imedi /  12 მაისი 2019, 16:54 / სანდო წყარო

ყაზტრანსგაზი: შემოწმებულმა აბონენტებმა აკრძალული დანადგარები ხელახლა დაამონტაჟეს

ყაზტრანსგაზი

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა აბონენტების განმეორებითი შემოწმება დაიწყეს, რომლებსაც ერთხელ უკვე ჩაუჭრეს კუსტარულად დამონტაჟებული, აკრძალული და მკვლელი ღია კამერიანი წყალგამაცხელებლები.

როგორც კომპანია გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, აღმოჩნდა რომ მათ დიდ ნაწილს, ქსელიდან გათიშვის შემდეგ, კვლავ თვითნებურად ჰქონდათ მიერთებული გაზის ღია კამერიანი აკრძალული დანადგარები, რითაც საფრთხეს უქმნიან როგორც საკუთარი ოჯახის წევრებს, ისე მეზობლებს.

კომპანიის ცნობით, ეს ადამიანები ასევე არ ითვალისწინებენ კომპანიის სპეციალისტების რეკომენდაციებს და კვლავ კუსტარულად აერთებენ ღია კამერიან წყლის დანადგარებს, რომლის საცხოვრებელ ფართში მოხმარება კატეგორიულად აკრძალულია.

ღია კამერიანი წყლის გამაცხელებელი და გაზის გამათბობელი იწვევს CO-ს (ცეო) გამოყოფას და უნებლიე სიკვდილს. 

აპრილის თვის სტატისტიკით ყველაზე მეტი, უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტი სამგორის, ჩუღურეთის და სანზონის რაიონებში დაფიქსირდა. მხოლოდ აპრილში კომპანიის სპეციალისტებმა თბილისში, საცხოვრებელ ბინებში 7281 კუსტარულად დამონტაჟებული და აკრძალული, ღია კამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს. 

ყველა სიახლე

დავით მათიკაშვილი

24 იანვარი 2022, 15:15

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: უკრაინა ჩვენი მოძმე სახელმწიფო და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა, რომელთანაც საქართველოს ბედ-იღბალია მიბმული

ყველა საერთაშორისო ფორუმზე, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უკრაინის მიმართ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, რაც შეეხება პარლამენტის ერთიან პოზიციას უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, თუ ამის აუცილებლობა იქნება, შეთანხმებული პოზიცია გამოცხადდება.

24 იანვარი 2022, 15:07

მსოფლიო

ევროკავშირი მზად არის, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება

ევროკავშირი მზად არის, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება. ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

24 იანვარი 2022, 15:03

სამართალი

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა წითელ ხიდსა და ბათუმის აეროპორტში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა - ჯამში 7 185 ლარის ოდენობით შეეფარდათ“, - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

24 იანვარი 2022, 14:57

კულტურა

საქართველოს 4 თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატურები დასანიშნად კულტურის მინისტრს წარედგინა, 1-ის კანდიდატურა განსახილველად სარეკომენდაციო საბჭოს გადაეგზავნება, ხოლო 1 თეატრში კონკურსი ჩაშლილად ცხადდება

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ 4 თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატურები დასანიშნად მინისტრს წარედგინა. ესენია: ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დიმიტრი ხვთისიაშვილის, თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხურ დრამატულ თეატრში არმენაკ ბაიანდურიანის, მესხეთის (ახალციხის) პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ნაზო სულუაშვილის, ხოლო თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში პაატა გულიაშვილის კანდიდატურა.

ზაალ ანჯაფარიძე

24 იანვარი 2022, 14:52

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ჭკუას ასწავლის ის ხალხი, ვინც 2008 წელს ზოგი აეროპორტიდან გარბოდა ქვეყნიდან, ზოგს კი ნაძარცვით დატვირთული ჯიპების გრძელი რიგი ჰქონდა გაჭიმული წითელ ხიდთან ქვეყნიდან გასაქცევად

მხარდაჭერა აუცილებლად არ ნიშნავს საჯაროდ წამდაუწუმ მჭახე განცხადებების კეთებას და მკვეთრ მოძრაობებს. ამის უფლება თავს შეიძლება მისცენ მხოლოდ ძლიერთ ამა ქვეყნისა. უკრაინისთვის საჯარო მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდება მაშინ, როდესაც ამის ყველაზე შესაფერისი დრო იქნება, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციის აქტიურ მოწოდებებს, რომ ხელისუფლებამ მხარდამჭერი რეზოლუცია გაუგზავნოს უკრაინას.

