imedi /  21 მაისი 2019, 23:23 / სანდო წყარო

ბოკერია: ჩვენ არჩევნებზე ვართ კონცენტრირებულები

გიგა ბოკერია

გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ქვეყანაში ხელისუფლება მშვიდობიანი გზით უნდა შეიცვალოს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, მიიღებს თუ არა „ევროპული საქართველო“ მონაწილეობას ოპოზიციის საპროტესტო აქციებში, ბოკერიამ განაცხადა, რომ მისი პარტია ახლა არჩევნებზე არის კონცენტრირებული.

„ჩვენ ახლა კონცენტრირებულები ვართ არჩევნებზე. ასეთივე პოზიცია გვექნებოდა იმ შემთხვევაშიც, თუ მეორე ტურში სანდრა რულოვსი გავიდოდა. ახლა მეორე ტურში გავიდა შალვა შავგულიძე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გადავდგათ პირველი ნაბიჯი ივანიშვილის მიერ შექმნილი სქემის არჩევნების გზით დაშლისკენ.

შალვა შავგულიძე და მის გარშემო არსებული გაერთიანება არის სამაგალითო იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ძნელია მისი შავი პიარის საშუალებით დემონიზება. როგორ უნდა დაარწმუნო ამომრჩეველი, რომ შავგულიძის გამარჯვება არის საფრთხე? პირიქით, საფრთხეს ხელისუფლებაში მყოფი ხალხი წარმოადგენს და ისინი მშვიდობიანად უნდა შევცვალოთ. უნდა გვქონდეს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ არ უნდა მივცეთ ივანიშვილს საშუალება, რომ ვითარების რადიკალიზება მოახდინოს.

ჩემგან განსხვავებით, შავგულიძის დემონიზება ძალიან რთულია მისი წარსულისა და აწმყოს გამო. ამ ადამიანმა სწორი ნაბიჯები გადადგა თავისი ცხოვრების ყველა ეტაპზე - როცა იყო ჯარისკაცი და ჩვენს ქვეყანას ყველაზე დიდი განსაცდელის დროს, აფხაზეთის ომისას ემსახურებოდა, როცა იყო ადვოკატი და ჩემი ხელისუფლების წინააღმდეგ იყო მართალი, ჩვენ კი მტყუანები ვიყავით, როცა ივანიშვილის ხელისუფლებაში იყო და ნახა, რომ ქვეყანა სახიფათო კურსი მიდის, და პრინციპული პოზიცია დაიკავა, და ახლაც, როცა წარსულ განსხვავებებს გადააბიჯა და ერთი ღირებულებისა და კონკრეტული ხედვის გარშემო დადგა ამ პოზიციაზე“, - განაცხადა ბოკერიამ.

19 მაისის შუალედური არჩევნების შედეგებით მთაწმინდის ოლქში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გაიმარჯვა. მეორე ტურში ერთმანეთს მმართველი გუნდის კანდიდატი ლადო კახაძე (41,01%) და „ევროპული საქართველოს“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი შალვა შავგულიძე (36,84%) დაუპირისპირდებიან. მთაწმინდის ოლქში არჩევნების მეორე ტური 13 ივნისამდე ჩატარდება.

ყველა სიახლე

03 ივლისი 2020, 20:00

პოლიტიკა

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში „ევროპის დღეები 2020“-ის შემაჯამება და პანელური დისკუსია გაიმართა

2020 წლის 3 ივლისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში „ევროპის დღეები 2020“- ის შემაჯამება და პანელური დისკუსია გაიმართა. ციფრულ ფორმატში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა 2020 წლის ევროპის დღეები შეაჯამეს და ასოცირების შეთანხმების 6 წლის შედეგები შეაფასეს.

03 ივლისი 2020, 19:59

COVID19

ჯანმო: თუ ქვეყნები გახსნას გამაფრთხილებელი ზომების მიღების გარეშე განაგრძობენ, სიტუაცია ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ რაიანის განცხადებით, თუ ქვეყნები გახსნას გამაფრთხილებელი ზომების მიღების გარეშე განაგრძობენ, სიტუაცია ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდება.

გორი ვახტანგ გომელაური

03 ივლისი 2020, 19:59

რეგიონი

ვახტანგ გომელაურმა გორში დაღუპული პოლიციელის ოჯახს მიუსამძიმრა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მოადგილეებთან ერთად გორში იმყოფება. მინისტრმა დაღუპული პოლიციელის ოჯახს მიუსამძიმრა. პოლიციის თანამშრომლის მკვლელობისთვის ბრალდებულ ჰასან დოგანს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

03 ივლისი 2020, 19:56

სამართალი

ძებნილი დავით ჭაკუა გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, პატიმრების წამების საქმეზე ძებნილი დავით ჭაკუა საქართველოშია. მისი ექსტრადირება გერმანიიდან განხორციელდა. თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა.

