Imedi /  12 მაისი 2019, 10:30 / სანდო წყარო

მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი აკურთხეს

მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი აკურთხეს. საზეიმო წირვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აღავლინა.

ტაძარში იმყოფებოდნენ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერმინისტრი მამუკან ბახტაძე და თბილისის მერი კახა კალაძე.

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის ნაწილია, რომლის მშენებლობაც მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით 2012 წლიდან მიმდინარეობს.

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ამოქმედებით, ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება. შემდეგი ეტაპი მონასტრისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო, ეკლესია და საზოგადოება ერთობლივად განახორციელებს.

დღეს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულია. საქართველოს პარლამენტმა 12 მაისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ, იმედის დღედ 8 მაისს გამოაცხადა.

ყველა სიახლე

რუსეთი კორონავირუსი

29 მარტი 2020, 20:06

COVID19

რუსეთში კორონავირუსით მე-9 პაციენტი გარდაიცვალა

ამ დროისათვის რუსეთში Covid 19-ით გარდაცვალების 9 და ინფიცირების 1534 შემთხვევაა აღრიცხული. ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევა (1014) მოსკოვშია გამოვლენილი. გამოჯანმრთელდა 16 პაციენტი. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში არასამუშაო კვირაა გამოცხადებული. ხელისუფლება

კორონავირუსი

29 მარტი 2020, 19:55

COVID19

ბრიტანეთში კორონავირუსით კიდევ 209 ადამიანი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში Covid 19-მა გაერთიანებულ სამეფოში 209 ადამიანი იმსხვერპლა და გარდაცვლილთა რიცხვმა 1228-ს მიაღწია. 2 433-ით გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობაც. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 19 522 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა მხოლოდ 135 პაციენტი.

მარინა ეზუგბაია

29 მარტი 2020, 19:43

COVID19

კორონავირუსით დაინფიცირებულ 91-ე პაციენტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

დღეს დილის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევა დაგვემატა და გვაქვს დადასტურებული 91 შემთხვევა. იგი ჩვენ ცენტრში იმყოფება. დილას ჩვენთან დაახლოებით 10 პაციენტზე ჩატარდა ტესტირება, ერთ პაციენტზე დადებითი პასუხი მოვიდა, დანარჩენზე უარყოფითი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

29 მარტი 2020, 19:35

COVID19

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია

დღეისათვის კლინიკაში კოვიდ19 -ით ინფიცირებული სამი პაციენტი გვყავს. ასევე კილინაში მოთავსებულია 6 საეჭვო პაციენტი, რომელთა ანალიზებიც გაგზავნილია დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოში და პასუხებს დილით გავიგებთ, - ამის შესახებ საჩხერის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა მენეჯერმა, მაია ხელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განმარტებით, ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

myway arilines

29 მარტი 2020, 19:25

COVID19

საქართველოს მოქალაქეები ბულგარეთიდან 1-ელ აპრილს ჩამოფრინდებიან

რეისი ქალაქ ბურგასიდან გამოფრინდება და ბორტზე საქართველოს ასამდე მოქალაქე იქნება. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს დროით 16:30 დაეშვება.

თენგიზ ცერცვაძე

29 მარტი 2020, 19:08

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე ფაქტობრივად კლინიკაში ცხოვრობენ

„განსაკუთრებით მინდა გამოვყო ორი ქალბატონი, კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია და ქალბატონი მარინა ენდელაძე, ბოქსირებული განყოფილების გამგე, უშუალოდ ვის განყოფილებაშიც ინფიცირებული ადამიანები წვანან. ეს ორი ადამიანი, რაც პაციენტების შემოსვლა დაიწყო, სულ სამჯერ-ოთხჯერ იყვნენ სახლში, დანარჩენი კლინიკაში ცხოვრობენ“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

29 მარტი 2020, 19:05

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 91 შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 4717 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 268 პაციენტი რჩება.

საქართველო ესპანეთი

29 მარტი 2020, 19:02

COVID19

ესპანეთმა საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაში სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა

შესაბამის პოსტი ესპანეთში საგარეო საქმეთა სამინისტროს Twitter-ზე გამოქვეყნდა. „მადლობა საქართველოს და თბილისს სოლიდარობისთვის და ესპანეთის მხარდაჭერისთვის“, - წერია პოსტში, რომელსაც ესპანეთის დროშის ფერებში განათებული თბილისის ანძის ფოტოები დაურთეს.

