა.

უწყებაში imedinews განუცხადეს, რომ მსჯავრდებული ინფორმირებულია ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

სპეციალური პენიტენციაკური სამსახურის ინფორმაციით, პატიმარ მერაბიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე, კანონის მოთხოვნათა დაცვით, აღმოსავლეთ საქართველოს პირველმა ადგილობრივმა საბჭომ მიმდინარე წლის 24 იანვარს იმსჯელა და გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მსგავსი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა 2017 და 2018 წლებშიც.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი, ყოფილი პრემიერმინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი 2013 წელს დააკავეს. 

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ამჟამად პატიმარმა ვანო მერაბიშვილმა, რომელსაც სახელმწიფო სხვადასხვა დანაშაულზე ედავება, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელი 2013 წლის 20 ნოემბერს შეიტანა.

2016 წლის 14 ივნისს ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა და მერაბიშვილის მიმართ ორი მუხლის დარღვევა დაადგინა. მერაბიშვილის საქმეზე სტასბურგის გადაწყვეტილების აღსრულებისთვის მთავრობამ 5 ათასი ევრო გამოყო.

ყოფილი მინისტრის პრეტენზიებიდან ერთ-ერთი საკნიდან მის უკანონო გაყვანას უკავშირდება.

2017 წლის 22 თებერვალს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასჯელაღსრულების დაწესებულების საკნიდან ივანე მერაბიშვილის შესაძლო გაყვანის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა და განაცხადა, რომ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტი გამოძიებით არ დადასტურდა.

ყველა სიახლე

ვახტანგ მეგრელიშვილი

21 იანვარი 2021, 08:36

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: თუ მოლაპარაკებებში მართლა სერიოზულად ვმონაწილეობთ, მეხუთე რაუნდზე მივიდეთ მომზადებულები

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციაშიც იგივე პროცესი წავიდეს და ჩვენ დავიწყოთ სერიოზული მსჯელობა შინაარსზე და შევაჯეროთ საბოლოო ჯამში ჩვენი პოზიციები. თუ მოლაპარაკებებში მართლა სერიოზულად ვმონაწილეობთ, მეხუთე რაუნდზე მივიდეთ ისე მომზადებულები, რომ წონასწორობა ჩვენს მხარეს გადმოვიდეს“, - განაცხადა „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი

21 იანვარი 2021, 08:31

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ვიზიტს იწყებს

საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მთავარი თემა იქნება. სალომე ზურაბიშვილი ნატოში საქართველოს გაწევრიანებაზე ნატოს გენმდივანს გაესაუბრება და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ელჩებს მიმართავს, სადაც წლიური ეროვნული პროგრამა უნდა შეფასდეს.

ლევან დავითაშვილი/მაია ცქიტიშილი

21 იანვარი 2021, 08:21

პოლიტიკა

პარლამენტში დღეს ლევან დავითაშვილსა და მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ

დღესვე პარლამენტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი 2020 წელს სამინისტროს მიერ გაწეულ მუშაობასა და 2021 წლის სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრებს.

ამინდი

21 იანვარი 2021, 08:10

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

მზიან დღეს ვარაუდობენ რუსთავში. დღისით ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

სტრასბურგის სასამართლო

21 იანვარი 2021, 08:00

პოლიტიკა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

პირველადი საჩივარი საქმეზე საქართველომ ევროპულ სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა და მოითხოვა დროებითი ღონისძიების მიღება. ხოლო ოფიციალური, სახელმწიფოთაშორისი საჩივარი 2009 წლის 6 თებერვალს წარადგინა. 2011 წლის 13 დეკემბერს სასამართლომ საქართველოს საჩივარი დაშვებულად გამოაცხადა.

ჯო ბაიდენი

21 იანვარი 2021, 03:18

მსოფლიო

ჯო ბაიდენის განკარგულებით, აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებაში ბრუნდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებებს, რომლითაც მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის მიერ მიღებული განკარგულებები გააუქმა.

ჯო ბაიდენი

21 იანვარი 2021, 02:37

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: დონალდ ტრამპმა ძალიან დიდსულოვანი წერილი დამიტოვა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თანამდებობიდან წასვლამდე მისმა წინამორბედმა მას ძალიან დიდსულოვანი წერილი დაუტოვა.

