imedi /  03 მაისი 2019, 17:06 / სანდო წყარო

თბილისში ტურისტების გადაყვანის ნორმების დარღვევაზე შესაძლოა ჯარიმები დაწესდეს

ავტობუსი

დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტურისტების გადაყვანის ნორმების დარღვევაზე ჯარიმები წესდება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერების მიზნით ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) მიერ დედაქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული მოძრაობის მარშრუტის დარღვევაზე ჯარიმა 100 ლარი იქნება.

ამასთან, პროექტით, სპეციალური რეგულარული გადაყვანის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) დედაქალაქის მთავრობასთან შეუთანხმებლად, ან დედაქალაქის მთავრობასთან შეთანხმებული მოძრაობის მარშრუტის დარღვევა გამოიწვევს 100 ლარიან ჯარიმას.

ცვლილებების ავტორები უმრავლესობის წევრები გოგა გულორდავა და ზაზა გაბუნია არიან.

ყველა სიახლე

მეუფე გერასიმე

03 აპრილი 2020, 09:15

რეგიონი

მეუფე გერასიმე: სააღდგომო წირვა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში შემავალ ეკლესიებში პატრიარქის ლოცვა-კურთხევის შესაბამისად ჩატარდება

საგანგებო მდგომარეობა თუ ეხება ეკლესიას, მობრძანდნენ, სამნიც ვართ, 30-ც ვართ და ბევრნი ვართ, - ამის შეასახებ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ განაცხადა. მისი თქმით, სააღდგომო წირვა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში შემავალ ეკლესიებში ისე ჩატარდება, როგორც წესია. მეუფემ აღნიშნა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით კონსულტაციები ხელისუფლებასთანაც იქნება. „ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ გადაწყვიტა ისე, როგორი ლოცვა-კურთხევაც არის საქართველოს პატრიარქისგან. მე მგონი იქ ყველაფერი მკაფიოდ წერია. ჩვენ, საქართველოს პატრიარქის სასულიერო პირები პატრიარქს ვუცხადებთ სრულ ნდობას. რომელ განცხადებაში წერია სამზე მეტი ადამიანი არ შეიძლებაო?“, - განაცხადა მეუფე გერასიმემ.

ავიარეისი

03 აპრილი 2020, 09:12

COVID19

ორი ავიარეისით დღეს საქართველოს კიდევ 250 მოქალაქეს ჩამოიყვანენ

მთავრობა განაგრძობს უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს. ვარშავა-თბილისისა და ბერლინი-თბილისის 2 მორიგი რეისით, 250-მდე მოქალაქე დაბრუნდება. ამ რეისებით მოემგზავრებიან, როგორც ამ ქვეყნებში მყოფი თანამემამულეები, ასევე საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში იმყოფებოდნენ და ვარშავასა და ბერლინში მოახერხეს ჩასვლა.

იენს სტოლტენბერგი

03 აპრილი 2020, 08:56

პოლიტიკა

ნატოს წევრი ქვეყნები საქართველოსა და უკრაინისთვის მხარდაჭერის დამატებით ღონისძიებებზე შეთანხმდნენ

ნატოს წევრი ქვეყნები საქართველოსა და უკრაინისთვის მხარდაჭერის დამატებით ღონისძიებებზე შეთანხმდნენ. გადაწყვეტილება ვიდეოფორმატის რეჟიმით ჩატარებულ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღეს. დამატებითი ღონისძიებები მოიცავს მეტ ერთობლივ წვრთნაბს, საქართველოსა და უკრაინის ნატოს საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობას, ჰიბრუდულ საფრთხეებთან ერთობლივი ძალებით გამკლავებას და უფრო უსაფრთხო ცის უზრუნველსაყოფად ერთობლივი ზომების მიღებას. “ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ნატოს პარტნიორებთან ურთიერთობის გასაღრმავებლად”, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შეხვედრის შემდეგ.

თელავი

03 აპრილი 2020, 08:51

COVID19

თელავის ცენტრალური საავადმყოფო პაციენტებს სავარაუდოდ, 6 აპრილიდან მიიღებს

თელავის ცენტრალური საავადმყოფო პაციენტებს სავარაუდოდ, ორშაბათიდან მიიღებს, რის გამოც 7 პალატა უკვე მზად არის. ინფორმაცია ,,ქრონიკას" კლინიკის დირექტორმა დაუდასტურა. ზურაბ საჩიშვილის ინფორმაციით, ერთი სართული მთლიანად იზოლირებულია და პაციენტების მისათებად მზადაა.