გერმანია

29 მარტი 2020, 18:42

მსოფლიო

გერმანელი მინისტრი გარდაცვლილი იპოვეს

პოლიცია ეჭვობს, რომ გერმანიის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრმა თავი მოიკლა. ასეთი ეჭვი სამართალდამცველებს იმ ფაქტმა გაუჩინა, რომ ტომას შეფერის ცხედარი ვაისბადენთან, მატარებლის ლიანდაგებზე იპოვეს. დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ მისი იდენტიფიცირება თავდაპირველად ვერ მოახდინეს.

თენგიზ ცერცვაძე

29 მარტი 2020, 18:32

COVID19

თენგიზ ცერცვაძე ჯანმოს რეკომენდაციებში შეტანილ ცვლილებაზე: ამან საქართველო მნიშვნელოვანწილად გადაარჩინა და იტალია გარკვეულწილად დაღუპა

ერთი საიდუმლო შემიძლია გაგიმხილოთ, ჩვენ ბრმად არ მივყვებოდით ჯანმოს რეკომენდაციებს და ზოგიერთი ჩვენი კორექტივი შეგვქონდა, როდესაც ამაში დარწმუნებული ვიყავით, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ გადაცემაში „რა დროს ძილია“ განაცხადა. მისი თქმით, ჯანმოს რეკომენდაციებში მათ მიერ გარკვეული ცვლილებების შეტანის შედეგია ის ვითარება, რაც დღეს საქართველოშია.

თბილისის საკრებულო ქველმოქმედება

29 მარტი 2020, 18:19

COVID19

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა მრავალშვილიანი ოჯახების საკვები პროდუქტით უზრუნველყოფის კამპანია დაიწყეს

საკრებულოს წევრები ნობათებს სპეციალურად გადამზადებული მოხალისეების დახმარებით დაარიგებენ. ამ ეტაპზე საკვები პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები 100 მრავალშვილიან ოჯახს გადაეცემა. თუმცა კამპანია გრძელდება და საკრებულოს უმრავლესობის წევრები, შესაძლებლობების ფარგლებში, დედაქალაქის ათივე რაიონში ეტაპობრივად ყველა იმ ოჯახს დაეხმარებიან, რომელსაც ეს სჭირდება.

პირბადე კორონავირუსი

29 მარტი 2020, 18:14

COVID19

ნიდერლანდების მთავრობამ კლინიკებიდან ჩინეთში შეძენილი 600 ათასი პირბადე გაიწვია

ნიდერლანდებმა ჩინეთში სულ 1.3 მილიონი პირბადე შეიძინა, თუმცა გაირკვა რომ 600 ათასი ნიღბის ოდენობის პირველი პარტია უსაფრთხოების ნორმებს არ აკმაყოფილებს. სამინისტროში აცხადებენ, რომ ნიღბები მჭიდროდ არ ეკვრის სახეს, ფილტრები კი სწორად არ ფუნქციონირებს.

საირმე

29 მარტი 2020, 18:02

COVID19

საირმის საკარანტინო ზონა 41-მა მოქალაქემ დატოვა

იმერეთში, საირმის საკარანტინო ზონა დღეს 41-მა მოქალაქემ დატოვა. ბოლო სამედიცინო შემოწმებამ დაადასტურა, რომ კარანტინში მყოფნი სრულიად ჯანმრთელები არიან და შეუძლიათ, საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ. დილიდან ადგილზე იმყოფებოდა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, რომელიც საკარანტინო ზონიდან მოქალაქეების გაყვანის პროცესს დაესწრო.

კშიშტოფ პენდერცკი

29 მარტი 2020, 18:00

კულტურა

პოლონეთში „გრემის“ მფლობელი კომპოზიტორი კშიშტოფ პენდერეცკი გარდაიცვალა

პენდერეცკი თანამედროვეობის კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავტორი იყო. მისი ნაწარმოების ადაპტაციები ისეთ ცნობილ ფილმებში ჟღერს, როგორებიცაა სტენლი კუბრიკის „ნათება“, მარტინ სკორესეზეს „დაწყევლილთა კუნძული“, დევიდ ლინჩის „ველური გულები“ და ა.შ. პენდერეცკის „გრემის“ ოთხგზის ლაურეატია.