ჯო ბაიდენი და ანგელა მერკელი

21 იანვარი 2021, 02:07

მსოფლიო

ანგელა მერკელი: ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ინაუგურაცია ამერიკული დემოკრატიის ნამდვილი ზეიმი იყო

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს ინაუგურაცია მიულოცა.

21 იანვარი 2021, 01:50

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 496 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 496 206 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 12 933 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ჯო ბაიდენი და ჯილ ბაიდენი

21 იანვარი 2021, 01:10

მსოფლიო

ჯო ბაიდენი და ჯილ ბაიდენი თეთრ სახლში მივიდნენ. ვიდეო

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პირველი ლედი ჯილ ბაიდენი თეთრ სახლში მივიდნენ.

დიდი თითი ტკივილი

21 იანვარი 2021, 00:58

ტაბლოიდი

პროფესიონალმა გეიმერმა თითის ტრავმის გამო კარიერა 25 წლისამ დაასრულა

პაპარატო, რომელიც ინტერნეტში ZooMaa-ს სახელით არის ცნობილი, Call of Duty-ს პროფესიონალურ დონეზე 8 წლის განმავლობაში თამაშობდა, თუმცა ბოლო დროს, წარსულში მიღებული ტრავმის გამწვავების გამო თამაშზე უარის თქმა მოუწია.

გიორგი ვოლსკი

21 იანვარი 2021, 00:56

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ოპოზიცია არის დაპირისპირებული ადამიანების ჯგუფი, რომელიც დღეს მხოლოდ იმ მოტივით არის გაერთიანებული, რომ როგორმე კრიზისული სიტუაცია შეიქმნას

ოპოზიცია არის დაპირისპირებული ადამიანების ჯგუფი, რომელიც დღეს მხოლოდ იმ მოტივით არის გაერთიანებული, რომ როგორმე კრიზისული სიტუაცია შეიქმნას, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის რიგებში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ამომრჩევლის მიმართ პასუხისმგებლობა იგრძნეს.

იდრის ელბა

21 იანვარი 2021, 00:47

კულტურა

იდრის ელბამ კომპოზიციაზე Paradise Circus - Gospel 21 გადაღებული ვიდეორგოლი წარადგინა

მუსიკალური სამყარო ელბასთვის ახალი სფერო არ არის. ის ფესტივალზე Glastonbury მადონას კონცერტამდე გამოდიოდა, ჩაწერილი აქვს კომპოზიციების ისეთ შემსრულებლებთან, როგორებიც არიან Macklemore & Ryan Lewis, ჯეიმს ბლეიკი, ჯონ ნიუმანი და Wiley.

ჯენიფერ ლოპესი

21 იანვარი 2021, 00:33

ტაბლოიდი

ჯენიფერ ლოპესი მაიამის სანაპიროზე პაპარაცების სამიზნე გახდა

ჰოლივუდის მსახიობი და მუსიკოსი ჯენიფერ ლოპესი პაპარაცების ობიექტივში მოხვდა. ამის შესახებ Daily Mail წერს. გამოცემა პაპარაცების მიერ გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს, სადაც 51 წლის ჯენიფერ ლოპესი თეთრ საცურაო კოსტუმშია წარმოდგენილი. ფოტოებმა მუსიკოსის ფანების აღფრთოვანება გამოიწვია.

21 იანვარი 2021, 00:18

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 91 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 პაციენტი კი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 91 ადამიანს აღმოაჩნდა აღმოაჩნდა, 2 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყების დღემდე, ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 10 875 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 154 პაციენტი, 8701 კი გამოჯანმრთელდა.

21 იანვარი 2021, 00:13

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 13 571 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13 571 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 524 ადამიანი გარდაიცვალა.

არჩილ თალაკვაძე

21 იანვარი 2021, 00:12

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

არჩილ თალაკვაძე ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს. პარლამენტის თავმჯდომარე ამის შესახებ twitter-ში წერს. „ვულოცავ პრეზიდენტ, ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ, კამალა ჰარისს ინაუგურაციას. ამერიკისთვის ისტორიული დღეა. ჩვენ მოუთმელად ველით გავაგრძელოთ ძლიერი პარტნიორობა თქვენთან და თქვენს ადმინისტრაციასთან“, - წერს თალაკვაძე.

21 იანვარი 2021, 00:09

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსს 1 820 ადამიანი ემსხვერპლა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 38 905 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 820 ადამიანი გარდაიცვალა.

21 იანვარი 2021, 00:05

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 6 435 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 435 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 159 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

21 იანვარი 2021, 00:02

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 26 784 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 26 784 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 316 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.