imedi /  23 მაისი 2019, 12:48 / სანდო წყარო

ვენეციის კომისიის გამოცემაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 5 გადაწყვეტილება შევიდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2018 წელს მიღებული გადაწყვეტილებები ვენეციის კომისიის („ევროპული კომისია დემოკრატიის მეშვეობით“) პერიოდული გამოცემის ყურადღების ქვეშ მოექცა.

ვენეციის კომისიის გამოცემა e-Bulletin on Constitutional Case-Law აერთიანებს ევროპის კონტინენტზე და მის მიღმა საკონსტიტუციო მართლმსაჯულების ორგანოების პრეცედენტული მნიშვნელობის სასამართლო პრაქტიკას და მიზნად ისახავს ეროვნული და საერთაშორისო სასამართლოების მოსამართლეთა და სხვა დაინტერესებული პირების ინფორმირებას სასამართლო პრაქტიკაში განვითარებული უახლესი ტენდენციების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ვენეციის კომისიის გამოცემაში შევიდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წელს მიღებული 5 გადაწყვეტილება, რომელთაც ასევე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის 2018 წლის ინფორმაციაში საქართველოში კონსტიტუციური კანონიერების თაობაზე.

ვენეციის კომისიის გამოცემაში წერია საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება, სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანას პირადი მოხმარებისათვის იმ პირობებში, როდესაც მოხმარების კონკრეტული ფაქტი არ უქმნის საფრთხეს მესამე პირებს ან საჯარო ინტერესებს.

საკონსტიტუციო სასამართლო აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა საჯარო დისკუსიებსა და სხვა ფორმატის განხილვებში, რათა სწორად მომხდარიყო მიღებული გადაწყვეტილებისა და მასში ასახული კონსტიტუციური სტანდარტების გააზრება. აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება ფართოდ შუქდებოდა ადგილობრივი თუ საერთაშორისო მედიით და მოექცა არაერთი ავტორიტეტული მედიის ყურადღების ცენტრში.

ამასთანავე, ვენეციის კომისია ყურადღებას უთმობს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებს N671 და N811 კონსტიტუციურ სარჩელებზე, სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ერთი მხრივ, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმა, რომელიც სახელმწიფო ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ მიღების უფლებას ანიჭებდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას და მეორე მხრივ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის ის ნორმა, რომელიც ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ს გადახდისგან ათავისუფლებდა ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობას, რესტავრაციასა და მოხატვას, თუ ეს სამუშაო შესრულებული იყო საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებულ უთანასწორო მოპყრობას არ გააჩნია რაციონალური კავშირი დასახელებულ ლეგიტიმურ მიზნებთან და წარმოადგენს დისკრიმინაციულ რეგულირებას.

ასევე, ვენეციის კომისიის გამოცემაში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის განჩინებაზე. ამ საქმეში საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი კიდევ ერთხელ გახდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების უფლება, შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. საკონსტიტუციო სასამართლოს ამ საკითხზე უკვე ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უცხოელთა საკუთრების უფლების მოპოვების აკრძალვა. საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ სახეზე იყო ნორმა, რომელიც შინაარსობრივად შეიცავდა არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის ანალოგიურ მოწესრიგებას.

ამ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ დაინახა პრაქტიკის შეცვლის საჭიროება, კიდევ ერთხელ დაიცვა საკუთარი პრეცედენტი და არსებითი განხილვის გარეშე ძალადაკარგულად ცნო უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების შეძენის აკრძალვა.

ვენეციის კომისიამ ასევე მიუთითა საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისს გადაწყვეტილებაზე, სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ პირველად იმსჯელა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლებაზე და ამ სფეროში სახელმწიფოს ვალდებულებებზე. სახელმწიფოს კულტურული მემკვიდრეობა მისი თვითმყოფადობის, ისტორიისა და კულტურის გამოხატულებაა და მას უდიდესი საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, მის ხელთ არსებული რესურსების გამოყენებით მაქსიმალურად აიცილოს თავიდან კულტურული მემკვიდრეობისათვის ზიანის მიყენება და დაიცვას იგი კერძო პირების მიერ დაზიანებისაგან.