03 ივლისი 2020, 19:51

პოლიტიკა

შვეიცარია საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარს 20 ივლისიდან გახსნის

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩო ავრცელებს. საელჩოს ცნობით, ინფორმაცია ახალი წესებისა და ზომების შესახებ, რომელიც 20 ივლისიდან ამოქმედდება და განთავსდება ვებგვერდზე.

კარლ ჰარცელი

03 ივლისი 2020, 19:48

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: მნიშვნელოვანია, როგორ განაგრძობს ქვეყანა კონსტიტუციური ცვლილებების, საარჩევნო კოდექსის განხორციელებას და არჩევნებისთვის მზადებას

კარლ ჰარცელი, პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების დამტკიცებას მიესალმება. საქართველოში ევროკავშირის ელჩი თქმით, მნიშვნელოვანია, თუ როგორ განაგრძობს ქვეყანა კონსტიტუციური ცვლილებების, საარჩევნო კოდექსის განხორციელებას და არჩევნებისთვის მზადებას. „საარჩევნო კოდექსი ის პროექტია, რომელსაც საქართველოს პარლამენტთან, არასამთავრობოებთან და სხვადასხვა მხარესთან ერთად, წელიწადზე მეტხანს განვიხილავდით. ეს დამღლელი პროცესი იყო.

საარჩევნო უბანი

03 ივლისი 2020, 19:46

საზოგადოება

რას ითვალისწინებს კორონავირუსთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმები

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში მომზადებული ცვლილებები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებულ უსაფრთხოების ნორმებს ითვალისწინებს. კერძოდ, საარჩევნო კოდექსში განსაზღვრულია ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიება და ვადა.

კრისტიან ურსე

03 ივლისი 2020, 19:44

პოლიტიკა

კრისტიან ურსე საკონსტიტუციო ცვლილებებზე: ეს გააუმჯობესებს წინასაარჩევნო გარემოს, რათა უზრუნველვყოთ სამართლიანი არჩევნები საქართველოში

ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე საქართველოში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. „მიმდინარე კვირა გამორჩეული იყო კონსტიტუციური ცვლილებების მიღებით, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა“, – ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

კარლ ჰარცელი

03 ივლისი 2020, 19:43

საზოგადოება

კარლ ჰარცელი: მოხარული ვარ, რომ საქართველო დამსახურებულად არის მოხსენიებული უსაფრთხოდ მიჩნეულ პირველ 15 ქვეყანას შორის

მოხარული ვარ, რომ საქართველო დამსახურებულად არის მოხსენიებული უსაფრთხოდ მიჩნეულ პირველ 15 ქვეყანას შორის. გულწრფელად რომ ვთქვა, გამიჭირდებოდა ახსნა, საქართველო რომ ამ სიაში არ მოხვედრილიყო, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

03 ივლისი 2020, 19:41

COVID19

საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ჩასულ მგზავრებს კარანტინის გავლა მოუწევთ

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სამოგზაურო დერეფნის სია წარადგინა, რომელიც 59 ქვეყანას მოიცავს. ამ ქვეყნების მოქალაქეებს ინგლისში ჩასვლისას ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა არ მოუწევთ. „მთავრობა კმაყოფილია იმით, რომ ახლა შესაძლებელია ამ ზომების მოხსნა ინგლისში და ჩვენ სამოგზაურო დერეფანი შევქმენით ზოგიერთი სახელმწიფოსთვის“, - განაცხადეს დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის დეპარტამენტში. აღსანიშნავია, რომ ამ სიაში საქართველო არ მოხვდა. ასევე, აშშ-ის მოქალაქეებს ინგლისში გამგზავრების შემთხვევაში ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.

შსს

03 ივლისი 2020, 19:40

სამართალი

სენაკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ტეხურში, 18 წლის ბიჭი დაიხრჩო

სენაკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ტეხურში, 18 წლის ბიჭი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მდინარეზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. სავარაუდოდ, წყალში გადახტომისას მას გული გაუჩერდა. ადგილზე მაშველების მისვლისას ახალგაზრდა უკვე გარდაცვლილი იყო.