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო

03 აპრილი 2020, 08:48

COVID19

ზუგდიდის ინფექციურში აფხაზეთიდან შეყვანილი ორი ბავშვი კლინიკას სავარაუდოდ, დღეს დატოვებს

ზუგდიდის ინფექციურ საავამდყოფოში მოთავსებულ სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი ორი ბავშვი კლინიკას სავარაუდოდ, დღეს დატოვებს. რაც შეეხება შუახნის კაცს, ის ინფექციური საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ამ დროისთვის ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ორ პაციენტს ახალი კორონავირუსი დადასტურებული აქვს. ექიმის ინფორმაციით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

საჩხერის სამედიცინო ცენტრი

03 აპრილი 2020, 08:44

COVID19

საჩხერის სამედიცინო ცენტრში საეჭვო სიმპტომებით 4 პაციენტი შეიყვანეს

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ოთხი ახალი პაციენტი შევიდა. არცერთი მათგანი არ არის საკარანტინო ზონიდან. კლინიკის მთავარი ექიმის, მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, სამი პაციენტი კლინიკაში თვითდინებით მივიდა, ერთი კი, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მიიყვანა.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა

03 აპრილი 2020, 08:37

COVID19

საუნივერსიტეტო კლინიკაში 2 პაციენტის ტესტის პასუხს ელოდებიან

ამ დროისთვის თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 57 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის 23 კორონავირუსითაა ინფიცირებული. საუნივერსიტეტო კლინიკაში 2 პაციენტის ტესტის პასუხს ელოდებიან. იმ შემთხვევაში თუ მათ განმეორებითი შემოწმებისას, COVID- 19 არ დაუდასტურდებათ, ისინი კლინიკას უახლოეს პერიოდში დატოვებენ.

ქუთაისი

03 აპრილი 2020, 08:29

COVID19

ქუთაისის ინფექციურში შეყვანილი პაციენტების ტესტის პასუხი კოორნავირუსზე დღის ბოლომდე გახდება ცნობილი

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომების მქონე სამი პაციენტი შეიყვანეს, ისინი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით საკარანტინო სივრცეებიდან გადაიყვანეს. კლინიკის მთავარი ექიმის თეიმურაზ ნადირაძის თქმით, პაციენტებს ანალიზები გუშინვე აუღეს და კვლევისთვის ლაბორატორიაში გააგზავნეს. პასუხები დღეს, დღის ბოლომდე იქნება ცნობილი.

კოორნავირუსი

03 აპრილი 2020, 08:22

COVID19

ბათუმში კორონავირუსისგან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბათუმში კორონავირუსისგან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ახალგაზრდა ქალი მალე დატოვებს კლინიკას და თვითიზოლაციაში ორ კვირას გაატარებს. კლინიკა „მედალფას“ რეგიონული დირექტორის, ლევან ანთაძის განმარტებით, პროტოკოლით ჩატარებული ანალიზების პასუხები უარყოფითია, შესაბამისად, პაციენტმა კორონავირუსი დაამარცხა.

კორონავირუსი

03 აპრილი 2020, 08:15

COVID19

თბილისის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება

დეზინფექცია, რომელიც პეკინის გამზირიდან დაიწყო, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ თავდაპირველად, დედაქალაქის რამდენიმე მთავარ ქუჩაზე ჩაატარა. სამუშაოების ფარგლებში, სპეციალური ხსნარით ასევე, დამუშავდა რუსთაველის გამზირი, ბარათაშვილის ქუჩა და ჰუალინგის დასახლების მიმდებარე ტერიტორია მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“.

დონალდ ტრამპი

03 აპრილი 2020, 02:00

COVID19

განმეორებითი ტესტირების შედეგად დონალდ ტრამპს კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდგინდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კორონავირუსზე ტესტი მეორედ ჩააბარა. თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელის სტეფანი გრიშემის განცხადებით, დონალდ ტრამპს კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდგინდა.

გიორგი ვოლსკი

03 აპრილი 2020, 01:38

COVID19

გიორგი ვოლსკი: თითოეულმა ადამიანმა უნდა იფიქროს როგორც საკუთარ თავზე, ისე მთელ საზოგადოებაზე

დღეს შევაჯამეთ ის ინფორმაცია, დამოკიდებულებები და პოზიციები, რომლებიც ჩვენი პარტიის წევრებს, არამარტო პარტიის თუ პარლამენტის წევრებს გვქონდა სოლიდარობის აქტთან მიმართებაში, რომ შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი გავუზიაროთ მათ, ვინც შემოსავალს დაკარგავს და აღმოჩნდება შედარებით მძიმე მდგომარეობაში“, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

დავით ზალკალიანი

03 აპრილი 2020, 01:25

COVID19

დავით ზალკალიანი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებაზე: მეამაყება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა

საქართველომ მაშინ დაიწყო საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვა, როდესაც სხვა ქვეყნები ამ პროცესით ჯერ კიდევ არ იყვნენ დაკავებული, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საზოგადოებრი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მოქალაქეების დაბრუნების მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, თუმცა საზღვრებს გარეთ ჯერ კიდევ იმყოფება ჩვენი ათეულ ათასობით მოქალაქე და ხელისულება პროცესს ეტაპობრივად მიუყვება.