და ბოლოს, გამოცემა ასევე მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმა, რომლის თანახმადაც, ახალი მტკიცებულების გამოვლენის შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.

ამ საქმეში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუცია ერთი მხრივ, იცავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საბოლოობასა და შეუქცევად აღსრულებას, მეორე მხრივ, ადგენს პირის უფლებას, სათანადო საფუძვლების არსებობისას მოითხოვს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება. ამდენად, ახლად აღმოჩენილ გარემოებების გამო გადაწყვეტილების გაუქმება მხოლოდ იმ შემთხვევაში ზღუდავს პირის უფლებას, თუ სათანადოდ არ არის დადგენილი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების მცდარობა.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ახლად აღმოჩენილი მტკიცებულებები და გარემოებები შეიძლება მიუთითებდეს არა გადაწყვეტილებით დამდგარი სამართლებრივი შედეგების სრული გაუქმების, არამედ მხოლოდ მისი ნაწილის რევიზიის აუცილებლობაზე. მაგალითად, შესაძლებელია, მოსამართლე მივიდეს დასკვნამდე, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოება საქმის განხილვის სტადიაზე რომ ყოფილიყო ცნობილი, შესაძლოა გამოეწვია მხარის მოთხოვნის შემცირება, დაკმაყოფილებული მოთხოვნის რომელიმე ასპექტის შეცვლა და ა.შ. ამის მიუხედავად, სადავო ნორმის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო შეტანილი განცხადების საფუძვლიანობის შემთხვევაში, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე სრულად უქმდება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ უფლების ნაკლებად მზღუდავ საშუალებად შეიძლება ჩაითვალოს გადაწყვეტილების გადახედვის წესი, რომელიც მოსამართლეს მისცემს შესაძლებლობას, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში მხარეთა ინტერესების დაბალანსების გზით გადაწყვიტოს, რა ფარგლებში გაუქმდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმა უფლების არაპროპორციულ შეზღუდვად მიიჩნია და არაკონსტიტუციურად ცნო.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ვენეციის კომისიას შორის მჭიდრო თანამშრომლობას მრავალწლიანი ისტორია აქვს. თანამშრომლობის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლო მისი გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციას პერიოდულად აწვდის ვენეციის კომისიას, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო, დიპლომატიურ და ადგილობრივ ორგანიზაციებს.

ყველა სიახლე

ენტონი ფაუჩი

18 იანვარი 2022, 03:18

COVID19

ენტონი ფაუჩი: ჯერ ნაადრევია იმის თქმა, არის თუ არა „ომიკრონი“ კორონავირუსის პანდემიის ბოლო ტალღა

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, არის თუ არა „ომიკრონი“ კორონავირუსის პანდემიის ბოლო ტალღა.

ჟოზეფ ბორელი

18 იანვარი 2022, 03:06

მსოფლიო

ჟოზეფ ბორელი: სულ უფრო მეტად შეშფოთებული ვარ კიევის მიერ არაკონტროლირებად რეგიონებში არსებული ვითარებით, რადგან ისინი უკრაინას შორდებიან და რუსეთს უახლოვდებიან

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ სულ უფრო მეტად შეშფოთებულია კიევის მიერ არაკონტროლირებად რეგიონებში არსებული ვითარებით, რადგან ისინი უკრაინას შორდებიან და რუსეთს უახლოვდებიან.

ოლაფ შოლცი

18 იანვარი 2022, 02:28

მსოფლიო

გერმანიის კანცლერი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, მკაფიო ნაბიჯები გადადგას უკრაინასთან კონფლიქტის დეესკალაციისთვის

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, მკაფიო ნაბიჯები გადადგას უკრაინასთან კონფლიქტის დეესკალაციისთვის.