ლევან ნიკოლეიშვილი

03 ივლისი 2020, 19:23

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: დავით ჭაკუა ნაციონალების ხელისუფლების სახე და ადამიანების წამების ერთერთი მთავარი შემოქმედია

სამხედრო ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, საქართველოში სად-ის ყოფილი უფროსის დავით ჭაკუა საქართველოში გერმანიიდან ექსტრადირებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

ამირან სალუქვაძე

03 ივლისი 2020, 19:22

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე: ნაცებმა ჭაკუას არ ვიცნობთო, საინტერესოა, თავად ჭაკუა თუ გაემიჯნება და რა ჩვენებებს მისცემს

ახლა გასაგებია რატომ უტევდნენ გერმანიის ელჩს. ალბათ, ეს ვარაუდია, იყო ინფორმაცია ჭაკუას შესაძლო ექსტრადირებასთან დაკავშირებით. ეს ერთ დღეში არ ხდება , - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საინტერესოა თავად ჭაკუა თუ გაემიჯნება იმ პოლიტიკოსებს, ვინც დღეს ამბობს, რომ არ იცნობენ მას.

ბოგდან მონიჩი

03 ივლისი 2020, 19:11

მსოფლიო

უკრაინის მოსამართლეთა საბჭო სააკაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს

უკრაინის მოსამართლეთა საბჭო და მოსამართლეთა საზოგადოება რეფორმების ეროვნული კომიტეტის აღმასკომის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ. ამასთან დაკავშირებით განცხადება უკრაინის მოსამართლეთა საბჭოს თავმჯდომარემ, ბოგდან მონიჩმა გაავრცელა.

03 ივლისი 2020, 19:05

საზოგადოება

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია საქართველოში ჩატარებულ „მეზღვაურის დღის“ ღონისძიებაზე წერს

მივესალმებით პოზიტიურ ისტორიებს იმის შესახებ, თუ როგორ ეხმიანებიან IMO-ს წევრი ქვეყნები „მეზღვაურის დღის“ კამპანიას და კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ ეკიპაჟის შეცვლის გასაადვილებლად და მეზღვაურების სახლში დასაბრუნებლად. სურათებზე წარმოდგენილია საქართველო, რომელმაც მეზღვაურები ცნო “საკვანძო პროფესიის” წარმომადგენლებად და აპრილიდან დაუშვა ეკიპაჟის შეცვლა 1000-ზე მეტ წევრზე - აღნიშნულია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის IMO - ს ინფორმაციაში, რომელიც ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდებზე Twitter-სა და Facebook-ში გამოქვეყნდა.

03 ივლისი 2020, 18:59

COVID19

ბელარუსში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 63 000-ს მიუახლოვდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ბელარუსში კორონავირუსით კიდევ 299 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ კი 62 997-ს მიაღწია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 412 პაციენტი გარდაიცვალა, 49 909 კი გამოჯანმრთელდა.

03 ივლისი 2020, 18:59

მსოფლიო

პაკისტანში მატარებლისა და ავტობუსის შეჯახებას ერთი ოჯახის 19 წევრი ემსხვერპლა

აღმოსავლეთ პაკისტანში, პუნჯაბის პროვინციაში, შეიხუფურას რაიონში სამგზავრო მატარებლისა და ავტობუსის შეჯახებას, სულ მცირე, 19 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები პეშავარის დასახლებაში მცხოვრები მომლოცველები არიან. ისინი ქალაქ შეკჰუპურაში მდებარე ნანკარა საჰიბის სალოცავიდან შინ ბრუნდებოდნენ.

საფია ამირა შეიხი

03 ივლისი 2020, 18:57

მსოფლიო

ბრიტანელ ქალს, რომელიც ლონდონში ტერაქტის მოწყობას გეგმავდა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

ლონდონის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ბრიტანელ ქალს, რომელიც აღდგომის დღესასწაულზე წმინდა პავლეს ტაძარსა და ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში ტერაქტებს გეგმავდა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს. მისი ინფორმაციით, ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნის უფლება მსჯავრდებულს მხოლოდ 14 წლის შემდეგ ექნება.

შაჰ მაჰმუდ ყურეში

03 ივლისი 2020, 18:45

COVID19

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი, შაჰ მაჰმუდ ყურეში კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ თავად მინისტრმა განაცხადა.

ნანა კაკაბაძე

03 ივლისი 2020, 18:35

საზოგადოება

ნანა კაკაბაძე: ნაციონალების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში უმკაცრესი სასჯელები დადგებოდა

წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ჩადენილ კონკრეტულ დანაშაულებზე, რომლებზეც თქვენ ისაუბრეთ, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში დადგებოდა უმკაცრესი სასჯელები, მათ შორის უვადო პატიმრობა. საქართველოში ასეთ დამნაშავეებს, მაგალითად, ვანო მერაბიშვილს ჩვენ თავისუფლებაზე ვხედავთ, ვინაიდან მათ ამოეწურათ სასჯელის ვადა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ უფლებადამცველმა, ნანა კაკაბაძემ განაცხადა, რითაც გერმანიიდან საქართველოში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დავით ჭაკუას ექსტრადირებას გამოეხმაურა.