დავით სონღულაშვილი

24 იანვარი 2022, 14:52

ეკონომიკა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ტურიზმის აღდგენის მხარდასაჭერად დაწყებულ თემატურ მოკვლევაზე საჯარო სექტორთან შეხვედრა გამართა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი „კრიზისულ და პოსტ კრიზისულ პერიოდში ტურიზმის სექტორის განახლებული სტრატეგიისა და მისი ეკონომიკური შედეგების“ თაობაზე დაწყებული თემატური მოკვლევის ფარგლებში საჯარო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა ონლაინრეჟიმში, Webex-პლატფორმის საშუალებით ჩატარდა.

სენაკის საკრებულო

24 იანვარი 2022, 14:48

პოლიტიკა

კვორუმის არ არსებობის გამო, სენაკის საკრებულოს სხდომა კვლავ გადაიდო

სხდომაზე გახარიას პარტიისა და „ქართული ოცნების“ არცერთი წევრი არ გამოცხადდა. მმართველმა გუნდმა წინა სხდომაზე საკრებულოს აპარატს განცხადებით მიმართა, რომ რამდენიმე წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც საკრებულოს სხდომას ვერ დაესწრებოდნენ.

24 იანვარი 2022, 14:45

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ფრაქციის უახლოეს სხდომაზე გაარკევენ, რა ფორმით გააგრძელებენ საპარლამენტო საქმიანობას

რა ფორმით განაახლებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას, ფრაქციის უახლოეს სხდომაზე გაირკვევა. წინასწარ ცნობილია, რომ ამ საკითხზე გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა, საბოლოო გადაწყვეტილებას ოპოზიციური პარტია ხმათა უმრავლესობით, კონსენსუსით მიიღებს.

24 იანვარი 2022, 14:45

პოლიტიკა

ოპოზიცია უკრაინის მხარდამჭერი ერთობლივი საპარლამენტო რეზოლუციის მიღების ინიციატივით გამოდის

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული შეთავაზებები, მათ შორის ვითხოვთ „ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციების, იმიტომ რომ აუცილებელია ამ ვითარებაში გვქონდეს ერთიანი პოზიცია უკრაინის მხარდაჭერასთან მიმართებაში და, შესაბამისად, გვაქვს კონკრეტული ინიციატივები, რაც შეიძლება საპარლამენტო დონეზე გავაკეთოთ უკრაინის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ.

24 იანვარი 2022, 14:44

ეკონომიკა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი დარგის სპეციალისტებთან ერთად, ტურიზმის სექტორის განახლებულ სტრატეგიაზე მუშაობს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „კრიზისულ და პოსტ კრიზისულ პერიოდში ტურიზმის სექტორის განახლებული სტრატეგიისა და მისი ეკონომიკური შედეგების“ თაობაზე თემატური მოკვლევის ფარგლებში ონლაინ შეხვედრა გამართა, სადაც აღნიშნულ სფეროში მომუშავე, კერძო სექტორის წარმომადგენლებს მოუსმინეს.

24 იანვარი 2022, 14:34

რეგიონი

ზეღდულეთში კერძო ინვესტორზე გასხვისებული მიწის ფართობის სოფლის საკუთრებაში დაბრუნებას ითხოვენ

მათ სადაო მიწის ფართობზე საქართველოს დროშა აღმართეს და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ფოტოები ბანერზე გამოფინეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ქართველმა მეომრებმა საკუთარი სიცოცხლე სწორედ ქვეყნის ტერიტორიების დაცვას შესწირეს და მას არ დათმობენ.

საქალაქო სასამართლოს შენობა

24 იანვარი 2022, 14:31

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მის გარეშე მიმდინარეობს

სახელმწიფო ბრალდება ექსპრეზიდენტს 2007 წლის 7 ნოემბერს საპროტესტო აქციის ძალით დაშლას, ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად დაუფლებას ედავება. ამ საქმეზე სააკაშვილთან ერთად ბრალდებული არიან ასევე: ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

24 იანვარი 2022, 14:28

მსოფლიო

უკრაინის საგარეო უწყება სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას აშშ-ის საელჩოს პერსონალის ოჯახების უკრაინიდან გაყვანის შესახებ ნაადრევად და გადაჭარბებულ სიფრთხილედ მიიჩნევს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას აშშ-ის საელჩოს პერსონალის ოჯახების უკრაინიდან გაყვანის შესახებ ნაადრევად და გადაჭარბებულ სიფრთხილედ მიიჩნევს.