კახა კალაძე

29 მარტი 2020, 17:40

პოლიტიკა

კახა კალაძე: ყველაზე დიდი დახმარება იქნება ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მიხეილ სააკაშვილმა მავნებლობას თავი დაანებოს

ხელისუფლებისთვის ამ მდგომარეობაში ყველაზე დიდი დახმარება იქნება ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა მავნებლობას თავი დაანებოს - თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოყვანა მიმდინარეობს და ეს ღონისძიება მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. თუ დამატებითი ღონისძიებები საჭიროება იქნება, კახა კალაძის თქმით, სახელმწიფო ამასაც გააკეთებს.

თენგიზ ცერცვაძე

29 მარტი 2020, 17:40

COVID19

თენგიზ ცერცვაზე: 70 წელს გადაცილებული ვარ და ასეთ რეჟიმში ჯერ არ მიმუშავია

70 წელს გადაცილებული ვარ და ასეთ რეჟიმში ჯერ არ მიმუშავია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ გადაცემა „რა დროს ძილია“-ში განაცხადა. მისი თქმით, ამ მოცულობის სამუშაოს ასეთ შემჭიდროებულ ვადებში შესრულება ჯერ არ დასჭირვებიათ.

კახა კალაძე

29 მარტი 2020, 17:38

COVID19

კახა კალაძე: სწრაფი ტესტების გამო ევროპის ბევრ ქვეყანაში პრობლემები შეიქმნა, რადგან ცდომილება ძალიან დიდი იყო

„რაც შეეხება კონკრეტულ ტესტებს. ეს არა მხოლოდ საქართველოში, ზოგადად ევროპულ ბევრ ქვეყანაში შეიქმნა პრობლემები იმიტომ, რომ ძალიან დიდი იყო ცდომილება. ესპანეთში, მაგალითად, კატასტროფული შედეგი მიიღეს ამ ტესტებით. შესაბამისად, ჩვენც რა თქმა უნდა, ვერ ავიღებდით ამ პასუხისმგებლობას და სხვა ტესტები შემოვა საქართველოში. თუმცა, ყველაზე მთავარი არის ის, რომ PCR ტესტები, ოქროს ტესტებს როგორც ეძახიან, ჩვენ გვაქვს ამის მარაგი და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. ხდება ანალიზების აღება, ტესტირება და ა.შ.“- განაცხადა კალაძემ.

იტალია

29 მარტი 2020, 17:26

COVID19

მედია: ძარცვის შემთხვევების გამო იტალიის პოლიცია სუპერმარკეტებთან განლაგდა

ხელკეტებითა და იარაღით აღჭურვილი იტალიის პოლიცია სიცილიაზე სუპერმარკეტების დასაცავად გამოჩნდა. იტალიური მედია წერს, რომ აქ ძარცვის შემთხვევების შესახებ ვრცელდება ცნობები. საუბარია ადგილობრივებზე, რომლებსაც საკვების შეძენის შესაძლებლობა არ აქვთ. იტალიური მედია წერს, რომ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა.

მარნეული ბოლნისი საკარანტინო ზონა

29 მარტი 2020, 17:22

COVID19

რა ვითარებაა ბოლნისის საკარანტინო ზონაში

საკარანტინო ზონად გამოცხადებულ ბოლნისში დილიდან ოჯახების კარდაკარ შემოწმება მიმდინარეობს. საეჭვო სიმპტომების მქონე მოქალაქეები ექიმებს საავადმყოფოში გადაჰყავთ. პარალელურად, მკაცრად კონტროლდება ქუჩაში ხალხის გადაადგილებაც. ადგილობრივი ხელისუფლება კი საკვებ პროდუქტებზე ფასებს აქტიურად აკონტროლებს.

ათონის მთა

29 მარტი 2020, 16:47

COVID19

საბერძნეთში, ათონის მთის მონასტრის ბერს კორონავირუსი გამოუვლინდა

ინფიცირებული ბერი 60 წლისაა, რომელიც მონასტრის დელეგაციასთან ერთად დიდი ბრიტანეთში იმყოფებოდა. დელეგაციამ საბერძნეთში ათონის მთის მომლოცველებისთვის ჩაკეტვამდე დაბრუნდა მოასწრო.