03 აპრილი 2020, 01:25

COVID19

Lamborghini-მ პირბადეებისა და სამედიცინო ფარების წარმოება დაიწყო

Lamborghini-მ პირბადეებისა და სამედიცინო ფარების წარმოება დაიწყო, რასაც იტალიური ავტომწარმოებელი, ბოლონიაში მდებარე საავადმყოფოს Sant’Orsola-Malpighi-ს გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად კომპანია ავრცელებს. Lamborghini-ი გეგმავს დღეში 1000 ნიღაბი და 200 სამედიცინო ფარი გამოუშვას.

გიორგი ვოლსკი

03 აპრილი 2020, 01:10

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სტრასბურგის გადაწყვეტილება საზოგადოებამ უნდა დაინახოს, როგორც ჩვენი ისტორიის ტრაგედიის შემადგენელი ნაწილი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ე.წ. „ციხის ბუნტის“ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ეს არის იმ ადამიანების სახე, რომლებიც დღეს საუბრობენ, რომ თურმე კორონავირუსის თემა გადაფარა სახალხო დამცველის განცხადებამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. აი, ამ ფორმატში მინდა დაინახოს ჩვენმა საზოგადოებამ ეს უბედურება და სტრასბურგის გადაწყვეტილება, და დაინახოს არა როგორც პატარა სეგმენტი, არამედ როგორც მნიშვნელოვანი, სერიოზული, ჩვენი ისტორიის ტრაგედიის შემადგენელი ნაწილი“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ

თმის გაყინვის კონკურსი

03 აპრილი 2020, 01:05

ტაბლოიდი

კანადაში თმის გაყინვის ტრადიციული ფესტივალი ჩატარდა

კონკურსში მონაწილეობის მსურველები ტახინის წყაროებს დეკემბრიდან მარტის ჩათვლით უნდა ესტუმრონ, როცა ჰაერის ტემპერატურა -20 С გრადუსზე დაბალია. შემდეგ კი გაშლილი თმით ცხელ წყაროში შევიდნენ და თმას ყინვაში ბუნებრივად გაშრობის საშუალება მისცენ. როცა მონაწილეები მიღებული შედეგით კმაყოფილები არიან, ფესტივალის თანამშრომელს უხმობენ და ისინი მათ საკონკურსო ფოტოს უღებენ.

ეკა ჭოლაძე

03 აპრილი 2020, 01:01

COVID19

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ამ დროისათვის მკურნალობასა და სტაციონარულ დაკვირვებას 12 პაციენტი განაგრძობს

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ამ დროისათვის მკურნალობასა და სტაციონარულ დაკვირვებას 12 პაციენტი განაგრძობს. მათ შორის 7 პაციენტი კორონავირუსით არის დაინფიცირებული. 1 ასაკოვანი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. კლინიკაში ასევე 2 არასრულწლოვანი განაგრძობს მკურნალობას. კლინიკის ინფექციონისტ ეკა ჭოლაძის თქმით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ამ ეტაპზე მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

03 აპრილი 2020, 00:59

რეგიონი

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს სწავლის ახალი მეთოდოლოგია ბაღდათში მცხოვრებმა მასწავლებლმა გააცნო

საგანმანათლებლო სისიტემა კიდევ ერთი ახალი გამოწვევის წინაშეა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დისტანციური სწავლების მეთოდების გაძლიერება დაევალა. სწავლის ახალი მეთოდოლოგია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს, ზვიად შალამბერიძეს ბაღდათში მცხოვრებმა, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა პედაგოგმა, მანანა კაპეტივაძემ გააცნო.

03 აპრილი 2020, 00:58

საზოგადოება

4 აპრილს ლონდონი-თბილისის რეისი განხორციელდება

როგორც უწყებაში განმარტავენ, ეს რეისი გეგმიურია და მასზე კომპანიას ბილეთების ნაწილი გაყიდული ჰქონდა ავიამიმოსვლაზე შეზღუდვების დაწესებამდე დიდი ხნით ადრე.„შესაბამისად 4 აპრილის რეისით ისარგებლებენ აღნიშნული მგზავრები, ხოლო დარჩენელი ბილეთები გაიყიდება 3 აპრილს თბილისის დროით დილის 10:00 საათიდან კომპანია Georgian Airways-ის ვებგვერდზე“- აღნიშნილია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანტონ ფეიქრიშვილი

03 აპრილი 2020, 00:55

COVID19

World Rugby ანტონ ფეიქრიშვილის სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

მსოფლიოს რაგბის ოფიციალური facebook გვერდი ქართველი მორაგბის, ანტონ ფეიქრიშვილის სახალისო ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს თუ როგორ ერთობა კორონავირუსის ფონზე, სახლის პირობებში ცნობილი სპორტსმენი და ბილიარდს სხვადასხვა ხილის დახმარებით თამაშობს.