სალომე სამადაშვილი

24 იანვარი 2022, 14:27

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: ჩვენი პოზიცია არის ის, რომ პარლამენტში ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად

ჩვენი პოზიცია არის ის, რომ დღეს ჩვენ პარლამენტში ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები და სახელმწიფო ინტერესები და შესაბამისად ვმოქმედებთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო საქმიანობის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ნინო ფოჩხუა

24 იანვარი 2022, 14:26

პოლიტიკა

ნინო ფიჩხუა: ნაცმოძრაობამ ხელისუფლების დამუნათება დაიწყო, თითქოს ის არაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად. ეს არის გამიზნული პროვოკაცია, რომ ქვეყანა ჩაერთოს ამ ომში

ნაციონალურ მოძრაობას, რომელმაც 152 სოფელი ჩააბარა რუსეთს, ქვეყნის 20%-ის ოკუპაციას შეუწყო ხელი, თავისი ყალბი პატრიოტიზმით და პოლიტიკური ქულების დაწერით, კვლავ ომის რიტორიკით გვესაუბრება,- ასე ეხმიანება facebook მომხმარებელი ნინო ფოჩხუა ოპოზიციის მოწოდებას, რომ ხელისუფლებამ მხარდამჭერი რეზოლუცია გაუგზავნოს უკრაინას.

მირზა ხინიკაძე

24 იანვარი 2022, 14:16

COVID19

მირზა ხინიკაძე: მეექვსე ტალღა გაცილებით მარტივად მიმდინარეობს და შედარებით ნაკლები გართულება აქვს, თუმცა, ინფიცირებულთა რაოდენობა მაინც იზრდება

„მომართვიანობის გაზრდის მიუხედავად, სტაციონარში თავისუფალი ადგილები მაინც რჩება. მეექვსე ტალღა გაცილებით მარტივად მიმდინარეობს და შედარებით უფრო ნაკლები გართულება აქვს. ამის მიუხედავად, [ინფიცირებულთა] რაოდენობა მაინც იზრდება და ამ რაოდენობიდან გამომდინარე, მაინც რჩება სტაციონარული პაციენტების საკმაოდ მაღალი ციფრები“, - ამბობს ხინიკაძე.

ჯავარა უგრეხელიძე

24 იანვარი 2022, 14:12

COVID19

ჯავარა უგრეხელიძე: მიმდინარე კვირაში ჩვენ ველით კოვიდინფიცირების შემთხვევების ზრდას

სტაციონარიზაციაზე მოთხოვნა გაიზარდა. 350 საწოლიდან დღესდღეობით დაკავებულია 200 საწოლი. მოთხოვნა სტაციონარიზაციაზე ყოველდღიურად იზრდება და ლოგიკურად მიყვება დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე ჯავარა უგრეხელიძემ განაცხადა.

ლიკა მუმლაძე

24 იანვარი 2022, 14:11

COVID19

მცხეთის სამედიცინო ცენტრის სამედიცინო დირექტორი კორონავირუსზე: ეს არის დაავადება და ვირუსი, რომლის დროსაც, შეიძლება, სრულიად ჯანმრთელი ადამიანიც დრამატულად დამძიმდეს და მისი შემთხვევა ცუდად დასრულდეს

მცხეთის სამედიცინო ცენტრის სამედიცინო დირექტორის, ლიკა მუმლაძის განცხადებით, ინფორმაცია, რომ „ომიკრონს“ მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს, დამშვიდების საშუალებას არ იძლევა, რადგან, ყოველდღიური ინფიცირების ზრდის პარალელურად, გაიზრდება მძიმე პაციენტების რაოდენობაც.

24 იანვარი 2022, 14:02

მსოფლიო

აშშ-ის მეტროში 62 წლის კაცს ხელი ჰკრეს და ლიანდაგებში ჩააგდეს

აშშ-ში, მანჰეტენზე, Fulton Street-ის მეტროსადგურში ბაქანზე მდგომ 62 წლის კაცს ხელი ჰკრეს და ლიანდაგებში ჩააგდეს. ნიუ-იორკის პოლიციის ცნობით, კაცი მომავალი მატარებლის მემანქანემ შენიშნა და მატარებელი შეაჩერა. კაცმა ფეხზე მსუბუქი დაზიანება მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

24 იანვარი 2022, 13:57

მსოფლიო

უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის

უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებაშია ნათქვამი.