პეტრო პოროშენკო

18 იანვარი 2022, 01:29

მსოფლიო

სასამართლო პეტრო პოროშენკოს აღკვეთის ღონისძიებას 19 იანვარს შეუფარდებს

კიევის პეჩორის რაიონული სასამართლო სახელმწიფო ღალატის ბრალდების საქმეზე უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს აღკვეთის ღონისძიებას 19 იანვარს შეუფარდებს.

18 იანვარი 2022, 01:19

მსოფლიო

ამერიკელი სენატორები უკრაინას სოლიდარობასა და იარაღის მიწოდებას ჰპირდებიან და პუტინს აფრთხილებენ

კიევში ვიზიტით მყოფი ამერიკელი სენატორების ორპარტიული ჯგუფი უკრაინას სოლიდარობასა და იარაღის მიწოდებას ჰპირდება და ვლადიმერ პუტინს აფრთხილებს, უკრაინის წინააღმდეგ ახალი სამხედრო შეტევისგან თავი შეიკავოს.

18 იანვარი 2022, 00:56

ეკონომიკა

Oxfam: პანდემიის დაწყებიდან დედამიწის მოსახლეობის 99%-ის შემოსავალი შემცირდა, 10 უმდიდრესი ადამიანის ქონება კი გაორმაგდა

Oxfam​-ში მიაჩნიათ, რომ მილიარდერების გამდიდრებას იმ ეკონომიკურმა დახმარებამაც შეუწყო ხელი, რომელიც პანდემიის ფონზე სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებმა ბიზნეს-სექტორს გაუწია. „თუ ხვალ ეს 10 ადამიანი ქონების 99,999%-ს დაკარგავს, მაინც პლანეტის მოსახლეობის 99%-ზე მდიდრები იქნებიან“, - განაცხადა Oxfam International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გაბრიელა ბუხერმა.

18 იანვარი 2022, 00:30

რეგიონი

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა

ლაგოდეხში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა სოფელ აფენში მოხდა. თვიმხილველების ინფორმაციით, „რენაულტის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მხარეს მოძრავ „ოპელის“ მარკის ავტომობილს შეეჯახა.

17 იანვარი 2022, 23:56

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს 18 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

17 იანვარი 2022, 23:40

სპორტი

FIFA-მ წლის საუკეთესო ფეხბურთელად რობერტ ლევანდოვსკი დაასახელა

ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელად პოლონეთის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი დაასახელა.

ლაშა დარსალია

17 იანვარი 2022, 23:30

პოლიტიკა

ლაშა დარსალია: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ასევე უფლება, გახდეს იმ ნებისმიერი ბლოკის წევრი, რომელსაც თვითონ ჩათვლის საჭიროდ, არ არის ის საკითხები, რომლებიც რამე სახით შეიძლება განხილვის საგანი იყოს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ასევე უფლება, გახდეს იმ ბლოკის წევრი, რომელსაც თვითონ ჩათვლის საჭიროდ, არ შეიძლება იყოს განხილვის საგანი.

17 იანვარი 2022, 23:03

მსოფლიო

ევროკავშირი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, ალექსეი ნავალნი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს

ევროკავშირი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, ალექსეი ნავალნი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებაშია ნათქვამი.

თენგიზ ცერცვაძე

17 იანვარი 2022, 22:30

COVID19

თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რატომ არის „რემდესივირი“ და მონოკლონური ანტისხეულები კოვიდ-19-ის მკურნალობის პროცესში ეფექტიანი

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რატომ არის „რემდესივირი“ და მონოკლონური ანტისხეულები კოვიდ-19-ის მკურნალობის პროცესში ეფექტიანი. როგორც თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ არსებული მედიკამენტისა და სამკურნალო მიდგომის გამოყენება უნდა მოხდეს რაციონალურად, რათა რაც შეიძლება ნაკლები ავადმყოფი მოხვდეს რეანიმაციაში, ნაკლები იყოს ლეტალობის მაჩვენებელი და მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეთ COVID პანდემიის მორიგი, შესაძლოა ყველაზე ძლიერი ტალღიდან.

ზაალ ანჯაფარიძე

17 იანვარი 2022, 21:53

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნის პეტიცია რაღაც კომუნისტური აზროვნების ნაჟური მგონია

სსრკ-ში ასე იწერებოდა რეჟიმისთვის მიუღებელი პირების წინააღმდეგ ვითომ მშრომელთა კოლექტიური წერილები, რომელთა უკანაც კომპარტიის ყურები ჩანდა, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე თეა წულუკიანის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას.

17 იანვარი 2022, 21:45

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ჯაველინების შესყიდვის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ჯაველინების შესყიდვის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 2021 წლის აგვისტორში აშშ-ს თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ, საქართველოსთვის 30 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების „ჯაველინის“ რაკეტებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის შესაძლო გაყიდვა დაამტკიცა.

დავით ზალკალიანი

17 იანვარი 2022, 21:34

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ნატოს გენერალურმა მდივანმა მკაფიო პოზიცია დააფიქსირა, რომ ნატოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვა არ მოხდება

ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო ნატოს გენერალურ მდივანთან და ყველა მოლოდინი, რაც მქონდა, კიდევ ერთხელ დადასტურდა აღნიშნულ შეხვედრაზე. გენერალურმა მდივანმა მკაფიო პოზიცია დააფიქსირა იმასთან დაკავშირებით, რომ არ იქნება არანაირი გადახედვა ნატოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, რომ მთავარი პრიორიტეტი და წითელი ხაზები გადის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე და ჩვენს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა, რომელიც დღეს ბრიუსელში გაიმართა.

დავით ქართველიშვილი

17 იანვარი 2022, 21:28

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: თეა წულუკიანზე იგივე რეაქცია სჭირთ, რაც ეშმას ნაკურთხი წყლით სხურებასა თუ საცეცხლურით კმევაზე

დემოკრატიაზე, ტოლერანტობაზე, მიმტევებლობაზე, გენდერულ პატივისცემაზე უკუღმად აცრილი ეს ნეოტროცკისტები, მათზე მრავალგზის ნიჭიერ, განათლებულ, საზრიან, პრინციპულ და პატრიოტულ თეა წულუკიანზე იგივე რეაქცია სჭირთ, რაც ეშმას ნაკურთხი წყლით სხურებასა თუ საცეცხლურით კმევაზე - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

17 იანვარი 2022, 21:20

COVID19

ისრაელში ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგების თანახმად, Pfizer-ის ვაქცინის მეოთხე დოზა „ომიკრონი“ ვარიანტისგან არასაკმარის დაცვას უზრუნველყოფს

ისრაელში, Sheba-ს სამედიცინო ცენტრში ჩატარებული კვლევა იმაზე მიუთითებს, რომ Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზა „ომიკრონი“ ვარიანტისგან არასაკმარის დაცვას უზრუნველყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

17 იანვარი 2022, 21:20

სამართალი

არსებული ინფორმაციით, წალენჯიხაში შვილს ტირის თოფი წმენდის დროს გაუვარდა და დედა იმსხვერპლა

გავრცელებული ინფორმაციით, წალენჯიხაში შვილის მიერ გასროლილმა ტყვიამ დედის სიცოცხლე იმსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, შვილმა ტირის თოფიდან იმ დროს გაისროლა, როცა მას წმენდდა. ქალს ტყვია თავის არეში მოხვდა.

მიხეილ ყაველაშვილი

17 იანვარი 2022, 21:07

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით შევძელით, რომ ასეთი მავნებლური და ბოროტი ძალა ყოველთვის მარცხდება

სწორედ ერთიანობით შევძელით, რომ ასეთი მავნებლური და ბოროტი ძალა ყოველთვის მარცხდება, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც იგი მისი პარტიის თავმჯდომარეობის ერთი წლის შედეგებზე საუბრობს.

17 იანვარი 2022, 20:50

COVID19

კომპანია Moderna-ში აცხადებენ, რომ კორონავირუსისა და გრიპის საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქცინა 2023 წლის შემოდგომისთვის ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს

კომპანია Moderna-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, სტეფან ბანსელმა განაცხადა, რომ კორონავირუსისა და გრიპის საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქცინა 2023 წლის შემოდგომისთვის ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს.